(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

თირკმლის კისტა

22/06/2021
რუბრიკა დაავადებები
Kista tirkmeli

Kista tirkmeli

Share on Facebook Whatsapp

თირკმლის კისტა-ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება ექოსკოპიური გამოკვლევისას.

ცისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სტატისტიკის მიხედვით თირკმლის პარენქიმის დამაზიანებელი წარმონაქმნებიდან კისტის წილად 65-70 % მოდის. პათოლოგია ქალებთან უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც ესტროგენების დამცველობით ეფექტსა და ანდროგენების სიმცირეს უკავშირდება. ამ მიზეზით, მენოპაუზის პერიოდში დაავადების გავრცელების სტატისტიკა ქალებთან, რამდენადმე უთანაბრდება მამაკაცებთან თირკმლის კისტის არსებულ მაჩვენებელს.

თირკმლის კისტა შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. მისი ფორმირება ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება.

კისტის განვითარება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კისტებს.

არსებობს ორივე თირკმლის კისტა და წარმონაქმნი ერთ ორგანოში – მარცხენა ან მაჯვენა თირკმლის კისტა. მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ კისტებს (ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს).

ცალკე გამოყოფენ მულტიკისტოზურ და ღრუბლისებრ თირკმელს. პირველ შემთხვევაში თირკმლის მთელი პარენქიმა წვრილი კისტებითაა დაზიანებული, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. შედეგად ძალიან მალე ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

ღრუბლისებრი თირკმლის შემთხვევაშიც მრავლობითი კისტებია წარმოდგენილი ორგანოში, ოღონდ ისინი შემკრებ მილაკებთანაა ძირითადად ლოკალიზებული. ეს პათოლოგია თანდაყოლილი მდგომარეობაა. ასეთი პაციენტები (ბავშვები) საჭიროებენ დროულ ჰემოდიალიზს თირკმლის უკმარისობის სწრაფად პროგრესირების გამო.

განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• მემკვიდრული ფაქტორი;
• ქრონიკული დაავადებები;
• გადატანილი ინფექციები;
• თირკმლის ტრავმა და გადაციება.

რა ახასიათებს თირკმლის კისტას

ხშირად კისტა დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას.

როდესაც მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, მაშინ ვლინდება:

• ტკივილი წელის არეში;
• დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მომატება –თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
• თირკმელებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

დაავადების ერთ-ერთი სადიაგნოზო სიმპტომია შარდში სისხლის პერიოდულად ან მუდმივად გამოჩენა. შეიძლება გამოხატული იყოს მაკროჰემატურია (ამ დროს შარდი ვიზუალურად წითელი ფერისაა) ან მიკროჰემატურია (შარდის ფერი შეუცვლელია, თუმცა მიკროსკოპული გამოკვლევისას ვლინდება ერითროციტების შემცველობა).

ერითროციტების დაკარგვა შარდთან ერთად ხშირად ანემიას აძლევს დასაბამს. ამის მიზეზი იმავდროულად თირკმელებში ერითროპოეტინის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონის) წარმოქნის დათრგუნვაცაა.

რითია საშიში თირკმლის კისტა

 გართულებებიდან აღსანიშნავია:
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• თიკრმელში შარდის შეკავება და ორგანოს გაფართოება (ჰიდრონეფროზი);
• პიელონეფრიტი, მათ შორის ჩირქოვანი;
• ცისტის დაჩირქება;
• სისხლჩაქცევა კისტაში;
• გახეთქვა და პერიტონიტი;
• ანემია;
• არტერიული ჰიპერტენზია.

თირკმლის კისტა – მკურნალობა

თუ თირკმლის კისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.

ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც თირკმლის კისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, არსებობს მისი გასკდომის საშიშროება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.http://gaou.ge/ka/prophesori-guram-qarazanashvili-gadatsema-eqimebshi-mis-mier-chatarebuli-operatsiis-saerthashoriso-aghiarebasa-da-mnishvnelobaze-saubrobs/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 92

  1. zako mdivani says:
    4 წელი ago

    var 60 wlis axla agmomachnd ashemtxvevit patara kist 3 tviani dakvirvebit zoma ar imatebs aranairi problema ar makvs magram sawiroa tu viko kuradgebit sashishroeb aromar hsemekmnas ..

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      თუ ერთი კისტაა მცირე ზომის და ზომაში არ მატულობს, საშიში არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდულობით საჭიროა დინამიკაში დაკვირვება.

      პასუხი
  2. Elene patashuri..... says:
    4 წელი ago

    Makvs marjvena tirkmelshi samwuxarod 8mm shards sheperiloba akvs,rkina deficituri anemiac makvs es agmomachnda ama wlis 12ivnis mas shemdeg kontroli ar gamiketebia

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ელენე მოგესალმებით, თირკმელში 8მმ კისტა არ არის რკინადეფიციტურ ანემიასთან კავშირში. თქვენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ უროლოგს. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge, ჩვენი მენჯერი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ ვიზიტის დაგეგმვაში.

      პასუხი
  3. nazi says:
    4 წელი ago

    orivr mxares maw didi zomis xshirad ar mawuxrbs magram wnevebi maqvs da tabrus xveva uqaeroba tavis tkivili mainterisebs es tua shuashi ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ნაზი, თუ დიდი ზომის არის ორივე კისტა, მაშინ ეს შეიძლება იყოს წნევის გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და უროლოგთან კონსულტაცია. უროლოგთან ვიზიტის დასჯავშნად, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  4. qetino says:
    4 წელი ago

    bebas aqvs msrcxena tirkmelxe kista iyo eqimtan radgan awuxebda imkurnala magram asuxebs welis tkivili da grznobs simzimes ramdemad sashiia

    პასუხი
  5. მედეა says:
    4 წელი ago

    მჭირდება ექიმთან ვიზიტი.ვიცი რომ მაქვს კისტა,მაგრამ არ ვიცი მისი წარმოშობა,სიდიდე.მოქმედებს თუ არა დაზღვევა.საყოველთაო.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო მედეა, სტაციონარულ მომსახურებაზე მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვა ნაწილობრივი დაფინანსებით. გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  6. ანონიმური says:
    4 წელი ago

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტზე ჩასაწერად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

      პასუხი
    • ანონიმური says:
      1 წელი ago

      გამარჯობათ შვილს აღმოაჩნდა პოლიკისტოზი მემკვიდრული მაინტერესებს ვის მივმართო უროლოგს თუ ნევროლოგს?

      პასუხი
      • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
        1 წელი ago

        მოგესალმებით.გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23

        პასუხი
  7. მერი says:
    4 წელი ago

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო მერი, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მენეჯერი დაგიკავშირდებათ ჩაწერასთან დაკავშირებით ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  8. ნონა says:
    4 წელი ago

    მე მაქვს რამოდენიმე წელია ორივე თირკმელში კისტა მაგრამ მემკვიდრეობით.ასევე ვატარებდი წნევას. 4 წელია ვსვამ წნევის წამალს ენაპრილს, ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა კისტა თირკმელში, მაგრამ წნევა აქვს ზალიან მაღალი.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნონა, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, უნდა განისაზღვროს მრავლობითია კისტა თუ ერთეული, რა ზომისაა, საჭიროა ზუსტი დიაგნოსტირება და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  9. levani benidze says:
    4 წელი ago

    makvs kreatinini 230 aseve makvs kistebi orive tirkmelshi marjvenashi 15 da 27 mm – ani marcxenashi 64-42-23-18 mm-ani ras mirchevt stenozi 30 procenti

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      შაბათობით გვაქვს უფასო კონსულტაცია უროლოგთან, მობრძანდით, წამოიღეთ ყველა გამოკვლევის პასუხები, გავეცნობით თქვენს ისტორიას და დავგეგმავთ მკურნალობას.

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    4 წელი ago

    მაქვს მარტივი კისტა მარცხენა თირკმელზე 8 სმ-იანი. ოპერაცია მჭირდება თუ დრენირება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზისთვის მობრძანდით კლინიკაში, თან იქონიეთ გამოკვლევები. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  11. გოგა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ იუნისონია დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან მაინტერესებს

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გოგა, ამჟამად არ ვართ უნისონის პროვაიდერები, შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან,შემდეგ სადაზღვეო აგინაზღაურებთ. პირველ ეტაპზე შეგვიძლია მოგიწყოთ შესაბამისი პროფილის ექიმთან უფასო კონსულტაცია და კონსულტაციის შემდეგ უფრო დანამდვილებით გვეცოდინება თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  12. ხათო 39 says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ ორი კვირაა წელის ტკივილი მაქვს და დაბლა მუცელში გადმომცემს, თირკმელების ბრალია? არასოდეს მტკიებია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ხათუნა წელის ტკივილს შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს,პირველ რიგში უნდა ინახოს ექოსკოპიურად. ემ ემ ტე ჰოსპიტალში შაბათს 16 თებერვალს არის აქცია გინეკოლოგის და უროლოგის უფასო კონსულტაცია,ასევე 20% იანი ფასდაკლება კვლევებზე . ჩასაწერად დაგვიკავშირდიტ 2 23 40 23

      პასუხი
  13. მარინა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ შეკითხვა მაქვს ერთი წლის წინ მქონდა ძლიერი ტკივილები მარცხენა მხარეს ასევე სიცხეც მომცა და შარდში სისხლის გამონადენი მცირედ.და დიაგნოზი დამისვეს მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი N10.da sashishi aris tuara es?მკურნალობა შევწყვიტე

    პასუხი
  14. მარინა says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ ერთი წლის მქონდა ძლიერი ტკივილები მარცხენა მხარეს.გადამიყვანეს სავადმყოფოში სასწაფოთი და დიაგნოზი დამისვეს მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი N10 და საშიში თუ არის ეს მკურნალობა შევწყვიტე

    პასუხი
  15. Marina says:
    4 წელი ago

    Kkvv

    პასუხი
  16. luara says:
    4 წელი ago

    gtxovt mipasuxot am kotxvaze, tirkmelshi rodesac kistaa, am shemtxvevashi mkurnalobas tu eqvemdebareba, tu avcilebelia operacia,

    პასუხი
  17. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gmadlobt sruli informaciistvis

    პასუხი
  18. salo says:
    4 წელი ago

    dilit roca vigvizeb an weli mtkiva ,an xerxemali ,romel daavadebas mianishnebs es simptomebi

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო სალო, უნდა გამოიკვლიოთ გინეკოლოგიურად და გაკეთდეს თირკმლებიშ ექოსკოპია,შეგიძლიათ შაბათს ჩაეწეროთ აქციაზე , მიიღებთ უფასო გინეკოლოგის და უროლოგის კონსულტაციას, ასევე 20%იან ფასდაკლებას კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 2234023

      პასუხი
  19. თამუნა says:
    4 წელი ago

    გამარჯობა.მაქვს კისტა მარცხენა თირკმელში,ზომა 5,8.მაქვს ხოლმე ტკივილი დროდადრო.ამ ზომის კისტას ოპერაცია სჭირდება თუ დრენირება.ეხლა ორსულად ვარ.შეიძლება ორსულობისას დრენირება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო თამუნა, კისტა არ იწვევს ტკივილს, 4მაისს ცაეწერეტ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის დაგინეკოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე ფასდაკლებას კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  20. nino says:
    4 წელი ago

    chems shvils aqvs cistebi da kistebi, aris 27 wlis, gvaqvs gaketebuli yvelanairi analizi da vis mivmartot, urologi gvagzavnis nefrologtan an piriqit da veraferi vegar gaviget, ra gavaketot, gtxovt gvipasuxot, winaswar didi madloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნინო, 4მაისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევბზე.წინასწარ ჩაწერა აუციებელია 032 2234023

      პასუხი
  21. lks says:
    4 წელი ago

    orsulobis dros kistis gazrdis didi sashishroebaa?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,ალბათობა იმისა, რომ ორსულობის პერიოდში კისტა თუ მზრდადია შესაძლებელია გაიზარდოს და გასკდეს კიდევაც, აუცილებელია გინეკოლოგმა შეაფასოს მდგომარეობა,თუ მედიკამენტურ მკურნალობას არ დაექვემდებარება, მაშინ აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ჩაეწერეთ 18მაისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლგინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  22. ნინო says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ ორივე თირკმელში მაქვს კისტები – დიაგნოზი თირკმლის უკმარისობა მე _4 ხარისხის მაინტერესებს თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში თუ შეიძლება ჩემი დაფინანსება და რომ ვიცოდე რა თანხაა საჭირო ამისათვის

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნინო ,ჩვენთან თირკმლის გადანერგვა არ ხდება

      პასუხი
  23. თემური says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ, ორივე თირკმელში მაქვს ცისტები მაგრამ ერთი განსაკუთრებით დიდია – 90მმ*81 მმ-ზე. ექიმმა მირჩია ლაპაროსკოპიული მეთოდით მისი დაცლა. მაინტერესებს, ეს ოპერაცია თუ კეთდება თქვენს კლინიკაში, ვინ? რამდენად გამოცდილი ექიმი აკეთებს, რა ღირს და რა დროში შეიძლება მოესწროს???

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო თემურ,დიახ კეთდება ეს ოპერაცია, რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, კონსერვატიული თუ ოპერაციული მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდია დანერგილი ემ ემ ტე ჰოსპიტალში, წამყვანი სპეციალისტი და დამფუძნებელი გახლავთ პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი,mmt.ge ზე იხილეთ ინფორმაცია კლინიკის შესახებ .დეტალური ინფორმაციის თვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი დაჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებთ

      პასუხი
  24. ნანა says:
    4 წელი ago

    დგეს ეხისკოპიის შედეგად ჩემს შვუილს აღმოაჩნდა მარჯვენა თირკმელზე პარენქიმის და ცენტრალური ექოკომპლექსის არეშიშუა მესამედში 27.0-24.0-19.0მმ ზომის კისტა ბავშვი არის 9 წლის ხოლო მარცხენა თირკმელსში შუა პილებიკისტოზურად გაფართოებულია 8.0 მმ მდე აუცილებელია ტუ არა სასწრაპოდ მკურნალობის დაწყება რა მისამართზე მოგმართოდ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნანა, დროული ვიზიტი ნამდვილად აუცილებელია ბავშვთა უროლოგთან,თუ თქვენ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან გნებავთ ჩაწერა კონსულტაციაზე წინასწარ უნდა დაიჭიროთ თადარიგი, დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

      პასუხი
  25. Lia Astamadze says:
    3 წელი ago

    marcxena tirkmeli110 51mm.panerqima gatxelebuli centralur eqokompleqsshi isaxeba mravlobiti uformo aneqoguri chanartebi.menji dilatirebulia 42mm panerqimis eqogenuroba chveulebrivi

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ლია, შაბათობით არის აქცია , ჩაეწერეთ და აქ ციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  26. ანონიმური says:
    3 წელი ago

    marcxena tirkmeli110 51mm.panerqima gatxelebuli centralur eqokompleqsshi isaxeba mravlobiti uformo aneqoguri chanartebi.menji dilatirebulia 42mm panerqimis eqogenuroba chveulebrivi

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდკლებით ისარგებლებთ კვლევებზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  27. Nato says:
    3 წელი ago

    Gamarjoba, gtxovt mipasuxot patara myavs 27dgis da marcxena tirkmelze aqvs cisteb, dges gavuketet exo ukve meored, eseigi marcxena tirkmeli 55*27mm, normaluri mdebareobis. Menj-pialovani sistema aris dilatirebuli menji-18mm, pialebi 15*22mm. Tirkmelebis eqskursia shezguduli tirkmelzeda jirkvlis midamoebi normaluria. Gtxovt mitxrat tqveni azri dzalian vnerviulob ramdenad sashishia sasicocxlod?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო ნატო მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებით და დაგეხმარებით

      პასუხი
  28. კობა says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ…სამი წლის უკან აღმომაჩდა მარცხენა თირკმელზე კისტა 28.მმ…ყოველ წელს ვიტარებ გამოკვლევებს მაგრამ არ იმატებს ზომაში კისტა..წელს გავიკეთე ისევ გამოკვლევა და აღმოჩდა მეორე მცირე ზომის კისტა 14.მმ..არანაირი ტკივილი არ მაქვს..საჭიროებს თუარა ქირურგიურ ჩარევას….

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ბატონო კობა, კონტროლზე შეგიძლიათ ჩეწეროთ 5ოქტომბერ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  29. სალომე says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ შეგიძლიათ განმიმარტოთ ეს დასკვნა? დასკვნა: არსებული კტ. კვლევით ვლინდება კისტოზურ-სოლიდური შენების მოცულობითი წარმონაქმნი მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის საპროექციო არეში, რეტროპერიტონეალური ლიმფადენოპათია, მარცხენამხრივი ჰიდროთორაქსი.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო სალომე, მობრძანდით 31 /10 აქციაზე და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ცაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  30. ekaterine says:
    3 წელი ago

    gamarjoba tqvengan zars velodebodi eqimtan minda chawera orshabati mitxres da gtxovt damexmarot chems meugles aqvs kista da rogor moviqcet

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      რა გვარის ბრძანდებით? მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  31. კახაბერი says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ, მაქვს 46 მმ კისტა მარცხენა თირკმელზე! როგორ მოვიქცე რომ არ მსურს ქირურგიული ჩარევა? ან მკურნალობის რა ოპტიმალური ვარიანტები მაქვს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      თქვენ გაქვთ საშუალო ზომის კისტა, თუ არ იწვევს შეგუბებას ან რაიმე ზეწოლას და დისკომფორტს, ჭირდება უბრალოდ დაკვირვება, ხოლო თუ პრობლემურია საჭიროა ლაპაროსკოპიული კისტექტომია. სხვა მკურნალობის გზა არ არსებობს

      პასუხი
  32. ბესო says:
    3 წელი ago

    რა არისი სინუსური კისტა მარცხენა თირკმელში

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      თირკმლის კისტა გახლავთ, გააჩნია რა ზომისაა, ზომის მიხედვით გადაწყდება მკურნალობის ან დაკვირვების ტაქტიკა

      პასუხი
  33. Giorgi says:
    3 წელი ago

    Var42 wlis maqvs tirkmlis polikistozi orive tirkmeli saxeshecvlilia kriatinini momatebuli da ramdenad sashishia

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გიორგი, აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, კრეატინინის მომატება უმიზეზოდ არ ხდება დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით 032 2234023

      პასუხი
  34. დალი says:
    3 წელი ago

    რით ხდება მრავლობითი კისტის მკურნალობა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო დალი, დაგვიკავშირდით 032 2234023 რამოდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან, რომ გაქცეთ პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ან დატოვეთ საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

      პასუხი
  35. მანანა says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ შარშან აღმომაჩნდა მარცხენა თირკმელში ცისტა 18-19მმ. მრავლობითი მ8კროლიტები და ცისტიტი. წელს დეკემბერში ანუ ერტ წელში ცისტა29-30მმ. და მეორეც დამატებულა11-11მმ. მრავლობითი მიკროლიტები.უროლოგთან ჩავიტარე 2 კვირიანი მკურნალობა..უკეთესობას ვერ ვამჩნევ..შარდვა ხშირი მაკვს ყოველთვის ასე მკონდა..ისევ მაკვს ყრუ ტკივილი და სიმზიმე თირმელის მიდამოში..რას მირჩრვთ…ანემიისკენ მიდრეკილება დაიწყო

    პასუხი
  36. ევგენია says:
    3 წელი ago

    ნაღვლის ბუშის ქრონიკული ჩანთების ნიშნები. მარჯვენა თირკმლისა კოსმოსური წარმონაქმნების არსებობა მარცხენა თირკმლისა ჰიდრონეფროზი კისტოზურიწარმონსქნების არსებობა

    პასუხი
  37. ანა says:
    3 წელი ago

    გამარჯობათ თირკმელში მაქვს მარჯვენა მხარეს 16იანი კისტა საშიშია თუ არა და რა გართულება შეიძლება გამიოწვიოს

    პასუხი
  38. თამრიკო says:
    3 წელი ago

    მაქვს მარცხენა თირკმელის ჰიდრონეფროზი მესამე ხარისხის.პანაქემა თითქმოს აგარ არის.მარჯვენა თირკმელში მიდგას ნეფროსტომა.კიდევ სხვა უროლოგიური პრობლემები.დაწვრილებითი კონსულტაციისთვის როგორ მოვხვდე თქვენს კლინიკაში.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო თამრიკო, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 ან დატოვეთ საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  39. მაია says:
    3 წელი ago

    მაქვს 70 მმის კისტა თირკმელზე მარჯვნივ ,მარცხნივ 50 მმ თუ შეიძლება მკურნალობა და თუ დაპატარავდება

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      არა მკურნალობა მხოლოდ ოპერაცია გახლავთ ლაპარასკოპიულად კისტის ამოკვეთა 70 მმ იანს სჭირდება ამოკვეთა 50 მმ იანს ჯერ არა

      პასუხი
  40. ეკა says:
    3 წელი ago

    მაქვს 2სმ ზომის კისტა მარჯვენა თირკმელზე.5წლის წინ მქონდა მარცხენაზე და ამომიტუმბეს.რას მირჩევთ. როგორ ვიმკურნალო

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ჯერ დაკვირვება უნდა თუ არ გაწუხებთ, თუ უროლოგის კონსულტაცია გსურთ დაგვიკავშირდით 555393267

      პასუხი
  41. manana says:
    3 წელი ago

    mogweret adrec,marcxena tirkmlis shua sigmentshimakvs 29-30,da11-11m.m.cistebi..mravlobiti mikrolitebi,chavitare urologtan mkurnalobis kursi,magram shedegi araa,ras mirchevdit?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო მანანა, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 ან მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნოერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

      პასუხი
  42. ანონიმური says:
    3 წელი ago

    გსურთ შეიძინოთ თირკმელები, სხეულის ორგანოები, ან გსურთ გაყიდოთ თირკმელები ან ორგანოები?
    თუ ეძებთ შესაძლებლობას თქვენი თირკმლის გაყიდვა გადაუდებელი თანხით ფინანსური გამო
    წარუმატებლობა და თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ. შემდეგ სასწრაფოდ დაგვიკავშირდით დღეს lilavatihospital606@gmail.com და
    ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას თქვენი თირკმლის ან ორგანოსთვის. მე მქვია ექიმი რაიანი მე ვარ ნეფროლოგი
    LILAVATI საავადმყოფოში.

    გულწრფელად
    დოქტორ რაიანი.

    პასუხი
  43. ანონიმური says:
    3 წელი ago

    როცა კისტაა და კენჭი თირკმელში ერთდროულად შეიძლებაა ოპერაცია და რა ჯდება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით დიახ რატქმაუნდა შეიძლება,დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  44. ანონიმური says:
    2 წელი ago

    გამარჯობათ ხუთი წლის წინ გადავიღე ექოსკოპია და მარცხენა თირკმელზე მქონდა კისტა 18 მმ ზომის, ეხლა ცოტა მარცხენა მხარეს წელის არეში მაქ ოდნავი ტკივილი, თუ შეიძლება მითხრათ რომ გაიზრდებოდა თუ არა ხუთ წელში ისე რომ გამოიწვიოს ასეთი ტკივილი, მადლობა წინასწარ

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით, შესაძლებელია კისტა ზომებში გაზრდილიყო და ასევე ტკვილიც გამოწვეული იყოს ამ მიზეზით, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
      • მარინა says:
        2 წელი ago

        მაქვს 5მმ კისტა თირკმელთან.საშიში არის თუ არა და ოპერაცია აუცილებელია

        პასუხი
        • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
          2 წელი ago

          მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას 0322 23 40 23

          პასუხი
  45. ლელა says:
    2 წელი ago

    გამარჯობათ..მყავს 12 წლის შვილი.რომელსაც აქვს ტუბეროზული სკლეროზი თავში ..ახლახან გავიგეთ რომ ტუბერები აქვს თირკმელზეც..მაინტეტესებს თუ გაქვთ ასეთ პაცირნტებთან გამოცდილება..მაქვს გეგმაში ექიმთან მისვლამდე გადავუღო მაგნიტურ რეონანსული ტომოგრაფია
    ..და არს მირჩევთ გადავიღო და მერე მივიდე თუ ექიმთან ვიზიტის შემდეგ გადავიღო

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      ქალბატონო ლელა, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  46. sofi says:
    2 წელი ago

    gamarjobat.. gtxovt mitxrat axalshobilshi erti tvis bavshvs aqvs tirkmlis fialebi gadideba sadac shardi grovdeba.. da gamoiwvia leikocitebis momateba.. tirkmlis infeqcia.. razec vimkurnalet magram tirkmelze isev is problemaa ramac sheidzleba mudmivad gamoiwvios anteba da leikocitebis molateba.. samwuxarod yvelapers kargad ver vigeb.. tu xdeba amis mkurnaloba da gamosworeba da ra sirtuleebtan aris dakavshirrebuli.. an ras unda velodet..

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      ქალბატონო სოფი, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  47. ჟუჟუნა says:
    2 წელი ago

    გამარჯობათ მაქვს ორივე თირკმელში კისტა მაქვს ტკივილები წელის არეში და …. თუ შეიძლება უფასო კონსულტაციაზე მიმიღოთ და ადგილზე დაგიხასიათოთ ჩემი პრობლემები.მადლობას გიხდით.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. შეგვიძლია უროლოგს გაგასაუბროთ ონლაინ. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  48. გრიგორ says:
    1 წელი ago

    მაქ თირკმელში კისტა როგორ ვიმკურნალო

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ოპერატორი მოგახსენებთ დეტალებს 0322 23 40 23

      პასუხი
  49. ამიკო says:
    1 წელი ago

    1წლის წინ გადავიღე ეხოსკოპია მქონდა კისტა 35მმ 2კვირის წინ გადავიღე ეხოსკოპია44+48მმმაქ ეხა .მაქვს აზოტი მაღალი რისი ბრალია ხომ არ მეტყვით და თუ მჭირდება ქილურგიოლი ჩარევა მადლობა .

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator