MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი უროლოგიური ჰაბი

კენჭი თირკმელში

05/05/2023
რუბრიკა უროლოგიური ჰაბი
კენჭი თირკმელში | ფოტო
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: Русский

თირკმელში წარმოქმინილი კრისტალები, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გარკვეული  ტიპის მედიკამენტები, სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.

მას შედეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდის სახით ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).

კენჭი თირკმელში – ჩვეულებრივ სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა კენჭი:

  • თირკმელში იჭედება
  • შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს)-შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას ტკივილს იწვევს
  • იწვევს ინფექციას.

როგორც უკვე ვთქვით, შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს  მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება “კენჭის გავლა” რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება  და შარდის დინებას აფერხებს. შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და  იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ “კენჭის გავლას” ანუ თირკმლის ჭვალს.

თირკმელში კენჭის გაჩენის მიზეზი

თირკმელში კენჭის გაჩენის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
  • ინფექცია
  • თირკმლებისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევები

თირკმელში კენჭები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად – ამინომჟავებისაგან. მისი მიზეზია ასევე არასწორი კვება და ინფექციები… როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება წყლის მცირე რაოდენობით მიღება და შარდის მარილებით გაჯერება. გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითია.

MMT ჰოსპიტალში კენჭების დასაშლელად  ახალი თაობის ენდოსკოპებს ვიყენებთ. პროცედურა ტარდება რენტგენ-საოპერაციოში. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. მისი დასხივების დოზა არის მინიმალური, ხოლო ვიზუალიზაცია – საუკეთესო.  ლაზერი  კენჭებს ფხვნილად აქცევს, რომელიც  შემდეგ თავისით გამოიდევნება საშარდე გზებიდან.


MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

ცისტიტი – მკურნალობა, გართულებები

შემდეგი სტატია

მასტიტი – სიმპტომები

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

თირკმლის სიმსივნის ოპერაცია რობოტული ლაპარასკოპიით და ორგანოს შენარჩუნებით
რობოტული ქირურგიის ცენტრი

თირკმლის სიმსივნის ოპერაცია რობოტული ლაპარასკოპიით და ორგანოს შენარჩუნებით

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დარტყმით ტალღოვანი თერაპიით
სიახლეები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დარტყმით ტალღოვანი თერაპიით

გამოხმაურება 27

  1. ეკა says:
    3 წელი წინ

    Damisivda tvalis qututoebi mcireodebi qavilit vimkurnale ushedegod shemdeg momca tirkmelma sheteva sheidzleba iyos tvalis dadiaeba tirkmeltan dakavshirebuli?

    პასუხი
  2. რიმა says:
    4 წელი წინ

    გამარჯობა,ეხოზე მითხრეს მარჯვენა მხარეს კენჭი,ჭვალი მაწუხებს დიდი ხანია,როგორ შემიძლია მკურნალობა? გმადლობთ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      4 წელი წინ

      ჩვენთან შეგიძლიათ დაიშალოთ ერთ სეანსში. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    რისგან შესდგება თირკმლის კენჭი

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      http://www.power.ge/ru/medicina-1/163-medicina/90067-Tirkmlis-kenWebis-mizezebi-da-maTi-acilebis-gzebi

      პასუხი
  4. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    Gavikete eqoskopia. Gadavige rentgenic da marjvena tirkmeshi agmomachnda kenchi exla damecyo sashineli tkivilebi. Ramdenad sashishia da operaciis gareshe tu sheidzleba mkurnaloba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით ,პირველ რიგში უნდა მობრძანდეტ, უროლოგმა უნდა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა,უნდა ინახოს კენჭის ზომა ადგილმდებარეობა და სტრუქტურა ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა მეთოდით იქნება შესაძლებელი თქვენს შემთხვევაში კენჭის დაშლა.დეტალური ინფორმაციისთვიოს დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  5. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    Gamarjobat es ufaso viziti urologtan romlamdea ? Da ra dgeebshi

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით აქციის დრეა შაბათი, ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  6. მარეხი says:
    6 წელი წინ

    მოგ
    ესალმებით .მაქვს8მმ.კენჭი თირკმელში შეიძლება თუ არა მისი. დაშლა ან რაიმე სახით მკურნალობა ოპერაციის გარეშე.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო მარეხ, ემ ემ ტე ჰოსპიტალში დანერგილია კენჭების დაშლის ყველა თანამედროვე მეთოდი და შლიან ნებისმიერი ზომის და სტრუქტურის კენჭებს. მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდიუთ 032 2234023

      პასუხი
  7. მარეხი says:
    6 წელი წინ

    მოგესალმებით.ეხლახანს ჩავიტარე ექოსკოპია მუცლის ღრუში აღმომაჩნდა მარჯვენა თირკმელში კენჭი შვინდის კურკის ფორმის,როგორც ამიხსნა ჩემმა ექიმმა.კენჭის ზომაა -8-მმ.მქონდა გაუსაძლისი ტკივილები.ათ დღიანი მკურნალობის შემდეგ მომეხსნა ტკივიში და სხვა ჩივილებიც,მაგრსმ ცოტა ფიზიკური დატვირთვის გამო ისევ ძლიერად ამტკივდა.რა არის ჩრმ შემთხვევაში გამოსავალი გარდა ოპერაიისა,თუ შეიძლება რამე მკურნალობის მეთოდით შემცირდეს კენჭის ზომა იმ დონეზე მაინც რომ სადინარში გამოეტიოს.მადლობა წინასწარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო მარეხი, ემ ემ ტე ჰოსპიტალში შლიან ნებისმიერი ზომის და სტუქტურის კენჭებს, ლაზერით შეგიძლიათ დაიშალოთ თანამედროვე მეთოდით, 17აგვისტოს ჩაეწერეთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებიოთ ისარგებლებთ კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  8. მარიამი says:
    6 წელი წინ

    გამარჯობა ვარ 22 წლის და 2 ივე თირკმელში მაქ 3 მილიმეტრიანი და 4 მილიმეტრიანი კენჭო 2 2 და რისიბრალი შეიძლება იყოს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატონო მარიამ , თირკმელში კენჭის გაჩენის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია,ჩაეწერეთ შაბათობით ემ ემ ტე ჰოსპიტალში არის აქცია უროლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  9. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    gamarjobat!mainteresebs tirkmelshi kenchis dashlis wamals raqvia?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით , მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    Ra tanxa jdeba tirkmlis kenchis dashla

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით, კენჭის დაშლის ოპერაციის ღირებულებას განსაზღვრავს კენჭის ზომა, ლოკალიზაცია და სტრუქტურა, საწყისი ფასია 750ლარი ,15ივნისს ჩაეწერეთ და აქციიის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტყაციას, ასევევ ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე,აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  11. Bela says:
    6 წელი წინ

    Gamarjoba, mainteresebs ramden xans grzeldeba kenchis dashla

    პასუხი
  12. ციცი says:
    6 წელი წინ

    კრისტალების შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ციცი ,შეგიძლიათ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად, ჩაეწეროთ შაბათს 16 მარტს უროლოგთან და აქციის ფარგლებში მიიღოთ უფასო კონსულტაცია,ასევე შგიძლიათ ისარგებლოთ 20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე.სასურველია წინასწარ ჩაწერა 2234023

      პასუხი
  13. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    Gamarjobat. makva kenchi tirkmelshi da mainteresebs ra girs lazeruli dashla?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით, აუცილებელია უროლოგთან კონსულტაცია, რათა დადგინდეს თირკმელში კენჭის ლოკალიზაცია, მდგომარეობა, სტრუქტურა. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ დაიგეგმება კენჭის დაშლის ეფექტური მეთოდი. ლითოტრიფსიის ღირებულება იწყება 750 ლარიდან, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23

      პასუხი
  14. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    კენჭის წარმოქმნა რომ არ მოხდეს თირკმელში ამისათვის რომელი მცენარეული მედიკამენტია რეკომენდირებული.წყლის დალევა არ ყოფილა მთავარი.

    პასუხი
  15. Lela says:
    6 წელი წინ

    Ra simptomebi axasiatebs litotrofsiit kenchis dashlis shemgeg adamians?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ლელა, შეიძლება ქონდეს დროებითი ტკივილიები სანამ ორგანიზმიდნ დაშლილი კენჭები გამოიდევნება.

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC