(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ბალანიტი და ბალანოპოსთიტი

06/03/2023
რუბრიკა დაავადებები
kaci balanitiT 2

kaci balanitiT 2

Share on Facebook Whatsapp

ბალანიტი და ბალანოპოსთიტი – მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის (ასოს თავის) ანთებით დაავადებას ექიმები ბალანიტს უწოდებენ. მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება. ასეთ შემთხვევაში დაავადება ბალანოპოსთიტად იწოდება.

ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. აქ კი შესაძლოა განვითარებული იყოს ბალანიტი.

ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ბალანიტი ასევე მკვეთრად აუარესებს სქესობრივ ცხოვრებას.

მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა – ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს. საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.

ანატომიური თავისებურების გამო ბალანიტი და ბალანოპოსთიტი გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში, შესაძლოა დაავადდეს როგორც ზრდასრული მამაკაცი, ისე ბავშვი.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს მამაკაცს აწუხებსტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში.

შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს მისი ინტიმური ცხოვრების ხარისხიც. დაავადების დიაგნოსტირების დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სიფილისი და გონორეა.

რა იწვევს ბალანოპოსთიტს?

გამომწვევ მიზეზთა მიხედვით, ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის რამდენიმე ფორმა არსებობს.

ინფექციური ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია: სოკო, ბაქტერია, ვირუსი.


MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

☎ ტელ.: 0322 23 40 23  ✉ ელფოსტა: info@mmt.ge


ასოს თავის ანთება შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ (სგგი) (გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდია და სხვა). ასეთ შემთხვევაში ბალანოპოსთიტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი ინფექციის სახეობაზე.

  • კანდიდოზური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ბალანიტის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევია კანდიდას ტიპის სოკო და ვითარდება ამ სოკოვანი ინფექციით ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის შემდგომ. დაავადების გამოვლინების ხარისხი დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე. კანდიდოზურ ბალანიტს ახასიათებს ასოს თავზე თეთრი ნადების წარმოქმნა, ქავილი, პუსტულური გამონაყარი. შესაძლებელია ასოს თავზე ნაპრალების გაჩენა. შეიძლება ფიბროზი და სკლეროზიც განვითარდეს;
  • ჰერპესულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ორგანოს ქრონიკული ჰერპესინფექციის არსებობა;
  • ირიტაციულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს არასათანადო ჰიგიენა, შეიძლება მჭიდრო ტანსაცმელიც მუდმივად აღიზიანებდეს ასოს თავს;
  • ტრავმული ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ვითარდება ასოს თავის ტრავმული დაზიანების გამო. ტრავმირებულ კანში ადვილად აღწევენ ბაქტერიები და ვირუსები. ასოს თავზე ტრავმით გამოწვეული ნახეთქები წითლდება, ვითარდება ანთებითი პროცესი და ტკივილის შეგრძნება;
  • ალერგიულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ასოს ალერგიული რეაქცია ჰიგიენურ ან სხვა საშუალებებზე;
  • პრემალიგნანტური, მალიგნანტური და იდიოპათიური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი.
ბალანიტი, ასოს თავის ანთება | ფოტო

ბალანიტი და ან ბალანოპოსთიტი შეიძლება განპირობებული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადებით:

  • კეირის ერითროპლაზია – სასქესო ასოს საფარველის კიბოსწინარე დაზიანებაა. იგი გვხვდება საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ მამაკაცებში. მიზეზი უცნობია;
  • ექსტრემალური პეჯეტის დაავადება – სიმსივნური დაავადება;

ზუნის ბალანიტი – ამ დაავადების მიზეზი უცნობია, სარაუდოდ, კეირის ერითროპლაზიის ნაირსახეობაა და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. მეტწილად ავადდებიან საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მამაკაცები.

ბალანიტისა და/ან ბალანოპოსთიტის პროვოცირება შეუძლია:

  • სხვადასხვა ინფექციას (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა);
  • ქრონიკულ დაავადებებს (დიაბეტი, ფსორიაზი, ანემია, სებორეული დიათეზი);
  • გრძელ ან მოკლე ლაგამს;
  • ფიმოზს – ჩუჩის შევიწროებას.

რას უჩივის მამაკაცი ბალანიტის დროს?

ნებისმიერი სახის ბალანიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ასოს თავის სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი.

თუ ასოს თავის ანთება (ბალანიტი) არ განიკურნება ადრეულ სტადიაზე, მაშინ ანთებითი პროცესი გადავა ჩუჩის შიდა ფურცელზე. (ბალანოპოსთიტი), შემდეგ შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს.

ბალანოპოსთიტის განვითარების სამი სტადია არსებობს:

1. მარტივ ბალანოპოსთიტს ახასიათებს სასქესო ასოს თავის და ჩუჩის სიწითლე, შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი. დაავადებული უჩივის წვისა და ქავილის შეგრძნებას.

2. ეროზიული ბალანოპოსთიტისთვის დამახასიათებელია სასქესო ორგანოს თავზე ერთეული იზოლირებული ან ერთმანეთში შერწყმული ეროზიების გაჩენა.

რქოვანა ეპიდერმისის დიფუზური აქერცვლა და ჭარბი გამონადენი. დაავადება მომდევნო ეტაპზე შეიძლება გართულდეს რეგიონული ლიმფანგიტით და საზარდულის მწვავე ლიმფადენიტით.

3. განგრენული ბალანოპოსთიტი – დაავადების ეს სტადია, როგორც წესი, მიმდინარეობს ცხელებით (ტემპერატურის მატება) და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. სასქესო ასო იფარება მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულებით, ამასთან, ასოს თავი და ჩუჩა მკვეთრად წითელია და ძლიერაა შეშუპებული, ჭარბ ჩირქოვან გამონადენს აქვს ძალიან ცუდი სუნი. წყლულების შეხორცება ნელა ხდება და მათ ადგილზე ჩნდება ნაწიბურები.

როგორ დგინდება ეს პათოლოგია?

დაავადების დიაგნოსტიკა გამომწვევის გამოვლენას გულისხმობს. ამისთვის ატარებენ ლაბორატორიულ კვლევას, რომელიც დაავადების მიზეზისა და ფორმის დადგენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე შეირჩევა მკურნალობა.

რას გულისხმობს ბალანიტის მკურნალობა?

მკურნალობა პროფესიონალურ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ადრეულ, გაურთულებელ სტადიაში დაავადების მკურნალობა ძნელი არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. აუცილებელია ჰიგიენური პროცედურების რეგულარული ჩატარება საპონხსნარით, ფურაცილინის ხსნარით, წყალბადის ზეჟანგით ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით.

შედარებით შორს წასულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი ან ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებით ანტიმიკოზური მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა.

ოპერაციულ პროცედურებს მიმართავენ ბალანოპოსთიტის ქრონიკული ფორმის დროს და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ორ ეტაპად ახორციელებენ. თავდაპირველად ხდება ჩუჩის ჩაჭრა, შემდეგ კი, დაავადების მწვავე სიმპტომების ჩაცხრობისთანავე – ჩუჩის მოკვეთა.

ბალანოპოსთიტის მკურნალობის შემდეგ, ანთების ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ავადმყოფმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები. ზედმიწევნით დაიცვას პირადი ჰიგიენა და პერიოდულად გაესინჯოს ექიმს.

ზოგადი რჩევები

მკურნალობის დასაჩქარებლად ექიმის დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეგიძლიათ ხალხურ მედიცინასაც მიმართოთ. ხალხური რეცეპტის გამოყენება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასე თავიდან აიცილებთ მდგომარეობის დამძიმებას.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხალხური საშუალებები:

  • სასქესო ასოს თავი და ჩუჩა დაიბანეთ კამის ფესვების ნახარშით. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა წვრილად დაჭრათ 50 გ კამის ფესვები, დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშოთ 10-15 წუთი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და გამოიყენეთ დასაბანად;
  • სასქესო ორგანოზე სალბის ფოთლების ნახარშის საფენები და აბაზანა ამცირებს ქავილის შეგრძნებას და აცხრობს ანთებას. ნახარშის მოსამზადებლად – 2 სუფრის კოვზ გამომშრალ და დაქუცმაცებულ სალბის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 30-40 წუთი, გაფილტრეთ და ამის შემდეგ გამოიყენეთ.
  • წყლულის გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ალოეს ახალგამოწურული წვენის წასმა. ალოეს წვენს აქვს მიკრობსაწინააღმდეგო, ჭრილობისა და წყლულის შეხორცების დამაჩქარებელი თვისებები.
  • ბალანიტის ნებისმიერი ფორმის დროს შეგიძლიათ ასოს თავსა და ჩუჩაზე წაისვათ ქაცვის ან ასკილის ზეთი. მათ აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანთების ჩამცხრობი თვისებები.

 

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

კენჭის გავლა
დაავადებები

კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

საშარდე გზების ინფექცია | ფოტო
დაავადებები

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

ურეთრიტი | ფოტო
დაავადებები

ურეთრიტი – საშარდე მილის ანთება

Comments 52

  1. Niko says:
    4 წელი ago

    Gamarjoba, balanopostitis adros mxolod antimikozuri kremis xmareba epeqturia?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, მხოლოდ ანტიმიკოზური მალამოს გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელია დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს შეასაბამისი მკურნალობის მეთოდი. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალემებით ნიკო, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს https://mmt.gearchives/2324

      პასუხი
    • ზვიადი says:
      2 წელი ago

      ონლაინ კონსულტაცია როგორ გავიარო?

      პასუხი
      • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
        2 წელი ago

        დაგვიკავშირდით 032 2234023 და ჩაგწერთ

        პასუხი
  2. საბა says:
    4 წელი ago

    მხოლოდ ქავილის შეგრძნება მაქვს და რა მივიღო?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      საჭიროა ექიმის კონსულტაციის გავლა და მიზეზის დადგენა, მკურნალობა დაგენიშნებათ შემდგომ შესაბამისი

      პასუხი
  3. ნატა says:
    3 წელი ago

    3 წლის ბიჭს 3 კვირის წინ გაუკეთეს ჩუჩის ჩაჭრა და ეხლა ისევ დაუვიწროვდა და ვერღარ ვუწევთ.რა ს გვირჩევთ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      კვლავ მიმართეთ ექიმს ვინ ჩაუჭრა.

      პასუხი
  4. რამაზი says:
    3 წელი ago

    მოშარფვის შემდეგ მაქვს წვა თავზე როგორ მოვიქცე

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      უროლოგის კონსულტაცია და ნაცხის ანალიზი გჭირდებათ პირველ რიგში

      პასუხი
  5. ბაჩო says:
    3 წელი ago

    გამარჯობა მაქვს შარდის ბუშტში morganella ბაქტერია ვსვამ ბისებტოლს საქართველოში არ ვარ და აქ ეს გამომიწერეს მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ და სასქესო ორგანოს თავზე დაბლა გამონაყარი რომელიც მეწვის

    პასუხი
  6. Nika says:
    3 წელი ago

    Gamarjoba, dgevandeli situaciidan gamomdinare klinikashi mosvlas ver vaxerxeb, sasqeso organo gatsitlebulia da adre gamonazardebi iyo, balanits vvaraudob cudi higienis gamo, arsebobs saxlis pirobebshi mkurnalobis sashualeba ?

    პასუხი
  7. giorgi says:
    3 წელი ago

    tqventan vizi ra girs

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      უროლოგის კონსულტაცია 65ლარი გახლავთ. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი
  8. გია says:
    3 წელი ago

    სექსის დროს განვიცდი ასოს ტკივილს ზოგადად ხშირად მაქვს ასოს მსუბუქი ტკივილები ასოს თავზე შეხების დროს მიტოვებს მსუბუქ ტკივილს ვიდრე შეხებამდე ვგრძნობდი ასოს ქავილი ან წვა არ მაქვს შარდვა მიჭირს ხშირად დიდ ხანს ვუნდები რა დაავადებათა შეიძლება მქონდეს საქმე

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ანთება, ადენომა, შარდსადენის შევიწროვება, დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ უროლოგის უფასო ონლაინ გასაუბრებაზე 555393267

      პასუხი
  9. კკკკა says:
    3 წელი ago

    გამარჯობა 16 წლის ვარ და ასოს თავი მაქვს მგრძნობიარე ადრე ანთება მქონდა დავიმკურნალე მარა მაინც დამრჩა მცირე დისკომფორტი შეხებისას ამის გამო მეშინია სექსუალური ურთიერთობა და რა შემიძლია გავაკეთო რომ გამიაროს ან საშიში თუა ? ( ანალიზები გაკეთებულიმაქ ნაცხისიც და კარგადიყო ყველაფერი ექიმმა ასაკის ბრალიიქნებაო ბოლოს რომივედი)

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      არ უნდა გეშინოდეთ ეს ნორმალურია

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    3 წელი ago

    გამარჯობა 14 წლის ვარ სექტემბერში 15-ტის ვხდები და ეს პრობლემა ბავშვობიდან მაქვს ხელს რომ ვიკიდებ ან ბანაობის დროს წყალი რომ მხვდება საშინლად მტკივა ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა ასევე ცუდი სუნიც გამოუწვევია და ჩრქოვანი მასაც არ ვიცი რა ვქნა მშობლებისთვის ამის თქმა მცხვენია და რამე ძალიან ხომარ გართულდება 18-მეტ წლამდე ან 20-წლის ინტერვალშ იმედია გამოუსწორებელი პრობლემა არ შეიქმნება და ამ 4 წლის განმავლობაშ რა ვქნა რომ მინიმალურად მაინც გავაკეთო რამე სანამ 18-ტის გავხდები?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ეს არის უროლოგის ნომერი გაესაუბრეთ და რჩევას მოგცემთ598301190 გიორგი

      პასუხი
    • ნიკა says:
      2 წელი ago

      ციკლო დერმი ც ეს არის უველაზე კარგი მალამო რაც გიშველით ისრაელის გამოშვებაა

      პასუხი
  11. ანონიმური says:
    3 წელი ago

    უკაცრავად.რამოდენიმე ხანია ქალთან არ ვყოფილვარ.ჩუჩა მაქვს შესიებული ცოტა ქავილიც და არ გადადის თავზე.სოდას ვხმარობ შედეგი არ არი.ექიმთან ვერ მივდივარ.რას მირჩევთ.მადლობა წინასწარ

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      სწორი დიაგნოზი და მკურნალობა გჭირდებათ, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ექიმთან -32 2234023

      პასუხი
  12. ბადრი says:
    2 წელი ago

    მოკლე ლაგამის ოპერაცია რამდენად რთულია და რა თანხები ჭირდება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით მოკლე ლაგამის ოპერაცია არ არის რთული პროცედურა, ღირებულება 500ლარია ანესთეზიით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
    • ანონიმური says:
      2 წელი ago

      Gamarjoba,bodish gixdit mainteresebs seksis dros naadrevad vaketeb xan vadnac makvs da rogor movikce ras mirshebt.

      პასუხი
      • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
        2 წელი ago

        მოგესალმებით. უროლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

        პასუხი
  13. ვიღაცა says:
    2 წელი ago

    ვარ 14 წლის და პენისის თავზე შეხებისას მცირედი ტკივილი მაქვს რომელიც ხალიან მალე ქრება. და 18 წლამდე გამივლუს ? ან წავიკითხე რომ წყალბადის ზეჟანგუს მცირე ხანარუთ დაბანა საჭიროა ჰიგიენისთვიაო და ეგ მიშველის??

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. საჭირო გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა თუ საიდან არის გამოწვეული ტკივილი. უროლოტან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  14. ანონიმური says:
    1 წელი ago

    გამარჯობათ.კითხვა მაქვს უროლოგთან,მქონთა პენისის თავი წითლად,სიმხურვალე,და ცოტა წვა.შარდვა არ მიჭირს.ცოტა ჩხვლეტებს ვგრძნობ.ვხმარობ ფურაცინილს,ქაცვის ზეთს.ორი დღის წინ ფარმაცეტმა დამინიშნა ანტიბიოტიკი

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. უროლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  15. ანონიმური says:
    1 წელი ago

    გამარჯობათ ძალიან მეუხერხულება ამის თქმა თუმცა ღამე თესლნთხევა დამეწყო ჩუჩასე ხელი მოვუჭირე სპერმა არ გამოვუშვი ოდნავ მეტკინა და საპირფარეშოში შესვლის შემდეგ ვნახე რომ ასოს თავი ჩახეული მქონდა იმის მერე შარდის შეკავება მიჭირდა ეხლა ხუთი თვე გავიდა უფრო გამირთულდა და მაინტერესებს თუ ეშველება რამე ძალიან მეშინია გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23

      პასუხი
  16. თენგიზ says:
    1 წელი ago

    გამარჯობათ,მქონდა საშარდე მილის ანთება,სიწითლე პენისზე,და წიწკვნა,ჩხვლეტა.ვიმკურნალე 1 თვე დამინიშნეს ანტიბიოტიკები.თუმცა ანთება ჩაქრა მაგრამ მაქვს ისევ ჩხვლეტა და წიწკვნა როგორ მოვიქცე,გორის რაიონიდან გაწუხებთ.ვარ 43 წლის

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით, დაგვიკავშირდით ტელეფონზე 595 23 30 23

      პასუხი
  17. ლუკა says:
    1 წელი ago

    გამარჯობა ასეთი შეკითხვა მაქვს უროლოგთან, დაახლოებით ერთი თვეა რაც ასოს თავზე (ჩუჩა არ მაქვს) გამიჩნდა მოწითალო ფერის მცირე ზომის ლაქა, რომელიც არც იზრდება არც მცირდება, არ მექავება არც მტკივა არც წვის შეგრძნება მაქვს, ზოგჯერ მოჭითალო ფერის ადგილზე კანი ამექერცვლება ხოლმე. როგორ მოვირჩინო

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. მობრძანდითთ კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე.ჩვენი მისამართებია, თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) , ბათუმი: რუსთაველის 35. ექიმთან კონსულტაცია 70 ლარი გახლავთ. ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0322 23 40 23

      პასუხი
  18. სერგი says:
    11 თვის ago

    გამარჯობათ რამაინტერესებს ჩუჩას რომ ვწევ მოყვითალო ფერის ნადები მხვდება და აქვს უსიამოვნო სუნი დაბანისდროს ვცადე და არმოშორდა მხოლოდ ხელით ვცადე აცლა მარაა აზრი არაქ მიკრობილია

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      11 თვის ago

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  19. ანონიმური says:
    10 თვის ago

    გამარჯობა

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      10 თვის ago

      გამარჯობა, ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  20. ჰჰ says:
    10 თვის ago

    გამარჯობათ.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      10 თვის ago

      გამარჯობა, ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  21. ზნნზნზ says:
    9 თვის ago

    Telavshi tu arsebobs tqveni eqimi,,?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      9 თვის ago

      გამარჯობა, არა

      პასუხი
  22. ......d says:
    9 თვის ago

    Telavshi tu arsebobd amis eqimi

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      9 თვის ago

      გამარჯობა, ჩვენ არ გვაქვს ფილიალი თელავში

      პასუხი
  23. თენგიზ says:
    9 თვის ago

    გამარჯობათ,მტკივა პენისის თავი,და ურეთრა,მაქვს ცოტა წვა ,ჩხვლეტა.ცოტა სიცივეზე ხშირი შარდვა არის საშველი,რას მირჩევთ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      9 თვის ago

      მოგესალმებით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, დაგვირეკეთ 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  24. Gia says:
    4 თვის ago

    Gamarjobat asos tavis kani maqvs shesiebuli cota mewvis xolme ra sashualeba wavisva

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 თვის ago

      გამარჯობა გია. პირველ რიგში აუცილებელია გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია რომ დაგიდგინოთ ზუსტი მიზეზი და შემდგომ დაგინიშნოთ სწორი მკურნალობა. დაგვილავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

hormonoterapia
ონკოლოგია

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital

× მოგვწერეთ - ჩვენ მალე გიპასიხებთ!