ცისტიტი ანუ შარდის ბუშტის ანთება, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება, უფრო ხშირად გააჩნიათ ქალებს, რადგან ქალის შარდსადინარი უფრო მოკლე და განიერია. მამაკაცებში ცისტიტი ვითარდება ზრდასრულ ასაკში, როდესაც აღინიშნება შარდის შეკავება პროსტატიტის ან პროსტატის ადენომის ფონზე.
ცისტიტის მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში
რა იწვევს ცისტიტს?
ცისტიტის გამომწვევი მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს (ე.წ. ახალდაქორწინებულთა ცისტიტი). ცისტიტს ხშირად იწვევს ნაწლავის ჩხირი, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ასევე – პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება.
არაბაქტერიული (ინტერსტიციული) ცისტიტის მიზეზი უცნობია. ასახელებენ ფსიქოლოგიურ, იმუნოლოგიურ, ნეიროპათიურ დარღვევებს, შარდის ბუშტის დამცავი შრის უკმარისობას, შარდში ტოქსიკური პროდუქტების შემცველობას. თუმცა არც ერთი ეს თეორია დადასტურებული არ არის. ვარაუდობენ, რომ დაავადების ჭეშმარიტი მიზეზია შარდის ბუშტის ამომფენი სტრუქტურული მოლეკულის, გლიკოზამინოგლიკანის, უკმარისობა. რის გამოც შარდის ნივთიერებები შარდის ბუშტის კედელში აღწევს და ანთებას იწვევს. გამომწვევის კვალობაზე, ურეთრიტიც ორგვარია:
ვინ ავადდება ცისტითით?
ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული.
ქალის შარდსადინარი ფართო, სწორი და მოკლეა (2,5-3სმ), ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. მამაკაცებიც ავადდებიან, თუმცა იშვიათად. მათი შარდსაწვეთი ვიწრო და გრძელია – 15-30სმ. დაავადება გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებშიც.
ცისტიტით ავადობა გოგონებში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბიჭებში. ქალების დაახლოებით 20-25% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად უჩივის ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი).
თუ ცისტიტით უმეტესად ქალები ავადმყოფობენ, ურეთრიტის სიმპტომებს უფრო ადრე და მწვავედ მამაკაცები შეიგრძნობენ (გრძელი და წვრილი ურეთრის გამო). ქალებს სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული და შესაძლოა, შეუმჩნეველიც დარჩეთ, თუ ანთება ცისტიტით არ გართულდა.
როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი?
ცისტიტის ამოცნობა რთული გამოკვლევების გარეშეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე თავისებურება მასაც აქვს. დაავადებაზე მიგვითითებს:
- გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);
- ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა;
- მტკივნეული შარდვა;
- ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა;
- საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად – ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია;
- შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება;
- შარდის უსიამოვნო სუნი;
- მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით);
- გაძნელებული შარდვა;
- მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი;
- ნევროზული მდგომარეობა.
ცისტიტის დროს შესაძლებელია:
- სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მომატება;
- მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები;
- ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან;
- ტეხის შეგრძნება, განსაკუთრებით – წელის მიდამოში.
თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმეს მაინც უჩივით, დაიწყეთ სერიოზული მკურნალობა, სხვაგვარად მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
რაც შეეხება ბავშვებში მწვავე ცისტიტის კლინიკურ სურათს, ის ხასიათდება ხშირი და მტკივნეული შარდვით, რომელიც გოგონებს ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე სწრაფად, 2-3 დღეში გაუვლით.
ბიჭებში ზოგჯერ აღინიშნება შარდვის მწვავე შეკავება, რაც განპირობებულია მკვეთრი ტკივილით შარდის გავლის დროს შარდის ბუშტის ყელის ნაწილში. ამ დროს ტკივილი ვრცელდება შორისის და ანალურ მიდამოში და სასქესო ორგანოზეც. შარდის გამოყოფაზე დაუძლეველი ჭინთვების გამო ხშირად ცრუ შეუკავებლობა ვითარდება, განსაკუთრებით 7-12 წლის ბავშვებში (ვერ ასწრებენ ტუალეტამდე მისვლას) და ჭეშმარიტი შეუკავებლობის სურათი იქმნება.
ცისტიტის დროს სისხლის გამოყოფის მიზეზი მოშარდვის ბოლოს (ტერმინალური ჰემატურია) შარდის ბუშტის ლორწოვანის ანთებითი დაზიანებაა. შარდის მუქ ფერს განაპირობებს მასში ლეიკოციტების და ბაქტერიების სიჭარბე.
მწვავე ცისტიტის დროს იშვიათია სხეულის ტემპერატურის მომატება, რადგან გაწოვა შარდის ბუშტიდან უმნიშვნელოა. ცისტისტის დროს მაღალი ტემპერატურა და განსაკუთრებით შემცივნება მოწმობს ანთებით პროცესში თირკმელების ჩართვას (პიელონეფრიტი). ცისტიტის დროს ტემპერატურის მომატება აღენიშნებათ მხოლოდ მცირე ასაკის ბავშვებს. ამ დროს ძნელია მწვავე პიელონეფრიტის გამორიცხვა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ხშირია ზოგადი სიმპტომების სიჭარბე და მცირეა დაავადების ადგილობრივი, ლოკალური გამოვლინება.
ურეთრიტს ახასიათებს:
- წვა შარდვისას;
- სისხლი შარდში;
- შარდის შეუკავებლობა;
- გახშირებული ან იშვიათი შარდვა;
- შარდსადინარიდან გამონადენი, უფრო – დილაობით. ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი ჭარბია, ჩირქოვანი, მომწვანო ფერისა და უსიამოვნო სუნის. გონორეული ურეთრიტის დროს გამონადენი დილაობით ვლინდება თეთრი ჩირქის წვეთის სახით.
ცისტიტის მკურნალობა
უწინარეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი.
ისინი აღადგენს შარდის მჟავიანობას და მექანიკურად გამორეცხავს შარდის ბუშტს, მაგრამ ანთების გამომწვევ ბაქტერიებს ვერ სპობს.
დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება.
როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?
- ერიდეთ გადაცივებას.
- დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს.
- სვით ბევრი სითხე (განსაკუთრებით კარგია შტოშისა და წითელი მოცვის მორსი).
- რეგულარულად შედით ტუალეტში – შარდის შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს.
- ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს. ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში – ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს.
- ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას, ერიდეთ შეკრულობას.
- იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საკმარისია თუ არა მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო წამალი, ანტიბიოტიკები?
სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები – ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი). საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაის, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი.
ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მიღება საჭიროა სიმპტომების გაქრობამდე და შემდეგ კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე სასურველია მოწევისაგან თავშეკავება, წოლითი რეჟიმი, თბილი სათბურა ფეხებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას. ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკან თბილი ანადუღარი წყლითა და გლიცერინის საპნითAან ინტიმური ჰიგიენური საშუალებით. საწვალებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომპლექსი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიეტა, ჭარბი სითხე, რეჟიმი და ჰიგიენა – გახლავთ საწინდარი იმისა, რომ არასასურველ ინფექციას სწრაფად და უკვალოდ დავაღწიოთ თავი.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ცისტიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
ლელა ძალიან გთხოვ აუხსენი ექიმებს ერთხელ კიდე , დამეწყო აქედან პრობლემა , ჩემი მძიმე და რთული სამასაურის გამო პლიუს ძალიან ცივი ზამთარში მომიწია მუშავობ ,მისველდებოდა ფეხი ხშირად ოფლი მაშრებოდა ტანზე მძიმე მუშავობის გამო მიწევდა შარდის შეკავება ვერ ვახერხებდი ხშირად გასვლას საპირფარეშოში ,დამეწყო ლემსის ჩხვლეტასავით ტკივი ღამე ვდგებოდი მოსაშარდად 6/ 7 ჯერ თითქოს და ბოლომდე მოვშარდე მერე ისევ 5 წუთში მეშარდებოდა მქონდა ძლიერი წვა 7 თვეში გამიქრა ეს ყველაფერი და დამეწყო უარესი ,მაქვს ჩუმი ტკივილები და ვერ ვგრძნობ რადროს უნდა მოვშარდო არ
მაქვს სხეულში ძალა და არ გამოდის სპემა სხეულიდან ,ბოდიში ჩემი პრობლემაზე რო მიწევს საუბარი თქვენთან
გამარჯობა. აუცილებელია თქვენი პრობლემების საფუძვლიანი გამოკვლევა. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23
გამარჯობათ ერთი თვის წინ მქონდა შარდის ბუშტის ანთება და წვები ვიმკურნალე და დამრჩა საშოს სიმხურვალე გავიკეთე სანთლები ნაზები ვისვი ცოტა გამიარა ეხლა ისევ იმ დღეში ვარ გაუსაძლისი წვა და საშოს სიმხურვალე შემცივნება როგორ მოვიქცე სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ
გამარჯობა ნინო. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობათ ხშირად მემართება ცისტიტი არ ვარ საქართველოში აქ გადავიღე ვაგინალური მაქვს მცირე ზომის კისტა.ვგრძმობ საზარდულთან წვას თითქოს ძარღვი მაქვს დაჭიმული.ანალიზიც გავიკეთე შარდში არაფერი აღმომაჩნდა რისი ბრალი იქნება მიწევს დღეში 70 კლ ქალის აწევ დაწევა ამის ბრალი ხომ არ იქნება გთხოვთ მირჩიოდ რაიმე.საკვერცხეებიც გამწვავს ხოლმე.
გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
გამარჯობათ მაქვს ქრონიკული ცისტიტი ერთი კვირაა წვა მაქვს მირჩიეთ რამე როგრ დაგიკავშირდეთ კლინიკა სად მდეარეობს. ვარ 70 წლის
მოგესალმებით. მობრძანდით კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე. ჩვენი მისამართია, თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) ტელ. 0322 23 40 23
გამარჯობათ მაქვს ქრონიკული ცისტიტი ერთი კვირაა წვა მაქვს მირჩიეთ რამე როგრ დაგიკავშირდეთ კლინიკა სად მდეარეობს
მოგესალმებით. მობრძანდით კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე. ჩვენი მისამართია, თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) ტელ. 0322 23 40 23
წლებია მაქვსშარდვის მერე წვა ვიმკურნალე მითხრესანთებითი პროცესი არისო ანტიბიოტიკებიც ვსვი.და მაინც არ გამიარა ეხლა წვა ძალიან ცოტა მაქვს მაგრამ რომ ვშარდავ საშარდე ბუშტი მტკივა . ცოტათი
უროლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23
სამი დღის უკან შემცივდა და საღამოსვე დამეწყო დისკომფორტი. ხშირი შარდვა და დასრულებისას წვა. დავიწყე კანიფრონის დალევა, ცისტიტის იოლ ფორმას მკურნალობსო. მოკლედ მესამე დღეა ,ცოტა მომიკლება ისევ იწყება. მოვშარდავვთუბარა, ეგრევე კიდევ მინდა მგონია და სულ სურვილი მაქვს. გადავიღე 1კვირის წინ ეხო, პროსტატაზე. მაინტერესებდა,მაშინ ეს პრობლემა არ იყო. წესრიგშია. თირკმელში მითხრეს კრისტალები და ერთი კენჭი. მაგის ბრალი ხომ არ იქნება?
მოგესალმებით ბატონო კახა, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, უფასო ონლაინ კონსულტაცია შემოგთავაზოთ უროლოგთან. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით.
გამრჯობათ ვარ 47 წლის 22 ივლისიდან მაქ მუდმივი სისხლიანი გამონადენი ,დილას შარდიც სისხლიანია .ტკივილები არფერი მაწუხებს განსაკუთრებული
მოგესალმებით, ის მაინც მოგვეწწერეთ რომელი სქესის წარმომადგენელი ბრძანდებით.დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 და დაგეხმარებით
მქონდა ხშირი შარდვა და წვა ვიმკურნალე ფურადონინით და ლევომიცეტინით ხშირი შარდვა მომეხსნა მაგრამ მოშარდვის დროს ძირს მქაჩავს და მაქვს უსიამოვნო შეგრზნება იქნებ მირჩიოტ რამე ვარ რაიონში და არ შემიძლია თბილისში ჩამოსვლაა
მოგესალმებით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში უროლოგს, რიგი ანალიზების გარეშე ზეპირად დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს.
გამარჯობათ ვარ 21 წლის . სადღაც ერთიკბურაა მუცლის არეში ვგრძნოფ ტკივილს და დღეს დილას რომ მოვშარდე წვა ვიგრძენი და თან დაჰყვა სისხლიც რა გავაკეთო როგორ მობიქცე??
მოგესალმებით, დაგვიკავშირდით დაგეხმარებით 032 2234023 555393267
Gamarjobat var 40 wlis da xshirad vshardav ykve otxi dgea da makvs wva rit vimkyrnalo an ra davlio.madloba winaswar.
მოგესალმებით,სასურველია ექიმთან ვიზიტი,რომ კვლევის საფუძველზე მოხდეს მედიკამენტების დანიშვნა.დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
ვარ 60 წლის მიეირს მოდარდვა თუ კუჭის მოქმედება მაქვს მაშინ კარგად ვშარდავ წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ძალით ჭინთვით ვშარდავ მირჩიეთ რატომ ხდება
მოგესალმებით აუცილებელია გარკვეული ანალიზებისჩატარება, რომ დადგინდეს მიზეზი, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 და დაგეხმარებით
Lili. Gamarjobat. Mavs gaxshirebuli sardva. Moshardvis shemdeg wva.maqvs shegrdzneba rom milshi isev shardia da meshardeba.magram gamovyof xota sards.mtkiva muclis qveda nawili.mebereba muceli.mivmarte eims daminishna anti biotiki. Cotaxnit titqos ara mishavda magram ramdenime dgeshi igive simptomebi damwyo ar vici vis mivmarto.tqven ras mirhevt. tbilishi ar vimyofebi.sxva qalaqshi vcxovrob.
დაგვიკავშირდით და ექიმს გაგასაუბრებთ 555393267
Gamarjobat shardvis dros mtkiva da mewvis dzalian 5 wutic ara isev masea da sul cotas vshardav xolme xan gadami lis 1 2 dge ar mtkiva mer isev amtkvia da ris brali iqneba
გამარჯობა.2.3 კვირის წინ მქონდა შარდის დროს წვა.სამწუხაროდ ყურადღება არ მივაქციე და შემდეგ მომცა მაღალი სიცხეები.მივედი ექიმთან და დამინიშნა ანტიბიოტიკები.მეორე დღეა ვსვამ მაგრამ სიცხეს ვერაფრით ვიგდებ.ახასიათებს შარდის ბუშტის ანთებას მაღალი ტემპერატურა?
გამარჯობა. პერიოდულათ მემართება ცისტიტი გახშირებული შარდვით, მტკივა დაბლა მუცელი, თითქოს დაბლა მაწვება, მგონია შებერილი მაქ მუცელი, წელიც მტკივა, საშვილოსნო არა მაქ 7 წელია, სვავ წამლებს და არ მშველის, რა დავლიო გთხოვთ მირჩიოთ
მოგესალმებით ქალბატონო მანანა, აუცილებელია უროლოგმა გნახოთ შეაფასოს თქვენი ზოგადი მდგომარეობა და შემდეგ ექიმი მოგცემთ დანიშნულებას. დაგვიკავშირდით 0322234023
maqvs marcxena mxares sazardulis areshi wva da tkiviliufro metad roca shardi chadgeba,moshardvisas kiwva marcxena mxares xanac wvali sasqesoshiisev marcxena mxaes,dzalian gtxovt rame mirchiet.
ქალბატონო ლეილა, დაგვიკავშირდით ამ ნომერზე და დაგაკვალ;იანებთ დაგეხმარებით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
Maq xshiri shardva mivedi eqimtan gamomicera furomagi arafeli ar miqna mtkiva celis areshi vis mivmarto
Macuxebs cistiti maq celis areshi tkivili mivmarte eqims daminishna antibiotiki mainc maq tkivili ra gavaketo vis mivmarto
ქალბატონო ირინა, შაბათს მობრძანდით , აქ ციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 22334023
სად მდრბარეობს ეს კლინიკა?
გამარჯობა, ლუბლიანას ქუჩა 5; ძველი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მე–9 სართულზე 595 233023
Gamardzobat.shekitxva maq txovt mipasuxot.meuxles dzilshi epareba xolme cot.cota da ushvelo gtxovt mirchiet .vkurnalob mara albat ar shvelis ra davakevino
ქალბატონო მარინა , პარასკევს ცაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგიო ასევე ფასდაკლებით ისარგებელებთ კვლევებზე . წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
მოგესალმებით.ცისტიტი გამირთულდა საშარდე გზების ინფექციით.ვიმკურნალე.მაგრამ მოშარდვის ხშირი სურვილი და შარდის ბუშტის ტკივილი და წვა მიგრძელდება.ალბათ სწორედ ესაა ქრონიკული ცისტიტი.სამუშაო დღეების გარდა თუ გაქვთ მიღება და რა მისამართზე
ქალბატონო ინგა, შაბათობით არის აქცია, უროლოგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია,ასევე ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ცაწერა აუცილებელია 032 2234023
მოგესალმებით.სექტემბერში თუ გაქვთ აქცია,ან ფასდაკლებით მომსახურეობა?მადლობა წინასწარ.
მოგესლამებით დიახ გვაქვს კლინიკის ნომერზე დაგვიკავშირდით 032 2234023
სალამი, 10 თვის გოგონას მესამედ გაუმეორა საშარდე გზის ინფექციამ. ლეიკოციტებია მამატებული. რა გამოკვლევები უნდა ჩავატაროთ?
მოგესალმებით,დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით 0322234023 და დაგეხმარებით
გამარჯობათ! მაქვს ხშირი შარდვა შარდვის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება რომ თითქოს ისევ მეშარდება თუმცა სულ რაღაც წვეთობით, რომელ ექიმს შეიძლება მივმართო და თქვენ ჰოსპიტალში ისევ არის თუ არა აქცია უფასო კონსულტაცია ?
მოგესალმებით, 4მაისს გახლავთ მორიგი აქცია, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
გამარჯობათ შეგიძლიათ მირჩიოთ შარდის ბუშტის ანთების საწინააღმდეგო წამალი?
მოგესალმებით ქ.ნ. მარიამ. მკურნალობის დანიშვნამდე აუცილებელია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ ექიმთან კონსულტაციაზე – 0322 23 40 23
გამარჯობათ მაქვს გაძნელებული შარდვა რა შეგიძლიათ მირჩიოთ?
მოგესალმებით,თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს, შეგიძლიათ შაბათს 16 მარტს ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023