032 2 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • ადმინისტრაცია
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
    • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
  • პაციენტებისთვის
    • Case Manager
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • დაზღვევა
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • შეკითხვა ექიმს
  • მედიკოსებისთვის
    • გაიდლაინები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • ადმინისტრაცია
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
    • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
  • პაციენტებისთვის
    • Case Manager
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • დაზღვევა
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • შეკითხვა ექიმს
  • მედიკოსებისთვის
    • გაიდლაინები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

იმპოტენციის მკურნალობა – მაღალეფექტური მეთოდი

by mmthospital
12/01/2021
in Uncategorised, ერექციული დისფუნქცია, მკურნალობის მეთოდები, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
A A
იმპოტენცია
Share on FacebookShare on Twitter

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში

ერექციული დისფუნქცია სქესობრივი აქტის განხორციელებისათვის საჭირო
ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების უუნარობაა. მას სხვაგვარად
იმპოტენციასაც უწოდებენ.

აღნიშნული პათოლოგია აშშ-ში 20 მილიონამდე მამაკაცის პრობლემაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით ნაწილობრივი ან
სრული ერექციული დისფუნქცია 40-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცთა 50% თან გვხვდება. სიხშირის მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება, თუმცა, პაციენტთა დიდ ნაწილთან იმპოტენციის მკურნალობა ეფექტური და შედეგიანია.

ერექციული დისფუნქცია უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია
სისხლძარღვოვან, ნევროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ჰორმონულ დარღვევებთან. მიზეზად შეიძლება ზოგი პრეპარატის მიღებაც მოგვევლინოს.

თავის მხრივ, იმპოტენციის (სქესობრივი უძლურების) განმაპირობებელი
სისხლძარღვოვანი თუ ნევროლოგიური დარღვევები უხშირესად
ათეროსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის შედეგია. სასქესო ასოს
კავერნოზული არტერიების ათეროსკლეროზს უხშირესად სწორედ შაქრიანი
დიაბეტი და მოწევა იწვევს.

ასაკობრივი და ათეროსკლეროზული ცვლილებები ამცირებს არტერიათა
გაფართოების უნარს, აფერხებს მათი გლუვი კუნთების მოდუნებას, შედეგად
ირღვევა სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგება, გარდა ამისა,
ვენების ოკლუზიის (დახშობის) დისფუნქცია ვენური ნაკადის გადინების მიზეზი ხდება, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ერექციულ დისფუნქციას, ერექციის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ასეთ დროს განსაკუთრებულად ეფექტურია დარტყმით-ტალღოვანი
თერაპია,
მეთოდი, რომლის დროსაც სასქესო ასოს ზედაპირიდან ღრმად მდებარე ქსოვილებზე მაღალი ენერგიის დაბალსიხშირული აკუსტიკური ტალღების ზემოქმედება ხდება.

პროცედურა სრულიად უმტკივნეულო, არაინვაზიური, უსაფრთხო და რაც
მთავარია, მაღალეფექტურია, რადგან ქსოვილებში ფოკუსირებული ტალღები
ასტიმულირებს ახალი არტერიოლების წარმოქმნას (ნეოანგიოგენეზს),
აუმჯობესებს ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგებას და ქსოვილთა
ოქსიგენაციას (ჟანგბადით მომარგებას), თავის მხრივ, მიკროცირკულაციის
გაუმჯობესება აწესრიგებს ასოს ქსოვილთა ტროფიკას, ააქტივებს ერექციის
წარმოქმნის სისხლძარღვოვანი მედიატორების გამომუშავებას, აჩქარებს
ქსოვილთა გაჯანსაღების პროცესს, ხელს უწყობს უჯრედთა რეგენერაციას და
უზრუნველყოფს ერექციის განვითარებას.

დარტყმით-ტალღოვან თერაპიას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
პროცედურა ადვილად გადასატანია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის.
ერექციული ფუნქციის გაუმჯობესება პირველივე პროცედურის შემდეგ
შეინიშნება, რაც დიდ ფსიქომასტიმულირებელ გავლენას ახდენს პაციენტებზე.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის კურსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

• სისხლის შედედების დარღვევა (ჰემოფილია);
• მწვავე ინფექციური დაავადებები;
• ანტიკოაგულანტების გამოყენება (განსაკუთრებით მარკუმარის);
• თრომბოზები;
• სიმსივნური წარმონაქმნები;
• კარდიოსტიმულატორის არსებობა.

საბედნიეროდ, ამ უახლესი მეთოდით მკურნალობა უკვე საქართველოშიცაა

შესაძლებელი!

ShareTweetSendShareSend

Related Posts

პროსტატის კიბო
სიახლეები

პროსტატის კიბოს – უოპერაციო მკურნალობა

თერაპია
სიახლეები

რობოტული თერაპია – უოპერაციო მკურნალობა

უროლოგი
სიახლეები

უროლოგი – გურამ ქარაზანაშვილი

სტრესის კონტროლი
სიახლეები

ინერვიულეთ ნაკლები: 3 წესი, რომელზეც უნდა იფიქროთ

Comments 21

  1. ანონიმური says:
    11 თვის ago

    რა ჯდება მკურნალობა და რამდეი პროცედურაა საჭირო

    პასუხი
    • mmthospital says:
      11 თვის ago

      ერექციული დისფუნქციის მკურნალობა შოკტალღოვანი თერაპიით, რომლის ღირებულება (ერთი სეანსის) შეადგენს 300ლარს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  2. მერაბი says:
    11 თვის ago

    რა ჯდება მკურნალობა და რამდეი პროცედურაა საჭირო

    პასუხი
    • mmthospital says:
      11 თვის ago

      მოგესლმებით, შტორცის შოკ ტალღოვანი თერაპიის ერთის სეანსის ღირებულება გახლავთ 300ლარი, ტქვენი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე უროლოგმა უნდა დაგინიშნოთ, თუ რამდენი სეანსი იქნება საჭირო თქვენს შემთხვევაში. მინიმუმ არის 2 3 მაქსიმუმ7სეანსი.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 223023

      პასუხი
  3. Tengiz says:
    11 თვის ago

    Batumshi tu aris klinika

    პასუხი
  4. ანონიმური says:
    11 თვის ago

    ბათუმში თუ არის

    პასუხი
  5. ზურა says:
    11 თვის ago

    ბათუმში თუ არის

    პასუხი
  6. ანონიმური says:
    11 თვის ago

    Ra jdeba kvleva

    პასუხი
  7. დათო says:
    11 თვის ago

    რა დრო სჭირდება ერთ პროცედურას და დროის რა ინტერვალია საჭირო პროცედურებს შორის?

    პასუხი
  8. ნიკო says:
    11 თვის ago

    რამდენი ჯდება მკურნალობის ერთი სეანსი და რამდენ სეანს მოიცავს კურსი?

    პასუხი
  9. Jimi says:
    11 თვის ago

    Kargia mara dabali fenistvis tua xelmisawvdomi mkurnaloba

    პასუხი
  10. რევაზი. says:
    11 თვის ago

    მკურნალობა სადაა თბილისშია? მობ ნომ არ გაქვთ რომ გაგესაუბროთ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      11 თვის ago

      მოგესალმებით 032 2234023 555393267

      პასუხი
  11. დათო says:
    11 თვის ago

    რა ჯდება ერთი კურსი და რამდენი პროცედყრაა ერთ კურსში?

    პასუხი
    • mmthospital says:
      11 თვის ago

      მოგესალმებით ბატონო დათო, შოკტალღოვანი თერაპიის ერთი სეანსის ღირებულება გახლავთ 300ლარი ,მინიმუმ 2 3 სეანსია მაქსიმუმ 7,
      ექიმი განსაზღვრავს თქვენი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენი სეანსი დაგჭირდებათ. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  12. გია says:
    11 თვის ago

    გარატიას თუ იძლევით ვთქვათ არ იყოს შედეგი ამდენი ფული გადაყრილი იქნება?

    პასუხი
  13. ანონიმური says:
    10 თვის ago

    Imedielis dazgveva mushaobs tqventan?

    პასუხი
  14. ანონიმური says:
    6 თვის ago

    მოგესალმებით მაინტერესებს 30 წლამდე პაციენტისთვის თუ შეიძლება მსგავსი პროცედურის ჩატარება ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 თვის ago

      მოგესალმებით,დიახ რათქმაუნდა შესაძლებელია დაგვკავშირდით 032 2234023 555393267 ან მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას

      პასუხი
  15. ანონიმური says:
    2 კვირის ago

    გარანტიას თუ იძლევით მკურნალობა შედეგიანი იქნება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 დღის ago

      მოგესალმებით. ზოგადად გააჩნია პაციენტის მდგომარეობას და დაავადების სიმძიმეს. დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • მიმართულებები
    • პაციენტებისთვის
    • მედიკოსებისთვის
    • ექიმთან ჩაწერა
    • კონტაქტი

    © 2020 MMT Hospital

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
      • ჰოსპიტალი
      • ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • ადმინისტრაცია
      • გამოხმაურებები
      • ხარისხის კონტროლი
    • მიმართულებები
      • უროლოგიური ჰაბი
      • გინეკოლოგიური ჰაბი
      • ონკოლოგია
      • მამოლოგია
      • ქირურგია
      • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
    • პაციენტებისთვის
      • Case Manager
      • სიახლეები
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
      • დაზღვევა
      • ჯანდაცვის პროგრამები
      • შეკითხვა ექიმს
    • მედიკოსებისთვის
      • გაიდლაინები
      • სამეცნიერო ნაშრომები
    • ექიმთან ჩაწერა
    • კონტაქტი

    © 2020 MMT Hospital

    • →
    • კონტაქტი

      გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

    • Phone
    • Facebook