(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ორქიტი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
09/03/2021
რუბრიკა დაავადებები
A A
ორქიტი
Share on FacebookShare on Twitter

ორქიტი სათესლე ჯირკვლის ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, რომელიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულების სახით ვითარდება. ანთებას დასაბამს აძლევს გრიპი, პარაგრიპი, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), ქუნთრუშა, პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრუცელოზი, მუცლის ტიფი. თუმცა, ყველაზე ხშირად, სათესლე ჯირკვლის ანთება შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება, ფაქტობრივად თან სდევს ურეთრიტს, ეპიდიდიმიტი.
ორქიტი მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც.

ორქიტი – მწვავე

დაავადება სათესლის არის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა შორისის, საზარდულის, წელის ან კუდუსუნის არეში. სათესლე პარკი დაავადებულ მხარეზე ორჯერ მსხვილდება, ანთებითი პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წითლდება, ცხელდება, მისი კანის ნაკეცები სწორდება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გადიდებულია, შეხებისას – მტკივნეული. ადგილობრივ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, ცხელება (38-39 გრადუსი), თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა.

2-4 კვირაში დაავადება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისთავადაც გაივლის. არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესის გაღრმავების კვალდაკვალ ჯირკვალი ჩირქდება. წარმოიქმნება ე.წ სათესლის აბსცესი. ასეთ დროს სათესლე პარკი ალისფერს იღებს, გლუვდება, შეხებისას კი ძლიერ მტკივნეულია.

მწვავე ორქიტის მთავარი გართულებაა სათესლის დაჩირქება, რასაც საბოლოო ჯამში უნაყოფობამდე მივყავართ.

მკურნალობა მოიცავს ანტბიოტიკოთერაპიას, მწვავე პერიოდში – ადგილობრივად ცივ პროცედურებს. (ცივ, ყინულიან საფენებს).

მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კი – თბილ პროცედურებსა და ფიზიოთერაპიას.

ორქიტის დროს სათესლე პარკს ფიქსირებულ ამაღლებულ პოზიციას ანიჭებენ.

აბსცესის ჩამოყალიბებისას სათესლის გაკვეთასა და დრენირებას მიმართავენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, როცა ჯირკვლის ქსოვილი განილევა და სათესლე მთლიანად ჩირქითაა სავსე, ორქიექტომია ანუ სათესლის ამოკვეთა ხორციელდება.

ორქიტი – ქრონიკული

ქრონიკული ორქიტი მწვავე ორქიტის არასათანადო მკურნალობისას ვითარდება. ზოგჯერ ის შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული ინფექციის გართულებაა.

მთავარი სიმპტომი შეხებისას სათესლე ჯირკვლის მტკივნეულობაა.

პროცესის გამწვავებისას ტკივილი სიარულის დროსაც ვლინდება. ქრონიკულად მიმდინარე პროცესი მწვავეზე მეტად აქვეითებს ჯირკვლის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას.

ის უნაყოფობის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია.

მკურნალობა ქრონიკული ორქიტის დროს ხანგრძლივი და რეგულარული უნდა იყოს. ანტიბიოტიკოთერაპიისა და ადგილობრივი პროცედურების პარალელურად აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. კარგ შედეგს იძლევა ფიზიოთერაპიაც.

ეპიდიდიმიტი

პროფილაქტიკა ითვალისწინებს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დროულ და სათანადო მკურნალობას. ორგანიზმის ცალკეული ორგანოების მდგომარეობის კონტროლს ზოგადი ინფექციის (გრიპის, პარაგრიპის, ქუნთრუშას) დროს.

საყურადღებოა

ეპიდემიური პაროტიტი (იგივე ყბაყურა) ასიდან 30 შემთხვევაში ორქიტით რთულდება. დაავადების დაწყებიდან 3-12 დღეში ან ბავშვის გამოჯანმრთელების პირველსავე კვირას სათესლე ჯირკვლებში (ორმხრივად) ზოგჯერ ანთებითი პროცესი აღინიშნება.

პაროტიტული ორქიტი არცთუ იშვიათად სათესლის ატროფიით (განლევით) სრულდება.

არასპეციფიკური ორქიტის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება აუცილებელია.

სათესლის ტუბერკულოზურ და სიმსივნურ პათოლოგიას, ორქიტისგან განსხვავებით თან არ სდევს ტემპერატურული რეაქცია. ჯირკვალი ამ დროს თანდათანობით და უმტკივნეულოდ დიდდება.

დიფერენცირების მიზნით ზოგჯერ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯირკვლის ბიოფსიას მიმართავენ.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ორქიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Tags: ორქიტი
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭი
დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია
დაავადებები

ერექციის დაქვეითება – მკურნალობა

Comments 4

  1. Jaba says:
    1 წლის ago

    Tkivili dmewyo satesle jirkvlis marjvena mxares rsmodineme dgea. Mawuxebs periodulad. Risi brali sheidzleba iyos ? ar dasiebuli mavs da arc dawitlebuli

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      მოგესალმებით, აუცილებელია უროლოგს გაესინჯოთ, სათესლე ჯირკვლის ტკივილი ხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  2. ანონიმი says:
    1 წლის ago

    გამარჯობათ ერთი სათესლე ჯირკვლალი ცოტათი დიდი მაქ დაბადებიდან არც მტკივა და არც გაწითლებული მაქ და რისი ბრალია ხომარიცოთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      მოგესალმებით,რარაც გიქმნით დისკომფორტს, ამ შემთხვევაში სასურველია მიმართოთ უროლოგს

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook