(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ცისტოცელე

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
04/03/2021
რუბრიკა დაავადებები
A A
Cystocele

Cystocele

Share on FacebookShare on Twitter

ცისტოცელე არის პათოლოგია, რომლის დროსაც შარდის ბუშტისა და საშოს გამყოფი კედლის დასუსტება-გაწელვის გამო ადგილი აქვს შარდის ბუშტის საშოში შეჭრას. მას სხვაგვარად შარდის ბუშტის თიაქარს, შარდის ბუშტის პროლაბირებასაც უწოდებენ. ამ დროს ფაქტიურად საშოს წინა კედლის დაწევის გამო, შარდის ბუშტის სამკუთხედი და ყელი ნორმალური მდებარეობიდან ქვემოთ ინაცვლებს.

ეს პათოლოგია უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებთან აღინიშნება.

მისი მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის იოგოვანი აპარატის გაწელვა-შესუსტებასთან. დაკავშირებულია მენჯის ძირის კუნთოვანი აპარატის ჰიპოტროფიასთან, რის გამოც საშოს წინა კედელი იბურცება. საშოს წინა კედლის გამობურცვის პარალელურად ხდება შარდის ბუშტის ცდომა და შარდის გამომყოფი მილის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებს ცისტოცელეს სიმპტომებს. სიმპტომები: შარდის გამოყოფის გაძნელება ნარჩენ შარდთან ერთად, შარდის სტრესულ შეუკავებლობას მის სრულ შეუკავებლობამდე.

ცისტოცელეს გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები

ცისტოცელეს განვითარების ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია სამშობიარო ტრავმა შორისის გახეთქვით.

ხელშემწყობ ფაქტორებს შორის კი გამოიყოფა პაციენტის პროფესიული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან. მუცლის პრესსა და მენჯის ძირზე, გადამეტებული დაძაბვა, მშობიარობის პროცესში, ქრონიკული შეკრულობისას, სიმძიმეების აწევისას, ქრონიკული ხველისას და სხვა.

ეს პათოლოგია ძირითადად ასაკოვანი და მრავალჯერნამშობიარები ქალბატონების ხვედრია.

მცირე მენჯის ძირი წარმოდგენილია კუნთებისა და მყესების შრით, რომელიც სათანადო პოზიციაში აკავებს მენჯის ღრუს ოგანოებს.

იკავებს შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, მსხვილ და წვრილ ნაწლავებს. თუ ეს დამჭერი ქსოვილოვანი ძირი შესუსტდება და გაიწელება, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან ზოგიერთი ქვემოთ გადაინაცვლებს, ან სხვის პროლაბირებას მოახდენს, გარკვეული გამობურცულობის სახით.

ცისტოცელეს განვითარების რისკფაქტორები

  • მშობიარობა – ორსულობა და მშობიარობა ზოგადად ყველაზე ხშირი მიზეზებია ცისტოცელეს განვითარებისა. მშობიარობის დროს ხდება საშოს დამჭერი კუნთებისა და მყესების გადაძაბვა-გაჭიმვა, რაც ხელს უწყობს ნორმალურ პოზიციაში ორგანოთა შემაკავებელი ქსოვილის დასუსტება-გაწელვას.
  • დაბერება – ცისტოლეს განვითარების რისკი იმატებს ასაკთან ერთად. რამეთუ მცირე მენჯის დიაფრაგმის გაწელვის ალბათობა იზრდება კუნთოვანი აპარატის დაბერება-შესუსტებისა და თანდათანობით განლევის გამო. ცისტოცელე ხშირად აღმოცენდება მენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) შემცველობა ორგანიზმში იკლებს. ესტროგენები ფიზიოლოგიურად უზრუნველყოფენ კუნთოვანი სისტემის ტონუსს.
  • ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად იწვევს მცირე მენჯის ძირის კუნთოვანი შრის დასუსტებას.
  • გენეტიკური ფაქტორები – ქალების გარკვეული ნაწილი შედარებით სუსტი შემაერთებელი ქსოვილით იბადება, რაც განაპირობებს კიდეც წინასწარგანწყობას ცისტოცელეს განვითარებისადმი. ამას ადასტურებს ის, რომ ყველა მრავალჯერნამშობიარებ ან დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე ქალბატონს არ აღენიშნება დასახელებული პათოლოგია.
ცისტოცელე

რჩევები

  • ნუ აწევთ სიმძიმეებს. ტვირთი სწორად აწიეთ _ ძირითადი დატვირთვა გადაანაწილეთ ფეხებზე და არა ზურგსა და წელზე.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თუ შეკრულობისკენ გაქვთ მიდრეკილება, თავი შეიკავეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტებისაგან. იმკურნალეთ და არ დაუშვათ შეკრულობა!
  • არ მოწიოთ! არ დაუშვათ ხანგრძლივად ხველა. აუცილებლად იმკურნალეთ, თუ ეს სიმპტომი ან ბრონქიტი გაწუხებთ.
  • აკონტროლეთ წონა. სხეულის მასის მომატება დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

მსუბუქი ფორმის ცისტოცელე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.

საშუალო და მძიმე ფორმის დროს კი როდესაც ადამიანს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, საჭიროა მიაკითხოთ ექიმს:

  • დისკომფორტი შარდვისას,
  • შარდის შეუკავებლობა,
  • სიმძიმის შეგრძნება საშოსა და მცირე მენჯის არეში
  • საშოს ნაპრალიდან მცირე გამობურცვა
  • შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციები
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მკურნალობა მოიცავს:

  •  სამკურნალო-პროფილაქტიკურ ვარჯიშებს მენჯის ძირის გასამაგრებლად;
  • ესტროგენებით თერაპიას კუნთების ტონუსის ასამაღლებლად (აბები ან სპეციალური მალამოები ადგილობრივად).
  •  ე.წ. ვაგინალური პესარიების – პლასტიკური ან რეზინის სპეციალური რგოლის ჩადგმას საშოში შარდის ბუშტის უკანა და ზედა პოზიციაში დასაფიქსირებლად. ამავე მიზნით ზოგჯერ ქალბატონებს დიდი ტამპონების გამოყენებასაც ურჩევენ.
  • ქირურგიულ ჩარევას საშოს წინა კედლის გამაგრება–პლასტიკისათვის.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ცისტოცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭი
დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია
დაავადებები

ერექციის დაქვეითება – მკურნალობა

Comments 5

  1. cira says:
    3 წლის ago

    gamarjobat gagvinzebis dros roca wamovdgebi machin cheykavloba msmarteba sanam tyaletan mival ise chveylebrjv var ris bralia da raynda gavaksto gmadlobt

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წლის ago

      გამარჯობა ქალბატონო ცირა. აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, რათა გამოკვლევების საფუძველზე დადგინდეს შეუკავებლობის მიზეზი. შეგიძლიათ ჩაეწეროთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაციაზე. ასისტენტი ნათია 571 31 11 55.

      პასუხი
    • mmthospital says:
      3 წლის ago

      გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ დაუკავშირდით, გვანცა +995 598 15 48 07

      პასუხი
  2. Maia says:
    1 წლის ago

    Gamarjobat sashis kelis dacevis dros shesazlebelia tuar a fexmzimoba da ra riski arsebobs

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      ყოველ კონკრეტულ შემთხვევას აფასებს ექიმი გინეკოლოგი

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook