ცისტიტი და მისი გართულებები
შარდის ბუშტის ანთება, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება, უფრო ხშირად გააჩნიათ ქალებს, რადგან ქალის შარდსადინარი უფრო მოკლე და განიერია. მამაკაცებში ცისტიტი ვითარდება ზრდასრულ ასაკში, როდესაც აღინიშნება შარდის შეკავება პროსტატიტის ან პროსტატის ადენომის ფონზე.
ცისტიტის მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში.
ცისტიტის ტიპები
ცისტიტი გახლავთ შარდის ბუშტის ანთება. ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავე, რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად ან ინტერსტიციალური ცისტიტი, რომელიც არის ქრონიკული დაავადება. ინტენსტიციალური ცისტიტის დროს შარდის ბუშტის რამდენიმე ქსოვილი ზიანდება და ახასიათებს ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნება შარდის ბუშტის მიდამოში.
ცისტიტის დროს თირკმელში ინფექცია შეიძლება მოხვდეს ჰემატოგენური გზით, რაც პიელონეფრიტის არსებითი წყარო და ცისტიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. ეს არის თირკმელების არასპეციფიკური ინფექციური დაავადება, მიმდინარეობს თირკმლის ქსოვილების, მენჯისა და ფიალების დაზიანებით. პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პირველადი და მეორეული, მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე. ყველაზე ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკოკი, სტრეპტოკოკი. ინფექცია თირკმელში, მენჯსა და მის ფიალებში აღწევს ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით, ქვედა საშარდე გზებიდან შარდსაწვეთის კედლით, მისი სანათურით – შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობისას.
ცისტიტის გამომწვევი მიზეზები
- ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
- ორგანიზმის გადაციება;
- ხშირი შეკრულობა;
- ანთებით დაავადებების გადატანა;
- ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
- ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა;
ცისტიტის სიმპტომები:
- ტკივილი და წვა შარდვის დროს
- ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
- მძაფრი სუნით შარდი;
- შარდის ფერის შეცვლა;
- სისხლიანი შარდი;
- ტკივილი წელის არეში;
- ტემპერატურის მომატება
მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტი
ცისტიტი პიელონეფრიტის გამომწვევ მიზეზად შესაძლოა მოგვევლინოს. მწვავე პიელონეფრიტი იწყება მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ძლიერი ოფლიანობით, წელის არეში ტკივილით; დაზიანებული თირკმლის მხარეს შეინიშნება მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა, მკვეთრი მტკივნეულობა ნეკნ-ხერხემლის კუთხეში, საერთო სისუსტე, წყურვილი, დიზურია, შემდეგ ამას ერთვის თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რაც სწრაფად მზარდ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. ორმხრივი მწვავე პიელონეფრიტის დროს ხშირად ვლინდება თირკმელების უკმარისობის ნიშნები. ქრონიკული პიელონეფრიტი შეიძლება იყოს პირველად-ქრონიკულიც, ანუ მიმდინარეობდეს მწვავე მოვლენების გარეშე. ქრონიკული პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ყრუ, მუდმივი ტკივილი დაზიანებული თირკმლის მხარეს. ასეთ დროს შარდის ნალექში ჭარბობს ლეიკოციტები.
გამოკვლევით დადგინდა, რომ მეტი რაოდენობით წყლის სმა მორეციდივე ცისტიტისგან იცავს პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს.
ექიმებს ეძლევათ რეკომენდაცია, ურჩიონ მორეციდივე ცისტიტის მქონე ჯანმრთელ ქალებს, მიიღონ მეტი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, ვინც ყოველდღიურად 1,5 ლიტრზე ნაკლებ სითხეს იღებს. სითხის მოხმარების გაზრდა არის ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების სტრატეგიის უსაფრთხო და იაფი ალტერნატივა.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადების მორეციდივე ცისტიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: 0322 23 40 23
Exla swored es damewko arasasiamovno shegrzneba da xshiri shardva wva mirhiet ra gavaketo sanam tqvenamde moval vwevar loginshi ver vdgebi
მოგესალმებით ქალბატონო ნათია, მოსვლას თუ ვერ ახერხებთ, შეგვიძლია შემოგთავაზოტ ონლაინ კონსულტაცია უროლოგთან. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected]
ესეიგი
შარდვის დროს მაქვს :წვა,
ოდნავ თუ შემცივდა მუცელში ჭიპიდან ქვემოთ დაჭიმულობა მაქვს და ძალიან მტკივნეულია. ტკივილი იმატებს ასევე მოშარდვის დროს და წელში გამართვის დროს.
შეგრძნება მაქვს რო წარმოსახვითი ხაზივითაა ეს ჭიმი და რომ ვიმართები წელში უნდა გაწყდესო და ძალიან მტკივნეულია.
3-4 წელია რაც მაწუხებს წელიწადში ორი-სამჯერ მემართება თუ შემცივდა მაგ დროს… როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ?
ცისციცი ? პროსტატიტი ?
მუცლის ღრუ და შარდის ბუშტი ეხოსკოპიაზე გამიკვლეული მაქვს ყველაფერი ნორმაშია …
ასევე თავისით გამივლის ხოლმე ცხელი აბაზანის მიღებისას ან თბილად რომ წამოვწვები რამოდენიმე საათი ჩაღუღუნებული რო ვარ გამივლის ხოლმე თავისით .
ბატონო დათო ცოტა რთულია დისტანციურად რაიმე დასკვნების გამოტანა, შაბატს 14 სექტემბერს მობრძანდით კლინიკაშ ,უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი, თუ რამე დაგჭირდებათ ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე. წამოიღეთ თქვენი კვლევებიც. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023
თირკმელზე მაქვს 20 მილიმეტრიანი ცისტიტი რომელიცარისმტკინვნეული რომელიც წნევას მიწევს და არისთუარა მკურნალობა ან წამლები?