(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ჰემატურია

05/05/2023
რუბრიკა სიმპტომები
hematuria

hematuria

Share on Facebook Whatsapp

ჰემატურია შარდში სისხლის არსებობაა. ეს არის სიმპტომი და არა დაავადება, რადგან შარდში სისხლის გამოჩენის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს.


რა იწვევს შარდში სისხლის გადასვლას.

შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. ჩვეულებრივ, აღნიშნული სისტემის დაავადებათა განვითარების ან არსებული პათოლოგიის პროგრესირების კვალად ვლინდება. ჰემატურიას ყველაზე ხშირად განაპირობებს:


• თირკმელებში ან შარდგამომყოფ სისტემაში სიმსივნის არსებობა (როგორც ავთვისებიანის, ასევე კეთილთვისებიანის);
• შარდსაწვეთში კენჭის გადადგილება;
• ანთებითი პროცესი თირკმელში (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
• ვირუსული ინფექციის პროგრესირება;
• ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღება;
• ურეთრაში (შარდსადინარში) უცხო სხეულის მოხვედრა;
• შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი).

დაავადებავითარდება სისხლის დაავადებათა ფონზე, შეიძლება იმუნური სისტემის მუშაობის სერიოზულ დარღვევათა მანიშნებელი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში შარდში სისხლის გამოჩენა, ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელია!

გამოყოფენ ჰემატურიის შემდეგ ფორმებს:

ექსტრარენულს – როდესაც შარდში სისხლი ჩნდება არა თირკმელისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადების ან ტრავმის გამო
რენულს – რომელიც განპირობებულია უშუალოდ თირკმლის პათოლოგიით;
პოსტრენულს – როდესაც შარდში სიხლის გამოჩენის მიზეზი შარდის ბუშტის ან შარდგამომტანი გზების დაავადებებია.

განვითარების დონის მიხედვით განასხვავებენ:

ტერმინალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლი შარდის ბოლო ულუფაში ვლინდება;
ინიციალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლის აღმოჩენა, მხოლოდ შარდის პირველ ულუფაში ხდება;
ტოტალურ ჰემატურიას – როდესაც გამოყოფილი შარდის მთელი ულუფა წითელ ან ვარდისფერშია შეღებილი;

თუ შარდში სისხლის არსებობა თვალით ხილულია – მაკროჰემატურიაზე საუბრობენ. შესაძლოა შარდში სისხლი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდეს, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდეს – ამ შემთხვევაში მიკროჰემატურიასთან გვაქვს საქმე.
ჰემატურიის დროს პაციენტებს უტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა – გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად და საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად.

დიაგნოსტიკის ფარგლებში ინიშნება:

• შარდის საერთო ანალიზი;
• შარდის ანალიზი ნეჩიპორენკოს მიხედვით;
• სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;
• თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• მამაკაცებთან პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
• ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ენდოსკოპიური გამოკვლევა.

გახსოვდეთ!
შარდში სისხლის გამოჩენა ამა თუ იმ პათოლოგიის პროგრესირების მანიშნებელია. ეს სიმპტომი თავისთავად არ გაივლის, შესაბამისად, ლოდინი ან თვითმკურნალობა, ხალხური თუ სხვა საშუალებებით – დაუშვებელია!
ჰემატურია მეტად სერიოზული სიმპტომია, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს გამომწვევი მიზეზის დადგენასა და შესაბამის რაციონალურ მკურნალობას, ამიტომაც აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ჰემატურიას მკურნალობას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად! http://gaou.ge/ka/

დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

სისხლიანი შარდი | ფოტო
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკივილიddd მუცლის ქვედა ნაწილში, მცირე მენჯში | ფოტო
სიმპტომები

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (მცირე მენჯში) ─ დიაგნოზი და მკურნალობა

დიზურია, წვა შარდვის დროს | ფოტო
სიმპტომები

დიზურია, წვა შარდვის დროს ─ შესაძლო მიზეზები, დიაგნოზი და მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია | ფოტო
სიმპტომები

ერექციული დისფუნქცია ━ გავრცელებული მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

მიკრო ექოსკოპია | ფოტო
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital