(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ენდომეტრიოზი

14/03/2019
რუბრიკა დაავადებები
Endometriosis

Endometriosis

Share on Facebook Whatsapp

ენდომეტრიოზი პათოლოგიაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანალოგიური ქსოვილი, ე.წ. ენდომეტრიუმის კერა, უცხო ადგილას წარმოიქმნება.

მაგალითად, საშვილოსნოს კედელში, კვერცხსავალ მილებსა და საკვერცხეებში, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, მენჯის ან მუცლის ღრუში და ა. შ. ენდომეტრიოზის ეს კერები ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლურ პროცესებს ექვემდებარება.

ფაქტობრივად მათში ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორსაც მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ფიზიოლოგიურად განიცდის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი).

ტკივილი, ანთებითი პროცესები, სისხლდენა – ასეთია ენდომეტრიოზის ნიშნები, თუმცა ენდომეტრიოზის კერების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც.

მაგალითად, ტკივილი შარდვისა და დეფეკაციის დროს (თუ ენდომეტრიოზი შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს მოიცავს), დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სხვა. მენსტრუალური ციკლი მეტწილად დარღვეულია. ვითარდება პოლიმენორეა – ხშირი და უხვი სისხლდენა. ეს ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ენდომეტრიოზის კერა სივდება, ჩამოიფცქვნება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.

მენოპაუზის (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტის) დადგომისდაკვალად ყველა ჩამოთვლილი სიმპტორმი ქრება და ქალს მდგომარეობა საგრძნობლად უუმჯობესდება.

ასიდან 40-60 შემთხვევაში ენდომეტრიოზი უნაყოფობის მთავარი მიზეზია.

ამ პათოლოგიის დროს ქალს ზოგჯერ არაფერი აწუხებს – არც ტკივილი და არც მენსტრუაციის დარღვევა, ექიმთან მისვლის ერთადერთი მიზეზი უშვილობაა, გამოკვლევისას კი ენდომეტრიოზი ვლინდება.

დაავადების გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენდომეტრიოზის განვითარებაში ნეგატიურ როლს ასრულებს

რკინა – სწორედ ამ ელემენტის შემცველობა იზრდება დაავადების დროს. რკინის სიჭარბის მიზეზად ერითროციტების დაშლას მიიჩნევენ.

ბელგიელმა გინეკოლოგებმა თავიანთი ჰიპოთეზა ენდომეტრიოზით დაავადებულ ვირთაგვებზე გადაამოწმეს.

ცხოველთა ერთ ჯგუფს მათ ერითროციტები შეუყვანეს, მეორეს – დესფერიოქსამინი მესამე ჯგუფი კი საკონტროლო იყო – არაფერი შეჰყავდათ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ენდომეტრიოზის კერები სამივე ჯგუფში თანაბარი რაოდენობით შენარჩუნდა.

კერებში უჯრედთა ზრდა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა: უჯრედთა აქტივობა მინიმალური იყო იმ ცხოველებთან, რომელთაც რკინის შემბოჭველი დესფერიოქსამინი ჰქონდათ შეყვანილი, მაქსიმალური ზრდით კი ენდომეტრიოზის კერები იმ ვირთაგვებთან გამოირჩეოდა, რომელთაც რკინის წყარო – ერითროციტები შეუყვანეს.

ამგვარად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რკინის შემბოჭველი პრეპარატები შეიძლება ენდომეტრიოზის მკურნალობის საფუძვლად იქცეს.

ენდომეტრიოზის დროს ტკივილის განვითარება ნერვული დაბოლოებების ჩაზრდა-განვითარებით ყოფილა განპირობებული.

იმის გასარკვევად, რატომ იტანჯებიან ენდომეტრიოზით დაავადებული ქალები ერთდროულად რამდენიმე ტკივილის სინდრომით, ფლორიდის უნივერსიტეტში საინტერესო კვლევა ჩაატარეს.

დაასკვნეს – ენდომეტრიოზის დროს ხდება ნერვული ბოჭკოების პათოლოგიური ჩაზრდა, რაც ტვინის მიერ ტკივილის აღქმას ედება საფუძვლად.

ნერვული ბოჭკოები ენდომეტრიოზის კერების მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად, მათ გასწვრივ იზრდება.

ცნობილი მკვლევარი კარენ ბერკლი ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ შაკიკს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ინტერსტიციულ ცისტიტს და სხვა პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ენდომეტრიოზთან ერთად აწუხებთ ქალებს, ნერვული ბოჭკოების ზრდას უკავშირებს.

სწორედ ამ ბოჭკოების მეშვეობით გადაეცემა ტვინს ნერვული იმპულსები, შინაგანი ორგანოებიდან გადაცემული ყველა სიგნალი კი ტკივილად აღიქმება.

რას მოიცავს მკურნალობა

მკურნალობა ენდომეტრიოზის დროს უმთავრესად ქირურგიულია. მიმართავენ ჰორმონულ თერაპიასაც. ჰორმონული პრეპარატების დიდი არჩევანის მიუხედავად, ენდომეტრიოზის კონსერვატული მკურნალობა უხშირესად უეფექტოა.

ჯერ ერთი ყოველგვარი ფორმისა და ლოკალიზაციის კერა არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას; მეორეც – ზოგიერთი ქალისთვის უკუნაჩვენებია ჰორმონოთერაპია (ალერგიული რეაქციების, სისხლის პათოლოგიების, გულ-სისხ ლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების დროს).

გაცილებით ეფექტურია ენდომეტრიოზის კერის ქირურგიული ამოკვეთა. დახვეწილი ლაპარასკოპიული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე მცირე ზომის კერებიც კი მინიმალური განაკვეთითა და ტრავმით ამოიკვეთოს (მრავლობითი კერისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ზოგჯერ საშვილოსნოს მთლიანად კვეთენ).

ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რეციდივი (დაავადების განმეორება) ასიდან 15-20 შემთხვევაში შეინიშნება. თუმცა, ოპერაციული ჩარევა პაციენტთა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს, ზოგი კი სრულიად იკურნება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ენდომეტრიოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 30

  1. Alina says:
    4 წელი ago

    Tu endometriumis siske 7 mm trial. Rodi’s da ra zomis Ari’s saoperacio.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ენდომეტრიუმის სისქე ცვალებადობს ციკლის პერიოდის შესაბამისად 3 მმ-დან 14 მმ-მდე. რატომ თვლით რომ 7 მმ-იანი ენდომეტრიუმის დროს ოპერაცია უნდა გაიკეთოთ? რა ჩივილები გაქვთ? მობრძანდით კლინიკაში და ჩავატაროთ საჭირო გამოკვლევა.

      პასუხი
  2. მირანდა says:
    4 წელი ago

    ჰორმონული პრეპარატით მკურნალობის მიუხედავად მომდევნო თვეში მაინც მეწყება სისხლდენა, ენდომეტრიუმი არის 7მმილიმეტრი. რას მირჩევთ აუცილებელია თუ არა საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მხოლოდ ენდომეტრიუმის სისქის მიხედვით დისტანციურად ვერ გეტყვით, რა მკურნალობა გჭირდებათ. როგორია ჰორმონული ფონი, სხვა რა კვლევები გაქვთ ჩატარებული. გთხოვთ, მობრძანდით კლინიკაში და გინეკოლოგი განიხილავს თქვენს ანალიზებს. საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ. დარეკეთ ქეის-მენეჯერთან ნომერზე 571 311 155 ან მოგვწერეთ თქვენი ნომერი მეილზე infi@138.201.197.207 და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ.

      პასუხი
  3. ანა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ მაქვს ენდომეტრიოზი ერთხელ გავიკეთე ოპერაცია და საკვერცხესთან ერთად ამ0მაჭრეს (შემოგრეხილი იყო) . ეხლა ისევ გამიჩნდა არის ძალიან პატარა საოპერაციო არ არის დამინიშნეს ვიზანა 6 თვე. ჯერ ერთი ფირფიტა მაქვს დალეული და მენსტრუაცია მაინც მომივდა. და მაინტერესებს პრეპარატის მიღებიდან როდის წყდება მენსტრუაცია?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ანა,ყველა პაციენტთან ინდივიდუალურია , პრეპარატის მოქმედების ეფეექტურობა არ არის დამიკიდებული მენსტრუალური ფუნქციის არსებობაზე და არ არსებობაზე . გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ,მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო და დაგიკავშირდებით

      პასუხი
  4. ეკა says:
    4 წელი ago

    ენდომეტრიოზის ოპერაციის შემდეგ ერთი წელი ხდება..მაქვს ენდომეტრიუმი 5 სმ და პოლიპები 18 და 14 მმ…. ესე იგი კიდევ მჭირდება ჰისტეროსკოპია??

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ეკა, გადმოგვიგზავნეთ თქვენი კვლევის პასუხები, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

      პასუხი
  5. ანონიმური says:
    4 წელი ago

    გამარჯობა, ვიზანი ასუქებს?

    პასუხი
  6. Lali says:
    4 წელი ago

    Mesajiroeba gamopxekva histeroskopiuri metodit sashvilosnos kelze da ra girs

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ლალი, პროცედურის ღირებულება გახლავთ 900 ლარი და ფინანსდება საყოველთაო პროგრამით

      პასუხი
  7. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gamarjoba me ar memateba endometriumi orjer gavikete gistero skopi wamlebsac vsvav da main araferi mshvelis ra sheidzleba movimoqmedo?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით , დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

      პასუხი
  8. ანონიმური says:
    4 წელი ago

    გამარჯობა, მყავს 12 წლის გოგონა, რომლსაც მენსტრუაციული ციკლი დაეწყო იანვარში, განმეორებით აპრილის თვეში მოუვიდა. მთელი ორი თვე შეუწყვეტელი დენაა აქვს, ექოსკოპიამ აჩვენა საშვილოსნოს 2 სმ ენდომეტრიუმი. რამდენად რეალურია ამ ასაკში ეს მდგომარეობა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელია?

    პასუხი
  9. Maia says:
    4 წელი ago

    Gamarjoba,endometriumi makvs 6 mm,amaze meti aranairad ar gaizarda,momdevno proceduris chasatareblad,ivnisis tveshi gavikete 15 nemsi dekapeptili,magram,ushedegod,

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო მაია , 13 ივლისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში გაივლით გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას, აქხციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  10. ქეთი says:
    4 წელი ago

    გამარჯობა. მაქვს ენდომეტრიუმის ორი კერა საშვილოსნოს ყელზე. მაინტერესებს შეუშლის ხელს თუ არა დაფეხმძიმებას აღნიშნული პრობლემა? მადლობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ქეთი, 13ივლისს არის აქცია ჩაეწერეთ და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებთ 032 2234023

      პასუხი
  11. თამილა says:
    4 წელი ago

    ვცხოვრობ ბათუმში.მაწუხებს ენდრომეტრიოზი ორი თვეა ვსვამ ნეობლოკს…შედეგი არამაქვს.თუ არის თქვენი ცენტრი ბათუმში.სად მოვიდეთ…

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო თამილა, ემ ემ ტე ჰოსპიტალ;ი არის თბილისში,შაბათობიღ არის აქცია ჩაეწერეთ დამიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  12. ია says:
    4 წელი ago

    თითქმის ათი წელია მაქვს ენდომეტრიული პოლოპიი…მაქვს შაკიკისებური საშინელი თავისთკივილები მენსტრუაციის დროს…ექიმი მეუბნებაა ამოიღე საშვილოსნოო…რატომღაც თავს ვიკავებ და იქნება სწორი გადაწყვეტილებაა? მირჩიეთ ასაკით 44წლის ვარ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ია გადმოგვიგზავნეთ კვლევის პასუხები ან მოპბრზანდით 13 ივლისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგოს უფასო კონსულტაციას წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  13. თათია says:
    3 წელი ago

    ცოტა შემეშინდა..მე აღმომაჩნსა ყელის დასაწყისი ფორმა ენდომეტრიოზის მარა დავვორსულდი …არსებობს რამე საფრთხე კვლავ გართულდეს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს . დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  14. ანონიმური says:
    3 წელი ago

    mogesalmebit maqvs spirali rac chavidgu masmere marcxena sakverce amtkivda da menstruacis dros dzlieri tkivili mavs aseve damta rebis shedehadac maqvs sisxlia i gamonadeni titqmis sul ras mirchevt mean ginekologtan viyavi da mitxra antebaa mxolod da peo gavikete mavram araferi shecvlila saertod iseve isev cudat var

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, შაბათოპბით არის აქცია ჩაეწერეთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  15. ანონიმური says:
    3 წელი ago

    Cavikitxe statia sacvilisnos miomebse
    Makvs polipebi sasvilosnose seidsleba ty aara gakres tkventan am prosedyris semdeg ra girs es prosedyra sacvilosnos vakymis sedegad rom igypeba mioma

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან შაბატს ჩაეწერეთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციაზე ,ასევე აქციის ფარგლებში ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია

      პასუხი
  16. ხათუნა says:
    2 წელი ago

    გამარჯობა, მაქვს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, მე- 8 თვეა ვსვამ ვიზანას, ვიზანას მიღების შუა პერიოდში ჩვეულებრივად მქონდა ციკლი, ისევ დამეწყო სისხლდენა, მაინტერესებს პრეპარატის მიღებიდან როდის წყდება მენსტრუაცია?
    რას მირჩევთ აუცილებელია თუ არა საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთა?
    გავიკეთე ექოსკოპია , როგორც მითხრეს შეგიჩერდება, ოპერაცია არ გჭირდებაო?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      უმჯობესია მობრძანდეთ გინეკოლოგის კონსულტაციაზე, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყევტილების მიღებას კომპლექსური შესწავლა ჭირდება

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator