(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

იმპოტენცია – რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან

19/11/2019
რუბრიკა ერექციული დისფუნქცია
surati 1

surati 1

Share on Facebook Whatsapp

იმპოტენცია – იმპოტენციის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთია მაღალი არტერიული წნევა.

ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალში ჯერ კიდევ 1988 წელს დაიბეჭდა საინტერესო კვლევის შედეგები.

როგორც გამოცემაშია მითითებული, არტერიული ჰიპერტონიით დაავადებული 40-დან 79 წლის ასაკის პაციენტების 49%-ს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა.

მოგვიანებით ჩატარებული კვლევების თანახმად კი, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდა 2000 წელს ჟურნალში `უროლოგია~ (აშშ),

მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტთა 68%-ს იმავდროულად სხვადასხვა დონის ერექციული დისფუნქციის პრობლემაც ჰქონდა.

ამასთან, იმპოტენციით დატანჯულ პაციენტთა 45%-ს ჰიპერტონიის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა.

ჰიპერტონიის დროს ირღვევა სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით ავსებაზე პასუხისმგებელი არტერიების გაფართოება.

გარდა ამისა, ირღვევა ასოს გლუვკუნთოვანი აპარატის მოდუნების უნარი (ფუნქცია) ტვინიდან მოსული იმპულსაციის საპასუხოდ.

ყოველივე ამის შედეგად, ასოს მღვიმოვანი სხეულის მღვიმეებში ვერ აღწევს სათანადო რაოდენობით სისხლი ნორმალური ერეგირებისათვის.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ჰიპერტონიის მქონე ზოგიერთ მამაკაცს სისხლში ტესტოსტერონის დაბალი დონეც აღენიშნება.

მოგეხსენებათ, ტესტოსტერონი მთავარი მამრობითი სასქესო ჰორმონია რომელიც დიდ როლს თამაშობს სქესობრივ აგზნებაში.

არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჰიპერტონიამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია.

მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს, რომელიც თავად არის არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორი, აღინიშნება ათერომული ფოლაქების განვითარება.

საზოგადოდ არტერიათა კედლებზე, მათ შორის, თეძოს არტერიების კედლებსა და აორტის ბიფურკაციის (გაყოფა-დანაწევრების) ადგილზე.

სასქესო ასოს არტერიები კი სწორედ ამ მსხვილი არტერიებისაგან გამოიყოფა (უფრო კონკრეტულად ასოს ღრმა და ზედაპირული არტერიები შიგნითა და გარეთა სასირცხო არტერიების ტოტებია). პათოლოგიური პროცესის გამო, საბოლოოდ, არტერიათა სანათური ვიწროვდება და მათში სისხლის ნაკადი ირღვევა.

საყურადღებოა ისიც, რომ ჰიპერტონიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, გვერდითი მოვლენის სახით, ასევე იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ასეთი ეფექტის მქონე პრეპარატებს შორის გამოიყოფა შარდმდენები (დიურეზული საშუალებები) და ბეტაბლოკატორები.

დიურეზული საშუალებები (ე.წ. დიურეტიკები) ის პრეპარატებია, რომლებიც თირკმლის საშუალებით აძლიერებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ისინი რეალურად სისხლის მიმოქცევის ქსელში (კალაპოტში) ამცირებენ სისხლის მოცულობას, შედეგად, ერექციის პროცესში სისხლის ნაკადი სასქესო ასოსკენაც მცირდება.

გარდა ამისა, შარდმდენები ორგანიზმში თუთიის შემცველობას ამცირებს. თუთია კი ტესტოსტერონის პროდუქციისა და საზოგადოდ, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციობისათვის უმნიშვნელოვანესი მინერალია.

ბეტაბლოკატორებიც ხელს უწყობს იმპოტენციის განვითარებას, ამცირებს რა ნერვული იმპულსებით სასქესო ასოს კუნთოვანი აპარატის სტიმულაციას.

გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები არღვევს არტერიათა გაფართოების უნარს ერექციის დროს და სასქესო ასომდე ბევრად ნაკლები სისხლი მოედინება. ისიც ცნობილია, რომ ბეტაბლოკატორები დეპრესიის აღმოცენებაშიც აქტიურად მონაწილეობს, ფსიქოლოგიურ განწყობას კი, ერექციის ფუნქციისა და საზოგადოდ, სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს.

საყურადღებოა შემდეგიც, ჰიპერტონიასთან შეუღლებული ზოგიერთი მავნე ჩვევა აღრმავებს როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას, ასევე იმპოტენციის განვითარებას. ეს ეხება კონკრეტულად თამბაქოს მოწევას. მოწევა იწვევს წვრილი არტერიების შევიწროებას, აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, არის ათეროსკლეროზული პროცესების განვითარების მთავარი რისკფაქტორი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ მწეველებთან იმპოტენცია გაცილებით მაღალი სიხშირით გვხვდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ერექციული დისფუნქციის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

იმპოტენცია
em-em-te

იმპოტენციის მკურნალობა – მაღალეფექტური მეთოდი

ტესტოსტერონი
em-em-te

ტესტოსტერონი – მამაკაცური ჰორმონი

shutterstock 626082683 2
ერექციული დისფუნქცია

იმპოტენციის მკურნალობა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგი თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator