(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

თირკმლის კიბო

19/03/2021
რუბრიკა დაავადებები, თირკმლის კიბო - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
თირკმლის კიბო
Share on Facebook Whatsapp

თირკმლის კიბო გავრცელების მხრივ მე-10 ადგილს იკავებს ავთვისებიან სიმსივნეთა შორის.  თირკმლის კიბო ხანში შესულთა პათოლოგიად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო დროს დაავადება ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელებულია.

თირკმლის ავთვისებიან სიმსივნეთა 90-95%-ს შეადგენს თირკმელუჯრედოვანი კიბო. მას  იშვიათად ადენოკარცინომას,  ჰიპერნეფრომას უწოდებენ. დანარჩენი ორი: თირკმლის სარკომა და ვილმსის სიმსივნე – გაცილებით იშვიათია.

თირკმლის კიბო – სიმპტომები

ცნობილია თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი 3 სიმპტომი: ჰემატურია, მუცლის ღრუში ახალწარმონაქმნის არსებობა და ტკივილი.

ჰემატურია შარდში სისხლის არსებობას ნიშნავს. განასხვავებენ მიკრო და მაკროჰემატურიას.

მიკროჰემატურიის დროს შარდში სისხლის ელემენტები მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება აღმოვაჩინოთ.

მაკროჰემატურიის დროს კი ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ჰემატურია უმეტესად ერთი შეხედვით სავსებით ჯანმრთელ ადამიანს ეწყება.  მას თან არ ახლავს ტკივილი, რომელიც შარდკენჭოვანი დაავადების თანამდევ ჰემატურიას ახასიათებს. კიბოს დროს ჰემატურია მალე ქრება, მაგრამ რამდენიმე დღის, თვისა თუ წლის შემდეგ შესაძლოა განმეორდეს.

სისხლდენა სიმსივნის ზრდის შედეგია. მზარდი სიმსივნე აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებით მდიდარ ქსოვილს. ზოგჯერ წარმოიქმნება თრომბი, რამაც შესაძლოა თირკმელკენჭოვანი დაავადების მსგავსი თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში სიმსივნე შესამჩნევი ზომის ხდება და  მუცლის არეში ახალწარმონაქმნი იჩენს თავს.

თირკმელი სიმსივნესთან ერთად ისინჯება მუცლის მხრიდან. ზოგჯერ გამხდარი ადამიანები სიმსივნეს ადრეულ სტადიაზე თავადაც ამჩნევენ. დროთა განმავლობაში ნებაზე მიშვებული სიმსივნე გამოდის თირკმლის კაფსულიდან და მეზობელ სტრუქტურებზე ვრცელდება. აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ჩნდება მესამე სიმპტომი – ტკივილი. კიბოს ადრეულ სტადიაზე ტკივილი ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაში შეინიშნება. მისი არსებობა უმეტესად უკვე გავრცობილი სიმსივნის მაუწყებელია. გავრცობილი სიმსივნე, თავის მხრივ, აზიანებს სისხლძარღვებს.

ირღვევა ქვედა ღრუ ვენაში ვენური სისხლის გადინება. თავს იჩენს ვენური შეგუბებისთვის დამახასიათებელი მოვლენები. მამაკაცებში ეს ყოველივე ვარიკოცელეს  იწვევს. ტკივილი შესაძლოა იყოს სხვა ორგანოებში დაზიანებული კერების გაჩენის შედეგიც. თირკმლის კიბოს ახასიათებს მეტასტაზირება თითქმის ყველა ქსოვილსა და ორგანოში. ყველაზე ხშირად მეტასტაზები ვრცელდება  ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში.

თირკმლის სიმსივნის დროს, სისხლში ერითროციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. იმატებს კალციუმის დონე, იზრდება არტერიული წნევა და ირღვევა ღვიძლის ფუნქციები. დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც ახასიათებს:

  • დაღლილობისა და მოთენთილობის მუდმივი შეგრძნება
  • წონის უმიზეზო კლება
  • ფეხების შეშუპება

თირკმლის კიბო –  გამომწვევი მიზეზები!

ცნობილია თირკმლის კიბოს განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე არაპირდაპირი ფაქტორი.

  • თამბაქოს მოხმარება – მწეველთა შორის თირკმლის კიბო 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება.
  • გაცხიმოვნება – ჭარბი წონა 20%-ით ზრდის თირკმლის კიბოთი დაავადების ალბათობას.
  • არტერიული ჰიპერტენზია.
  • გარკვეული პრეპარატები. (ამ კუთხით აღსანიშნავია შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენება, რაც ზრდის თირკმლის კიბოთ დაავადების რისკს)
  • მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთ საწარმოში მუშაობა, სადაც ანილინ შემცველი საღებავები გამოიყენება. ანილინის საღებავებში აღმოჩენილია რამდენიმე ქიმიური ნივთიერება. ეს ნივთირებები  თირკმელებთან ერთად შარდის ბუშტის სიმსივნეების განვითარებასაც უწყობენ ხელს.

თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკა

ძირითად მეთოდად მიჩნეულია

  • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • მუცლის ღრუს გამოკვლევა
  • უროგრაფია (თირკმლის გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერებების საშუალებით)
  • რადიონუკლეიდური სკანირება
  • კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

რადიონუკლეიდური სკანირება, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  სიმსივნის გავრცელების დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა. აუცილებელია ფილტვების, გულმკერდის ღრუსა და მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფია. ასევე ძვლების რადიონუკლეიდური სკანირება მათში მეტასტაზების აღმოჩენის მიზნით.

თირკმლის კიბო – მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა იმ შემთხვევაში, როცა  ეს შესაძლებელია. MMT ჰოსპიტლში თირკმლის კიბოს დროს კეთდება ლაპარასკოპიული ნეფრექტომია. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც რადიკალურად, – იკვეთება თირკმელი, ცხიმოვანი კაფსულა და შარდსაწვეთი – ისე დამზოგველი მეთოდიკითაც – კეთდება ნაწილობრივი ნეფრექტომია. ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად სიმსივნის ადრეულ სტადიაზე, მაშინ როცა პროცესი მეზობელ ორგანოებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.  მაშინ როდესაც შეუძლებელია პაციენტისთვის თირკმლის ამოკვეთა, რადგან მეორე თირკმელს არ შეუძლია, აიღოს  მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქცია. დამზოგველი ოპერაციისას იკვეთება თირკმლის მხოლოდ ნაწილი, თუმცა მაღალი რჩება ადგილობრივი რეციდივის განვითარების რისკი.

თირკმლის კიბო – პროგნოზი

თანამედროვე ონკოქირურგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინდივიდუალური პროგნოზის შედგენა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.  ამჟამად არახელსაყრელ პროგნოზულ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • ორგანიზმის ზოგადი მძიმე მდგომარეობა.
  • დიაგნოზის დასმისას კლინიკური სიმპტომების სრული კომპლექსი.
  • სხეულის მასის 10%-ით ან მეტად შემცირება.

პაციენტის ასაკი და სქესი პროგნოზზე გავლენას არ ახდენს. ისევე როგორც ყველა სხვა ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში. ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას გვაძლევს თირკმლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.  ბოლოდროინდელი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ქირურგიული ოპერაციები საგრძნობლად ახანგრძლივებს პაციენტების სიცოცხლეს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკას და მკურნალობას.  მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

საშარდე გზების ინფექცია | ფოტო
დაავადებები

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

ურეთრიტი | ფოტო
დაავადებები

ურეთრიტი – საშარდე მილის ანთება

საკვერცხის კისტა – სიმპტომები
დაავადებები

საკვერცხის კისტა – სიმპტომები

სპერმატოცელე | ფოტო
დაავადებები

სპერმატოცელე

Comments 22

  1. ანონიმური says:
    4 წელი ago

    რაჯდება თქვენთან თირკმლის კომპიუტერული ტომოგრაფია

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ეს კვლევა უნდა ჩაიტაროთ რადიოლოგიურ განყოფილებაში.

      პასუხი
  2. მალხაზი says:
    4 წელი ago

    ჯამრთელობა ყველას

    პასუხი
  3. ანონიმური says:
    4 წელი ago

    თუ შეიძლება უროგრაფიის ფასი მომწერეთ!

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, აქციის ფარგლებში რენტგენოლოგიური უროგრაფიის ღირებულება 144 ლარია. შეიძინეთ ონლაინ მითითებულ ბმულზე: https://mmt.geproduct/rentgenologiuri-urethrographia
      დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან 597 81 80 04

      პასუხი
  4. Lasha says:
    4 წელი ago

    Maq tirkmlis polikistizi ra meshveleba,rato ars statia smaze

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ბატონო ლაშა, 13 აპრილს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  5. სალომე says:
    4 წელი ago

    კიდევ გაქვათ უფასო კონსულტაციები უროლოგთან?ბატონი გურამ ქარაზანაშვილი ხომ არ აწამოებს უფასო კონსულტაციას თქვენთან?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქლბატონო სალომე შაბათს არის მორიგი უფასო კონსულტაციის დღე. აქცია არ ვრცელდება პროფესორის კონსულტაციაზე,ჩაეწერეთ 13ივლისის ,თუ საჭიროება იქნება პროფესორთან კონსულტაციის თვითონ უროლოგი გადაგამისამართებთ დამატებით ინფორმაციის ,მისაღებად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  6. მაია says:
    3 წელი ago

    გამარჯობატ,დიაგნოზი დამისვეს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე,კარცენორმა,,ტბილისჰი გადაიგზავნა ჩემი ანალიზები და საბუტები და იკიდან პილტვის კიბო ჩამოვიდა პასუხი,კუტაისჰი კი ტირკმელი ამომიგეს ტირკმლის კიბო მიტხრეს,და მაინტერესებს ტკვენ რას მირცჰევდიტ როგორ ჰეილება ადამიანს ტირკმელი ამოუგონ და სხვაგან გიტხრან პილტვის კიბო კონდაო.ტკვენი აზრიტ სადცავიდე და ვისმივმართო

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      შესაძლებელია ფილტვშიც იყო მეტასტაზი ასე ზეპირად ვერ გეტყვით

      პასუხი
  7. ჟანა says:
    3 წელი ago

    პაციენტს აქვს თირკმლის სიმსიმნე და სვამდა ვოტრიენტ 400მლ და გვაინტერესებდა ამ წამლის შემცვლელი რამე თუ არსებობს? მადლობა

    პასუხი
  8. lika says:
    3 წელი ago

    laporaskopiuli metkdit tirkmlis amokvetas tu apinansebs saxelmwiipo pensionerebistvis???

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      დიახ რათქმაუნდა, დაგვიკავშირდით 555393267

      პასუხი
  9. საბა says:
    3 წელი ago

    პიოლენეფრიტი მაქვს და არის ეგ საბაბი რომ როდესმე ეგ დამემართოს ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ გაესაუბროთ უროლოგს 597200562ნიკა

      პასუხი
  10. მარი says:
    5 თვის ago

    გამარჯობა, მყავს დედა რომელსაც 1 კვირის წინ დაუდგინდა Თირკმლის ავᲗვისებიანი სიმსივნე 4 სტადია. მეტასტაზა წასულია ᲦვიᲫლზე და ᲗავᲨი. Თავის ოპერაცია გაუკეᲗეს 5 დᲦის წინ მაგრამ ჯერ დაᲗესვის პასუხი არ ვიციᲗ გვᲭირდება ონკოლოგიქირურგის კონსულტაცია რომ დაგვაკვალიანოს Თუ რა გავაკეᲗოᲗ Შემდეგი ეტაპისᲗვის და გᲗხოვᲗ დამეხმაროᲗ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 თვის ago

      მოგესალმებით გჭირდებათ ონკო უროლოგის კონსულტაცია, პროფესორთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  11. მარი says:
    5 თვის ago

    გამარჯობა, მყავს დედა რომელსაც 1 კვირის წინ დაუდგინდა Თირკმლის ავᲗვისებიანი სიმსივნე 4 სტადია. მეტასტაზა წასულია ᲦვიᲫლზე და ᲗავᲨი. Თავის ოპერაცია გაუკეᲗეს 5 დᲦის წინ მაგრამ ჯერ დაᲗესვის პასუხი არ ვიციᲗ გვᲭირდება ონკოლოგიქირურგის კონსულტაცია რომ დაგვაკვალიანოს Თუ რა გავაკეᲗოᲗ Შემდეგი ეტაპისᲗვის და გᲗხოვᲗ დამეხმაროᲗ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 თვის ago

      მოგესალმებით ონკოლოგთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  12. ლერი says:
    2 თვის ago

    სად მოვიდე გამოკვლევაზე?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 თვის ago

      გამარჯობა. ლუბლიანას 5, მე-9 სართული. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

უროლოგი, რადიოლოგი თელავში | ფოტო
სიახლეები

ექიმი-უროლოგი ნიკა გაგოშიძის და ექიმი რადიოლოგი ინგა ბაკანოვას ვიზიტი თელავში

უროლოგი ქუთაისში | ფოტო
სიახლეები

უფროსი ექიმი უროლოგი გიორგი კალანდია, ეწვევა ქუთაისის ,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინს”

პროსტატის დაავადებები - კიბოთი დაავადების რისკის გამოთვლა
სიახლეები

პროსტატის დაავადებები – კიბოთი დაავადების რისკის გამოთვლა

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გინეკოლოგი თელავში | ფოტო
სიახლეები

ექიმი-გინეკოლოგი მაია წერეთელის და ექიმი-რადიოლოგი თამილა თავართქილაძის ვიზიტი თელავში

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital