(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სისხლი შარდში

20/04/2023
რუბრიკა სიმპტომები
სისხლი შარდში | ფოტო

სისხლი შარდში – შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.

შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.

სისხლიანი შარდის გამომწვევი მიზეზებია:

  • შარდის ბუშტის ინფექციები (როგორიცაა ცისტიტი ) – რომელიც მოშარდვისას  წვის შეგრძნებას იწვევს  ;
  • თირკმლის ინფექცია  – რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა და მუცლის გვერდითა არეში ტკივილი;
  • თირკმლის კენჭები – შესაძლოა თირკმლიდან გამომავალი ერთ-ერთი მილი დაახშოს და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს;
  • შარდსადენის ანთება (ურეთრიტი) – ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაა გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ქლამიდია);
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი – ხანში შესულ მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა ამ პათოლოგიას პროსტატის სიმსივნესთან არაფერი აკავშირებს; გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდვის გაძნელებას და გახშირებას იწვევს;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე – პროსტატის სიმსივნის მსგავსად უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება. ახასიათებდეს გახშირებული  შარდვის სურვილი, რომელსაც ახლავს ტკივილი;
  • თირკმლის სიმსივნე – ეს ასევე 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს ემართებათ და შეიძლება ახასიათებდეს ნეკნების ქვემოთ მუდმივი ტკივილი, აგრეთვე გამონაზარდი მუცელში;
  • პროსტატის სიმსივნე – ჩვეულებრივ, უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ. სიმსივნე ძალიან ნელა პროგრესირებს; სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გახშირებულ და გაძლიერებულ მოთხოვნილებას და შარდის ბუშტის დაცლის გაძნელებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართოთ!

ნამდვილად არის თუ არა სისხლი შარდში?! შარდის წითლად შეფერვა შესაძლოა გარკვეული საკვების (მაგ: ჭარხალი) ან მედიკამენტების (მაგ: ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინი ან რიფამპიცინი) მიღებამაც გამოიწვიოს და ცრუ განგაშის საწინდარი გახდეს.

სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია თუ:

  • თუ 40 წელს გადაცილებული ხართ და საშარდე გზების ინფექციები და სისხლიანი შარდვა ხშირად გაწუხებთ;
  • 50 წელს გადაცილებული თუ ხართ და გამოკვლევისას შარდში აღმოჩნდა სისხლი, რომელიც არ ჩანდა შეუიარაღებელი თვალით;
  • იმ შემთხვევაში თუ მუცლის არეში მასა (სავარაუდოდ სიმსივნური წარმონაქმნი) აღმოგაჩნდათ;
  • თუ შარდის ანალიზის გამოკვლევით უხილავი ჰემატურია დაგიდგინდათ, განსაკუთრებით თუ შარდი ცილასაც შეიცავს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი უზბეკეთში – MMT ჰოსპიტლის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო წარმატება

შემდეგი სტატია

ბალანიტი და ბალანოპოსთიტი

ასევე გაეცანით

სისხლიანი შარდი | ფოტო
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკივილიddd მუცლის ქვედა ნაწილში, მცირე მენჯში | ფოტო
სიმპტომები

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (მცირე მენჯში) ─ დიაგნოზი და მკურნალობა

დიზურია, წვა შარდვის დროს | ფოტო
სიმპტომები

დიზურია, წვა შარდვის დროს ─ შესაძლო მიზეზები, დიაგნოზი და მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია | ფოტო
სიმპტომები

ერექციული დისფუნქცია ━ გავრცელებული მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

გამოხმაურება 4

  1. ანონიმური says:
    5 years წინ

    შარდის ანალიზი გავიკეთე და მითხრეს,ლეიკოციტები,ერითროციტები გაქვს მომატებულიო და ცოტა სისხლია შარდშიო რას მირჩევ რის ბრალი შეიძლება იყოს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით სავარაუდოდ შეიძლება გქონდეთ კენჭები და ფხაჭნიდეს,შგიძლიათ შაბათს 09.03 ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია და ასევე ისარგებლებთ 20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 2 23 40 23

      პასუხი
  2. გოჩა says:
    5 years წინ

    გამარჯობათ მაწუხებს სისხლდენა შარდის გზით და რას მირჩევთ??ვარ ნაოპერაციევი გულზე…

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით ქალბატონო ელზა, შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და საფუძვლიანი გამოკვლევა. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

MMT Hospital
სიახლეები

საერთშორისო აღიარება ევროპის უდიდეს უროონკოლოგიურ კონგრესზე შვედეთში UROONCO2023

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

Впервые в Грузии и в регионе: безоперационное лечение рака простаты — роботизированная ультразвуковая терапия! (Focal One — Ruth)
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

Рак предстательной железы - раннее выявление и лечение на ранней стадии
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

Цистоскопия - диагностика мочевыводящих путей
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital