(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

შარდის ანალიზი

12/05/2022
რუბრიკა გამოკვლევები
urinetest 2

urinetest 2

Share on Facebook Whatsapp

შარდის ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს.

ამავდროულად, შარდის ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც.კერძოდ შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს.

ამიტომაც, ეს გამოკვლევა ხშირად ინიშნება ექიმების მიერ, როგორც სკრინინგული ტესტი და ასევე შედის აუცილებელი გამოკვლევების ნუსხაში ნებისმიერ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში.

შარდის ანალიზის დროს ხდება:

  • სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა;
  • ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, ხვედრითი წონა, pH) შესწავლა;
  • შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);
  • ბიოქიმიური გამოკვლევა.

შარდის შეგროვების წესი

შარდი უნდა აიღოთ საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ, სპეციალურ, სტერილურ კონტეინერში, შუა ულუფა. თანამედროვე თვალთახედვით, შარდის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, მაგრამ ანალიზისთვის მაინც დილის შარდი ჯობს. ჰიგიენური პროცედურების დაუცველობამ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. 

მცდარ მონაცემებს ვიღებთ მენსტრუაციის დროსაც, ამიტომ, თუ განსაკუთრებით მწვავე შემთხვევა არ არის, ამ პერიოდში შარდის ანალიზისგან თავს ვიკავებთ.

ანალიზი შარდის აღებიდან ორი საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. თუ მეტი ხანი გავიდა, პასუხი ნაკლებად სანდოა. შარდის ანალიზისთვის გამოიყენება შარდის ანალიზატორი

რას გვეუბნება შარდის საერთო ანალიზი?

შარდის საერთო ანალიზი ანალიზით ფასდება შარდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები და მისი ნალექი.

შარდის ფიზიკურ თვისებებს განეკუთვნება რაოდენობა, ფერი, სუნი, რეაქცია, ხვედრითი წონა. თითოეულ ამ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.

შარდს ფერს მასში გახსნილი პიგმენტები – ურობილინი და უროქრომი აძლევს. ნორმალური შარდი ყვითელია.

მის ფერზე გავლენას ახდენს საკვები (მაგალითად, ჭარხალი) და ზოგიერთი მედიკამენტი. შარდი ფერს იცვლის ზოგიერთი პათოლოგიის დროსაც.

თუ ის წითელია და მღვრიე, სავარაუდოა სისიხლდენა შარდის ბუშტიდან და შარდსადინარიდან; თუ წითელია და გამჭვირვალე – თირკმლიდან; ბილირუბინის არსებობისას შარდი მუქი ლუდის ფერია, მოყვითალო-მოთეთრო და მღვრიე შესახედაობა კი შარდში ბაქტერიებისა და ლეიკოციტების არსებობაზე მიანიშნებს.

ინფორმაციულია სუნიც. ნორმალურ შარდს სპეციფიკური სუნი აქვს. სიდამპლის მძაფრი სუნი მასში ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობასა და, შესაბამისად, ანთებით პროცესზე მიუთითებს. კეტონური სხეულები შარდს აცეტონის სუნს აძლევს.

შარდის ხვედრითი წონა დამოკიდებულია მასში გახსნილ და შეწონილ ნივთიერებებზე. მაგალითად, გლუკოზის არსებობა ზრდის ხვედრით წონას, თირკმლის მიერ კონცენტრაციის უნარის დაკარგვისას კი ის მკვეთრად მცირდება.

საერთო ანალიზით ფასდება შარდის რეაქციაც. ნორმალური შარდის რეაქცია სუსტი ტუტედან სუსტ მჟავამდეა. მცენარეული საკვები ტუტიანობის მატებას იწვევს, ცილოვანი კი – მჟავიანობისას. ძლიერი მჟავა რეაქცია გვხვდება დიაბეტის, თირკმლისა და შარდის ბუშტის ტუბერკულოზის, შარდში კეტონური სხეულების არსებობის დროს. ტუტე რეაქცია დამახასიათებელია შარდის ბუშტის ქრონიკული დავადებებისთვის, ცისტიტისთვის, გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ჰემატურიისთვის.

ადამიანისთვის ნორმალურია დღე-ღამეში 1,5 ლიტრამდე შარდის გამოყოფა, დღისა და ღამის დიურეზის თანაფარდობა კი 3:1 უნდა იყოს.

შარდის რაოდენობა, უწინარესად, დამოკიდებულია მიღებულ საკვებსა და სითხეზე, თუმცა მასზე გავლენას ახდენს პათოლოგიებიც.

რაოდენობის მომატებას პოლიურიას ვუწოდებთ. ის უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი.

შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) ან მისი გამოყოფის შეწყვეტა (ანურია) თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მეტყველებს და საგანგაშო ნიშანია.

პროტეინურია

პროტეინურია შარდში ცილის არსებობაა. ნორმაში შარდში ცილა იმდენად ცოტაა, რომ მას სპეციალური ტესტჩხირები ვერ აფიქსირებს, ამიტომ მიიჩნევა, რომ შარდში ცილა არ არის.

მისი გაჩენა პათოლოგიაზე მიუთითებს. განასხვავებენ არათირკმლისმიერ და თირკმლისმიერ პროტეინურიას. არათირკმლისმიერი პროტეინურიიის დროს შარდში ცილა შარდსასქესო ორგანოებიდან ხვდება, უმეტესად – პროსტატიტის, ურეთრიტის და სხვა ანთებითი პროცესების დროს.

რაც შეეხება თირკმლისმიერ პროტეინურიას, ის ფუნქციურიც შეიძლება იყოს და ორგანულიც. ფუნქციური თირკმლისმიერი პროტეინურიის დროს თირკმლის პარენქიმა დაზაიანებული არ არის; უბრალოდ, ამა თუ იმ გამღიზიანებელი ფაქტორის საპასუხოდ იმატებს თირკმლის ფილტრის განვლადობა, რაც შარდში ცილის გადასვლას უწყობს ხელს. ეს ფაქტორებია მძიმე ფიზიკური შრომა, ხანგრძლივი ვარჯიში.

ორგანული პროტეინურია ვითარდება თირკმლის ქსოვილის დაზიანებისას, რაც თირკმლის მძიმე დაავადებებს ახლავს თან. 24-საათიან შარდში 3 გრამზე მეტი ცილის აღმოჩენა ნეფროიდულ სინდრომზე მეტყველებს.

ნორმალურ შარდში არც გლუკოზა და კეტონური სხეულები ჩანს. მათი მატება უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი.

როდესაც თირკმლის ნეფრონში ირღვევა ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესები, ვითარდება თირკმლისმიერი გლუკოზურია, ამიტომ როდესაც შარდში გლუკოზა ჩნდება, აუცილებელია სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა.

ფიზიოლოგიური გლუკოზურია ვითარდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებისას, ასევე – მძიმე ემოციური დატვირთვისას. კეტონური სხეულები შარდში გვხვდება დიაბეტის, ხანგრძლივი შიმშილის, პირღებინების დროს.

საერთო ანალიზით ფასდება შარდში ბილირუბინისა და ურობილინის არსებობაც. ბილირუბინი ჩნდება ობტურაციული, მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის პარენქიმის დაზიანების დროს.

ჰემოლიზური სიყვითლის დროს კი შარდში გვხვდება არა ბილირუბინი, არამედ დიდი რაოდენობით ურობილინი.

სწორედ ეს გახლავთ სხვადასხვა ეტიოლოგიის სიყვითლის ერთ-ერთი სადიფერენციაციო ნიშანი.

შარდის ფორმიანი ელემენტები

ვინაიდან მთელი შარდსასქესო სისტემა ამოფენილია ეპითელური უჯრედებით, შარდში განსაზღვრული რაოდენობის ეპითელიუმი ყოველთვის არის. განასხვავებენ ბრტყელ, გარდამავალ და თირკმლის ეპითელიუმს. ეპითელიოციტები, ეპითელუმის უჯრედები, შარდში ხვდება საშარდე გზებიდან, სასქესო ორგანოებიდან კენჭოვანი დაავადებების დროს. ლეიკოციტების მატება, ლეიკოციტურია, თირკმლისა და შარდის ბუშტის ანთებაზე, ინფექციებზე მიუთითებს.

ჰემატურია

ჰემატურია შარდში ერითროცეიტების არსებობაა. შარდში ორგვარი ერითროციტები გვხვდება: შეცვლილი, რომლებშიც ჰემოგლობინი აღარ არის და შეუცვლელი, რომლებიც სავსეა ჰემოგლობინით. ჰემატურია თირკმლისმიერიც შეიძლება იყოს და არათირკმლისმიერიც. არათირკმლისმიერი ჰემატურია ვითარდება ტრავმის, მძიმე ფიზიკური შრომის, ხანგრძლივი ვარჯიშის დროს. თირკმლისმიერი ჰემატურიის მიზეზებია შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის დაწევა და სხვა.

საერთო ანალიზით ფასდება შარდში ცილინდრების არსებობაც. ცილინდრები ცილოვანი წარმოშობის სხეულებია – მარცვლოვანი, ჰიალინური და ცვილისებრი. შარდში მათი გაჩენა თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მიუთითებს.

მარილები და ბაქტერიები შარდში

არაორგანიზებული ნალექი მოიცავს მარილებს, მჟავე შარდში – ოქსალატებს, მჟაუნმჟავას, ურატებს, ტუტე შარდში –ტრიპელფოსფატებს, ამორფულ ფოსფატებს, ამონიუმის მარილებს.
თუ შარდში ბაქტერიებია, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის დასაზუსტებლად.

MMT ჰოსპიტლის ულტრათანამედროვე ლაბორატორია გთავაზობთ ყველა საჭირო გამოკვლევას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 0322 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

მიკროექოსკოპიისა და თარგეტული ბიოფსიის ეფექტურობა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში
em-em-te

მიკროექოსკოპიისა და თარგეტული ბიოფსიის ეფექტურობა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში

MMT ჰოსპიტალის ექიმი-რადიოლოგი ინგა ბაკანოვა მიკროექოსკოპიის შესახებ
გამოკვლევები

MMT ჰოსპიტალის ექიმი-რადიოლოგი ინგა ბაკანოვა მიკროექოსკოპიის შესახებ

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

Comments 54

  1. Nino says:
    4 წელი ago

    B gepatitis dros shardshi ras mivaqciot yuradgeba

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ნინო, B ჰეპატიტის შემთხვევაში თუ ირღვევა ღვიძლის ფუნქციებში შეიძლება შესაბამისი ცვლილებები გამოიხატოს შარდში. თუ ღვიძლის ფუნქციები დარღვეული არ არის შარდში არანაირი ცვლილება არ იქნება ამ მხვრივ. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების შეფასება, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით. შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში, ჩვენი ლაბორატორია მუშაობას ორშათი–პარასკევი 9 საათიდან 18 საათამდე და შაბათს 10 საათიდან 4 საათამდე. დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  2. ეთერი says:
    4 წელი ago

    ინტერსტციულ ცისტიტს თუ მკურნალობთ თქვენთან.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ეთერ, დიახ, ინტერსტიციულ ცისტიტს ვმკურნალობთ. დაგვიკავშირდით: 0322 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Ra girs mtlianad sasharde gzebis kvleva

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      გააჩნია, რა კვლევა გჭირდებათ, არის თუ საჭირო ექოსკოპიური კვლევა, უროგრაფია ან სხვა. დარეკეთ 2 23 40 23 ან მოგვწერეთ ტქვენი ნომერი მეილზე info@mmt.ge ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და გაგარკვევთ ყველაფერში.

      პასუხი
  4. ნატალია says:
    4 წელი ago

    თქვენთან თუ მკურნსლობთ შარდის შეუკავებლობას?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      დიახ, ვმკურნალობთ.

      პასუხი
  5. cira says:
    4 წელი ago

    shardis sheukavloba aris tu ara cilebis brali da kidev shardshicila tu aris azotic aris

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      შარდის შეუკავებლობა ცილების ბრალი არ არის. გვეწვიეთ კლინიკაში დიაგნოზის დასაზუსტებლად.

      პასუხი
  6. მანანა says:
    4 წელი ago

    შარდის ანალიზში მაქვს 0,33 ცილა. საშიშია თუ არა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      საყურადღებოა. ასევე უნდა ინახოს სხვა მონაცემებიც. უროლოგის კონსულტაციაა საჭირო.

      პასუხი
  7. მზია says:
    4 წელი ago

    რა ღირს უროლოგის კონსულტაცია ბავშვებში

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო მზია, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაცია ღირს 80 ლარი, სხვა უროლოგთან ღირს 60 ლარი. შაბათს, 3 ნოემბერს გვაქვს უროლოგთან უფასო კონსულტაცია, ჩასაწერათ მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  8. ლ says:
    4 წელი ago

    გამარჯობა

    შარდში ლაბირატორიულას აღმოჩენილი სისხლი,რაზე შეიძლება მეტყველებდეს? როცა ყოველგვარი გამოკვლებები არაერთხელ გადამოწმებულია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, შარდში სისხლის აღმოჩენის მიზეზი მრავალფეროვანია. მობრძანდით უროლოგთან კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ანალიზის პასუხები. შაბათს, 10 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგის უფასო კონსულტაცია. ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  9. cico says:
    4 წელი ago

    gtxovt damexmarot tu sheidzleba saxlis pirobebshi buasilze mkurnaloba da ra preparatebia sahiro maqvs skdomadi sisxldenit

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ციცო, გესაჭიროებათ კონსულტაცია, რის შემდეგადაც დადგინდება სისხლდენის გამომწვევის მიზეზი. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  10. ხათუნა says:
    4 წელი ago

    გამარჯობა ბავშვის ანალიზში არის 12 წლის გაუკეთე შარდის ანალიზი და შარდის საერთო ანალიზში აქვს ერითროციტი 25 შარდის PH აქვს 5 მიკროსკოპიაში ერითროციტი 2 არის თუ არა საშიში და თუ შეძლება სახლში ბუნებრივი ხალხური მეთოდით ასკილით და ნიახურით ვუმკურნალო ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.სხვა დანარჩნი ნორმაში აქვს.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა, აუცილებლია უროლოგის კონსულტაცია, ბავშვს ესაჭიროება დამატებითი გამოკვლევები. შაბათს, 17 ნოემბერს არის უროლოგის უფასო კონსულტაცია, ჩასაწერათ მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავსირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  11. ია says:
    4 წელი ago

    გამარჯობა გავიკეთე პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა/ ამოითესა სოკო,სტაფილოკოკი, ნაწლაური ცხირები. გთხოვტ მირჩიეტ კარგი სპეციალისტი.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ია, პირველ რიგში აუცილებლია გასტროსკოპია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის ექიმ ენდოსკოპისტთან – ნუგზარი კუჭავა https://mmt.gearchives/doctor/nugzar-kutchava. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  12. Salome says:
    4 წელი ago

    Gamarjobat 6Wlis bavshvs aqvs shardshi tetri patara fantelebi zogjer shardsac arasasiamono Suni aqvs tqven Ras mirchevt?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო სალომე, უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და საშარდე გზების ექოსკოპია.შეგიძლიათ გაეცნოთ, კომპლექსურ დიაგნოსტიკაზე გვაქვს აქცია თუ ოლაინ შეიძენთ ფასდაკლების პაკეტს.აირჩიეთ თქვენთვიოს სასურველი კვლევა https://mmt.geproduct-categoriesთუ დახმარება დაგჭირდებათ დაგვიკავშირით 2 2340 23,სასურველია წინასწარ ჩაწერა

      პასუხი
  13. naira says:
    4 წელი ago

    leikocitebis momateba hatdhi risganaa gamocveuli

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნაირა, ლეიკოციტები ანთებითი პროცესის მაჩვენებელია.

      პასუხი
  14. Maia says:
    4 წელი ago

    Ras nishnavs shardis analizshi amosuli naclavis hxiri

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო მაია, ჩაეწერეთ და 15აპრილს უფასო კონსულტაციას მიიღებთ გასტროენტეროლოგთან,ასევევ ისარგებლებთ 20%იანი ფასდაკლებით,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023 ან 555 393267

      პასუხი
  15. მერი says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ. კითხვა მაქვს თუ შეიძლება. შარდის საერთო ანალიზში კეტოსხეულები არის 5,ლეიკოციტები 100,ეპითელური პრტყელი 3-5 მხ.არ. და ბაქტერია ჭარბი რაოდენობით.სისხლის ანალიზში ნორმაშია ყველაფერი მხოლოდ ერითროციტების დალექვის სიჩქარეა მომატებული. რაზე მიუთითებს ესყველაფერი. მაქვს ფეხების ტკივილი, სისუტე თავბრუსხვევა.. მადლობთ წინასწარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ეს ანალიზების პასუხები და თქვენი ჩივილები პირდაპირ კავშირში არ გახლავთ, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს

      პასუხი
  16. ლანა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ მაინტერესებს შარდის მიკროსკოპული და ბაქტეროლოგიური კვლევა ერთიდაიგივეა თუ სხვადასხვა პროცედურაა, ანუ სხვა კვლევაა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ლანა, სხვა და სხვა ანალიზებია, მიკროსკოპული დათვალიერება ხდება არა აპარატურით არამედ მანუალურად, ბაქტერიოლოგიურს თესავენ

      პასუხი
  17. სოფი says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით მაინტერესებს შარდისანალიზში დიდი რაოდენობით პრტყელი ეპითელიუმი რაზე მიგვანიშნებს და ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო სოფი, ანთების შემდეგ შესაძლებელია ბრტყელი ეპითელიუმი,არ არის საგანგაშო,თუ რამზე გაქვთ ეჭვი შეგიძლიათ შარდის ციტოლოგიყური ანალიზი გაიკეთოთ

      პასუხი
  18. Nino says:
    4 წელი ago

    Ragis shardis baqteorologiuri analizi

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნინო ჩვენთან არ კეთდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი

      პასუხი
  19. მაკა says:
    3 წელი ago

    გამარჯობა. თუ შეიძლება მითხრათ , რაზე მიუთითებს შარდის ნალექში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ლორწო. მადლობა წინასწარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, თუ მარტო ლორწოა, პროსტატის სეკრეციის წვენია და საშიში არაფერია

      პასუხი
  20. ლევანი says:
    3 წელი ago

    გამარჯობა. იქნებ დამეხმაროთ ვარ 27 წლის უკვე სამი თვეა თავს ვგძნობ ცუდად . თავიდან დამეწყო რაღაც იცნაურიად გაბრუების შეგძნება , შემდეგ თავისტკივილები პუპცაციით და ასევე დაჭიმვით ზოგჯერ გულის რევის შეგრძნება მარჯვენა ფეხის დამძიმება , მაგრამ ყველაფერი ეს სიმპტომი ერთად არ მაწუხებს ცალცალკე ერთი გავა მეორე შენომიტებს და ასე. გადავიღე მრტ თავის და სისძარღვების, ჩავაბარე შარდის და სისცხლის საერთო ანალიზი, ვიყავი ყელყურთან ოფთომოლოგთან ნევროპათოლოგთან, ყველა ანალიზი მაქვს იდეალური არაფერს უჩვენ3ბს, დმგომარეობა კი არ შემცვლია რაშია პრობლემა ხო ვერ დამეხმარებით

    პასუხი
  21. ლევანი says:
    3 წელი ago

    გამარჯობა. იქნებ დამეხმაროთ ვარ 27 წლის უკვე სამი თვეა თავს ვგძნობ ცუდად . თავიდან დამეწყო რაღაც იცნაურიად გაბრუების შეგძნება , შემდეგ თავისტკივილები პუპცაციით და ასევე დაჭიმვით ზოგჯერ გულის რევის შეგრძნება მარჯვენა ფეხის დამძიმება , მაგრამ ყველაფერი ეს სიმპტომი ერთად არ მაწუხებს ცალცალკე ერთი გავა მეორე შენომიტებს და ასე. გადავიღე მრტ თავის და სისძარღვების, ჩავაბარე შარდის და სისცხლის საერთო ანალიზი, ვიყავი ყელყურთან ოფთომოლოგთან ნევროპათოლოგთან, ყველა ანალიზი მაქვს იდეალური არაფერსუჩვენებს დავიღალე უკვე

    პასუხი
  22. ანი says:
    3 წელი ago

    უკაცრავად, 8 წლის ბავშვის შარდის ანალიზში არის ჭარბი რაოდენობით ლორწო, სხვა ყველაფერი ნორმაშია. საშიშია?????

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ანა,ლორწო არ უნდა იყოს რაღაც პრობლემა არის აუცილებლად უნდა დადგინდეს მიზეზი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  23. ნათია says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ მყავს ხუთი წლის ბიჭი მას აქ თმის ცვენა შარდის ანალიზი რო გავაკეთეთ აღმოაჩნდა ლორწო და ბაქტერიები შეილება მაგის ბრალი იყოს თმის ცვენა

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით უნდა გამოიკვლიოთ აუცილებლად,შარდში ბაქტერიები არ იწვევს თმის ცვენას. ზოგადად შარდში ბაქტერიები საყურადღებოა. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი 032 2234023 555393267

      პასუხი
  24. ანონიმური says:
    2 წელი ago

    Bavshvi aris 10 clis aqvs sasharde gzebis inpeqcia da ver ganvikurnet ramodenime Celia. Vitanjebit. Aqvs leikocitebi shardshi upro xshirad. Gvaqvs eritrocitebi magram ishviatad. Risi brali unda ikos tu shegidzliat rom gamarkvio. Bavshvs cistograpiac gaukete iashvilshi refluqsi araaqvs. Exla amjamad aqvs leikocitebi 14 16 alag alag Grovebad riti ushvelo AR vici.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით.მობრძანდით წამოიღეთ კვლევები რაც გაქვთ, პირველ რიგში უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი,რომ დანიშნულება მოგცეთ ექიმმა დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი
  25. Piqria says:
    2 წელი ago

    Gamarjoba. 6 wlis gogonas shardis analizshi agmochnda baqteriebi mcire raodenobit. Mainteresebs ra sheidzleba iyos es da aris tu ara sayuradgebo paqti.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. დიახ აღნიშნული ფაქტი საყურადღებოა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  26. ანონიმური says:
    9 თვის ago

    შარდის ანალიზში ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ლეიკოციტები 30 35 მდე საშიშია და რა.მივიღოთ ანტი იოტიკი.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      8 თვის ago

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  27. ანონიმური says:
    2 კვირის ago

    შარდში ერითროციტები 25 ვის მივმართო

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      8 წთ ago

      გამარჯობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია უროლოგთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ ექიმთან – 0322 23 40 23

      პასუხი
  28. ლენა კაკულია says:
    2 დღის ago

    მყავს 82 წლის დედა…რომელსაც აქვს შარდში ლეიკოციტების და ბაქტერიების დიდი რაოდენობა…გვჭირდება თუ არა უროლოგის კონსულტაცია? ანტიბიოტიკი გვესაჭიროება?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      45 წთ ago

      მოგესალმებით ლენა. მაგ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა უროლოგის კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ კონსულტაციაზე ჩაწერაში 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator