საშოს კედლების ან საშვილოსნოს დაწევა (სრული ან არასრული უტერო-ვაგინალური პროლაპსი) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა გინეკოლოგიაში. გინეკოლოგიური ავადმყოფებიდან, ყოველი მესამე ქალს უდგინდება სასქესო ორგანოების დაწევა. 50 წელს გადაცილებულ მანდილოსნების 40%-ს ამა თუ იმ ხარისხში გამოხატული აქვს ვაგინალური პროლაპსი. ბოლო დროს დაავადებამ განიცადა შესამჩნევი გაახალგაზრდავება, ასაკთან ერთად პროგრესირებს და კულმინაციას აღწევს ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში. საშოს კედლებისა და საშვილოსნოს დაწევის მიზეზებიდან აღსანიშნავია: მშობიარობის ტრამვატიზმი, მძიმე ფიზიკური შრომა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს მუცელშიდა წნევის აწევას (ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა და ა.შ.), ასევე შემაერთებელი ქსოვილის (მყესების და იოგების) გენეტიკური არასრულფასოვანება.
საშოს კედლების ან საშვილოსნოს დაწევა- სიმფტომები: უცხო სხეულის შეგრძნება საშოში, დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების დროს, რთული ფორმების არსებობის პირობებში აგრეთვე აღინიშნება უროლოგიური (შარდის შეკავება) და პროქტოლოგიური (დეფეკაციის გაძნელება) სიმპტომები. რთული ფორმების გენიტალური პროლაპსის მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია, მკურნალობის მეთოდები საკმაოდ ეფექტურია თუ ყოველთვის ადგილი ექნება პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას – ასაკის, სქესობრივი აქტივობის, სასქესო ორგანოების დაწევის ხარისხის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. საშოს კედლების 3 ან 4 სტადიის დაწევისას ჩატარებული ოპერაციების დროს უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია სინთეტიკური ბადის გამოყენება, რადგან ამ დროს ადგილი აქვს ადგილობრივი ქსოვილების გამოხატულ არასრულფასოვნებას, და საჭიროა მათი უფრო საიმედო ქსოვილით შეცვლა. ჩვენებით შესრულებული სინთეტიური ბადის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციებით გამოირჩევიან მაღალი ეფექტურობით და რეციდივების გაცილებით დაბალი სიხშირით. ცალკე და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა შარდის შეუკავებლობა. შარდის შეუკავებლობის ის ფორმა, რომელიც დაკავებულია ფიზიკურ დაძაბულობასთან (მძიმის აწევასთან, ხველება – ცემინებასთან) ქირურგიულად წარმატებით იკურნება, მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი დაკავშირებულია სინთეტიური ბადისაგან შექმნილი მარყუჭით ურეთრის სფინქტერის გამაგრებასთან, ეს ოპერაცია დღეისათვის ოქროს სტანდარტია და ძალიან მაღალი (98%) ეფექტურობით გამოირჩევა. გ. ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგების მიერ სრულდება ყველა სახის ოპერაცია გენიტალური პროლაფსის სამკურნალოდ, ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალი და თანამედროვედ აღჭურვილი ბაზა კი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს კლინიკაში ჩატარებულ მკურნალობას.