(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ეპიდიდიმიტი

05/05/2023
რუბრიკა დაავადებები
epididimit

epididimit

ეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებაა. მისი მიზეზი, ჩვეულებრივ, ინფექციაა. ანთების გამომწვევის კვალობაზე, განასხვავებენ დაავადების არასპეციფიკურ და სპეციფიკურ ფორმებს. პირველ შემთხვევაში გამომწვევია რომელიმე მიკროორგანიზმი. მეორეში კი სათესლე ჯირკვლის დანამატის ტუბერკულოზურ, გონორეულ, ტრიქომონადულ, ქლამიდიურ, სიფილისურ ანთებასთან გვაქვს საქმე.

არსებობს შეგუბებითი ეპიდიდიმიტიც, რომელიც მენჯის ღრუს ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია.

შეგუბება შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი აღგზნებისას დაუკმაყოფილებლობის გამო, შეკრულობისას, ბუასილის არსებობისას, ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას.

ბოლოს, დანამატის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს სათესლე პარკისა და ჯირკვლების ტრავმა. ლაპარაკია იმ მიკროტრავმებზე, რომლებიც ხშირია ველოსიპედით მოძრაობისას, სირბილისას, ხტომისას, სიმძიმის აწევისას, ავტომობილით გადაადგილებისას.

ყველა შერყევისას მამაკაცი მთელი სიმძიმით აწვება შორისის მიდამოს, სათესლე პარკსა და ჯირკვლებს, რაც მათში მიკროსკოპულ სისხლჩაქცევებს იწვევს. ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ ქალაქის ქუჩებში ავტომობილით ერთსაათიანი მგზავრობისას მძღოლი 1300 ასეთ მიკროდარტყმას იღებს.

გამორიცხული არ არის, ეპიდიდიმიტი ორგანიზმის გადაცივებას ან ინსტრუმენტულ ჩარევას მოჰყვეს.

ქრონიკული და მწვავე

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ეპიდიდიმიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. სათესლე ჯირკვლის დანამატიდან დაწყებული ანთება შესაძლოა გავრცელდეს პროსტატაზე, ზოგჯერ – სათესლე ბუშტუკებსა და შარდგამომყოფ არხზეც. თუ ანთებითმა პროცესმა სათესლე ჯირკვალი მოიცვა, ეპიდიდიმიტს ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება) დაერთვის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს ურეთრიტის, პროსტატიტის, ვეზიკულიტისა და ყბაყურის გართულება.

მწვავე ეპიდიდიმიტი ვითარდება სათესლე პარკის ინფექციური დაზიანების ან ძლიერი ტრავმის შემთხვევაში.

მწვავე ეპიდიდიმიტის პირველი ნიშანი სათესლე ჯირკვალში უეცარი ტკივილია.

შესაძლოა თან სდევდეს ტკივილი შორისის, მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის მიდამოში. ამ დროს ჯირკვლის დანამატი გადიდებული და მტკივნეულია.

ქრონიკული ეპიდიდიმიტი ყველაზე ხშირად მწვავე ეპიდიდიმიტის არასრულყოფილი მკურნალობის შედეგია.

მას შემდეგ, რაც მწვავე მოვლენები გაივლის, სათესლე ჯირკვალში პერიოდულად წარმოიქმნება მღრღნელი ტკივილი. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს სიარულის ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

მწვავე ეპიდიდიმიტი ტკივილის სიმწვავის გამო ადამიანს ექიმთან მისვლას აიძულებს. აუცილებელია იმ ინფექციის დადგენა, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოიწვია დაავადება.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ეპიდიდიმიტის ქრონიკული ფორმა.

დიაგნოსტიკა ემყარება პალპაციას, შარდსადენი არხიდან გამოყოფილი გამონადენის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.

შარდისა და სისხლის ანალიზს, დაავადებული მიდამოს ულტრაბგერით გამოკვლევას.

ეპიდიდიმიტი აუცილებლად უნდა განასხვაონ ორქიტისგან, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხისა და ჯირკვლის სიმსივნისგან.

ეპიდიდიმიტის მკურნალობა სპეციფიკურია – დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე.

ნაჩვენებია ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, ვიტამინების და სხვათა მიღება, მწვავე ფორმის დროს შეიძლება ყინულის გამოყენებაც.

ავადმყოფისთვის აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი ფიქსირებული სათესლე პარკით.

რეკომენდებულია დიეტა: ცხარესა და შემწვარ-მოხრაკულის გამორიცხვა. დაჩირქების შემთხვევაში აუცილებელია ჩირქგროვის გახსნა და დრენირება.

ზოგიერთი ექიმი უპირატესობას ანიჭებს ეპიდიდიმიტის ოპერაციულ მკურნალობას. იმ მიზეზით, რომ საკმაოდ ხშირად თესლგამომყოფი არხები ნაწიბურდება და ვითარდება აზოსპერმია რაც უშვილობის მიზეზად იქცევა.

ითვლება, რომ მეორეული, ექსკრეტორული უშვილობის 70% სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების შედეგია.

ასე რომ, დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვავე ეპიდიდიმიტის მკურნალობა, თუ ის დროულად იქნა დაწყებული, ძნელი არ არის, თუმცა თანმიმდევრულობას და დისციპლინას მოითხოვს.

ექსკრეტორული უნაყოფობის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ნაყოფიერების აღდგენის ორი გზა: სათესლე არხების გამავლობის მიკროქირურგიული აღდგენა და სათესლე ჯირკვლების პუნქცია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩასატარებლად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ყველა პაციენტს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ქრონიკულ ეპიდიდიმიტს ანტიბიოტიკებით, იმუნომასტიმულირებელი და სხვა პრეპარატებით მკურნალობენ. მათთან ერთად წარმატებით გამოიყენება ფიზიოთერაპიული საშუალებები – ულტრაბგერა, ელექტროფორეზი, მაგნიტურ-ლაზერული თერაპია და სხვა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ეპიდიდიმიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. იხილეთ ჰოსპიტალის ექიმები: http://mmt.gecategory/staff/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

მორიგი მსოფლიო კონგრესის მოლოდინში თვალი გადავავლოთ 2017 წლის შედეგებს

შემდეგი სტატია

ეს ისეთი მკურნალობის მეთოდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ღირებულება გააჩნია

ასევე გაეცანით

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

კენჭის გავლა
დაავადებები

კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

საშარდე გზების ინფექცია | ფოტო
დაავადებები

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

ურეთრიტი | ფოტო
დაავადებები

ურეთრიტი – საშარდე მილის ანთება

გამოხმაურება 6

  1. გულო says:
    3 years წინ

    11 წლის ბავშვს მარცხენა სათესლე ჯირკვალთან აქვს პატარა ზომის შარიკისებრი .რა შეიძლება იყოს

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 years წინ

      ქალბატონო გულო, აუცილებელია ექოსკოპიურად ინახოს ხელით უნდა გასინჯოს ექიმმა . დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  2. ნიკა says:
    4 years წინ

    არ მაქვს ვარიკოცელე მაგრამ ეპიდიდიმიტი მტკივა და ქრონიკულ ფორმაშია უკვე რამე მეშველება თუ ავიღო დანა და ამოვიჭრა ჩემი ხელით ?!

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      ბატონო ნიკა, 6ივლისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,თუი საჭიროება მოითხოვს ექიმი გადაგამისამართებთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია , მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  3. გოჩა says:
    4 years წინ

    მქონდა ტკივილი მარცხენა სათესლე ჯირკვალზე. ექიმმა გამიკეთა ვარიკოცელის ოპერაცია მაგრამ ტკივილი არ გამნელებია რა გავაკეთო რას მირჩევთ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      ბატონო გოჩა, ჩაეწერეთ 22ივნისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ისარგებლებთ ფასდაკლებით კვევებზე,აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

MMT Hospital
სიახლეები

საერთშორისო აღიარება ევროპის უდიდეს უროონკოლოგიურ კონგრესზე შვედეთში UROONCO2023

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

Впервые в Грузии и в регионе: безоперационное лечение рака простаты — роботизированная ультразвуковая терапия! (Focal One — Ruth)
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

Рак предстательной железы - раннее выявление и лечение на ранней стадии
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

Цистоскопия - диагностика мочевыводящих путей
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital