(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის კიბოს სკრინინგი ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და უკანასკნელი დასავლური რეკომენდაციებით

15/06/2022
რუბრიკა სიახლეები
Share on Facebook Whatsapp

პროსტატის კიბო წარმოადგენს მამაკაცთა სიკვდილიანობის წამყვან, ონკოლოგიური მიზეზს. პროსტატის კიბოს სკრინინგი (ქართულად – გაცხრილვა) და ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს პროსტატის კიბოსგან მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რადგანაც საწყის ეტაპებზე პროსტატის კიბო განკურნებადია. პროსტატის კიბო „ვერაგი“ დაავადებაა, რადგანაც საწყის ეტაპებზე იგი აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავს ავლენს მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გასცდება პროსტატის საზღვრებს და მეტასტაზების სახით მოედება ორგანიზმს. სამწუხაროდ ამ მეტასტაზური გავრცელების სტადიაზე პროსტატის კიბო აღარ იკურნება და ამ სტადიაზე ექიმები იბრძვიან მხოლოდდამხოლოდ პაციენტის სიცოცხლის მცირედ გახანგრძლივებისთვის.

მაშასადამე, პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა არის უმთავრესი ბერკეტი და საშუალება, რათა ექიმებმა შესძლონ ადამიანი სრულად, 100% -ით გამოჯანმრთელება.

ძველებური პროსტატის კიბოს სკრინინგი გულისხმობს მხოლოდ სისხლის ანალიზს პროსტატ-სპეციფიკურ ანალიზზე (პსა)

პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის მსოფლიოში უკვე რამოდენიმე ათწლეულია გამოიყენება სისლის ანალიზი პროსტატ-სპეციფიკურ ანტიგენზე (პსა). საქართველოში პსას-ს ტესტირება და სკრინინგი დანერგა პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა 1997 წელს. დღეისათვის პროსტატის კიბოს სკრინინგის ეს ტაქტიკა უკვე მოძველებულია და მხოლოდ პსა-ს განსაზღვრა არ კმარა დიაგნოსტიკისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ სისხლში პსა-ს განსაზღვრასთან ერთად აუცილებელია სხვა თანამედროვე კვლევის საშუალებების გამოყენებაც, რათა მოხდეს პროსტატის კიბოს ზუსტი და ეფექტური სკრინინგი.

რატომ არ უნდა კმარა მხოლოდ პსა-ს ანალიზი პროსტატის კიბოს სკრინიგისას?

რადგანაც პსა არ არის სანდო ანალიზი!

რატომ არ არის მხოლოდ პსა-ს ანალიზი სანდო პროსტატის კიბოს სკრინინგისას?

რადგანაც:

  • შესაძლოა პსა-ს მაჩვენებელი იყოს „ნორმაში“ (ძველებური ნორმა – 0-დან 4ნგ/მლ-მდე), მაგრამ პროსტატის კიბო მანიც ჰქონდეს მამაკაცს. პროსტატის კიბოს შემხვევათა 25%-ში პსა-ს მაჩვენებელი ე.წ. „ნორმის“ ფარგლებშია.
  • შესაძლოა პსა-ს მაჩვენებელი არ იყოს „ნორმაში“, ანუ იყოს მომატებული, მაგრამ მამაკაცს არ ჰქონდეს პროსტატის კიბო (ძველად პსა ითვლებოდა მომატებულად, თუკი აღემატებოდა 4ნგ/მლ-ს)

2020 წელს, იმისათვის, რომ პსა-ს სანდოობა გაიზარდოს გაიცა საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ შეიცვალოს პსა-ს ნორმა. რა არის პსა-ს ახალი ნორმა?

პსა-ს ახალი ნორმა არის 2ნგ/მლ, ანუ თუკი პსა ნაკლებია 2ნგ/მლ -ზე, მაშინ შანსი იმისა, რომ მამაკაცი დაავადებული იყოს პროსტატის კიბოთ არის ძალზედ დაბალი. მაშასადამე, უახლესი რეკომენდაციებით, თუკი პროსტატის კიბოს სკრინინგისას აღმოჩნდება, რომ მამაკაცს პსა-ს მაჩვენებელი აქვს 0-დან 2ნგ/მლ-მდე, დამატებითი კვლევები აღარ ჩაითვლება საჭიროდ (გარდა ძალზედ იშვიათი, გამონაკლისი, შემთხვევებისა, რომელსაც უროლოგი განსაზღვრავს).

psa

 თუკი პსა-ს მაჩვენებელი მეტია 2ნგ/მლ-ზე ნიშნავს თუა რა, რომ მამაკაცს აქვს პროსტატის კიბო?

არა, არ ნიშნავს!

პსა-ს მაჩვენებლის მატებას იწვევს არა მხოლოდ პროსტატის კიბო, არამედ პროსტატის ანთება, და პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება. მაშასადამე თუკი პსა მომატებულია 2ნგ/მლ-ზე ზევით საჭიროა ჩატარდეს პროსტატის დამატებითი გამოკვლევა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, დასავლური რეკომებნდაციებით, ამ დროს უნდა ჩატარდეს პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

რა უარყოფითი მხარეები აქვს პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას?

  1. საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა
  2. ამ კვლევის შედეგების გაშიფვრა ექიმ-რადიოლოგისგან მოითხოვს სპეციალურ დახელოვნებას პროსტატის კიბოს მიმართულებით
  3. პაციენტისგან მოითხოვს დახურულ სივრცეში ხანგრძლივად, გაუნძრევლად წოლას
  4. არ არის სრულყოფილი მეთოდი პროსტატის ბიოფსიისთვის, მაგნიტური რეზონანსის დამიზნებით პროსტატის ბიოფსია „ლაივ“რეჟიმში ვერ ხორციელდება, ამიტომ დგება „ფიუჟენ“ბიოფსიის აუცილებლობა

რას ნიშნავს „ფიუჟენ“-ბიოფსია (მიკრო-ექოსკოპიამდელ ერაში)?

სიტყვა „ფიუჟენი“ ქართულად ნიშნავს შერწყმას. პროსტატის ბიოფსია კი გულისხმობს სპეციალური ნემსით პროსტატიდან მცირე ზომის ქსოვილის „სინჯის“ აღებას.  მაშასადამე“ფიუჟენ“ ბიოფსიისას ხდება ორი კვლევის მეთოდის შერწყმა, ეს მეთოდებია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ტრადიციული ექოსკოპია. ამ ორი მეთოდის შერწყმის გზით ხდება პროსტატაში სიმსივნეზე საეჭვო უბნიდან ქსოვილის აღება.  შერწყმა, ანუ „ფიუჟენი“ ხდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დისკზე არსებული კიბოზე საეჭვო უბნების დაპროეცირება ხდება ექოსკოპიურ გამოსახულებაზე, რათა ტრადიციული ექოსკოპიის დამიზნებით მოხდეს იმ საეჭვო უბნებიდან ბიოფსია.

მიკრო-ექოსკოპიის და „ფიუჟენ“ ბიოფსიების ერაში დარჩა ადგილი ტრადიციული სისტემური ბიოფსიისთვის ტრადიციული ქოსკოპიის დამიზნებით?

პროსტატის სისტემური ბიოფსია ტრადიციული ექწოსკოპიის დამიზნებით უკვე მოძველებული მეთოდია. რადგანაც, ტრადიციული ექოსკოპია არის „ბრმა“. ტრადიციული ექოსკოპია დაახლობით 40% შემთხვევაში ვერ ხედავს პროსტატის კიბოს. მაშასადამე, ტრადიციული ექოსკოპიით დამიზნებით  შესაძლოა ნემსი „ასცდეს“ პროსტატის კიბოს და იმისათვის, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას, საჭიროა პროსტატა „დაიცხრილოს“ მრავალ ადგილას. თუმცა, თუკი სიმსივნე მცირე ზომის არის, მაინც შეიძლება ასცდეს ნემსი და პროსტატის კიბო არ გომოვლინდეს, ანუ არასწორი დიაგნოზი დაისვას. მაშასადამე პროსტატის სისტემური ბიოფსია ტრადიციული ექოსკოპიის დამიზნებით არაზუსტი და მოძველებული მეთოდი და დღეს მისი ადგილი აღარ არის!

მიკრო-ექოსკოპიამდელ ერაში, მაგნიტური-რეზონასი+ტრადიციული ექოსკოპიის შერწყმით ფიუჟენ ბიოფსია ითვლებოდა ყველაზე თანამედრო საშუალებათ რა უარყოფითი მხარეები  „ფიუჟენ“-ბიოფსიას?

  1. პირდაპირ მაგნიტური რეზონანსის დამიზნებით პროსტატის ბიოფსიის განხორციელება ტექნიკურად არის შეუძლებელი, ხოლო ტრადიციული ექოსკოპია კი „ბრმა“ არის. მაშასადამე „ფიუჟენ“ ბიოფსიისას არის მცდელობა ორი არასრულყოფილი მეთოდიდან მივითოთ ერთი სრულყოფილი მეთოდი. მაგრამ ეს ხდება ხელოვნურად ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და არა ცოცხალ ე.წ. „ლაივ“ რეჟიმში.
  2. ძვირია, რადგან მოითხოვს, როგორც მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ასევე ტრადიციულ ექოსკოპიას
  3. მოითხოვს დიდ დროს, და ძალზედ მოუხერხებელია პაციენტისთვის, რადგანაც პაციენტი ჯერ უნდა ჩაეწეროს მაგნიტურ-რეზონანსზე, ჩაიტაროს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, შემდეგ უნდა ჩაეწეროს ბიოფსიაზე და ჩაიტაროს ბიოფსია

რა გამოსავალი არსებობს ზემოჩამოთვლილი სირთულეებიდან?!

                ეს გამოსავალი არის მიკროსკოპული ექოსკოპია ანუ მიკრო-ექოსკოპია!!!

ინგა ბაკანოვა

 

რა უპირატესობები აქვს მიკრო-ექოსკოპიას მაგნიტურ რეზონასთან და ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით?

  1. ეს არის ულტრათანამედროვე კვლევა, რომლის პრეცედენტი და ანალოგი მსოფლიოში არ არსებოს
  2. პროსტატის მიკროექოსკოპია იძლევა ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით გადიდებულ სურათს და საშუალებას იძლევა დავინახოთ ძალზედ მცირე ზომის, თმის ღერის დიამეტრის ზომის სტრუქტურები
  3. მიკო-ექოსკოპიის დიაგნოსტიკური ეფექტურობა პროსტატის კიბოს გამოვლენის კუთხით არის ისეთივე და შესაძლოა უკეთესიც კი ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა
  4. მიკრეოექოსკოპია მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
  5. მიკროსკოპული ექოსკოპია მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია ვიდრე მაგნიტური რეზონანსი.
  6. მიკროექოსკოპიას ახორციელებს თავად უროლოგი ან ხორციელდება უროლოგიურ კლინიკაში, სადაც პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის კუთხით უფრო დიდი გამოცდილება არის და შესაბამისად მიკროსკოპული ექოსკოპიის მაღალკვალიფიციური გაშიფვრა მნიშვნელოვნად მეტად არის გარანტირებული, ვიდრე ეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას ხდება.

მიკროექოსკოპიამ მოსპო მაგნიტური-რეზონანსი+ტრადიციული ექოსკოპიია შერწყმით „ფიუჟენ“-ბიოფსიის აუცილებლობა. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა განვახორციელოთ უმაღლესი სტანდარტების „ფიუჟენი“ – ეს არის მაგნიტურ-რეზონანსი+მიკროსკოპული ექოსკოპია

რატომ მოსპო მიკრო-ექოსკოპიამ „ფიუჟენ“ ბიოფსიის აუცილებლობა?

  1. მიკრო-ექოსკოპია იმდენად კარგად ავლენს პროსტატის კიბოს, რომ მაგნიტური რეზონანსის გამოყენება აღარ არის საჭირო
  2. მიკრო-ექოსკოპია საშუალებას იძლევა „ლაივ“ რეჟიმში თარგეტული ანუ დამიზნებითი ბიოფსიისა. ანუ, მიკრო-ექოსკოპიამ „დაინახა“ სამიზნე და იქვე განხორციელდა დამიზნებითი ბიოფსია და აღარ არის საჭირო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატრება ან კიდევ სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რათა მოხდეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და ტრადიციული ექოსკოპიის შერწყმა
  3. მიკროექოსკოპიით განხორციელებული ბიოფსია უფრო იაფია, რადგანაც აღარ მოითხოვს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარებას
  4. მიკრო-ექოსკოპია ზოგავს პაციენტის დროს! აღარ არის საჭირო მაგნირურ-რეზონანსზე ჯერ ჩაწერა მერე კვლევის ჩატარება, მერე ბიოფსიაზე ჩაწერა და კვლევის ჩატარება, არამედ ეს ყველაფერი ხდება სწრაფად, ერთ ადგილზე, ერთი მისვლით
  5. პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მაგნიტური რეზონანსი + მიკრო-ექოსკოპიის შერწყმით „ფიუჟენ“ ბიოფსია. ამაზე მაღალი სტანდარტი აღარ არსებობს მსოფლიოში!

 

დასკვნა

როგორია თანამედროვე პროსტატის კიბოს სკრინინგი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და უკანასკნელი დასავლური რეკომენდაციებით???

  1. აუცილებელი კვლევა! სისხლში პსა-ს ანალიზის ახალი ნორმა – 2ნგ/მლ
  2. აუცილებელი კვლევა! პროსტატის მიკრო-ექოსკოპია
  3. საჭიროების შემთხვევაში! პროსტატის თარგეტული ანუ დამიზნებითი ბიოფსია მიკრო-ექოსკოპიის კონტროლით
  4. პაციენტის სურვილის შემთხვევაში! პროსტატის „ფიუჟენ“ ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის და მიკრო-ექოსკოპიის შერწყმით!

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი არის ერთადერთი კლინიკა რეგიონში (საქართველო, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), სადაც ხორციელდება თანამედროვე პროსტატის კიბოს სკრინინგი მიკროექოსკოპიის გამოყენებით!

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator