(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის კიბო – უოპერაციო მკურნალობა

08/04/2022
რუბრიკა დაავადებები, მკურნალობის მეთოდები, ონკოუროლოგია, პროსტატის კიბო - MMT ჰოსპიტალი, პროსტატის კიბო - დაავადებები, სიახლეები
პროსტატის კიბო
Share on Facebook Whatsapp

პროსტატის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. იგი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროსტატა მამაკაცის წინამდებარე სასქესო ჯირკვალია.  გამოიმუშავებს სითხეს , რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის  ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია . ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა , თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.

პროსტატის კიბო უმნიშვნელოვანესი  სამედიცინო პრობლემაა და მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა. მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, პროსტატის კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს და მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის.

პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ   გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა- პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი;

პროსტატის კიბოს სკრინინგი/ადრეული დიაგნოსტიკა

საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია და სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ამ დაავდებით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლს . პროსტატის კიბოს გავრცელებისა და გარდაცვალებათა სიხშირიდან , აგრეთვე  სტატისტიკურად სარწმუნო „გაახალგაზრდავებიდან“ გამომდინარე , პროსტატის კიბოს სკრინინგმა/ადრეულმა დიაგნოსტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პროსტატის კიბო სრულად იკურნება.

როგორც აღვნიშნეთ,  პროსტატის კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი გამოვლენა მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . სკრინინგისათვის საჭირო ტრადიციული გამოკვლევები პაციენტებისთვის უამრავ დროსთან, ხარჯთან და დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა ეს პროცესი მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევის -მიკრო ექოსკოპიის ჩართვით, გაცილებით საიმედო, ზუსტი, კომფორტული,  ბიუჯეტური და სრულყოფილი გახდა! პროსტატის მიკრო-ექოსკოპული კვლევა დღეს ის ულტრათანამედროვე მეთოდია, რომელიც სამართლიანად იკავებს აუცილებელი სტანდარტის ადგილს პროსტატის სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში.

პროსტატის მიკრო-ექოსკოპია  ეს არის უახლესი ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი პროსტატის სკრინინგსა და ადრეულ დიაგნოსტიკაში, რომელიც ახორციელებს ასევე  დამიზნებით/თარგეთულ ბიოფსიას.  მიკრო-ექოსკოპიამ სრულად შეცვალა პროსტატის კიბოს სკრინინგის ტრადიციული მრავალეტაპიანი კვლევები. მისი სისტემა ExactVu Micro-Ultrasound System შექმნილია
სპეციალურად პროსტატის დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ და წინამდებარე
ჯირკვლის (პროსტატის) დამიზნებით ბიოფსიის პროცესის საკონტროლოდ.

მიკროექოსკოპია ეს არის:

მიკროექოსკოპია

  • 300%-ით გაუმჯობესებული დიაგნოსტიკის ხარისხი
  • 300%-ით გაზრდილი პროსტატის ბიოფსიის ეფექტურობა
  • 300%-ით გაზრდილი მკურნალობის ეფექტურობა
  • საბიოფსიო უბნების ზუსტი იდენტიფიცირება და კვლევის მაქსიმალური შედეგი.
  • მაგნიტურ რეზონანსზე მაღალი სიზუსტე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში!

 

MMT ჰოსპიტალი – ერთადერთი უროლოგიური ცენტრი, რეგიონსა და უახლოეს სამეზობლოში, სადაც ხორციელდება პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევა . პროსტატის სკრინინგის ეს ულტრათანამედროვე მეთოდი არა მხოლოდ მრავალეტაპიანი კვლევებისა და  არასაჭირო ბიოფსიის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა, არამედ ზოგავს პაციენტის   დროსა და ფინანსებსაც კი. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, პროსტატის კიბოს მკურნალობა ადრეულ ეტაპზე 30-ჯერ უფრო იაფია და 95%-ით ეფექტური, ვიდრე შორსწასული პროსტატის კიბოს მკურნალობა.

იმისათვის რომ უკეთ დავინახოთ განსხვავება  პროსტატის  ტრადიციულ  და  მიკროექსოკოპული კონტროლის მეშვეობით  განხორციელებულ სკრინინგებს შორის, განვიხილოთ თითოელი მათგანი.

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა მიკროექოსკოპიის გარეშე:

  • პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში განსაზღვრა;
  • პროსტატის დიგიტალურ – რექტალური გასინჯვა ( თითით გასინჯვა უკანა ტანიდან);
  • პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
  • პროსტატის სისტემური (არა-დამიზნებითი) ბიოფისია-პროსტატის კიბოს ვერიფიკაციისთვის

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა მიკროექოსკული კვლევის მეთოდით:

  • პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში განსაზღვრა

რათქმაუნდა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა კვლავ რჩება პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს იარაღად, თუმცა ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახლა, როდესაც გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიოფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე).

  • პროსტატის მიკროექოსკოპია და იმავდროული ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსია   (საჭიროების შემთხვევაში)

პროსტატის კიბოს 100%-იანი დიაგნოსტიკა ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით წარმოადგენს მიკრო – ექოსკოპიისა და MRI-ის შერწყმას  ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერით პლატფორმაზე და  იძლევა გარჩევადობის სრულად ახალ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს:

  • საეჭვო ქსოვილის უზუსტეს დიფერენცირებას
  • საეჭვო რეგიონების უზუსტეს ვიზუალიზაციას
  • საეჭვო უბანზე უზუსტეს დამიზნებას
  • დამიზნებითი ბიოფსიის რეალურ დროში განხორცილებას

მაშასადამე, აღარ არის საჭირო დიგიტალურ-რექტალური გასინჯვა , ბრმა და არასაჭირო ბიოფსიები,  პროსტატის არა-დამიზნებითი ბიოფსია ტრადიციული ექოსკოპიის კონტროლქვეშ იცვლება პროსტატის  ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით. ეს ნიშნავს თქვენს დაზოგილს დროსა და ფინანსებს, და რაც მთავარია,  300%-ით გაზრდილ ვიზუალიზაცას, საეჭვო უბნების თითქმის 100%-იან იდენტიფიცრებას და უსარგებლო და არაზუსტი ბიოფსიების მნიშვნელოვნად შემცირებას.

პროსტატის ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსია  ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით   უზუსტესი დიაგნოზის  გარანტიაა- ვინაიდან იგი ავლენს პროსტატის კიბოს ისეთ ადრეულ სტადიაზე, როდესაც მისი მიმდინარეობა აბსოლუტურად უსიმოპტომოა. თარგეთულმა,  ,,ფიუჟენ’’ (Fusion)  ბიოფისიამ 100%-ით გაზრდა პროსტატის კიბოს გამოვლენა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის  შემცირებაში.

MMT ჰოსპიტალში – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  პროსტატის კიბოს სკრინინგი მრავალეტაპიანი, დიდ ფინანსებთან დაკავშირებული და ტრადიციული გამოკვლევევების ნაცვლად, სწორედ ამ ულტრათანმედროვე მეთოდიკით მიმდინარეობს. პროსტატის კიბოს სკინინგისას მიკროექოსკოპული კვლევის გამოყენებით ჩვენს კლინიკაში  ვლინდება   ასიმპტომურ ადამიანთა ის ჯგუფები,  რომელთაც კიბოს წინარე პათოლოგიები ან კიბოს ადრეული სტადია აღენიშნებათ, რაც   მკურნალობის ადრეულ სტადიაშივე დასაწყებად, ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს .

პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით  მკურნალობა

ცნობილია, რომ ზუსტი დიაგნოსტიკა ონკოლოგიურ დაავადებათა ეფექტურად მკურნალობის საფუძველია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოსთან მიმართებაში, ვინაიდან  უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით  შესაძლებელია   პროსტატის საფუძვლიანად შესწავლა  და  უზუსტესი დიაგნოზის დასმა, ხოლო დროულად დიაგნოსტირებული პროსტატის კიბო შემთხვევათა თითქმის 100%-ში იკურნება. არა მხოლოდ იკურნება, არამედ უკვე შესაძლებელია  პაციენტს შეუნარჩუნდეს ნორმალური სქესობრივი ფუნქციაც და შარდის შეკავების უნარიც.

პროსტატის კიბოს მკურნალობაში რევოლუციური სიახლეა-რობოტული ულტრაბეგრითი თერაპია ,,რუთი’’, რომელიც პროსტატის ლოკალიზებულ კიბოს ოპერაციის გარეშე, ერთ დღეში ანადგურებს.

FocaL One რუთ-ი ეს არის პროსტატის კიბოს მკურნალობის ულტრათანამედროვე, უოპერაციო,  არაინვაზიური , რადიაცული სხივებისგან თავისუფალი რობოტული მეთოდი. იგი ცნობილია ასევე როგორც ფოკალური თერაპია.

FocaL One რუთ-ი იყენებს მაღალი ინტენსივობის ფოკოსური ულტრაბგერის სხივს, რომელიც უსაფრთხოდ და ეფექტიანად ანადგურებს პროსტატის დაზიანებულ ქსოვლის, ხოლო ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი.

რა უპირატესობების აქვს პროსტატის კიბოს FocaL One რუთ-ით (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) მკურნალობას:

პროსტატის კიბოს მკურნალობა

  • არ საჭიროებს გაჭრას სხეულზე (არაინვაზიურია)
  • არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან

პაციენტს უნარჩუნდება   პროსტატა

  • პაციენტს უნარჩუნდება პოტენცია
  • პაციენტს უნარჩუნდება შარდის შეკავების უნარი
  • ჰოსპიტალიზაციის მინიმალური დრო
  • არ იყენებს რადიაციულ დასხივებას
  • ზუსტი დამიზნება დაავადებული ქსოვილზე
  • ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი

 

როგორც აღვნიშნეთ ,,რუთი’’ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ლოკალიზებული კიბოს შემთხვევაში/კიბოს ადრეულ სტადიაზე, ან კიბოს რეციდივის (კიბოს უკან დაბრუნების) შემთხვევაში, შორსწასული (მეტასტაზური) კიბოს შემთხვაში – არა, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს პროსტატის სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.

ვინაიდან, რობოტული ულტრაბგერითი თერაპია ანადგურებს პროსტატის მხოლოდ იმ უბნებს, რომელიც კიბოს მიერაა დაზიანებული, აღმოფხვრავს კიბოს ნებისმიერ უბანს ისე, რომ ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი; მინიმუმადე დაჰყავს დაავადების პროგრესირების რისკი, იწვევს ნაკლებ გვერდით მოვლენებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს რადიკალურ მკურნალობასთან შედარებით (რადიკალური პროსტატექტომია ან რადიაციული/სხივური თერაპია).  ეს განსაკუთრებით თვალნათლივია, როდესაცსაქმე ეხება ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას  და შარდის შეკავების ფუნქციას.

MMT ჰოსპიტალმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და საახალწლოდ, ონკოპაციენტებს მორიგი საჩუქარი გაუკეთა – პირველად საქართველოსა და რეგიონში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბში, პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით   მკურნალობა დაინერგა.

FocaL One რუთ-ის წყალობით პროსტატის კიბოთი დაავადებული პაციენტის გზა დიაგნოსტიკიდან უოპერაციო მკურნალობამდე, MMT ჰოსპიტალში გაცილებით ეფექტური და ბიუჯეტური ხდება:

მას შემდეგ რაც განისაზღვრება პაციენტის პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა/PSA) დონე პირველ რიგში, ტარდება პროსტატის მიკროექოსკოპია და ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსია  – პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევა. ,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით  იძლევა ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, პროსტატის დეტალურ სურათებს და აჩვენებს კიბოს ადგილსამყოფელს, სტრუქტურას, პროგრესირებას.   უზუსტესი დიაგნოზის დასმის შემედეგ კი  რობოტული მეთოდის – მეშვეობით, ოპერაციისა და ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, ერთ დღეში ნადგურდება პროსტატის კიბო.  პაციენტებს სიცოცხლესთან ერთად,  ცხოვრების ხარისხი უნარჩუნდებათ – პროსტატა ხომ ნორმალური სქესობრივი და შარდვის ფუნქციის მნიშვნელოვანი გარანტია.

MMT ჰოსპიტალი გურამ ქარაზანაშვილის  დასავლურ განათლებასა და გამოცდილებაზე  დამყარებული, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უროლოგიური ჰაბია, რომელიც სამართლიანად იკავებს ლიდერის ადგილს არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც.

 

 

 

 

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

Comments 147

  1. მინდია says:
    4 წელი ago

    მამაჩემს აქ 4 სტადია პროსტატის კიბო უკვე 5 წელია….მკურნალობს ჰორმო თერაპიით,28 დღეში ერთხელ უკეთდება ელიგარდი7,5.აქვს ბუშტში კათეტერი…..მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით მინდია, ბოლო PSA–ს მონაცემები გვჭირდება და მცირე მენჯის MRT–ს მონაცემები. გამოგვიგზავნეთ პასუხები ჩვენს ელ–ფოსტაზე: info@mmt.ge, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 23 40 23 ან ო=მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.

      პასუხი
  2. ნოდარ თვაური. says:
    4 წელი ago

    ოტხი წლის წინ გამიკეტა ოპერაცია ბატონმა გურამმა რაზედაც დიდ მადლობას უხდი.

    პასუხი
  3. ანონიმური says:
    4 წელი ago

    ჩემი ძმა მკურნალობს უროლოგიის ცენტრში.300არაგველთან2015 წლიდან.ჰორმონოთერაპიით ზოლადექს.თავიდან ქონდა პსა137 მკურნალობის მერე დაეწია 04 მდე2018 დაეწყო აწევა სულ მატულობს ჯერ4 მერე6 კიდევ 8 დაამჟამად10.5.მისი მკურნალი ექიმი ამბობს რახან დაიწყო აწევა ვერ გაჩერდება.ჩემი ძმა ნერვიულობს.ამბობს ეს ნემსი სხვათა შემიცვალეთო.ექიმი ამბობს თუ კიდევ აიწია ქიმიოთერაპიას დაგინიშნავთო ძვლებზე არაა გასული გაკეთებული აქვს მრტ კომპიუტერული კვლევები.შარდავს ნორმალურად.ტკივილები არ აქვს.არც შარდის ბუშტში შესული .რა ვქნათ როგორ შევაჩეროთ პსა.არის რამე მეთოდი??? ვარ სოც დაუცველი არა მაქვს იმდენი შესაძლებლობა რომ ვირბინოთ სხვადასხვა ექიმებთან .ეს ექიმი კი მეუბნება დაველოდოთ პსა.მეშინია რა ვქნა არ ვიცი

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, მობრძანდით კლინიკაში, შეგვიძლია დავგეგმოთ ექიმთან უფასო კონსულტაცია. თან წამოიღეთ თქვენ მიერ ჩატარებული ყველა კვლევა. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23.

      პასუხი
      • მალხაზი says:
        4 თვის ago

        კარგი უროლოგი მჭირდება სად არის თქვენი ცენტრი

        პასუხი
        • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
          3 თვის ago

          ჩვენი მისამართებია:
          · თბილისი, ლუბლიანას №5, მე-9 სართული. (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
          · ბათუმი, რუსთაველის №35.
          დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 0322234023

          პასუხი
  4. დათო says:
    4 წელი ago

    მინდა ოპერაცია სანამ გამიჩნდებოდეს ეგ პროსტატიტი.როგორია პლიუს მინუსი და რა ჯდება

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო დათო, პრევენციისთვის მობრძანდით უროლოგთან კონსულტაციაზე და ჩაიტარებთ კვლევებს. შაბათს, 10 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგის უფასო კონსულტაცია. ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  5. გიგა says:
    4 წელი ago

    გამაჯობათ მაინტერესებს რამდენად ხშირია პროსტატის კიბო 18 წლის ასაკში და ზოგადად მკურნალობა რა თანხებთანაა დაკავშირებული.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გიგა, 18 წლის ასაკში პროსტატის კიბო იშვიათია. აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირება. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  6. Badri says:
    4 წელი ago

    Sad mdebareobs klinika da imedielis dazgveva tu mokmedebs .

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      MMT ჰოსპიტალი მდებარეობს დიღომში ლუბლიანას 5# ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული,იმედი L ის პროვაიდერი არ გახლავართ, მაგრამ შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან,შემდეგ სადაზღვეო აგინაზღაურებთ. პირველ ეტაპზე შეგვიძლია მოგიწყოთ შესაბამისი პროფილის ექიმთან უფასო კონსულტაცია და კონსულტაციის შემდეგ უფრო დანამდვილებით გვეცოდინება თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ,მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით

      პასუხი
  7. anonimi says:
    4 წელი ago

    sruli kvlevebi ra tanxebtanaa dakavshirebuli

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge, მენეჯერი დაგიკავშირდებათ ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  8. arhil says:
    4 წელი ago

    eqimistvis arasdros mivsulvar maqvs xhiri hardva wva muclis arehi gausadzlisi tkivili yvelaferi es udziloba ra dagvijdeba sruli kvleva gvaqvs devniloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო არჩილ, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და გესაჭიროებათ კვლევები, რაც შეეხება დაზღვევას, იგივე საყოველთაო დაზღვევაა, ჩვენს კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ოპერაციებზე. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  9. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gamarjobat Ra tanxebi jdeba prostatis gamokvlevas da gankurneba Ra jdeba miaxloebit

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პროსტატის სრული გამოკვლევის ღირებულება 300-700 ლარამდეა. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  10. darejani says:
    4 წელი ago

    mogesalmebit.chem meugles akvs diagnozi prostatis adeno karcinoma 4 stadia.psa qonda tavidan 188 daiwko hormonit mkurnaloba daiwia 15.mere isev aiwia.tan metastazi akvs menj barzakshi.shemdeg dauwkes qimia gaiketa 12 qimiis kursi.gauketes zometa 7 gadasxma.mdgomareoba aris stabiluri.psa amjamad aris 36.exla aris marto hormonze zoladeksi.pacienti dasustda zalian,ekimi meubneba qimias vegar gauketeb dasustebuliao ra gavaketo zalian vnerviulob ,ikneb mirchiot rame.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო დარეჯან, თუ პაციენტის ქიმიოთერაპიას ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იტარებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ხაზის ჰორმონოთერპაიის გამოყენება (იგულისხმება აბირატერონი). კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო დარეჯან, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს https://mmt.gearchives/2324

      პასუხი
  11. Murman Tuladze says:
    4 წელი ago

    Dzalian momecona es midgoma. Me maqvs meore stadia. Vmkurnalob mcenareuli camlebit da vakontroleb PSA. Var 65 clis. Minda tqventan urtiertoba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო მურმან, შეგვიძლია დაგიჯავშნოთ ვიზიტი პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან https://mmt.gearchives/doctor/guram-qarazanashvili კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალემებით მურმან, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს https://mmt.gearchives/2324

      პასუხი
  12. gocha says:
    4 წელი ago

    gamarjobat akciebi tu gagrdzeldeba axali clis mere tu sheidzleba momceret madloba cinascar

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გოჩა, ახალი წლის შემდეგ ისევ იგეგმება აქციები, ვიზიტის დასაჯავშნათ მოგვწრეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალემებით ბატონო გოჩა, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს https://mmt.gearchives/2324

      პასუხი
  13. ანზორ თურმანიძე says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ.ვარ პედაგოგი.სამედიცინოდაზღვევით თუ ვისარგებლებ თქვენს კლინიკაში

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო ანზორ, ჩვენს კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა და შეგიძლიათ ისარგებლოთ. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალემებით, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს https://mmt.gearchives/2324

      პასუხი
  14. ანზორ თურმანიძე says:
    4 წელი ago

    სამედიცინო პაკეტით თუ შემიძლია სარგებლობა.ვცხოვრობ აჭარაში

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო ანზორ, ჩვენს კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა და შეგიძლიათ ისარგებლოთ. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  15. Beqa says:
    4 წელი ago

    Zustadv sad mdebareobs ex klinika segizliat mitxrat

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,დიღომში,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9 სართული 2 234023

      პასუხი
  16. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Salami gaketwbuli akvs vatikocele orjer da isev akvs tkovili aseve sheshupebac…38 wlis mamakacia,ras gvirchevs?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      საჭიროა უროლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიის გაკეთება, შემდეგ გადავწყვიტავთ ტაქტიკას, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში 2234023 ან მოგვწერეთ

      პასუხი
  17. paata says:
    4 წელი ago

    pansionetebze tu aris shegavati?ra girs gasinjva

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო პაატა, ემ ემ ტე ჰოსპიტალში შაბათს 9თებერვალს არის აქცია, უროლოგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია და ასევე 20%-იანი ფასდაკლება კვლევებზე. სასურველია წინასწარ ჩაწერა 2 23 40 23

      პასუხი
  18. აჩიკო says:
    4 წელი ago

    ზოგადად რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატის გართულებას

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო აჩიკო,პროსტატის სიმპტომები მრავალფეროვანია და შეიძლება ჩამოთვლილთაგან მოიცავდეს ერთ რთს ან რამოდენიმეს:შარდვის დარღვევა, შარდვის დაწყების გაძნელება,წყვეტილი შარდვა,შარდვის სუსტი ნაკადი,შარის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება,უნებლიე შარდის გამოყოფა,ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში,და საზარდულის არეში.შაბათს 9თებერვალს არის აქცია უფასო კონსულტაცია უროლოგიოს და ასევე 20%იანი კვლევები.წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2234023

      პასუხი
  19. Emzar says:
    4 წელი ago

    Batumshi xoar igegmeba hamosvla

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო ემზარ, დაგიკავშირდებით აუცილებლად

      პასუხი
  20. ანონიმური says:
    4 წელი ago

    meugkes awuxebs xshi shardva.gamiis saatebshi sheidzleb adges sam otxjer.aseve ushvilobaze tu mokmedebs prostata.gvinda gamokvleva chaitsros prostataze.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პროსტატის დაავადებამ შესაძლოა წინაპირობა შეუქმნას მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევას, ამიტომ გამოსაკვლევია რა თქმა უნდა. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  21. ანონიმური says:
    4 წელი ago

    batumsi rodis afirebt.camosvlas

    პასუხი
  22. Ruslani says:
    4 წელი ago

    batumsi rodis afirebt.camosvlas

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, მოგვწერეთ თქვენი ნომერი და აქციის შემთხვევაში დაგიკავშირდებით

      პასუხი
  23. ნინი says:
    4 წელი ago

    ახლ აღმოცენებულ კერაზე ოპერაცია აუცილებელია თუ ექვემდებარება მკურნალობას,რომელი უფრო ეფექტიანია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ნინი, არ ვიცით რა კერაზეა საუბარი, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და რაც შეიძლება მალე. 16თებერვალს ემ ემ ტე ჰოსპიტალში არის აქცია , შეგიძლიათ ჩაეწეროთ და მიიღოთ უროლოგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია , ასევე 20% იანი ფასდაკლება კვლევებზე. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  24. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Kremi zdorovi…aris aseti malamo da rogoria prastataze tu shegidzliat raime informacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით. პროსტატა სამწუხაროდ მალამოებით არ ინკურნება, შეგიძლიათ ჩაეწეროთშაბათს 02.03 აქციის ფარგლებში და მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია,სასურველია წინასწარ ჩაწერა 2234023

      პასუხი
  25. გიორგი says:
    4 წელი ago

    რა ჯდება გამოკვლევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით გიორგი, პროსტატის სრული გამოკვლევა აქციის ფარგლებში 117 ლარი ღირს. იხილეთ ბმული: https://mmt.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika . შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. პაკეტი მოიცავს:უროლოგის კონსულტაცია; PSA – პროსტატის ანტიგენი; თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია; უროფლომეტრია. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  26. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Ra girs prostatis sruli gamokvleva

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პროსტატის სრული გამოკვლევა აქციის ფარგლებში 117 ლარი ღირს. იხილეთ ბმული: https://mmt.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika . შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. პაკეტი მოიცავს:უროლოგის კონსულტაცია; PSA – პროსტატის ანტიგენი; თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია; უროფლომეტრია

      პასუხი
  27. zura says:
    4 წელი ago

    gamarjobat. batumshi xomar apirebt chamosvlas?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო ზურა,ჯერ ჯერობით არ იგეგმება,შაბათობით გამოცხადებულია აქციის დღეები ,შეგიძლიათ ცაეწეროთ. 2 23 40 23

      პასუხი
  28. Gia says:
    4 წელი ago

    sad mdebareobs es savadmyopo

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით გია, ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მეცხრე სართული. დაგივკავშრდით ნომერზე 0322 23 40 23, ასევე ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MMTHospital

      პასუხი
  29. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Moshardvis shemdeg vgdrznob trusiks misvelebs erti ori wveti ,risi brali sheidzleba iyos,gaciebis?!tu sheidzleba feisshi mipasuxet tqventan ver movdivar winaswar madlobt 5

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,სათანადო კვლევევა უნდა ჩაიტაროთ ,რომ მიზეზი გაირკვეს , დისტანციურად დიაგნოზის გარეშე ამ შემთხვევაში დანიშნულების მიცემა არ არის რეკომენდირებული,შეგიძლიათ შაბატს 6აპრილს ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322 234023

      პასუხი
  30. Beqa says:
    4 წელი ago

    Prastatas bolomde gamokvleva Ra jdeba.da operacia tu dachirda operacia Ra jdeba,calke

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბექა, პროსტატის სრული გამოკვლევა 270დან 300ლარამდეა,რა ტიპის ოპერაცია დაგჭირდებათ ვერ გეტყვით სხვადასხვანაირი ოპერაცია კეთდება პროსტატაზე. შაბათს არის აქცია, უფასო უროლოგის კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  31. Tamazi says:
    4 წელი ago

    Prastata bolomde gamoikvlio Ra jdeba.da plius amas operacia ro dachirdes Ra jdeba.

    პასუხი
  32. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.

    პასუხი
  33. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.maqvs shardis sheukavebloba.gtxovt gamomexmaurot.

    პასუხი
  34. Murman Tuladze.sad movide says:
    4 წელი ago

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.maqvs shardis shsheukavebloba.gtxovt gamomexmaurot.

    პასუხი
  35. შაგუ says:
    4 წელი ago

    ბედნიერებაა, როცა ქვეყანაში გვყავს ამ დონის პროფესიონალი!

    პასუხი
  36. mamuka says:
    4 წელი ago

    ekimtan ar vkofilvar mak cva shardvis dros amas ufro vgrznob nabaxusevs clis Kru tkivilsac vgrznob ras mirchevt

    პასუხი
  37. Murman Tuladze. says:
    4 წელი ago

    Moxaruli var tqventan urtierobit. Darcmunebuli var ganvikurnrbi. Cinascar madloba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო მურმან,აუცილებლად ექნება შედეგი, ვინაიდან ,ემ ემ ტე ჰოსპიტალი, ბატონი გურამის ხელმძღვანელობით ორიენტირებულია პაციენტებზე

      პასუხი
  38. Murman Tuladze. says:
    4 წელი ago

    Moxaruli var tqventan urtierobit. Darcmunebuli var ganvikurnrbi. Cinascar madloba.Chamceret rom pasdaklebit momemsaxurot.

    პასუხი
  39. Iuza says:
    4 წელი ago

    Gamarjobat.gtxovt agvixsnat ramdenad sashishia es gamokvleva._PSA=58. Vprost_54…biobsiis daskvna winamdebare jirkvlis(R da L. 1mwvervalshi. 2 shu wilshi. 3 pugzeshi.)adenokarcinoma.glisonis jami7(3+4)perinervul invaziit M8140/3

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო იუზა,აუცილებლად დროულად უნდა მიმართოთ უროლოგს,თქვენი ბიოფსიის პასუხიდან გამომდინარე,ოპერციული მკურნალობა გჭირდებათ, რის შემდეგ შესაძლებელია სრულიად გამოჯანმრთელება,გთავაზობთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ თქვენი კვლევები და კონფერენციაზე განიხილავენ ექიმები, ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  40. კობა says:
    4 წელი ago

    როგორი მძიმე პაციენტი განკურნეთ ბ.გურამ ? მაინტეტესებს შანსი რამდენად მაღალია ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, ავადმყოფობის სირთულეს,ბატონი გურამი პროსტატის კიბოს შორს წასულ ფორმებზე აკეთებს ოპერაციებს ,რათქმაუნდა ბევრი წარმატებულად მთავრდება და წლები ცხოვრობენ ოპერაციის შემდეგ, პროსტატის კიბო არ არის განაჩენი, უამრავი მაგალითი გვაქ ასეთი ნაოპერაციები პაციენტების, უნდა ინახოს თქვენი კონკრეტული მდგომარეობა,რის საფუძველზეც შეგვიძლება შედეგზე პროგნოზირება .პროფესორთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო კობა, გარდა საერთაშორისო აღიარებისა, პროსტატის შორსწასული კიბოს დიაგნოზით ასობით ნამკურნალევი პაციენტი ჰყავს ბატონ გურამს, ყველა ეს პაციენტი აღრიცხვაზეა ჩვენს კლინიკაში და მათი უმეტესობა, ოპერაციიდან 5 დან 10 წლამდე პერიოდში კარგად გრძნობენ თავს, ასე რომ პროსტატის კიბო დღეს განაჩენი აღარ გახლავთ!

      პასუხი
  41. Maia says:
    4 წელი ago

    Tu avtvisebiani simsivnea sheidleba orive jiryvlis amogeba? Da tu gaketdeba qimia aucilebeli iqneba madloba winaswar

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო მაია, პროსტატის კიბოს შემთხვევაში,გააჩნია ზოგად მდგომაარეობას ,თუ საჭიროება მოითხოვს რათქმაუნდა რეზექცია გაკეთდება ორივე ჯირკვლის. 20 აპრილს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  42. Iuza says:
    4 წელი ago

    Gamarjobat.65wlis mamakacs chautarda MRT kvleva….maltachua diskebi dadamblavebulia dafipointensiuri struqturisaa,rac fipotrusirebuli birtvebis gauwyloebaze metyvelebs.L4,L5diskebi protruzirebulia dorsalurad cirkularad.nevraluri arxebi dadamblavebulia.duraluri parki mcired depormirebulia am doneze…mcire menjis grushi marjvniv sisxlgzargvovani konis mimdebared isaxeba fiperplazirebuli limpuri kvandzebi mak. zomit1,5/1,9sm.(ra saxis mkurnalobas gvirchevdit.madloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, იმისათვის რომ სრულდ შევაფასოთ პაციენტის უროლოგიური სტატუსი საჭიროა უროლოგის კონსულტაცია და დამატებით კვლევები (პაციენტის ჩივილების მიხედვით). შეგვიძლია ჩაგწეროთ მიღებაზე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან და დავგეგმოთ პაციენტის საიმედო მკურნალობა

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო იუზა,უროლოგიური თვასაზრისით სათანადო კვლევა გჭირდებთ,4მაისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  43. გამოხმაურება: პროსტატა - GAOU.GE
  44. თემური says:
    4 წელი ago

    გამარჯობა, გავიკეთე პროსტატის ბიოფსია და ასეთი დასკვნა მივიღეთ-წინამდებარე ჯირკვლის ადენოკარცინომა გლისონის ქულათა ჯამი 3+4=7. ICD-o-code 8140/3. გთხოვთ მითხრათ რა კვლევები დამჭირდება და აქცია ისევ გრძელდება თუ არა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო თემურ, ჩაეწერეთ 15ივნისს 20%იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე,ასევე უფასო კონსულტაციას გაივლიტ უროლოგის , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  45. ნანა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ , რა ღირს თქვენთან პროსტატის ბიოფსია

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნანა, ბიოფსიის ღირებულება გახლავთ 200ლარი ,სამწუხაროდ საყოველთაო არ აფინანსებს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  46. რუსლანი says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით
    მინდა რომ ჩავიტარო სრული გამოკვლევა და მინდა ექიმის კონსულტაცია ამისათვის წინასწარ ჩაწერა არის აუცილებელი?

    პასუხი
  47. რუსლანი says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით მინდა ჩავიტარო სრული გამოკვლევა პროსტატაზე ამისათვის რა არის საჭირო გთხოვთ გვაცნობოთ

    პასუხი
  48. ვაჟა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ შარდ სასქესო სრული გამოკლევა რა ღირს თქვენთან

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო ვაჟა, პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270 დან 300ლარამდეა,29ივნისს არის აქცია ,ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  49. Soso says:
    4 წელი ago

    Mogesalmedit. Shardze gasvlis dros jiplari mejimeda tkveni pacientia ty sxva kvlevedia sajiro an ty shegidzliat tkven tan diagnozis dasma

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო სოსო, ჩაეწერეთ უროლოგთან თუ რამე კვლევა გაქვთ გადმოგვიგზავნეთ ან თან წამოიღეთ, შეაფასებს ექიმი თქვენს ზოგად მდგომარეობას.ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023 ან დატოვეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  50. aslan says:
    4 წელი ago

    Sad aris klinika

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო ასლან, კლინიკა მდებარეობს თბილისში ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  51. elguja says:
    3 წელი ago

    gamarjobat.kibos skriningis analizis notma mainteresebs

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით 032 2234023

      პასუხი
  52. დავითი says:
    3 წელი ago

    გასაგებია მარა მე ჩამიტარდა რადიოთერაპია და ახლა ქიმიოთერაპიის კურს გავდივარ მეხუთე კურსი

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო დავით მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  53. ანონიმური says:
    3 წელი ago

    გამარჯობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

      პასუხი
  54. მიხეილი says:
    3 წელი ago

    გთხოვთ მოგვწეროთ როდემდე გრძელდება აქციები პროსტატის გამოკვლევაზე.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით შაბათობიუთ არის აქცია უფასო უროლოგის კონსულტაცია და ფასდაკლება კვლევებზე , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  55. დავითი says:
    3 წელი ago

    1 წლის უკან გავაკეთე ოპერაცია, პროსტატექტომია. Psa-იყო 21, შემდეგ ბიოფსია , დადგინდა სიმსივნე , გაკეთდა მთელი სხეულის მონოგრაფია არსად არაფერი იყო გასული. მირჩიეს მაინც ოპერაცია. მანამდე სიმპტომები ისეთი არაფერი, თბილისში ვიყავი ჩამოსული და უბრალოდ გადავამოწმე თავი. დანარჩენი მოგახსენეთ, უბრალოდ მაინტერესებს რამდენად სწორად გაკეთდა დიაგნოზი. თუ შესაძლებელია ამის გარკვევა, თუნდაც, რომ მოგმართოთ….

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, უნდა ჩაეწეროთ უროლოგთან წამოიღოთ თქვენი კვლევები და ექიმი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  56. ბელა says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ.მაინტერესებს ფასდაკლება თუ გაქვთ კიდევ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით დიახ გვაქვს , ჩაეწერეთ შაბათს და აქციის ფარგლებში მიიღებთ ექიმის უფასო კონსულტაციას და ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე

      პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  57. მაია says:
    3 წელი ago

    მაინტერესებს გამოკვლევების ფასები კიბოს დასადგენად.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო მაია, პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270 დან 300 ლარამდეა დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  58. ეკატერინე says:
    3 წელი ago

    ხართ თუ არა იმედი ელის პროვაიდერი კლნიკა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      არ ვართ იმედი ელის პროვაიდერები, ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა100და კალკულაციას დასაფინანსებლად დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  59. ნანა says:
    3 წელი ago

    ჩემს მეუღლეს აქვს. მხოლოდ ხშირი შარდვა ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ნანა, ხშირი შარდვის შემთხვევაში სასურველია უროლოგის კონსულტაცია, დეეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  60. Giorgi says:
    3 წელი ago

    Sisxldena rais manishnebelia

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      პრობლემა გაქვთ აუცილებელია მიმართოთ უროლოგს, შაბათობით არის აქცია . უფასო კონსულტაცია უროლოგის და ფასდაკლება კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  61. ნანა says:
    3 წელი ago

    სანამ კიბიში გადაიზრდება მანამდე რა წამალი მუვაღებინო ჯერ მხოლოდ ხშირ შრდვა აქვს

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ნანა , პირველ რიგში აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი,ზეპირად არ ხდება დანიშნულების მიცემა. დაგვიკავშირდით ჩაეწერეთ შაბათის 23/11 აქციაზე . წინასწარ უნდა ჩაეწეროთ 0322234023

      პასუხი
  62. Natia says:
    3 წელი ago

    Psp dazgvevA Ty moqmedebs tqventan?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით პსპ ს პროვაიდერები არ გახლავრთ , ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა 100 და კალკულაციას სადაზღვეოში გახარჯული თანხის ასანაზღაურებლად დეტალური ინფორმაციისთვის დაგიკავშიერდით 032 2234023

      პასუხი
  63. giorgi says:
    3 წელი ago

    batumshi xo ar apirebt chamosvlas?.da ubralod kvlevas sadazgvevo afinansebs.ar mawuxebs araferi.profilaktikistvis ra kvlevas mirchevdit?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით ბათუმში არ გვაქვს ფილიალი, შეგიძლიათ ჩვენი მომსახურეობით ისარგებლოთ თბილისში, საყოველთაო აფინანსებს მხოლოდ ოპერაციებს, კვლევები არ ფინანსდება . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  64. ქეთინო says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ,გვაქვს დაზღვევა რკინისგზის სამსახურიდან aijj დაზღვევა, თუ არის თქვენი კლინიკა პროვაიდერი

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით არ ვართ პროვაიდერები,ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა100და კალკულაციას სადაზღვეოსთვის . დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  65. ანონიმური says:
    3 წელი ago

    რა ჯდება პრასტატის მკურნალობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, გააჩნია ადვადმყოფობის სირთულეს , აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია , რათა გაირკვეს კონსერვატიული მკურნალობა გჭირდებათ თუ ოპერაციული . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  66. ანონიმური says:
    3 წელი ago

    gamarjobat. sruli gamokvleva ra droiis faqtors moicavs

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, 2 დან 3დღემდე დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  67. ელგუჯა says:
    3 წელი ago

    ვარ 57 წლის გავკეთე PSA ანალიზი შედეგი მაქვს 3,53 არაფერი უკუჩვენება არ მაქვს ვერაფერს ვერ ვგრძნობ მაინტერესებს აუცილებელია რაიმე მკურნალობა ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით მომატებული პროსტატის ანტიგენის მაჩვენებელი, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. დაგვიკავშირდით 032 2234023 და დაგეხმარებით

      პასუხი
  68. მამუკა says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ მაინტერესებს რა ღირს კონსულტაცია უროლოგტან

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით უროლოგის კონსულტაციისღირებულება გახლავთ 60 ლარი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  69. რამაზი says:
    3 წელი ago

    გამარჯობა, შაბათობით კვლავ არის უფასო კონსულტაცია?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით დავააანონსებთ აქცია ,რომ დაიგეგმება.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  70. თემური says:
    3 წელი ago

    რა ჯდება პროსტატექტომიის ოპერაცია და რამდენს ფარავს საყოველთაო? უახლოეს დროს ხომ არ გაქვთ რაიმე აქციები გამოკვლევა-მკურნალობაზე?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო თემურ, დაგვიკავშირდით 555393267 032 2234023 და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ან მოგვწერეთ თქვენი ნომერი

      პასუხი
  71. გიორგი says:
    3 წელი ago

    მაინტერესებს,რა დროს არის ეფექტური პროსტატის ოპერაცია? შეგეგი რა დროს დგება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით,საჭიროების შემთხვევაში რათქმაუნდა. დეტალური ინფორმაციისთვის დავიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  72. ანონიმური says:
    2 წელი ago

    რვა წლის წინ გაიკეთა პროსტატის ოპერაცია.მის მერე იკეთებს ზოლადექსის ნემსს 10/8
    პ.ს.აი აქვს 0002 უკვე ეს მაჩვენებელი აქვს ამდენი წელია.
    რამდენ ხანს შეიძლება კიდევ რომ იკეთოს ზოლადექსი?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით, სასურველია მიმართოთ თქვენს ონკოლოგს ,რომელიც მართავს თქვენს მკურნალობის კურსს დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  73. ანონიმური says:
    2 წელი ago

    69წლისაა მამაჩემი დაუდკინდა პროსტატის სიმსვნე ავთვისებიანი რომელიც ძვალზეა გადადული ამშემთხვევაჲ გვირჩიეს ჰორმონო თერაპია,არის ტამე ალტერნატივაა ამაზე უკეთესი ამშემთხვევაში?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით, უნდა მოვიდეს პაციენტი ონკოუროლოგთან, გურამ ქარაზანაშვილთან, თუ საერთოდ არის შანსი ოპერაციული მკურნალობის პლიუს ჰორმონოთერაპია ზუსტ პასუხს მიიღებთ, პროფესორთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  74. ანონიმური says:
    2 წელი ago

    მაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე გასულია მეტასტაზი რამდენიმე ადგილზე ჩავიტარე მკუნალობაჯერ კასოდექსითა და ზოლადექსით შემდეგ სხივური თერაპია პისია-ი17დან 0,004 ზე-ა ახლა ქიმიოთერაპია დამიწყეს მაწუხებს ფეხი რას მირჩევთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. დაგვიტოვეთ საკონტაქტო და დაგიკაშირდებით. 0322 23 40 23.

      პასუხი
  75. Ineza says:
    2 წელი ago

    Ineza var batumidan sad mdebaraobs egklinika misamarts tumetyvit an damirekavt 555 600 695

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. ბათუმის ფილიალი მდებარეობს რუსთაველის 35 ნომერში

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator