(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ადნექსიტი – საშვილოსნოს დანამატების ანთება

12/01/2022
რუბრიკა დაავადებები, საშვილოსნოს დაავადებები
ადნექსიტი

adneqsiti

Share on Facebook Whatsapp

ადნექსიტი – საშვილოსნოს დანამატების – ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ანთებაა. ანდექსიტს სხვაგვარად სალპინგოოფორიტსაც უწოდებენ. საშიშია ე.წ. კვერცხსავალ მილებში შეხორცებების განვითარების გამო, რადგან ამ უკანასკნელი მიზეზით ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობა და უნაყოფობა.

ადნექსიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, ცალმხრივი ან ორმხრივი, სეროზული ან ჩირქოვანი

უპირატესად მილების დაზიანებით მიმდინარე (სალპინგიტი) ან საკვერცხეების ანთებით დამძიმებული (ოოფორიტი). ცალკე გამოყოფენ პიოსალპინქსს _ ფალოპის მილების ჩირქოვან განლევას.

გამომწვევი აგენტების მიხედვით განასხვავებენ არასპეციფიკურ  და სპეციფიკურ ადნექსიტს.

 მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
• სქესობრივი კონტაქტი მენსტრუაციის დროს;
• აბორტი
• გადაციება;
• სასქესო ორგანოების არანამკურნალები დაავადებები (ვაგინიტი, ვულვიტი);
• გადატანილი ინფექციები (გრიპი, პნევმონია, ტუბერკულოზი);
• ვენერული დაავადებები;
• საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანა;
• სტრესები, გადაღლა, ნერვული დაძაბულობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს;

მწვავე ადნექსიტი

საშვილოსნოს დანამატების მწვავე ანთება, ჩვეულებრივ, ოგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე ვითარდება. ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების გამო ინფექციის გამომწვევები ცალკეული კერებიდან საშვილოსნოს დანამატებსაც აღწევენ და მათ დაზიანებას იწვევენ. ინფექციის გავრცელება ხდება როგორც ლიმფურ-ჰემატოგენური, ასევე აღმავალი გზით.

დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს ოპერაციული ჩარევის შემდეგ, აბორტის შედეგად, სქესობრივი კონტაქტისას, მენსტრუაციის დროს და სხვა. დამახასიათებელი სიმპტომია ტემპერატურის მომატება, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგჯერ შარდვის გამოყოფის დარღვევა.
ასევე დამხასიათებელია წელისა და მუცლის ტკივილი, საშვილოსნოს დანამატების გადიდება, ანთებით პროცესში საშვილოსნოს ჩართვის შემთხვევაში გამონადენი. ზოგჯერ მუცლის შებერილობა, გულისრევა და ღებინებაც ახლავს.

ქრონიკული ადნექსიტი

სალპინგოოფორიტი ქრონიკული ხდება მწვავე დაავადების არასათანადოდ მკურნალობის გამო. მისი გამწვავებისას ვითარდება სექსუალური დისფუნქცია, თვითშეგრძნების გაუარესება, ტემპერატურული რეაქცია, ზოგჯერ შარდის გამოყოფისა და საჭმლის მონელების დარღვევა.

დამახასიათებელია მუცლის არეში ყრუ ტკივილი. ტკივილი ძლიერდება მესტრუაციისა და სქესობრივი კონტაქტის დროს.

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა, ხანმოკლე და მწირი მენსტრუაცია ან პირიქით ინტენსიური სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში.

სწორედ ქრონიკული სალპინგოოფორიტი იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, რაც უნაყოფობის მიზეზი ხდება.

ჩირქოვანი ადნექსიტი

დაავადების ეს ფორმა უხშირესად გონორეის გართულებაა ხოლმე. ის შეიძლება იყოს სპეციფიკური ან პოლიმიკრობული ეტიოლოგიის. ჩირქოვანი ადნექსიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, სტრესი, მშობიარობა, საშვილოსნოსშიდა ოპერაციები, ინტიმური კავშირი მენსტრუაციის დროს და სხვა. სიმპტომებიდან აღსანიშნავია მუცლის ტკივილი, მჭრელი ტკივილის შეტევა შარდვისას, ცხელება, გამონადენი. თან ახლავს მაჯისცემის გახშირება, პირის სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, სწორი ნაწლავისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი.

მკურნალობა
საშვილოსნოს დანამატების ანთების მკურნალობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა ინფექციის დათრგუნვა-აღმოფხვრას. ასევე გართულებათა პრევენციას და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება-აღდგენას.
მთავარია შესაბამისი თერაპიის დროულად დაწყება, კომპლექსური მკურნალობის ეტაპობრივად ჩატარება. ქრონიკული ადნექსიტი შედარებით ძნელად იკურნება, რადგანაც პათოლოგიური პროცესის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში უცნობია. რთულ შემთხვევებში ადნექსიტის მკურნალობა სტაციონარულ პირობებში ტარდება.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო ხდება შემდეგ შემთხვევებში:
• პაციენტი 20 წლამდე ასაკისაა;
• ადნექსიტი განვითარდა საშვილოსნოსშიდა ჩარევის შემდეგ;
• იმუნოდეფიციტის პირობებში;
• ჩირქოვან გართულებაზე ეჭვისას;
• როდესაც ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა;
• ორსულობის პერიოდში განვითარებული ადნექსიტის დროს (რადგან იზრდება ნაყოფის დაინფიცირების, მშობიარობის გართულებათა და სხვა რისკები).

მკურნალობის დროს მედიკამენტური თერაპიის გარდა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. (განსაკუთრებით ჩირქოვანი გართულებებისას).

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არანამკურნალებ ადნექსიტს:


• ჩამოყალიბებული ჩირქგროვის გასკდომა სწორ ნაწლავში, მუცლის ღრუსა ან შარდის ბუშტში;
• საკვერცხეების წვრილკისტოზური გადაგვარება;
• საშვილოსნოსგარე ორსულობა;
• ენდოცერვიციტი და ცერვიციტი (ინფექციის გავრცელება სასქესო ორგანოებზე);
• უნაყოფობა;

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 8

  1. Nino says:
    4 წელი ago

    Ra jdeba tqventan viziti da gamokvleva qalur problemebze

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ნინო,

      გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს კლინიკას, რათა სრული პასუხი მიიღოთ. ტელეფონი: 0322 234 023.

      პასუხი
  2. Lana says:
    4 წელი ago

    Dzan saınteresoa

    პასუხი
  3. Megi says:
    4 წელი ago

    gamarjobat tqventan dazgveva tu moqmedebs da tu gyavt provaiderebi… da misamarti manteresebs

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით მეგი, დიახ მოქმედებს. ჩვენი მისამართია: ლუბლიანას ქ.#5, მეცხრე სართული. მოგვწერეთ თქვენი ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაუკავშირდით მენეჯერს, თეონა 577 732 211. ის მაქსიმალურად დაგეხმარებათ.

      პასუხი
  4. lia says:
    4 წელი ago

    gamarjobat am yvelafris shemtxvevashi shesazlebelia adamiani daigupos tu magis sashishroeba araa

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      გააჩნია, რით არის გამოწვეული დანამატების ანთება. თუ მდგომარეობა გართულდება, შეიძლება სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე.

      პასუხი
  5. ნატსლია says:
    3 წელი ago

    ვარ 42წ გადაცილება მაქ 8 დღის და ტესტი მიცვენებს უარყოფითს რასი ბრალი იქნება

    პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator