პროსტატის კიბოს რობოტული ოპერაცია
რადიკალური პროსტატექტომია უკვე მრავალი წელია ერთ-ერთ წამყვანი მეთოდია პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. წლების წინ, ექიმები იყენებდნენ ოპერაციის ღია მეთოდს, შემდეგ ლაპარასკოპიულ მეთოდს ახლა კი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ფაქტობრივად ყველა სახის ქირურგია ჩაანაცვლა რობოტულმა ქირურგიამ.
კვლევები, რომელიც 20 წელია ტარდება, აჩვენებს, რომ რობოტული რადიკალური პროსტატექტომია იძლევა საუკეთესო შედეგებს. ასეთ დროს აღარ ხდება პროსტატის კიბოს განმეორება , ხდება მისი მთლიანად ამოკვეთა . თუ ოპერაციის შემდეგ პსა-ს დონე არ არის ნულოვანი, ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა კიბოს უჯრედები, კიდევ არსებობს ორგანიზმში, რაც შემდგომ რეაგირებას მოითხოვს. სხვა ქირურგიული მეთოდები, რომლებიც პროსტატის შენარჩუნებას ცდილობენ, ზოგჯერ ვერ უზრუნველყოფს სასურველ შედეგს, რადგან კიბო კვლავ შეიძლება დარჩეს პროსტატაში ან გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში.
რას წარმოადგენს ქირურგიული რობოტი?
ეს არის ქირურგის მინიატურული ხელი და თვალი ადამიანის სხეულში. რობოტი სრულად იმართება ქირურგის მიერ. ქირურგის რეალური ხელი და თვალი შეუძლებელია მოთავსდეს ადამიანის სხეულის სიღრმეში ისე, რომ დიდი განაკვეთი არ განხორციელდეს. ამიტომ ქირურგი იყენებს რობოტის მინიატურულ ხელს და მინიატურულ თვალს რათა ადამიანის სხეულის სიღრმეში შეაღწიოს უმცირესი ზომის ნაკვეთით და ტრავმირების გარეშე, მოქნილი და მინიატურული მოძრაობებით, საუცხოო ვიზუალიზაციით, განახორციელოს უზუსტესი ოპერაცია სხეულის სიღრმეში, ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი.
პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტით
ეს ოპერაცია ტარდება მცირე განაკვეთით და კეთდება უახლესი თაობის რობოტით. მცირე (1სმ-მდე) განაკვეთის საშუალებით სპეციალური 3D კამერა და რობოტული მკლავები თავსდება მენჯის არეში, რომელთა მოძრაობას ქირურგი აკონტროლებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს პროსტატისა და მის მიმდებარე სტრუქტურების მაღალგარჩევადობას, რაც ქირურგს აძლევს საშუალებას მაქსიმალური სიზუსტით ჩაატაროს ოპერაცია, ამოკვეთოს პროსტატის კიბო.
რობოტული პროსტატექტომიის უპირატესობები
რობოტული მეთოდი ამცირებს სისხლის დანაკარგს და ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს. რობოტული პროსტატექტომია დღეს წარმოადგენს პროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტს.
საქართველოსა და ამიერკავკასიაში პროსტატის კიბოს რობოტული ოპერაცია დაინერგა- ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში საერთაშორისოდ აღიარებული უროლოგის, ონკოუროლოგის, რობოტული ქირურგის გურამ ქარაზანაშვილის მიერ https://mmt.ge/dzlieri-urologi/. ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება აღნიშნული ოპერაცია, თუმცა 3 ჯერ უფრო იაფად ვიდრე თურქეთში. ამგვარი დაბალი ტარიფი შესაძლებელი გახდა მხოლოდ მთელი რობოტული ცენტრის ყველა თანამშრომლის ყველა მიმართულებით დაუღალავი შრომით
მკურნალობის უპირატესობები სხვა ტექნიკებთან შედარებით:
სიზუსტე, ოპერაცია გაკვეთის გარეშე, მინიმალური სისხლის დანაკარგი, ადამიანური შეცდომებისაგან დაცვა, ოპერაციის შემდგომ მინიმალური ტკივილი და დისკომფორტი, სწრაფი და მოკლე რეაბილიტაციის პერიოდი.
რობოტული პროსტატექტომიის შედეგები
კიბოს კონტროლის შედეგები დამოკიდებულია დაავადების რისკზე. დროულად გამოვლენილი კიბოს სემთხვევაში 80% ხდება კიბოს სრული განკურნება რობოტული ქირურგიის შედეგად. აქვე უნდას აღინიშნოს, რომ კიბოს დროულ და სრულ გამოვლენას ასევე უზრუნველჰყოფს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი და მისი ფილიალები თბილისი-დიღომში, თბილისი ვაკე-საბურთალოზე, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში https://mmt.ge/contact/ უზუსტესი ინოვაციური მეთოდის – მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის გამოყენებით https://mmt.ge/mikro-ultrabgera-29-mhz/ . ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ჩვენს მიერ ჩატარებული რობოტული ოპერაციით სისხლდენის ლეტალობის (სიკვდილიანობის) მაჩვენებელი 0 ის ტოლია.
დასკვნა
ამრიგად, რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში წარმოადგენს მედიცინის თანამედროვე სტანდარტს. ის შესაძლებელს ხდის ნაკლებად ინვაზიურ, მაღალტექნოლოგიურ, მაქსიმალურად ზუსტ ქირურგიულ ჩარევებს ფაქტიურად სისხლის დანაკარგის გარეშე. პაციენტებისთვის ეს ნიშნავს უფრო მოკლე პერიოდის გატარებას საავადმყოფოში, სწრაფ რეაბილიტაციასა და უკეთეს ხარისხს ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც, საშუალებას აძლევს პაციენტებს ოპერაციის შემდეგ გათავისუფლდნენ არა მხოლოდ კიბოსგან , არამედ მიიღონ ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების გარანტიაც. იმისთვის, რომ რობოტული ქირურგიით პროსტატის კიბოსგან სწრაფი განკურნება შესაძლებელი გახდეს აუცილებელია პროსტატის კიბოს გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, რაც ასევე შესაძლებელია ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ფილიალებში https://mmt.ge/contact/ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებითhttps://mmt.ge/mikro-ultrabgera-29-mhz/