(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

05/05/2023
რუბრიკა დაავადებები
საშარდე გზების ინფექცია | ფოტო
Share on Facebook Whatsapp

თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და შარდსადენი საშარდე სისტემის ნაწილებია. ინფექციური პროცესი შესაძლოა ნებისმიერ მათგანში აღმოცენდეს. ამ მდგომარეობას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ. ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტს და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს.

ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას გულისხმობს. თირკმლის ინფექციას პიელონეფრიტს უწოდებენ.

რა არის საშარდე გზების ინფექციის მიზეზი?

შარდი, ორგანიზმის სხვა სითხეების მსგავსად, მნიშვნელოვანი ბაქტერიული ინფექციის არარსებობისას სტერილურია.

შარდში ბაქტერიების არსებობა ანომალიურ მდგომარეობად განიხილება. ის შეიძლება საშარდე გზების ინფექციის მიზეზად იქცეს.

ბაქტერია საშარდე სისტემაში, წესისამებრ, შარდსადენიდან ხვდება. შემდგომ მან შესაძლოა თირკმელსაც მიაღწიოს და თირკმლის ინფექცია გამოიწვიოს. ზემო საშარდე გზების (თირკმლის) ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქვემო საშარდე გზებისა. ამის მიზეზია ბაქტერიების სისხლში მოხვედრის ანუ ბაქტერიემიის აღმოცენების შესაძლებლობა. შარდსადენში ბაქტერია შეიძლება სწორი ნაწლავიდან ან საშოდან მოხვდეს. არის შემთხვევები, როცა ბაქტერია კანიდანაც ხვდება შარდასდენში. ქალებს საშარდე გზების ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, რაც საშარდე გზების ანატომიურ თავისებურებას – შარდსადენის სიმოკლეს – უკავშირდება.

თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციათა რისკფაქტორები

ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციის რისკს ზრდის. ქალისთვის ასეთი ფაქტორია სქესობრივი კონტაქტი. ამის მიზეზია უცხო ბაქტერიების მოხვედრა შარდსადენთან.

სწორედ ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული შარდის ბუშტის ანთება – ცისტიტი – პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ, რომელსაც თაფლობის თვის ცისტიტის სახელითაც მოიხენიებენ.

დადგენილია, რომ ორსულობისას ქალთა 2-8%-ს გადააქვს საშარდე გზების ინფექცია.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს შარდსადენში შარდის დინების შეფერხება, რაც გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული.

საშარდე გზებისა და თირკმლის ინფექციის რისკს ზრდის შარდსადენის კათეტერიც (ფოლის კათეტერი). ასეთ კათეტერს მაშინ იყენებენ, როცა ავადმყოფს არ შეუძლია მოშარდვა დამბლის, მძიმე დაავადების, შარდის შეუკავებლობის ან შარდის ბუშტის დისფუნქციის გამო. კათეტერის მეშვეობით ბაქტერიები თავდაპირველად შესაძლოა უშუალოდ შარდის ბუშტში მოხვდნენ, ხოლო შემდგომ – მის ზემოთაც. თირკმლის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს თირკმლის კენჭი ან საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალია.

დარღვეული დრენირება და შარდის პასაჟის ბლოკირება შესაძლებელს ხდის თირკმელში ბაქტერიების შეღწევას, ხოლო შარდის მეშვეობით მათი მოცილება ვეღარ ხერხდება.

შარდის დინების ნებისმიერი დარღვევა შესაძლოა ინფექციური პროცესის აღმოცენებისა და საშარდე გზების სხვა ნაწილებში მისი გავრცელების მიზეზი გახდეს. ბავშვებისთვის საშარდე გზების ინფექციის რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, საშარდე გზების განვითარების ანომალიები, კავკასიური რასა. ცნობილია, რომ კავკასიელებში საშარდე გზების ინფექცია 4-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე აფროამერიკელებში.

როგორ ვლინდება საშარდე გზების ინფექცია
საშარდე გზების ინფექციის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხელება;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • შემცივნება;
  • ოფლიანობა;
  • მტკივნეული შარდვა;
  • წელის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე.

პაციენტის გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს ცხელებას, წელის არეში კუნთების დაჭიმულობას. შარდის ანალიზი ინფექციის სიმპტომებს ავლენს.

ხანში შესულ და დასუსტებულ პაციენტებს საშარდე გზების ინფექციის დროს აღენიშნებათ გონების დაბინდვა, გულისცემის აჩქარება, წნევის დაქვეითება, სითხის კარგვა.

თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა

თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და მონაცემების დეტალურ შეკრებას. ექიმი განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას, სუნთქვის სიხშირეს, დეჰიდრატაციის სიმპტომებს, წელის მიდამოს მდგომარეობას. ახალგაზრდა მამაკაცებს უტარდებათ მენჯის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ქალებს – ორსულობის ტესტი. საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შარდის საერთო ანალიზი.

შარდი უნდა შეგროვდეს წესების დაცვით. აუცილებელია მოშარდვამდე შორისის არის დაბანა, რათა თავიდან ავიცილოთ შარდის კონტამინაცია ბაქტერიებით, რომლებიც შარდსადენის ირგვლივ კანზე ბინადრობენ.

მოშარდვის დაწყებისას შარდის პირველ ულუფას არ ვიღებთ – ის უნიტაზში უნდა ჩავიდეს. კონტეინერში, რომელიც ლაბორატორიას უნდა ჩავაბაროთ, გროვდება შარდის შუა ულუფა. საკმარისია 10-15 მლ. ამის შემდეგ პაციენტი განაგრძობს მოშარდვას და დარჩენილ შარდს კვლავ უნიტაზში უშვებს. ინფექციაზე მეტყველებს შარდში ლეიკოციტების ან ბაქტერიების არსებობა. თუ შარდის გამოკვლევამ საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ გამოავლინა, განიხილება სხვა დიაგნოზის შესაძლებლობა.

თირკმლის ინფექციის ყველაზე გავრცელებული გამომწვევია ნაწლავის ჩხირი – ეშერიხია კოლი. დადგენილია, რომ ათიდან 8 შემთხვევაში ინფექციას სწორედ ის იწვევს.

გარდა ამისა, გავრცელებული ბაქტერიებია კლებსიელა, პროტეუსი, ფსევდომონა, ენტეროკოკი, საპროფიტული სტაფილოკოკი.

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

თირკმლის ინფექციის მკურნალობისას, ისევე როგორც სხვა ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების დროული მიღება.

ჩვეულებრივ, როცა თირკმლის ინფექციის დიაგნოზს სვამენ, იწყება ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია – ანტიბიოტიკებით მკურნალობა ბაქტერიების მგრძნობელობის განუსაზღვრელად.

ამავე დროს ხდება სისხლისა და შარდის ჩაბარება ლაბორატორიული კვლევისთვის და ტარდება სისხლისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა. ასეთ დროს ბაქტერიებს სპეციალურ საკვებ ნიადაგზე გამოზრდიან და განსაზღვრავენ მათ მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ.

შედეგის კვალობაზე, ანტიბიოტიკი შეიძლება შეიცვალოს. ეს მაშინ, თუ გამოვლინდა აღმოჩენილი ბაქტერიების რეზისტენტობა (მდგრადობა) დანიშნული ანტიბიოტიკების მიმართ. გაურთულებელ შემთხვევებში საკმარისია ტაბლეტირებული ფორმით ანტიბიოტიკების მიღება და წყლითა და სითხით უზრუნველყოფა. ამ დროს მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ბინაზე. როცა სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, მდგომარეობა მძიმეა, გულისრევა და ღებინება შეუძლებელს ხდის მედიკამენტების მიღებას ან ტაბლეტირებული პრეპარატები უეფექტოა, აუცილებლად მიიჩნევა პაციენტის სტაციონარში მოთავსება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისა და სითხის მიწოდებისთვის, სიმპტომების აგრესიული მართვისთვის. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია გართულებული თირკმლის ინფექციის შემთხვევებშიც.

როგორ ავიცილოთ თავიდან საშარდე გზების და თირკმლის ინფექცია

განსაზღვრული წესების დაცვით შეიძლება შევამციროთ თირკმლის ინფექციის რისკი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ:

  • ჰიგიენაზე. ვინაიდან საშარდე გზების ინფექციათა გამომწვევი ბაქტერიები ორგანიზმში შარდსადენიდან აღწევენ, ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა. დადგენილია, რომ ქალებში ტუალეტისა და ბანაობის შემდეგ შორისის არის გაწმენდა ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან საგრძნობლად ამცირებს ანუსისა და საშოს არის ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრის შანსს.
  • სქესობრივ კონტაქტზე. ვინაიდან სქესობრივი კონტაქტი თირკმლის ინფექციის ერთ-ერთი რისკფაქტორია, რეკომენდებულია შარდის ბუშტის დაცლა (მოშარდვა) სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. ეს ხელს უწყობს შარდის ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების სწრაფად მოცილებას.
  • საკვებზე. ცნობილია, რომ შტოში და შტოშის წვენი ხელს უწყობს თირკმლის ინფექციის პროფილაქტიკას.
  • შარდის კათეტერზე. მისი გამოყენების აუცილებლობისას რეკომენდებულია, შარდის კათეტერი შეიცვალოს ექიმის მეთვალყურეობით ან მისი მითითებების ზუსტი დაცვით, პროცედურამდე სათანადოდ დამუშავდეს შორისის არე.
  • თირკმლის კენჭებზე. თირკმლის ინფექციის დროს კენჭები ინფექციის პოტენციური კერაა, რის გათვალისწინებითაც რეკომენდებულია უროლოგთან მისვლა და კენჭების მოცილების შესაძლებლობის განხილვა ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშარდე გზების ინფექციის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

კენჭის გავლა
დაავადებები

კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

ურეთრიტი | ფოტო
დაავადებები

ურეთრიტი – საშარდე მილის ანთება

საკვერცხის კისტა – სიმპტომები
დაავადებები

საკვერცხის კისტა – სიმპტომები

Comments 39

  1. ანასტასია says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით. მე მაწუხებს თირკმელი მაკვს მარჯვენა თირკმელში კენჯი შვიდ მილიმეტრიანი რამოდენიმე ცალი ასევე მუცლის არეში ტკივილი და დაბლა წვა შარდის ბუშტი როცა სავსემაკვს ვგრდზნობ ტკივილს .

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ანასტასია ,აუცილებელად მიმართეთ უროლოგს,შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, კომპლექსური, სადიაგნოსტიკო კვლევების პაკეტი აქციით.https://mmt.geproduct/siskhliani-shardi-kompleqsuri-diagnostika,რაც შეეხება კენჭებს ,ყველანაირი ზომის და სტრუქტურის კენჭებს შლიან ემ ემ ტე ჰოსპიტალში ლაზერით უსისხლო ოპერაციით.თუ დახმარება დგჭირდებათ დაგვიკავშირდით 2 23 40 23

  2. Teo says:
    4 წელი ago

    Gamarjobat bavshvi myavs 7clis chavabare shardis analizi baqteriebze, rac dadasturda aqvs baqteriebi xval mimyavs tikmelebze exo unda gadavugo. Shards aqvs suni sxva araperi acuxebs dzalian meshinia.

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო თეა,შარდის სუნი გამოწვეულია ბაქტერიებით ,შარდი უნდა დაითესოს ,და ჩაიტაროთ სათანადო მკურნალობა

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      შაბათს, 26 იანვარს ემ ემ ტე ჰოსპიტალში არის აქცია, შგიძლიათ ჩაეწეროთ და უფასო კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა უროლოგთან დაფასდაკლებით ჩაიტაროთ კვლევები.სასურველია წინასწარ ჩაწერა თუ გნებავთ ჩაწერა დაგვიკავშირდით 2 23 40 23

  3. ანონიმური says:
    4 წელი ago

    გამარჯობა. საშარდე გზების ანთება ქალებში უფრო ხშირია თუ კაცებში?

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით. საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალებს აქვთ უფრო მოკლე ურეთრა, ვიდრე მამაკაცებს, რაც აადვილებს ბაქტერიების შეღწევას შარდის ბუშტში.

  4. Eteri says:
    4 წელი ago

    Me var eter Xalvashi gavikete shardis bushtic operacia badeshi chasmit asevekelis operacia badeshi chasmit.icit imitom gavikete operacia sards very vikavebdi. Jerjerobit shedegi ar makvs.gamostordeba es .

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ეთერ, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს/დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

  5. ინგა says:
    4 წელი ago

    გამარჯობა, ერთი თვის წინ ხშირი შარდვა დამეწყო მუცლის ტკივილით, წელი მტკივა, უფრო მარცხენა მხარეს, მივედი საავადმყოფოში და ყველა ანალიზი ავიღე, გამოჩნდა რომ თირკმლებში დიდი რაოდენობით კრისტალები მაქ,და ექიმმა ამიხსნა: შესაძლოა კრისტალები დაიძრა და შარდის ბუშტი გაკაწრაო, დამინიშნა ეს წამალი,რენეფრინი, თავიდან თითქოს მიშველა მარა კუჭი გამიღეზიანა და ბოლომდე არ დავლიე, ახლა ისევ ცუდად ვარ წელი მტკივა და შარდის ბუშტზე მაწვება, რისი ბრალია და რამე ეფექტური საშუალება მირჩიოთ თუ შეგიძლიათ? მადლობა

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ინგა, წამოიღეთ ტქვენი კვლევეის პასუხები, 17აგვისტოს ჩაეწერეთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებიოთ ისარგებლებთ კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  6. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gamarjoba.naleqis mkroskopia havitare da leikocitebi da eritrocitebi maqvs usvilobas tu ushlis xels

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი, პირველ რიგში არ ვიცით თქვენი სქესი ან დაგვიკაშირდით 032 2234023

  7. თათია says:
    4 წელი ago

    გამარჯობა, მაქვს მწვავე ანთებითი პროცესი საშარდე გზების, მიზეზი არის ეშერიხია კოლის არსებობა საშარდე გზებში. მაქვს წვა და სისხლიანი შარდვა. ამავდროულად სისხლი თითქოს საშვილოსნოს ყელიდანაც გამოდის(სფოთინგი), რამდენად შეიძლება იმოქედოს ამ ინფექციამ საშვილოსნოს ყელის ინფექციების გამომწვევაზე.
    ასევე მაინტერესებს თუ ახასითებს დიარეა და კანზე გამონაყარი ამ ბაქტერიის არსებობას.
    მივმართე ეუროლოგს და დავიწყე მკურნალობა მეორე დღეა და ჯერ ისევ შეინიშნება სფოთინგი საცვალზე. გინეკოლოგთან ვიზიტი უკვე დავჯავშვნე, კიდევ ხომ არ მირჩევთ რაიმეს.
    მდლობა

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო თათია , შაბათს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი და გინეკოლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  8. irma says:
    3 წელი ago

    me maqvs tirkmlidan sasharde bushtshi chamavali milis sheviwroeba ,ase achvena exoskopiam,risi brali sheidzleba iyos da aris tu ara sashishi da rogor vimkurnalo

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ირმა საყურადღებო ნამდვილად არის, უნდა შემოწმდეს,აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. დაგვიკავშირდით 032 2234023

  9. maka says:
    3 წელი ago

    gamarjobat tramvebis shedegad damchirda kateteri. ramodenimetve ar sheidleboda adgoma diritadad kateterse gavxdi damokidebuli. axla rovigeb kateters ver vshardav risi brali unda iyos tu aris sashihi

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო მაკა, დაგვიკავშირდით და უროლოგის კონსულტაციას გაივლით ონლაინ უფასოდ 0322234023 555393267

  10. kato says:
    3 წელი ago

    გამარჯობა, უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ რომ ფორმა ასი დამიწეროს,მესაჭიროება უროგრაფია კატეთი,ასე მირჩია დისტანციურ კონსულტაციაზე უროლოგმა, ეს გამოკვლევაც ძვირი ღირს და თუ შეიძლება ფორმა 100 მომცენ თქვენთან უფასოდ რომ დავაფინანსებინო შესაბამის დაწესებულებას ეს გამოკვლევა. მაქვს ქრონიკული პიელონეფრიტი და 1 წლისწინ სტაფიოკოკი ამოითესა შარდში

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მობრძანდით კლინიკის დირექტორთან და დაგეხმარებით

  11. დინა says:
    3 წელი ago

    გამარჯობა ქრონიკული პიელონეფრიტი იკურნება?

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ზოგადად ქრონიკული დაავადება სამუდამოდ არ იკურნება, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი რემისიის უზრუნველყოფა

  12. ანონიმური says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ.9 თვის ბავშვს აქვს ეშერიხია კოლი. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს . მკურნალობის ქვეშ?

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით გააჩნია ხარისხს,მწვავეა, ქრონიკულია, ინფექციონიტს მიმართეტ , უნდა გაირკვეს საიდან აქვს ბავშვს ეს ინფექცია

  13. ანონიმური says:
    3 წელი ago

    გამარჯობა ეშერიხია კოლის ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ სრულიად იდევნება ორგანიზმიდან თუ სამომავლოდ საჭიროებს ყურადღებას,სიმპტომი მხოლოდ სიცხე და შარდის ბაქტეროლოგიურ ანალიზში აღმოჩნდა,სქესი მამრობითი.

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, ორგანიზმიდან არ იდევნება, გამწვავების შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობას.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

  14. ნინო says:
    3 წელი ago

    გამარჯობა, ვარ 44წლის ქალი.მაქვს შარდის შეკავება.2თვის წინ იგივე დამემართა, შარდის ბუშტი დაცალეს კათეტერით, დამინიშნეს ანტიბიოტიკი 5 დღე.სხვა ანალიზები , რაც შეეხება თირკმელს ნორმაში იყო.ანუ უფრო შარდის ბუშტის სისტემაში იყო პრობლემა.თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის ჩამოსვლა არ იყო პრობლემა. რასთან გვაქვს საქმე? ანტიბიოტიკები რომ მივიღე წინა შემთხვევის დროს უკეთ ვშარდავდი.ახლა ისევ შეკავება მაქვს.მადლობა

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      შესაძლოა გქონდეთ ანთება, კენჭი ან შევიწროვება, გამოკვლევაა საჭირო, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023 ან 555 393267

  15. ანონიმური says:
    2 წელი ago

    გამარჯობა. ვარ იტალიაში გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი და შარდში.მაქვს ლეიკოციტები და ბაქტერია ( (ვიტამინი D 3) ნაკლებობა. მარჯვენა თირკმელის ტკივილი მაქვს . მადლობა.

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      შეგვიძლია შემოგთავაზოთ ონლაინ კონსულტაცია, მაგრამ მანამდე გაიკეთეთ საშარდე სისტემის ექოსკოპია და გადმოგვიგზავნეთ შარდის ანალიზთან ერთად

  16. თამარ says:
    2 წელი ago

    ვარ ქალბატონი,მეც დამიდგინდა ეშიროხეა, ხშირად მახსენებს თავს, მაქვს ყრუ არასასიამოვნო შეგრძნება
    მარჯვენა თირკმელში, სუნიანი შარდი. რომელი ანალიზია საჭირო,რომელი კვლევა ამ ეტაპზე?

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და წარმომადგენელი მოგაწვდით დეტალებს 0322 23 40 23

  17. მანანა says:
    2 წელი ago

    ორი წლის გოგონას აქვს საშარდე გზების იმფექცია გამოწვეული ბაქტერია ეშერიფით ვმკურნალიბთ იაშვილის კლინიკაში ყველანაირი კვლევა ჩატარებული გვაქვს ყოველ თვეში სავადყოფოდი ვწევართ ცხელებით იქნებ რამე გამისავალი იყოს თქვენთან რას გვირჩევთ

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდითცხელ ხაზზე 0322 23 40 23

  18. ნინო says:
    1 წელი ago

    გამარჯობათ,9 წლის გოგონას აღმოაჩნდა ეშერიხია კოლის ბაქტერია.აწუხებს სასქესო ორგანოს წვა და უსიამოვნო შარდის სუნი.დაუნიშნეს მკურნალობა.მაგრამ დროდადრო ისევ აწუხებს წვა.ვერ განიკურნა საბოლოოდ.მაინტერესებს შესაძლებელია ამ ბაქტერიისგან სამუდამოდ განკურნება?

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ მობრძანდეთ უროლოგთან კონსულტაციაზე 0322 23 40 23

  19. თამილა says:
    1 წელი ago

    მოგესალმებით,ჩემი შვილის (29 წლის გოგო) შარდის საერთო ანალიზში ოსმოლარობა პირველად იანვრის 31-ში იყო 292,შემდეგ მარტის 18-ში 217,რამდენად საყურადღებოა და რაიმე პათოლოგიასთან ხომ არ გვაქვს საქმს? და კიდევ გავაკეთებინე შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და დაუდგინდა ეშერიხია კოლი 2.10 3,ეს ნორმაა თუ პათოლოგიურია და სამკურნალოა? უღრმესი მადლობა წინასწარ!

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

No Result
View All Result

სიახლეები

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

hormonoterapia
ონკოლოგია

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital

× მოგვწერეთ - ჩვენ მალე გიპასიხებთ!