(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ენურეზი ბავშვებში

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
30/05/2019
რუბრიკა ბავშვებში, დაავადებები
A A
unnamed file 1

unnamed file 1

Share on FacebookShare on Twitter

 ენურეზი შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას ანუ შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის ორ ტიპს – შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს.

ენურეზი, განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა. მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.

პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს, წესისამებრ, უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ენურეზის მიზეზები

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • გენეტიკური ფაქტორი.
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა.
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა.
  • ენდოკრინული ფაქტორი.
  • ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები.
  • უროდინამიკური პრობლემები.
  • საშარდე გზების ინფექციები.
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს. არ უკავშირდება არც ძილის წინ მიღებული სითხის რაოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იმატებს. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა მიმდინარეობს. რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ენურეზის გამომწვევი თითოეული ფაქტორი.

ძილის დარღვევა

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ დასაშვებია, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო ვამძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის ანუ ანტიდიურეზული ჰორმონის გამომუშავება.

ამის გამო თირკმლის შემკრებ მილაკებში მცირდება წყლის რეაბსორბცია  და ღამით შარდი ჭარბად წარმოიქმნება, შარდის ბუშტი კი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს.

ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს.

ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აწუხებთ მოშარდვის ძლიერი, იმპერატიული სურვილი.

რჩევები მშობლებს

უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დაწვრილებით ინფორმაციას.

ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ.

შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას.  ყველას ჩაუტარებია შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული ტესტით.

ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია,  მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური კვლევა. შედეგების საფუძველზე ბავშვსა

[one_fourth padding=”12px 30px 10px 10px”]


დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იმატებს.


[/one_fourth]

და მის მშობლებს ენურეზის მიზეზს განუმარტავენ. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს. აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობა.რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს.

შეადგინეთ დღიური, სადაც სველ და მშრალ ღამეებს აღნუსხავთ. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ.

ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას. პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად უქმეების გატარება და სალაშქროდ სიარული.

ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს.

ენურეზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

ამჟამად მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი: ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე, სპეციალური სასიგნალო სისტემის გამოყენება და ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.

ვინაიდან 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ.

უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება. თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.

სასიგნალო სისტემით მკურნალობისას იყენებენ სპეციალურ აპარატურას, რომელშიც შარდის პირველივე წვეთი რთავს სასიგნალო სისტემის ელექტრულ წრედს. შედეგად ბავშვი იღვიძებს და რეფლექსურად თრგუნავს მოშარდვის აქტს, შემდეგ სასიგნალო სისტემას თიშავს და მოშარდვას ტუალეტში ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი შარდის ბუშტის ავსებისთანავე გაღვიძებას შეეჩვევა, ზარიან საცვალს კიდევ 2 კვირის განმავლობაში იყენებენ. ამ მეთოდის ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება.

თუ ღამის ენურეზის მქონე ბავშვს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აღენიშნება, ნაჩვენებია ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება. ძილის დარღვევის მქონე ბავშვებს ენიშნებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ღამის პოლიურიის დროს ეფექტურია ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი დესმოპრესინი.

ღამის მეორეული ენურეზის შემთხვევათა უმრავლესობა ფსიქოთერაპიით იკურნება. ამრიგად,  ღამის ენურეზის ტიპის დადგენის შემდეგ შედგება მკურნალობის ტაქტიკა.

იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მისი მშობლების პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს.

შერჩევა მანამდე გრძელდება, ვიდრე არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ჩვენი მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ენურეზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.gecategory/staff/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Tags: ენურეაზი
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭი
დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია
დაავადებები

ერექციის დაქვეითება – მკურნალობა

Comments 16

  1. irma says:
    3 წლის ago

    myavs vaji 30 wlis bavshvobashi gamis enurezi wirda, vmkurnalobdit da shedegic miviget, magram axla roca sasmels dalevs zogjer tavs ichens xolme, tqvens hospitalshi aris tu ara mkurnalobis raime metodi, winaswar didi madloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წლის ago

      აქ უფრო ნევროლოგიური პრობლემა უნდა იყოს, თუმცა მოვიდეს, დავაზუსტოთ მიზეზი, შემდგომ გაივლის კონსულტაციას ნევროლოგთანაც.

      პასუხი
  2. ზიტა says:
    3 წლის ago

    გოგონა მყავს 9 წლის… გვაწუხებს ღამის ენურეზი… ღრმა ძილით… არის საშველი??

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წლის ago

      დიახ, მობრძანდით, თუ საჭირო იქნება ნევროლოგსაც ვაჩვენებთ, ჯერ უნდა გავერკვეთ ენურეზის მიზეზებში.

      პასუხი
  3. meri says:
    3 წლის ago

    gamarjobat. mainteresebs. xerxemidan. vgamocveuls. tu. eshveleba

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წლის ago

      კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ბავშვს. მობრძანდით, ნევროლოგიც ნახავს, ჩავატაროთ საჭირო გამოკვლევები ან წამოიღეთ რაც უკვე ჩატარებული გაქვთ და მერე დავგეგმოთ მკურნალობა.

      პასუხი
  4. გიორგი ქვია says:
    2 წლის ago

    გამარჯობათ მაოტერესებს თქვენი ზუსტი მისამართი და გირებულება კონსულტაციის.მინდა ბავშს გამოვუკლიო 9-ის ხდება და ღამის უნებლიე შარდვა აქვს.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ჩვენი მისამარათია ლუბლიანას 5, მე-9 სართული. 2 23 40 23
      ან მოგვწერეთ ტქვენი ნომერი მეილზე [email protected] და ცვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ

      პასუხი
  5. ქეთინო says:
    2 წლის ago

    გამარჯობათ მაოტერესებს თქვენი ზუსტი მისამართი და გირებულება კონსულტაციის.მინდა ბავშს გამოვუკლიო 9-ის ხდება და ღამის უნებლიე შარდვა აქვს.

    პასუხი
  6. ლია says:
    2 წლის ago

    მოგესალმებით, მყავს 7 წლის ბიჭი. პირველ კლასში მისვლის შემდეგ ზამთრის პერიოდში დაეწყო ხშირი შარდვა, მყავდა უროლოგთან. ჩაუტარა მკურნალობა შარდში ქონდა მცირედი ცვლილება, ურატები მომატებული. მაგის შემდეგ დარჩა დღის ენურეზი, ეხო, სისხლი, შარდი, დიაბეტი გასინჯულია და ჯანმრთელია, მაგრამ აქვს ხშირი შარდვა და ყოველდღე არა მაგრამ ხშირად აქვს ჩასველებული, ბავშვი ამას ვერ გრძნობს. ოჯახის ექიმმა მითხრა ფსიქო-ნევროპათოლოგი ჭირდებაო, მაინტერესებს არის თუ არა ჩემი შვილი თქვენი პაციენტი?? (გწერთ რაიონიდან)

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ქალბატონო ლია, შაბათობით არის აქცია, ჩაეწერეთ და უფასოდ მიიღებთ უროლოგის კონსულტაციას. თუ საჭირო გახდება პროფესორთან გადაამისამართებენ ,აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  7. tea says:
    2 წლის ago

    myavs shvidi clis gogona xrma zilit zinavs ver grznobs chasvelebas argachra psigologiurma saubrebma ras mirchevt

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ქალბატონო თეა,ჩაეწერეთ 13ივლისს უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე 032 2234023

      პასუხი
  8. Cismari says:
    2 წლის ago

    Gamarjobat chem shvils acuxebs gamis enurezi da rogor davexmaro shegizliat mitxrat

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ქალბატონო ცისმარი, რამდენი წლისაა ბავშვი?დაგვიკავშირდით ამ ნომერზე 032 2234023 და დაგეხმარებით

      პასუხი
  9. მარიკა says:
    1 წლის ago

    გამარჯობა, 7 წლის ბიჭი მყავს, აწუხებს ღამის ენურეზი, აქვს ძალიან ღრმა ძილი. აუცილებლად მოვალთ ტქვენს კლინკაში. დაახლოებით რომ მითხრათ რა ჯდება გამოკვლევები და ნევროლოგს კონსულტაცია? მადლობა

    პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook