სპერმატოცელე მკვრივი, ფიბროზული გარსით შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ სპერმატოზოიდებისა და სპერმატოციტების მინარევიანი სითხის შემცველი, მოცულობითი წარმონაქმნია
სპერმატოცელე შეიძლება საშიში პათოლოგიის ნიშანიც იყოს, ისეთის, როგორიცაა სათესლეს ან თესლის გამომტანი სადინარების სიმსივნე. ამიტომ სათესლე პარკისა და საზარდულის არხის მიდამოში ნებისმიერი წარმონაქმნი ექიმის კონტროლს საჭიროებს.
სათესლე არხის კისტა ანუ ფუნიკოცელე თავისთავად არ იწვევს უნაყოფობას. კისტა საკმაოდ სწრაფად იზრდება და შეიძლება ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, მათ შორის ნორმალურად მოფუნქციე სადინარებზე ზეწოლით უნაყოფობა გამოიწვიოს. განსაკუთრებით – ორმხრივი განვითარებისას.
უმეტეს შემთხვევაში, სათესლის კისტები ნელა იზრდება, არ იწვევს რაიმე გართულებას და საერთოდ არ მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ აქტიურობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. ენდეთ პროფესიონალებს!
☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
პაციენტები უჩივიან სათესლე პარკში დამატებით წარმონაქმნს, რომელიც ადვილად ისინჯება, არაა მტკივნეული და არანაირად არ ვლინდება.
იშვიათად, კისტის დიდი ზომის ან სწრაფი ზრდის შემთხვევაში, სათესლე პარკში შესაძლოა ზეწოლის უსიამოვნო შეგრძნება გაჩნდეს. ასევე შესაძლოა გაჩნდეს დისკომფორტი ჯდომისა და სიარულისას.
თანდაყოლილი კისტები ემბრიონის განვითარების პროცესის დარღვევას უკავშირდება. ამგვარი სპერმატოგენური კისტები სავსეა გამჭვირვალე სითხით, სპერმატოზოიდების გარეშე.
შეძენილი კისტები ვითარდება ტრავმის ან სათესლე პარკის ანთებითი დაავადებების შედეგად.
დაზიანებული ან ანთებითი სადინარები ნორმალურად აღარ ფუნქციობს და იხშობა, შედეგად კი წყდება წარმოქმნილი სპერმატოზოიდების უკუდენა.
გროვდება სეკრეტი, რომელიც, თავის მხრივ, ჭიმავს სათესლე სადინარის კედელს. ამ პირობებში წარმოიქმნება ღრუები (კისტები), რომლებიც აღმოჩნდება ახალი ან დაშლილი სპერმატოზოიდები.
სპერმატოცელე უმტკივნეულო, მრგვალი, მკვრივი, ელასტიკური წარმონაქმნია სათესლე დანამატის თავში, კუდში ან სათესლე არხში.
დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება ინსტრუმენტული მეთოდები:
- დიაფანოსკოპია;
- ულტრაბგერითი კვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
სათესლე არხის კისტა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მკურნალობას ითხოვს იმ შემთხვევაში, როდესაც მტკივნეული ხდება ან ისე იზრდება, რომ სათესლე პარკიც მნიშვნელოვნად დიდდება და აფერხებს ჯდომასა თუ მოძრაობას.
მცირე ზომის კისტების დროს უროლოგთა უმეტესობა მოცდას ამჯობინებს. თუკი კისტის მიზეზით მიმდებარე ქსოვილები დეფორმირდება, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
როგორც წესი, პროგნოზი კეთილსაიმედოა. დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციაც აღდგება.
მე მაქვს პატარა მრგვალი ბორთებივით ხელის შეხებისას მტკივა
მოგესალმებით ბატონო თენგო, საჭიროა შესაბამისი დიაგნოსტიკის ჩატარება
შემოგთავაზებთ უროლოგის კონსულტაციას ,ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი