(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

უროლოგიის ცენტრი – MMT

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
18/02/2021
რუბრიკა უროლოგიური ჰაბი
A A
უროლოგიის ცენტრი
Share on FacebookShare on Twitter

უროლოგიის ცენტრი – MMT ჰოსპიტალი! საერთაშორისო დონის წანყვანი სპეციალისტები, ულტრა თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები!

გურამ  ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი აერთიანებს:

1) კენჭის დაშლის ულტრათანამედროვე ცენტრს;

2) პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრს;

3)  დარტყმით–ტალღოვანი თერაპიის ცენტრს.

MMT–ჰოსპიტალი გახლავთ მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი უროლოგიის ცენტრი, სადაც ტარდება

* ურთულესი ონკოუროლოგიური ოპერაციები;

* ყველა სახის, ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაცია საშარდე გზებზე;

* ყველა სახის ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაცია  თირკმელებზე, პროსტატასა და შარდის ბუშტზე.

ხელოვნური (ორთოტოპული) შარდის ბუშტის შექმნა.ოპერაცია, რომელმაც ამერიკის კონგრესზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დეტალურად იხილეთ ბმულზე

კენჭის დაშლის ულტრათანამედროვე ცენტრში წარმოდგენილია

უროლოგიის ცენტრის ერთ-ერთი სიახლეა STORZ-ის ფირმის უახლესი მოდელის, მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი ლითოტრიპტერი MODULITH  SLX-F2, რომელიც ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა კენჭების  დამშლელ  აპარატებს  შორის!  ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან, მსუქან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება  ღრმად მდებარე კენჭებზე. MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერის  მაგიდა გათვლილია 220 კგ წონაზე, განსხვავებით  სხვა აპარატებისაგან, რომლებიც 160 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებს ვერ ემსახურებიან. მისი ცილინდრული წყაროს მიერ გენერირებული ტალღები ვრცელდება 18 სმ-ის სიღრმეზე (მაშინ როცა  სხვა მოდელის აპარატებს  13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“).


პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი მოიცავს

უროლოგიის ცენტრი პროსტატის კიბოს სკრინინგის უნიკალურ ტექნოლოგიას გთავაზობთ  – მიკროექოსკოპიას ExactVu Micro-Ultrasound System.

დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში MMT-ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, რომელიც ახორციელებს პროსტატის კიბოს სკრინინგს ულტრათანამედროვე მიკრო ულტრაბგერის საშუალებით! მიკროექოსკოპი – ExactVu Micro-Ultrasound System არის უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად.

ეს ტექნოლოგია პროსტატის კიბოს პრაქტიკულად 100 %-იანი სიზუსტით დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა!  

ამ სისტემის შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივ ულტრაბგერით სისტემებს, კერძოდ,  ქსოვილთა აღქმა და შესაბამისად, მათში სტრუქტურულ ცვლილებათა გარჩევადობა 3-4-ჯერ უფრო გაძლიერებულია, სიზუსტით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევით მიღებულ გამოსახულებასთან შედარებით მიკრო-ულტრაბგერით ჩატარებული დიაგნოსტიკის ხარისხი 300 %-ითაა გაუმჯობესებული.   უახლესი ტექნოლოგია  პროსტატის საფუძვლიანად გამოკვლევის, მისი საეჭვო უბნების დეტალურად შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში დამიზნებითი  ბიოფსიის  მაქსიმალური  სიზუსტით  ჩაატარების  საშუალებას იძლევა!

MMT-ჰოსპიტალის უროლოგიის ცენტრი – ქვეყნისა და რეგიონის ლიდერ კლინიკაში, პაციენტებს შეუძლიათ  უახლესი  მიკროექოსკოპით  უპრობლემოდ   ჩაიტარონ  დამიზნებითი ბიოფსია,  მიზანმიმართულად  მხოლოდ  სიმსივნური  უბნებიდან, აირიდონ   ზედმეტი   ჩხვლეტა   და   უსიამოვნებანი!

ყველაზე თანამედროვე ლაპაროსკოპიისა და ენდოსკოპიის ცენტრი უზრუნველყოფს ურთულესი ქირურგიული ჩარევების განხორციელებას როგორც ონკოუროლოგიაში ასევე კეთილთვისებიან წარმონაქმებზე და პლასტიკურ ოპერაციებს თანდაყოლილ ან ტრავმის შედეგად გამოწვეული უროლოგიური დაავადებებისას

MMT HOSPITAL -ის ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და უროლოგიური ცენტრი

ონკოუროლოგია

  • შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, შარდის შეკავების უნარის და პოსტენციის შენარჩუნებით.
  • თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანიანი სიმსივნის

უროლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

  • სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
  • სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
  • ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური უროლოგია

შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა – ლითოტრიფსია (ლაზერული, ულტრაბგერითი, ელექტროჰიდრავლიკური, პნევმატური და დისტანციური)

  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
  • ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა

რეკონსტრუქციული უროლოგია

  • საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპლატაციით
  • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა

ქალთა უროლოგია

  • შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური მკურნალობა
  • შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია

ბავშვთა უროლოგია

  • ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების კორექცია
  • კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა
  • ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა

ანდროლოგია

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა
  • ერექციული დისფუნქციის მკურნალობა
  • ექსკლუზიური ოპერაციები

MMT ჰოსპიტალიის უროლოგიის ცენტრი ლიდერია რეგიონში ურთულესი უროლოგიური, გინეკოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების, მსოფლიო სტანდარტებით ჩატარებისა და პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საქმეში.

ჩვენი მისიაა:

MMT ჰოსპიტალის უროლოგიის ცენტრის მიზანია უზრუნველვყოს დასავლური სტანდარტის სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომი გავხადოს მსოფლიოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებასთან ცოდნის უწყვეტი გაზიარებისა და კლინიკური კომპეტენციის მუდმივი განვითარების გზით.

გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი – მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი!

უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით-MMT ჰოსპიტალში. დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

Tags: უროლოგიის ცენტრი
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

საუკეთესო უროლოგი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო  მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

Focal One
სამედიცინო აპარატურა

რობოტული თერაპია – Focal One (რუთი)

კენჭის დაშლა
სიახლეები

კენჭის დაშლა ერთ სეანსში – STORZ  MEDICAL

kibo
em-em-te

თირკმლის კიბოს ლაპარასკოპიული მკურნალობა

Comments 51

  1. ნათია says:
    2 წლის ago

    მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენთან თუ არის კვლევა:ვიდეო ურო დინამიკ ბავშვისთვის მინდა გადაღება

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      არა ქალბატონო ნათია, ასეთი კვლევა ჩვენთან არ კეთდება

      პასუხი
  2. ანონიმური says:
    2 წლის ago

    ჰიდროცელეს ოპერაცია თუ კეთდება და რამდენ დღეში გაწერთ პაციენტს

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით,ჰიდროცელეს ოპერაცია კეთდება,ოპერაციიდან მეორე მესამე დღეს ეწერებიან,გააჩნია ზოგად მდგომარეობას,ინდივიდუალურია.დეტალური ინფორმაციისთვის დააგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  3. Luka says:
    2 წლის ago

    ექიმთან ვიზიტი რა ჯდება??

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ლუკა, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტის ღირებულება 80 ლარია, სხვა უროლოგებთან 60 ლარი. ვიზიტისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23, ასევე ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს, https://www.facebook.com/MMTHospital/

      პასუხი
  4. ეთერი says:
    2 წლის ago

    მისამართი მომწერეთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ეთერ, ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მეცხრე სართული. დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23 ან ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MMTHospital/

      პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      დიღომი,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართულ;ი 2 23 40 23

      პასუხი
  5. jemali says:
    2 წლის ago

    didi bodishi.mainteresebs tu arsebobs sasharde da satesle milebis gamcmendi raime camalebi.an nemsi tundac.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ბატონო ჯემალ,მობრძანდით შაბათს 16მარტს კლინიკაში და აქციის ფარგლებში მიიღეთ უროლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე,ექიმი დაგაკვალიანებთ,ასე ზეპირად დანიშნულების მიცემა არ არის რეკომენდირებული.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  6. დარეჯანი says:
    2 წლის ago

    გავიკეთე შარდის ბუშტზე ოპერაცია. არაინვაზიური სიმსიმვნის დიაგნოზით. დამინიშნა ექიმმა ქიმიოთერაპია. შარდის ბუშტში უნდა შეუშვან წამალი.ექნება თუარა გვერდითი მოვლენები და შევძლებ მუშაობას? პედაგოგი ვარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით დარეჯან, ინდივიდუალურია, შეიძლება გქონდეთ გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია არა. ონკოუროლოგთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23

      პასუხი
  7. ნათია says:
    2 წლის ago

    გამარჯობა,ჩემს შვილს ეპისპადიის დიაგნოზი დაუსვეს,თუ იღებს ასეთ ბავშვებს და უკეთებს თუარა ოპერაციებს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნათია, რათქმაუნდა გვყავს ბავშვთა უროლოგი და ოპერაციებიც კეთდება,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  8. ზაზა says:
    2 წლის ago

    დამიდგინდა “მღვიმოვანი სხეულის უკმარისობა ასოში” მითხრეს ოპერაციული ჩარევა ან ე.წ. გადაკვანძვა ან პროტეზირება..
    შველის თუარა მედიკამენტოზური მკურნალობა..თუ ოპერაცია გარდაუვალია..ვარ 47 წლის.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ბატონო ზაზა, სექსოპათოლოგის კონსულტაცია გესაჭიროებათ,სავარაუდოდ სხვა პრობლემა გაქვთ,შეგვიძლია ჩაგწეროთ სექსოპათოლოგთან და მოგცემთ სათანადო დანიშნულებას.წიმასწარ უნდა ჩაეწეროთ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  9. ანონიმური says:
    2 წლის ago

    ნათესავის 12 წლის ბიჭი, სამწუხაროდ, შარდავს ლოგინში დაბადებიდან. რას გვირჩევდით?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს და ბავშვთა უროლოგს,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  10. თამარი says:
    2 წლის ago

    12 წლის ბიჭს აწუხებს შარდის შეუკავებლობა. რას გვირჩევდით?

    პასუხი
  11. ლიზი says:
    2 წლის ago

    გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან თუ კეთდება შარდის ბუშტის პოლიპის მოწვა, და რა ღირს ეს ოპერაცია?
    მადლობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ლიზი, დიახ კეთდება პოლიპის მოწვის ოპერაციის ღირებულება გახლავთ 2000ლარი ,საყოველთაო დაზღვევით ფინანსდება. 4მაისს შგიძლიათ აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  12. გიორგი says:
    2 წლის ago

    მოგესალმებით როგორ ყნდა მოხდეს პენისის გადიდება და .როგორ შეიძლება უფრო მეტი ლტოლვა გკონდეს კალის მიმარტ შეგიზლიატ რშევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით, შეგიძლიათ შეიძინოთ სექსოპათოლოგთან ონლაინ გასაუბრების პაკეტი 40 ლარად, ექიმთან თქვენი საუბარი კონფედენციალურია,თქვენი ჩივიკლებიდან გამომდინარე მოგცემთ დანიშნულებას და დაგეხმარებათ,ამ პაკეტის შესაძენად გადადით ბმულზე https://mmt.geproduct/seqsologthan-onlain-gasaubreba/ დახმარება თუ დაგჭირდებათ დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  13. ნელი says:
    2 წლის ago

    10 წლის გოგონას აქვს ნეიროგენული შარდის ბუშტი, თუ შეიძლება მკურნალობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ქალბატონო ნელი, აუცილებლად გესაჭიროებათ პროფესორის (გურამ ქარაზანაშვილთან) კონსულტაცია. წინასწარ უნდა დარეკოთ ჩასაწერად 032 2234023გაითვალისწინეთ ,რომ ბატონი გურამი 15ივლისამდე იქნება საქართველოში

      პასუხი
  14. luka says:
    2 წლის ago

    gamarjobat mainteresebs tbilisshi tu ketdeba sasqeso organos dagrdzelebis operacia da rajdeba daaxlooebit

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით, ჩვენს კლინიკაში არ კეთდება პლასტიკური ოპერაციები

      პასუხი
  15. ზურა says:
    2 წლის ago

    გამარჯობა, მაინტერესებს უროლოგთან აქციები რომ გქონდათ კონცულტაციაზე კიდე როდის გექნებათ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალნებით,შემდეგი აქციის დღე არის 31 აგვისტო,აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით0322234023

      პასუხი
  16. დათკა says:
    2 წლის ago

    ბატონ გურამთან კონსულტაცია რა ღირს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ,პროფესორთან კონსულტაციის ღირებულება გახლავთ130ლარი დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  17. Nato says:
    1 წლის ago

    Ra xirs mixeba konsultacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      ქალბატონო ნატო,უროლოგის კონსულტაცია 65 ლარია. ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  18. დათო says:
    1 წლის ago

    თქვენი მისამართი სად არის

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      დიღომი ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  19. ეკა says:
    1 წლის ago

    78 წლის ხამდაზმულზე არის თუ არა საყოველთაო დაზღვევიდან დაფინამსება დიაგნოზის დასმაზე, გამოკვლევაზე და ექიმთან ვიზიტზე

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      მოგესალმებით საყოველთაო დაზღვევა კვლევებს და ვიზიტს არ აფინანსებს, მხოლოდ ოპერაციებს აფინანსებს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ ტქვენი საკონატქტო ნომერი

      პასუხი
  20. gurami says:
    1 წლის ago

    sasharde gzebis problemebze vis gavesaubro?

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      ბატონო გურამ, დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  21. ნიკა says:
    1 წლის ago

    გამარჯობათ თუ შეგიძლიათ დამარება მაქვს ერექციის დისფუნქცია თითქმის ასო აგარ მაგრდება წამლები გამომიწერა ექიმაა არ გამოუკვლევივარ .ეს წამლებია (ალოე ნემსები სანთლები და ინადრენი გირმონალურიაო) რამდენად შეესაბამება ჩემი პრობლემის აგმოფხვრას ეს მკურნალობა ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს უახლესი ტექნოლოგია, ტალღოვანი თერაპია, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2234023

      პასუხი
  22. castro says:
    1 წლის ago

    გამარჯობათ მარცხენა სათესლე ბაგირაკის დანამატი არის შესიებული ფეხიდან გავცივდი და იმის მერე შესივდა ძაან იშვიათად მაქ ვენამ ან ნერვმა რომ იცის ისეთი შეგრძნება რაუნდა იყოს

    პასუხი
  23. ვალერი says:
    1 წლის ago

    გამარჯობა. მაქვს თეთრი გამონაყარი პენისზე და რა შეიძლება იყოს და რამდენ ხანში შეილება მოგვარება ექიმთან მიმართვის შემდგონ დაახლოებით?

    პასუხი
  24. თამარი says:
    12 თვის ago

    გამარჯობა. მაქვს შარდვის დაუსრულებლობის შეგრძნება. დავლიე ფოსფომედი ორჯერ 10 დღიანი ინტერვალით მზგრამ არ მიშველა. რა შეიძლებს იყოს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      12 თვის ago

      სავარაუდოდ ანთება, ჩაეწერეთ უროლოგის უფასო ონლაინ კონსულტაციაზე და დაგეხმარებით 555393267

      პასუხი
  25. თამარ says:
    11 თვის ago

    გამარჯობათ,ჩემს ბავშვს აქვს ჰიპოსპადია არის ოთხი წლის.იანვარში ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და გაუფართოვდა საშარდე არხი,ეხლა ერთი თვეა რაც მარცხენა სათესლე ჯირკვალი გამოეზარდა და როგორც აღმოჩნდა აქვს წყალმანკი და თიაქარიც,რომელ ექიმს მირჩევთ რო მივმართო და კონსულტაცია რა დამიჯდება?ვინც ჰიპოსპადიის,ტიაქრის და წყალმანკის ოპერაციას გაუკეთებს

    პასუხი
  26. ანონიმური says:
    8 თვის ago

    Gamarjobat bayono guram tu shegicliat rom damexmarot futkarma mikbina sasqeso organize da da agar magrdeba da tu shegicliat rom damexmafot an movide misamartze winaswar xdeba hawera tqventan tu rogor unda movide

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 თვის ago

      მოგესალმებით, პროფესორთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  27. ანონიმური says:
    7 თვის ago

    rajdeba diagnostika?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 თვის ago

      მოგესალმებით კონკრეტულად რა კვლევები გაინტერესებთ? დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook