სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია ანუ განუვითარებლობა
სათესლე ჯირკვალი – ჰიპოპლაზია – ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის თანდაყოლილი განუვითარებლობა, რომელიც ანდროგენულ უკმარისობას იწვევს.
სათესლეების ჰიპოპლაზიას ახასიათებს:
-
- ჯირკვლების ზომაში შემცირება;
- სათესლე პარკის ასიმეტრია;
- მცირე ზომის სასქესო ასო (პენისი);
- სქესობრივი მომწიფების დარღვევა;
- ფსევდოგინეკომასტია;
- ლიბიდოს დაქვეითება;
- იმპოტენცია;
- მამაკაცის უნაყოფობა.
სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია განვითარების ანომალიაა, რომელიც ორგანოს მცირე ზომასა და ფუნქციურ უკმარისობას განაპირობებს. ის ახალშობილი ვაჟების 5-7 % -ს აღენიშნება.
პათოლოგია შეიძლება სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს, დაწყებული გონადების უმნიშვნელო შემცირებით, დამთავრებული მათი სრული არარსებობით. (ასეთ დროს აპლაზიაზე საუბრობენ)
ჯირკვლის ჰიპოპლაზია შეიძლება იყოს ცალმხრივი და ორმხრივი.
ცალხმრივი – ამ დროს ერთი სათესლე ჯირკვალია განუვითარებელი, მეორე კი ნორმალური ზომისაა. ორმხრივი – როდესაც ორივე, სათესლის ზომა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნორმას.
მამაკაცის სასქესო ჯირკვლები – სათესლეები, ორმაგ ფუნქციას ასრულებს: რეპროდუქციულს და ენდოკრინულს. (რეპროდუქციული –
ანუ გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო უჯრედებს –სპერმატოზოიდებს.) (ენდოკრინულს – ანუ წარმოქმნის მამაკაცის ძირითად სასქესო ჰორმონს- ტესტოსტერონს).
სწორედ სათესლეები განსაზღვრავს პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას, მამაკაცთა რეპორდუქციული პოტენციალის რეალიზებას.
სათესლეები მკვრივი კონსისტენციის ოვალური ფორმის ორგანოა. ნორმაში მათი ზომებია: 4-5 სმ სიგრძეში, 2-3 სმ სიგანეში, წონა კი 20-30 გ-ს შეადგენს.
მოთავსებულია სათესლე პარკში და ერთმანეთისაგან გამიჯნულია ძგიდით (ტიხარით). ასეთი ლოკალიზაცია დაკავშირებულია ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფასთან (32ºC), რომელიც სპერმატოგენეზისთვისაა აუცილებელი. თითოეული სათესლე ჯირკვალი რამდენიმე გარსითაა დაფარული და წილაკებისაგან შედგება.
რა იწვევს სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიას?
ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის განუვითარებლობა ვითარდება ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპზე მათი ფორმირებისას. რაც უფრო ადრე (ადრეულ ეტაპზე) ირღვევა ეს პროცესი, მით მეტადაა გამოხატული ანომალია.
ძირითადი მიზეზი ქრომოსომული და გენეტიკური პათოლოგიებია. (სასქესო ქრომოსომების სტრუქტურისა და რაოდენობის დარღვევა, ნაყოფის სქესის დიფერენციაციაზე პასუხისმგებელი გენების დაზიანება).
პათოლოგიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ეს ფაქტორებია: ორსულობის პერიოდის პათოლოგიები, ჰორმონული დისბალანსი, სხვადასხვა ფაქტორის ტერატოგენული ზემოქმედება. ასევე მძიმე მშობიარობის დროს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა.
სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიას შეიძლება თან ახლდეს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია. ზოგჯერ პათოლოგიას განაპირობებს გონადების ქსოვილთა ტროფიკული ან აუტოიმუნური დაზიანებები.
დაავადების ძირითადი სიმპტომები
დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით ვლინდება უროლოგთან ვიზიტისას. ერთი ან ორივე ჯირკვლის ზომაში შემცირების გამო სათესლე პარკიც რამდენადმე შემცირებულია. ხშირად აღინიშნება სათესლე ჯირკვლის დანამატისა და პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ჰიპოპლაზიაც.
ჰიპოპლაზიის ძირითადი სიმპტომი ჰორმონული ფონის დარღვევაა. დარღვევა თავის მხრივ ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით განისაზღვრება. ცალმხრივი ჰიპოპლაზიის დროს მეორე, ჯანმრთელი ჯირკვალი თავის თავზე იღებს ფუნქციას, შესაბამისად ჰორმონთა დონე უმნიშვნელოდ იცვლება. ამასთან ეს ჯანმრთელი ჯირკვალი ზომაში რამდენადმე დიდდება.
უმნიშვნელო ჰიპოპლაზიის შემთხვევაში სპერმატოგენეზი ნორმალურად მიმდინარეობს და მამაკაცი განაყოფიერებისუნარიანია. ორმხრივი ჰიპოპლაზიის დროს კი მწვავე ანდროგენული უკმარისობა ვითარდება. ირღვევა სქესობრივი მომწიფება, აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ირღვევა სპერმატოგენეზი.
როგორ მკურნალობენ სათესლე ჯირკვლის განუვითარებლობას?
მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში მედიკამენტურია, მოიცავს შენაცვლებით და სტიმულაციურ ჰორმონულ თერაპიას. როდესაც ჰიპოპლაზია ცალმხრივია, მიმდინარეობს ჰორმონული სტატუსის რეგულარული მონიტორინგი, ჩვენებისამებრ ინიშნება ტესტოსტერონის პრეპარატები.
სპერმატოგენეზის ჰორმონული სტიმულაცია სასქესო უჯრედების მორფოლოგიის ხანგრძლივი დროით გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ქმნის სპერმის კრიოკონსერვაციის საშუალებას და შორეულ პერსპექტივაში მისი გამოყენების შესაძლებლობას.
ზოგჯერ ერთი სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიისა და მეორე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისას განუვითარებელი სათესლის ქირურგიულ ამოკვეთას მიმართავენ. შემდეგში კი პაციენტის სურვილისამებრ ორგანოს ესთეტიკურ პროთეზირებას (ხელოვნური სათესლის იმპლანტაციას) ახორციელებენ.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ სათესლე ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge
გამრჯობათ მარცხენა სათესლე ჯირყვალი მაქვს დაპატარავებული და როგორ ვიმკურნალო ასაღდგენად?
მოგესალმებით, აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტირება.
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
გამარჯობათ ვარ 46 წლის საზარდულის თიაქართან ერთად ამომიღეს მარცხენა სათესლე ჯირკვალი. მაინტერესებს ეს იმოქმედებს თუ არა ჩვეულებრივ სექსუალურ ცხოვრებაძე
მოგესალმებით ჯემალ, სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ შეგიძლიათ ჩვეული რითმით იცხოვროთ
რა დავადება მარცხენა საკვერცხეში წყალი და ექვემდებარება თუ არა ქირურგიული ჩარევის გარეშე და არასოდეს მქონია ეს შემთხვევა
გამარჯობა. დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია, რომ გაგსინჯოთ ექიმმა. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23
გამარჯობა, 25 წლის ვარ და მარცხენა სათესლე ჯირკვალი არ მაქვს , გამოიწვევს თუ არა პრობლემას შემდგომში ან არის თუ არა რამე გზა გამოსასწორებლად?
თუ არასდროს გქონიათ ერთი სათესლე ჯირკვალი და არც გიმკურნალიათ ეს სერიოზული პრობლემაა და დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ უროლოგის კონსულტაცია, ხოლო თუ სათესლე ჯირკვალი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ამოგიღეს, მეორე ჯირკვალი აიღებს მის ფუნქციას. ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023
ვარ 48 წლის მაქვს მარცხენა კვერცხი შეშუპებული რა შეიძლება იყოს და თუ წყალი არის შიგნით თუ ექვემდებარება ოპერაცის გარეშე მკურნალობას და რა ეწოდება ა. დავადებას
გამარჯობა. დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია, რომ გაგსინჯოთ ექიმმა. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23
Var 48 wlis makvs marcxena sakvercxe gasiebuli ra davadeba
გამარჯობა. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია, რომ გაგსინჯოთ ექიმმა. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23
გამარჯობათ.10 წლის ასაკში გავიკეთე სათესლე ჯირყვლის ოპერაცია.ოპერაციის დროს ალბათ დაუშვეს რაიმე შეცდომა და მეორე დღეს ისევ გამიკეთეს ოპერაცია და ამოიღეს საკვერცხე.ეხლა ვარ 25 წლის..მაინტერესებს რაიმე პრობლემა ხომ არ მექნება შვილის გაჩენაზე.
გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
გამარჯობათ ბავშვს აქვს ერთი სათესლე ჯირყვალი არის 13 წლის შესაძლებელია შვილის გაჩენა ან შეიძლება თუ არა ხირურგიული ჩარევა და მეორე სათ ჯირყვლის გადანერგვა
მოგესალმებით, ბავშვის გაჩენა ერთი სათესლე ჯირკვლითაცაა შესაძლებელი, მაგრამ თქვენ ბავშვს აქვს ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი რისი გადაგვარბის რისკიც მაღალია, ამიტომ დაუყოვნებლივ ჭირდება ექიმის კონსულტაცია
სათესლე პარკზე გარედან ვარიკოზები, რომლებიც პერიოდულად სისხლმდენია,რისი ბრალია? და თუ მკურნალობთ?
მოგესალმებით. დიახ ვმკურნალობთ. გთხოვთ დაგვიკავშირდით და დეტალებზე ოპერატორი გაგესაუბრებათ 0322 23 40 23
მე მაქვს ცალი სათესლე ჯირყვალი პატარა და შეიძლება თუ არა მკურნალობა
დაგვიკავშირდით 0322 23 40 23
გამარჯობათ, ორივე სათესლე ჯიკვალის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში ხდება თუარა მკურნალობა, და იმატებს თუარა ნაყოფისუნარიანობა რამდენია იმის ალბათობა რომ შვილი მეყოლება
მოგესალმებით. დიახ ჰიპერპლაზიის მკურნალობა ხდება ჩვენთან, ძალიან ეფექტური მეთოდით. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23
გამარჯობათ, ორივე სათესლე ჯიკვალის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში ხდება თუარა მკურნალობა, და იმატებს თუარა ნაყოფისუნარიანობა
გამარჯობათ სათესლე ჯირკვლების გათიშვა მინდა თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ
დაგვიკავშირდით 0322234023