(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის ანტიგენი – PSA

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
30/05/2019
რუბრიკა em-em-te, პროსტატის კიბო - MMT ჰოსპიტალი, პროსტატის კიბო - დაავადებები
A A
psa

psa

Share on FacebookShare on Twitter

PSA (პი-ეს-ეი იგივე პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) გოგირდოვანი პროტეაზაა. ის პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის)  უჯრედების მიერ გამომუშავდება (პროდუცირდება) და სათესლე სითხეში გამოიყოფა (სეკრეტირდება).

ამ ცილის ძირითადი ფუნქცია სათესლე სითხის გათხევადებაა; რომ არა PშA, სათესლე სითხეს სქელი გელის კონსისტენცია ექნებოდა.

წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა ნორმალური არქიტექტონიკის პირობებში  PSA სისტემურ ცირკულაციაში  უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება. სისხლში ის, ჩვეულებრივ,  ორი ფორმით არსებობს. არსებობს თავისუფალი (5-35 %) და პროტეაზას ინჰიბიტორებთან შეკავშირებული სახით. (65-95 %).

პროსტატის ქსოვილთა სტრუქტურული რღვევის შედეგად სისხლში დიდი რაოდენობით ხვდება ანუ სისხლში მისი დონე მატულობს.  ამგვარად, ეს ცილა, რეალურად, არა ონკოლოგიური, არამედ პროსტატსპეციფიკური მარკერია.

მისი დონე სისხლში შეიძლება გაიზარდოს  როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ინფექციური გენეზის ანთებითი პროცესების დროს. PSA შემცველობა სისხლში იზრდება  წინამდებარე ჯირკვალზე გარკვეული მანიპულაციების შემდეგაც. მაგალითად, მასაჟის, ბიოფსიის, პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის და სხვა ჩარევების დროს.

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს აღნიშნული პროსტატის ანტიგენის (PSA) კონცენტრაცია სისხლში იმატებს. იმატებს  წინამდებარე ჯირკვლის არქიტექტონიკის რღვევისა და სისხლძარღვთა  განვლადობის მომატების გამო და არა მისი გამომუშავების ზრდის ხარჯზე. რეალურად სიმსივნური უჯრედები პროსტატის ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ PSA გამოიმუშავებენ.

ცოტა რამ ისტორიიდან

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ  მეცნიერები ეძებდნენ მარკერებს, რომლებიც გამოადგებოდათ სექსუალური ძალადობის  ფაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მსვლელობისას.

სხვები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ანტიგენების მოძიებით, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მამაკაცთა ინფერტილობასთან.

იყვნენ ისეთი მკვლევარებიც, რომლებსაც წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ცვლილებების მარკერთა აღმოჩენა ჰქონდათ მიზნად დასახული.

ასეა თუ ისე, ყველაფერი ერთ შედეგამდე მივიდა, გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის  მეცნიერთა დაახლოებით 10 ჯგუფი ერთად “შეეჯახა” PSA. ყველა მეცნიერს ნივთიერების მისეული  სახელწოდება ჰქონდა.

საბოლოოდ ანტიგენის დასახელების  განსაზღვრა წილად ხვდა რიჩარდ აბლინს, რომელიც ჯანმრთელ და სიმსივნით დაავადებულ პროსტატებს იკვლევდა.

“პროსტატის დაწმენდილი ანტიგენის” აღმოჩენასა და იდენტიფიკაციაზე პატენტი მიიღო  ჩუ მინმა 1984 წელს. ამ უკანასკნელმა კოლეგებთან ერთად არა ერთი კვლევა ჩაატარა იმის დასადასტურებლად, რომ PSA გამოყენება შეიძლება  სხვადასხვა სადიაგნოსტიკო მიზნით. სწორედ ამ შრომებისათვის ჩუ მინმა მოგვიანებით არა ერთი ჯილდო მიიღო –  ამერიკის უროლოგთა ასოციაციისგან. ასევე უროლოგიურ დაავადებათა ამერიკული ფონდისა და სხვა  სამედიცინო-სამეცნიერო  თუ პროფესიონალური საზოგადოებებისგან.

პროსტატის ანტიგენი – რაზეა დამოკიდებული PSA დონე?

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის რისკი PSA დონეზე დამოკიდებულებით ვარირებს. ამის გამო წამოიჭრა საკითხი – PSA რომელი კონცენტრაცია ჩაითვალოს ზღურბლად, ანუ მის რომელ მაჩვენებელზე (დონეზე) მიეცეს პაციენტს ბიოფსიის რეკომენდაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ 40 წელს გადაცილებული ჯანმრთელი მამაკაცების 97 %-ს PSA –ის <4,0 ნგ/მლ დონე აღენიშნება. ეს კონცენტრაცია  XX  საუკუნის 90 –იან წლებში ზღურბლოვან მაჩვენებლად მიიჩნიეს.

ასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის  კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს  პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის განსაზღვრულია PSA  კონცენტრაციის სხვადასხვა ზღურბლი:

40-49 წელი – 2,5 ნგ/მლ

50-59 წელი  – 3,5 ნგ/მლ

60-69 წელი  – 4,5 ნგ/მლ

70-79 წელი  – 6,5 ნგ/მლ

პროსტატის უჯრედების მიერ PSA გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ანდროგენები (მამაკაცის სასქესო ჰორმონები). პაციენტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მკურნალობენ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით,  სისხლში PSA დონე 50 % -ით უქვეითდებათ.

სპეციფიკური ანტიგენის დონეზე ასევე გავლენას ახდენს რასობრივი წარმომადგენლობა, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და სხვა ფაქტორები.

მაგალითად, ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს PSA ბევრად უფრო მაღალი დონე აქვთ სისხლში.

სიმსუქნით დაავადებულებს PSA კონცენტრაცია დაქვეითებული აქვთ, რაც სავარაუდოდ ესტროგენების დონის მომატებითაა განპირობებული.

2011 წელს კი გაჩნდა  ახალი მონაცემები და მიდგომები PSA სკრინიგის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით. 

ამერიკის უროლოგთა ასოციაციაციის  გადაწყვეტილებით, უროლოგებმა აუცილებლად უნდა გადახედონ  PSA  სკრინინგის აუცილებლობისა და საზოგადოდ, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის საკითხებს.

Tags: PSAპროსტატის ანტიგენი
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

პროსტატის კიბოს მკურნალობა
em-em-te

პროსტატის კიბოს უოპერაციო  მკურნალობის მეთოდი – რუთი

doctor
em-em-te

პროსტატის სიმსივნე

კენჭის დაშლა
em-em-te

კენჭის დაშლა – შტორცის ცენტში

Comments 24

  1. ანონიმური says:
    2 წლის ago

    aviget psa mahvenebdidi madleli aris1,3 sawiroebs tu ara es mahvenebeli ekimis konsultacias

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ პსა მაჩვენებელი არ არის სადიაგნოსტიკო ტესტი. მნიშვნელობა აქვს თქვენს ასაკს, პროსტატის ზომას, შარდვის ფუნქციას და სხვა მონაცემებს. 20 ოქტომბერს გვაქვს უფასო კონსულტაცია უროლოგთან, მობრძანდით თქვენი გამოკვლევებით ექიმთან და ის გაგარკვევთ, რა იქნება საჭირო.

      პასუხი
  2. Gocha says:
    2 წლის ago

    Gamarjobat, var 54 wlis 2018 wlis martshi uecrad danewyo shardis shekaveba, da dzlieri wva, wavedi skriningis centrshi da PSA mqonda 34,5 tan mqonda shardis bushtis anteba, davlie citrofoqsacilini 10 dge da3 tvis shemdeg sxva laboratoriashi chavitare jvleva sadac PSA 2,8vmichvena biofsiaze uari ganvacxade pirveli kvlevis shemdeg, kide ramdeni xnis shemdeg unda chavitare gamokvleva?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      კლინიკური ნიშნები რა გაქვთ ამას აქვს მნიშვნელობა, შარდვა თუ აღდგა, პროსტატის ზომა როგორია. ექოსკოპიურად რა მონაცემებია? იქნებ მობრძანდეთ უროლოგთან და დაგიგეგმავთ დინამიკაში დაკვირვების გრაფიკს საჭირო მკურნალობასთან ერთად.

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    2 წლის ago

    Gamarjobat mamakacebs seqsualur daavadebebs mkurnalobt

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით , დიახ ნებისმიერი სირთულის უროლოგიურ პათოლოგიებს თუ დაავადებებს ვმკურნალობთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  4. kaxa says:
    2 წლის ago

    ra jdeba konsultacia prostataze an gamokvlevebi

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ბატონო კახა,პროსტატის გამოკვლევის ღირებულება 270 დან 300 ლარამდეა,კონსულტაცია 60ლარია დეტალური ინფორმაციის სთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  5. გიორგი says:
    2 წლის ago

    67 წლის მამაკაცს აქვს PSA….7.8არის თუ არა საშიში…

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ბატონო გიორგი, აუცილებლად დროულად მიმართეთ უროლოგს, დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  6. Nino says:
    2 წლის ago

    42 wlis mamakacs aqvs PSA 5.aris tu ara sashishi

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მომატებულია უნდა მიმართოთ დროულად უროლოგს, 31 აგვისტოს არის აქცია ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  7. Anonimi says:
    2 წლის ago

    Gamaijobaf ra simtomebs unda mivaqciot kuradgeba romeli simtomi aris kvelaze sakuradgebl me ramodenime urologs mivmarte sxvadasxva chivilit gadavige exoskopiebic magram meubnebian araferi ar ariso

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      მოგესალმებით, თუ პსა არის მომატებული აუცილებლად საყურადღებოა. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  8. ანონიმური says:
    2 წლის ago

    var 42 clis maqvs xshiri shardva da eg prostata tu sxa raime davadebis magalitad tirkmeli shaqari da ase shemdeg rogor moviqce vis mimarto ra rshevas mirshevt

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      მოგესალმებით , აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, ჩაეწერეთ 0322234023 და დაგეხმარებით

      პასუხი
  9. ანონიმური says:
    10 თვის ago

    მოგესალმებით, 69 წლის მამაკაცს პსა აქვს 5.0. არის თუ არა საშიში? მადლობთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      დიახ, მიკროექოსკოპია ჭირდება დიაგნოზის დასაზუსტებლად

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    7 თვის ago

    62 წლისმამაკაცს სპა დაუდგინდა 1.18 საშიში მაჩვენებელია?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 თვის ago

      მოგესალმებით 2ამდე ნორმის ფარგლებშია

      პასუხი
  11. ანონიმური says:
    7 თვის ago

    62 წლის მამაკაცს სპა დაუდგინდა 1.18,საშიშოა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 თვის ago

      მოგესალმებით, დეტალური ინფოორმაციის\ტვის დაგვიკავშირდთ 032 2234023 555393267

      პასუხი
  12. ანონიმური says:
    7 თვის ago

    პასუხი მომწერეთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 თვის ago

      სახელი და გვარი მოგვწერეთ პაციენტის ან დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook