(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის ადენომა – მკურნალობა

29/12/2021
რუბრიკა დაავადებები, პროსტატის ადენომა
ადენომა
Share on Facebook Whatsapp

პროსტატის ადენომა, წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. პროსტატის ადენომის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს  შორის თანაფარდობის დარღვევას. ამ და სხვა, დღემდე უცნობ მიზეზთა გამო წინამდებარე ჯირკვალი თანდათანობით დიდდება და შარდის გამომტან მილს აწვება.შარდის გამომტანი მილი S-სებურად მოდრეკილი, 20 სმ- სიგრძის ორგანოა. მისი ფუნქცია შარდისა და თესლის გატარებაა. როდესაც გადიდებული პროსტატა (პროსტატის ადენომა) შარდსადინარს აწვება, ირღვევა შარდის გამოყოფის პროცესი. ამის გამო, შარდის ბუშტს, შარდისგან დასაცლელად სულ უფრო მეტი წინაღმდეგობის დაძლევა უხდება. ზედმეტი დაძაბვის გამო კი შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი ჰიპერტროფიას განიცდის – სქელდება. 

მნიშვნელოვანია პროსტატის ადენომა ადრეულ ეტაპზე იქნას დიაგნოზირებული, რათა ავიცილოთ ისეთი უროლოგიური გართულებები როგორიცაა: საშარდე გზების ინფექციები, თირკმლის ან შარდის ბუშტის დაზიანება, კენჭები შარდის ბუშტში.

პროსტატის ადენომა – მკურნალობა და რეჟიმი

თუ პროსტატის ადენომა გაწუხებთ, კვებისა და ფიზიკური დატვირთვის თავისებური რეჟიმი უნდა დაიცვათ. გეკრძალებათ მწარე, ცხარე, მჟავე, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტებისა და ალკოჰოლის მიღება.

თქვენი რაციონი მდიდარი უნდა იყოს რძის პროდუქტებითა და მცენარეული საკვებით. ნაკლები რაოდენობით უნდა მიირთვათ ხორცეული და კვერცხი. მენჯის ღრუს ორგანოებში შეგუბებითი პროცესების ასარიდებლად, საჭიროა კუჭ-ნაწლავის მოქმედების კონტროლი. ამისათვის აუცილებელია სისტემატურად ვარჯიში და ყოველდღიურად 1-1,5 საათის განმავლობაში სეირნობა. ეს მკვეთრდ ამცირებს პროსტატის ადენომის განვითარების რისკს. 

სამუშაო, რომელიც ჯდომას მოითხოვს, განსაკუთრებულად მავნეა. ასევე არ შეიძლება შარდის შეკავება. როგოც კი მოთხოვნილებას იგრძნობთ, მაშინვე მოშარდეთ, რადგან შარდის ბუშტის კედლების გაწელვის გამო შესაძლოა შარდის მწვავე შეკავება განვითარდეს. აღნიშნული წესების დაცვით ავადმყოფთა მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება, თუმცა, პროსტატის ადენომა ამით სრულად ვერ იკურნება.

მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდი, რომელსაც პროსტატის ადენომის შორსწასულ შემთხვევებში იყენებენ, ადენომექტომია ანუ ადენომის ამოკვეთაა.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგია MMT ჰოსპიტალში – პროსტატის ადენომის მკურნალობა პლაზმა ვაპორიზაციით ანუ უსისხლოდ აორთქლებით კეთდება. პაციენტი კი მეორე-მესამე დღეს სახლში ეწერება.

პროსტატის ადენომის სიმპტომები

  • მოშარდვის გაძნელება ან შეწყვეტა
  • შარდის ნაკადის შესუსტება
  • მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება
  • შარდვის გახშირება (განსაკუთრებით ღამის საათებში)
  • მოშარდვის დროს ტკივილის შეგრძნება

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

პროსტატის ადენომის სადიაგნოსტიკო კვლევები

  • PSA – პროსტატ სპეციფიური ანტიგენი
  • კრეატინინი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • პროსტატის ექოსკოპია
  • უროფლომეტრია – შარდის ნაკადის განსაზღვრა

გარდა ამისა, დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ღრუს დათვალიერება ენდოსკოპით – და ცისტოგრაფია – შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ პროსტატის ადენომის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 64

  1. რომან ხვადაგიანი says:
    5 წელი ago

    გამარჯობათ: ვარ პენსიონერი 69წლის, მაწუხებს პროსტატა,ექმის თქმით ადენომა არ ამეღნიშნება, მაგრამ თქვენი განმარტებით, ზუსტათ ისეთივე სიმტომები გამაჩნია როგორსაც აღწერთ, როგორ მოვხვდე თქვენთან გასაგებია, ოღონდ მაინტერესებს რა ხარჯის გაწევა მომიწევს კონსულტაციისათვის და მკურნალობისათვის?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი ago

      მოგესალმებით რომან, შეგიძლიათ ჩაეწეროთ პროფესორთან, გურამ ქარაზანაშვილთან. ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, ასევე კონსულტაციაზე ჩასაწერათ დაუკავშირდით ასისტენტს +995 571 31 11 55

      პასუხი
    • გურამი says:
      2 წელი ago

      ვარ წელიდან მოწყვეტილი ვერ ვშარდავ კატეტერის გარეშე უკვე 1 წელიწად ნახევარია უეტლოდ ვერ გადავადგილდები არც თავშეკავების უნარი მაქვს შარდვის პრობლემა მანამდეცმქონდა მაგრამ ესე არა ერთხელ საღამოთი დამეწყო შარდის შეკავება მთელი ღამე მაწვალა ვერ ვშარდავდი მერე ქალმა ნიახური მომიდუღა და მომეშვა ეხლა კი არაფერი მშველის პოტენციაც დაქვეითებულია თუ არის ამის საშველი

      პასუხი
      • mmthospital says:
        2 წელი ago

        მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიტოვეთ საკონტაქტო და ოპერატორი დაგიკავშირდებათ ან თავად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

        პასუხი
  2. გია says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ
    ვარ 54 წლის საკმაოდ განდიდებული მაქ ადენომა
    რა ღირს ოპერაცია

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გია,
      იმისათვის, რომ თქვენ სწორად დაგეგმოთ მკურნალობა და თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები, ჩვენ გთავაზობთ ამ ოპერაციის სრულ ღირებულებას, რომელიც მოიცავს თავად ოპერაციის ღირებულებას და მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა სადიაგნოსტიკო, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ ხარჯებს. რაც ჯამში შეადგენს 2600 ლარს. ჩვენს კლინიკაში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს მკურნალობის ღირებულების ხარჯს. ხოლო დარჩენილი თანაგადახდიდან კლინიკა დამატებით, ექსკლუზიურად გთავაზობთ 10%–იან ფასდაკლებას. დაინტერესების შემთხვევაში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ მის ქეის–მენეჯერს, ნათია კანკავას 571 311 155. ასევე გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი შემდეგი კომუნიკაციის დასამყარებლად.

      პასუხი
  3. ზებური says:
    4 წელი ago

    გამარჯობათიცით 84 წლისა მამაჩემი და აწუხებს პროსტატა რა პრეპარატი უნდა მივცე შარდვა უჭირს გულიც აწუხებს როგორ მოვიქცე

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო ზებური, მობრძანდით 6აპრილს შაბათს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას და ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2 234023

      პასუხი
  4. Malxazi says:
    4 წელი ago

    Var 56 wlis maqvs iseti samsaxuri rom miwevs mdzimeebis aweva ,bolodros vamchnev moshardvis shemdeg trusiks misvelelebs erti ori wveti shardi ra unda iyos?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო მალხაზ შაბათობით ჰოსპიტალში არის აქცია და შეგიძლიათ ჩაეწეროთ 6აპრილს და მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე ფასდაკლება კვლევებზე .წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2 234023

      პასუხი
  5. დანიელი says:
    4 წელი ago

    როდესაც გადიდებული პროსტატა (პროსტატის ადენომა) შარდსადინარს აწვება, ირღვევა შარდის გამოყოფის პროცესი. ამის გამო, შარდის ბუშტს, შარდისგან დასაცლელად სულ უფრო მეტი წინაღმდეგობის დაძლევა უხდება. ზედმეტი დაძაბვის გამო კი შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი ჰიპერტროფიას განიცდის – სქელდება.

    ამ ეტაპზე შარდვა გახშირებულია, განსაკუთრებით ღამით. ადამიანს უჩნდება შარდვის იმპერატიული მოთხოვნილება. მალ-მალე მოშარდვის ძლიერი სურვილი, – ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი უჭირს. მოშარდვის მოთხოვნილებიდან შარდის პირველი წვეთების გამოყოფამდე ინტერვალი თანდათან იზრდება. გამოყოფილი

    შარდის ნაკადი წვრილდება, მისი ტრაექტორია იცვლება – ვერტიკალური ხდება.

    ბუშტის შარდისგან დასაცლელად ადამიანს სულ უფრო მეტად უწევს დაძაბვა და ჭინთვა. ამის გამო მოგვიანებით ვითარდება შარდის ბუშტის ჰიპოტონია. ბუშტის კუნთოვანი გარსის ტონუსი ქვეითდება და შარდის ბოლომდე გამოყოფას ვეღარ უზრუნველყოფს. ყოველი მოშარდვის შემდეგ ბუშტში გარკვეული ოდენობის ე. წ. ნარჩენი შარდი რჩება და თავს იჩენს ბუშტის დაუცლელობის შემაწუხებელი შეგრძნებაა.
    აქ ზუსტად ჩამოთვლილია ის მდგომარეობები, რაც მე მაწუხებს უკვე მეორე წელია. ვარ 48 წლის. კი ბატონო უფასოა კონსულტაცია, მაგრამ გამოკვლევებზე რას გვეტყვით?
    რა ჯდება თქვენთან პროსტატის სრული გამოკვლევა? რამდენ %-ს აფინანსებს საყოველთაო დაზღვევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო დანიელ, საყოველთაო დაზღვევა 60 დან 70%ამდე აფინანსებს, კვლევებზეც არის შაბათობით 20%იანი ფასდაკლება ,ასევე გვაქ ფასდაკლება კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტებზე,ონლაინ შეძენის შემთხვევაში,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 22340 23 ან მოგვწერეთ თქვენ საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  6. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Sad mdebareobs tqveni klinika

    პასუხი
  7. ანონიმური says:
    4 წელი ago

    rogor dagikavshirdet mec maq eg prablema da sxva problemebic camovida magalitad qaltan mimartebashi

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      დაგვიკავშირდით 2234023 ან დაურეკეთ პროფესორის ასისტენტს 571311155.

      პასუხი
  8. Iosebi says:
    4 წელი ago

    Gamokvlevit ramdeni jdeba mkurnaloba. Tu shegidzliat mipasuxot.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო იოსებ, პროსტატის ადენომის გამოკვლევა 270 დან 300ლარამდეა, თუ რამე სპეციფიური კვლევა არ დაგჭირდებათ,ჩაეწერეთ 4მაისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  9. გამოხმაურება: პროსტატა - GAOU.GE
  10. Avto says:
    4 წელი ago

    Aris axali metodi prostatashi ragzc sitxe shekavt ris shedegac zomashi mcirdeba tu aris amis msgavsi tqventan rame madloba cinascar

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით , ჩვენთან არ კეთდება პლასტიკური პროცედურები.

      პასუხი
  11. ანონიმური says:
    3 წელი ago

    რაჯდება მკურნალობა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით , პროსტატის გამოკველვა დახლოებით 270 და 300ლარამდეა, 10 აგვისტოს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლეში უროლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებთ, ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  12. Malxazi. says:
    3 წელი ago

    Mogesalmebit.prastatis es rogorc aris naxsenebi aortkleba,ra jdeba tanxa an socialuri dazgveva tu mokmedebs?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით პროსტატის ადენომის ოპერაცის აორთქლებით 2000ლარია და ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. 10 აგვისტოს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უროლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებთ, ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  13. archili says:
    3 წელი ago

    ra jdeba

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო არჩილ, პროსტატის გამოკველვა დახლოებით 270 და 300ლარამდეა, 10 აგვისტოს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლეში უროლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებთ, ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  14. emzari says:
    3 წელი ago

    batono guram shemidzlia tu ara visargeblo imedi L_ is dazgvevit?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო ემზარ, იმედი L ის პროვაიდერი არ გახლავართ, მაგრამ შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან,შემდეგ სადაზღვეო აგინაზღაურებთ. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  15. veriko says:
    3 წელი ago

    tu shegidzliat mitxrat parkinsonis daavadebus mkone 70 wlis mamakacs akvs prostatis adenokarcenoma.sheidzleba tu ara mistvis ooeraciis gaketeba da satesle jirkvlebis amochra? ra shedegi ekneba? gmadloobt

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ვერიკო ,თუ აუცილებლობაა, ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებიოთ და დაგეხმარებით

      პასუხი
  16. ნინო says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ, პროსტატის ადენომის გამოკვლევა ხელით უკანა ტანიდან გასინჯვის გარეშე თუ არის შესაძლებელი, რამე სხვა მეთოდი თუ არსებობს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით , ყველაზე სწორი პასუხი თუ გნებავთ გაიგოთ, არის უკანა ტანიდან ხელით გასინჯვა, ყოველ შემთხვევაში მაინც დასჭირდება ხელით გასინჯვა. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  17. ანონიმური says:
    3 წელი ago

    დაახლოებით რა ჯდება სრული მკურნალობა გამოკვლევით?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით,პროსტატის სრული გამოკვლევის ღირებულება 270 და 300ლარამდეა. 17აგვისტოს ჩაეწერეთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებიოთ ისარგებლებთ კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  18. რამინი says:
    3 წელი ago

    როცა სექსვალური ურთიერთობამალე მრთავრდება შეიძლებაპროსტატამ გამოიწვიოს

    პასუხი
  19. მალხაზი says:
    3 წელი ago

    ეს ჰოსპიტალი მარტო თბილისშია?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      დიახ, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  20. Malxazi says:
    3 წელი ago

    Ra jdeba prostatis mkurnaloba? Da ramdeni dge chirdeba sashvalod,,

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო მალხაზ,პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270 დან 300ლარამდეა,შაბათობით არის აქცია ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასოდ მიგიღებთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  21. ზურა says:
    3 წელი ago

    სად არის თქვენი კლინიკა არ გვყავს შვილი და მინდა ვიმკურნალო თუ შესაძლებელია ვარ 43

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო ზურა , ემ ემ ტე ჰოსპიტალი მდებარეობს დიღომში. ლუბლიანას#5ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  22. რომანი says:
    3 წელი ago

    თუ არ ვარ საქართველოს მოქალაქე?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო რომან, შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურეობა, დაზღვევით ვერ ისარგებლებთ მოგიწევთ ნაღდი ანგარიშცწორებით გადახდა,რა პრობლემა გაქვთ მოგვწერეთ და დაგეხმარებით 0322234023

      პასუხი
  23. კობა says:
    3 წელი ago

    Xx. დაზღვევა თუ მოქმედებს

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით , კლინიკა ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.დაგვიკავშირდით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას 0322234023

      პასუხი
  24. dato says:
    3 წელი ago

    va es ra cavikitxe

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო დათო რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

      პასუხი
  25. ბესო says:
    3 წელი ago

    რამდენი დღე ჭირდება მკურნალობას?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით , გააჩნია ბატონო ბესო, რა სირთულის პრობლემა გაქვთ. დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  26. ბადრი says:
    3 წელი ago

    მოგესალმებით.შაბათობით გაქვთ უფასო კონსულტაცია, მარტო კონსულტაციით როგორ დავადგენთ მესაჭიროება თუ არა მკურნალობა? თუ კონსულტაციის შემდეგ აუცილებელია ანალიზები?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო ბადრი, მობრზანდით და უროლოგი გადაწყვეტს კონსულტაციის შემდეგ რა კვლევები დაგჭირდებათ, გააჩნია რა პრობლემა გაქვთ 032 2234023

      პასუხი
  27. ანონიმური says:
    3 წელი ago

    Sad mogmartot da ra damijdeba tqventan konsultacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით შაბათობით არის აქცია უფასო კონსულტაცია უროლოგტან ასევე ფასდაკლება კვლევებზე წინასწარ ჩაერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  28. Romeo says:
    3 წელი ago

    Sad movide da ra damijdeba konsultacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      დიღომი ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  29. nuri .. says:
    3 წელი ago

    gamarjobat..minda chavewero 2020 wlis 1 tebervals.. urologis konsultaciaze.prostatis gamokvlevastan dakavshirebit.

    პასუხი
  30. Gia says:
    3 წელი ago

    Mainteresebs vaporizaciis shemdeg sqesobrivi kavshiri shesadzlebelia?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      დიახ, ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი იქნებით

      პასუხი
  31. ანონიმური says:
    3 წელი ago

    Mogesalmebit. Mainteresebs vaporizaciis metodit tu aris shesadzlebeli shardis bushtshi shechrili adenomis nacilis moshoreba,da tu iqneba amis mere pacienti janmrteli?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით , დიახ შესაძლებელია დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  32. ბადრი says:
    2 წელი ago

    4 თვე ვიღებ ავოდარტს და ტამსოლს. შარდის ნაკადი არ გაუმჯობესდა. მუცლის ქვემოთ ისევ მაქვს ტკივილი. ამავე დროს სქესობრივი ლტოლვა გაუარესდა და ეაკულაცია საერთოდ შეწყდა. გთხოვთ თქვენს რჩევას.

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო ბადრი. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო და ოპერატორი დაგიკავშირდებათ

      პასუხი
  33. ავთო says:
    2 წელი ago

    ოპერციისას პროსტატა იკვეთება მთლიანად თუ რჩება და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით და დეტალურად მოგახსენებთ 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator