პირველად საქართველოში, გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, რობოტული ქირურგიის დანერგვიდან სულ რაღაც 3 თვეში, პროსტატასა და თირკმელზე 40 ურთულესი რობოტული ოპერაცია განხორციელდა!
რობოტული ქირურგიის დანერგვამ, თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ლაპაროსკოპიული ოპერაციები, ამერიკასა და ევროპაში და ახლა უკვე საქართველოშიც.
ონკო-ქირურგის და რობოტული ქირურგის, გურამ ქარაზანაშვილის მიერ ჩატარებული რობოტული ოპერაცია, მოიცავს პროსტატის კიბოს ქირურგიულ მკურნალობას, პროსტატის სრულ ლიკვიდაციას, რომელიც უტარდება 70 წლის მამაკაცს.
ოპერაცია ხორციელდება უმაღლესი სიზუსტით, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს შეუნარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები!