(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

შარდის გამოყოფის დარღვევები

22/06/2021
რუბრიკა დაავადებები
SASHARDE

SASHARDE

Share on Facebook Whatsapp

შარდის გამოყოფის დარღვევები –  ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა.

ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი არც კი ამახვილებს ყურადღებას შარდის ბუშტის მუშაობაზე, ვერც კი ამჩნევს როგორ შეუჩერებლივ ფუნქციობს ეს ორგანო.

ნორმაში შარდის ბუშტი შარდის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. შარდსაწვეთებით ბუშტში ჩამოსული შარდი ავსებს რა ორგანოს, ამ უკანასკნელის გარკვეულ დონეზე გავსების კვალად ჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება.

შარდის ბუშტის ნორმალურად ფუნქციობას განაპირობებს ნერვული სისტემის, შარდის ბუშტისა და ურეთრის რთული ურთიერთქმედება.

როცა ამ ერთობლივი სისტემის ფუნქციობაში რომელიმე მექანიმზი ირღვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები იჩენს თავს.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ჰიპოტონიური შარდის ბუშტისა და ჰიპერტონიული შარდის ბუშტის სახით.

ჰიპოტონიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ხდება ორგანოს გადავსება შარდით, თუმცა მოშარდვის სურვილი ადამიანს არ უჩნდება.

თუ შარდის ბუშტი ძლიერ გაიწელება, შარდმა შესაძლოა წვეთ-წვეთობით დაიწყოს გამოყოფა.

ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში პირიქითაა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შარდის ბუშტში შარდი არ არის, ორგანოს კუნთები სპონტანურად და ძლიერად იკუმშება. ამის გამო მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ჩნდება. შესაძლოა შარდის შეუკავებლობამაც კი იჩინოს თავი. ადამიანი ხშირად და მცირე ულუფებით შარდავს, ღამით იღვიძებს შარდის ბუშტის დასაცლელად. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანოს კუნთოვანი მასის ძლიერი შეკუმშვის გამო შესაძლოა შარდმა უკან თირკმელშიც კი გადაინაცვლოს.

ეს კი  ხშირად ძნელად განკურნებადი ქრონიკული ანთებითი პათოლოგიის _ პიელონეფრიტის მიზეზიც ხდება.

შარდის გამოყოფის დარღვევები  –  ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა.ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მიზეზი შესაძლოა იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება.მაგალითად ტრავმა, სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე განხორციელებული ოპერაციები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუმცა, ზოგჯერ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია აღნიშნულ მიზეზთა გარეშეც ვითარდება.საერთოდ, შარდი ბუშტში ორგანოს წელვადობის უნიკალური უნარის ხარჯზე გროვდება. შარდის მოცულობის მატებისა და ორგანოს გადიდების მიუხედავად, ბუშტში წნევა შარდის ბუშტის სფინქტერის არეში არსებულ წნევაზე გაცილებით დაბალი რჩება. სწორედ ამის წყალობით შარდი ბუშტში რჩება და გარეთ არ გამოდის.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი.

შარდის ბუშტის დაცლას უზრუნველყოფს ნერვული რეგულაციის მეტად რთული სისტემა.

მისი კოორდინირებული აქტივობის წყალობით შარდის ბუშტის სფინქტერი  დეტრუზორის შეკუმშვის დაწყებამდე რამდენიმე მილიწამში დუნდება.

დეტრუზორს უწოდებენ შარდის ბუშტის კედლის გლუვ კუნთებს. დეტრუზორის ნორმალურად შეკუმშვის საფუძველზე შარდის ბუშტი სრულად იცლება. თუ შარდის ბუშტი თავისუფლად ივსება და სრულად იცლება, ე.ი. დეტრუზორი არ არის დაზიანებული.

თუ დეტრუზორის სპონტანურად შეკუმშვა გამოწვეულია ნევროლოგიური დარღვევებით, მას დეტრუზორის ჰიპერრეფლექსიას უწოდებენ.

ხოლო თუ მისი შეკუმშვის მიზეზი არ არის ნევროლოგიური დარღვევები, მაშინ დეტრუზორის არასტაბილურობაზე საუბრობენ.

როდესაც დეტრუზორი შარდის გამოყოფისას არ იკუმშება, მას ჰიპოაქტიურად მიიჩნევენ. თუ ეს მდგომარეობა თავის მხრივ განპირობებულია ნევროლოგიური დარღვევებით სახეზეა დეტრუზორის არეფლექსია.

შარდის გამოყოფის მაკონტროლებელი ცენტრი ზურგის ტვინში  არ არის ლოკალიზებული, როგორც ამას წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ.  ლოკალიზებულია თავის ტვინის ღეროში.

დეტრუზორის და სფინქტერების ფუნქციობის კოორდინაცია შესაძლებელია მხოლოდ შენარჩუნებული ვეგეტატური და სომატური ინერვაციის პირობებში.

მაგალითად, ზურგის ტვინის ზედა განყოფილებების ტრავმის შემთხვევაში, ეს სინერგიზმი ირღვევა. ამის გამო თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა, შარდის ბუშტის კედლის ცვლილება და თირკმლის უკმარისობაც კი.

შარდის გამოყოფის დარღვევები

სიმარტივისათვის შარდის გამოყოფის დარღვევებს ორ ჯგუფად ყოფენ. შარდის ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის დარღვევა და შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა (დაცლა). თითოეული დარღვევის დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, რით არის შარდის გამოყოფის პათოლოგია განპირობებული.

დეტრუზორის პრობლემით თუ შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პათოლოგიით; აგრეთვე, აქვს თუ არა პაციენტს ნევროლოგიური პათოლოგია. ზოგჯერ ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის დარღვევა აღენიშნებოდეს.

თინათინ გოცაძე

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ შარდვის დარღვევების მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 5

  1. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Calian gtxovt piradi nomeri tu sheicleba rom gagesaubrot

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგვიტოვეთ და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით

      პასუხი
  2. ბუ says:
    4 წელი ago

    გთხოვთ დამიკავშირდით. 577600070

    პასუხი
  3. რუსუდანი says:
    3 წელი ago

    ვარ სამოცი წლის ერთი წელია წესიერად ვერ ვშარდავ,შარდიც დავთესე და ვიმკურნალე მიუხედავად ამისა მიჭირს შარდვა ძალიან მაპატიეთ და როცა კუჭის მოქმედება მაქვს მაშინ შედარებით კარგად ვშარდავ ან კიდევ როცა გარედან ვამასაჟებ შარდის ბუშტს მაშინ შედარებით კარგად ვშარდავ და ყოველთვის ვცდილობ შარდისგან დავცალო შარდის ბუშტი ,უროლოგსაც გავესინჯე თირკმელები ნორმაში მაქვს შაშარდე მილებიც მაგრამ თვითონ შარდის ბუშტი არ გამომიკვლევია შეგრძნება მაქვს მინდა მოვშარდო მაგრამ ძალისმიერი მეთოდებით ვცდილობ.საშვილოსნოს ოპერაცია უნდა გამეკეთებინა დაწეული მაქვს მაგრამ ექიმმა ჯერ ვერა რადგან ვერ შარდავ ანუ ოპერაციის მერე შეიძლება ვერ მოშარდო და ამიტომ გამოკვლევა მთხოვა არ ვიცი დღეს ვის მივმართო გამოკვლევის მიზნით მიუხედავად იმისა უამრავი ახლობელი ექიმი მყავს თქვენი საიტი ვიპოვე და რჩევას გთხოვთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო რუსუდან,დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკოტაქტო ნომერი

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator