მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო ორგანოების არეში (მცირე მენჯში) ტკივილი, დისკომფორტი, მამაკაცებსა და ქალებში საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა ორგანოების და სისტემების დაავადებებს უკავშირდება. ეს ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი დისკომფორტი ან მწვავე და შეტევითი ხასიათის, ხშირად კი ქრონიკული, რაც უარყოფითად აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, სექსუალურ ცხოვრებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
ტკივილის მიზეზები:
მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზები მოიცავს:
-
-
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: ქრონიკული კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაწლავის სიმსივნეები.
-
-
უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები: საშარდე გზების ინფექციები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
დიაგნოზი:
ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ვიზიტი ექიმთან, რომელიც შეისწავლის პაციენტის ისტორიას, ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და დანიშნავს დამატებით კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ეს შესაძლოა მოიცავდეს:
– მიკროექოსკოპიას და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT).
მკურნალობა:
მკურნალობა დამოკიდებულია ტკივილის მიზეზზე. შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპიული პროცედურები.
დარტყმით-ტალღოვანი თერაპია წარმოადგენს უახლეს აღდგენითი მკურნალობის მეთოდს, რომელიც იდეალურად ხსნის ტკივილს.
ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს სიმსივნურ პროცესებთან ან სხვა გართულებებთან. ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა რობოტული ქირურგია, გამოიყენება მცირე მენჯის დაავადებების მკურნალობაში, რაც ოპერაციებისას მაღალ სიზუსტეს და სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს.
მცირე მენჯის ტკივილის მიზეზი ხშირად პროსტატის კიბო გახლავთ. პროსტატის კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა კანის კიბოს შემდეგ. გასათვალისიწინებელია, რომ პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქმის არ ვლინდება.
სწორედ პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი წარმოადგენს. ეს ულტრათანამედროვე მეთოდი შექმნილია სულ რამდენიმე წლის წინ და დღეისათვის ის გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი იძლევა საშუალებას ციფრულად შევაფასოთ პროსტატის კიბოს რისკი 5 ბალიანი PRI-MUS გრეიდინგ სისტემის გამოყენებით.
ჩვენი კლინიკა ამ დაავადებისდგან განკურნების გზასაც გთავაზობთ „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ კავკასიაში ერთადერთი კლინიკაა, სადაც ტარდება რობოტული ოპერაციები უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. რობოტული ქირურგია გახლავთ უმაღლესი სტანდარტი მედიცინაში და აქვს უამრავი დადებითი მხარე ტრადიციულ ლაპარასკოპიულ და ღია ოპერაციასთან შედარებით.
პრევენცია:
ტკივილის პრევენცია მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, მათ შორის:
– დაბალანსებულ კვებას;
– ფიზიკურ აქტივობას;
– თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას;
– ექიმთან პერიოდულ ვიზიტებს და დაავადებების სკრინინგს, რაც ხელს უწყობს პოტენციური პრობლემების ადრეულ აღმოჩენას.
“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით
Muclis da chipis tkivili sashishia
მოგესალმებით, ტკვილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვა და სხვა იყოს, უმჯობესია ჩატარდეს შესაბამისი დიაგნოსტიკა
ვიზიტზე ჩასაწერად მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ,გისურვებთ ჯანმრთელობას
მაქვს ხშირი შარდვა ექიმთან ვერ მივდივარ მაქვს დისკომფორტი მაგის გამო
დაგვიკავშირდით +995595233923