ალბუმინურია, შარდში ცილის არსებობა ანუ პროტეინურია, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცილა აუცილებლად თირკმლისმიერი წარმოშობისაა. შესაბამისად, შარდში ცილის გამოჩენა ყველა შემთხვევაში თირკმლის დაზიანების მანიშნებელი არ არის.
ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანის შარდი ცილას არ შეიცავს ან კიდევ მისი შემცველობა 0,03 გ/ლ-ს არ აღემატება. (ზოგიერთი ავტორის მონაცემით – ცილა ყოველთვის არსებობს შარდში უმნიშვნელო, დაახლოებით 0,08 გრამის ოდენობით, ხოლო ნორმად ითვლება შარდში ცილის 0,14 გ/ლ-მდე შემცველობა).
სისხლის ცილის ორი ძირითადი ფრაქციიდან შარდში, ჩვეულებრივ, ალბუმინები გადადის. ამის გამო ხანგრძლივი პროტეინურიის შემთხვევაში აღინიშნება არა მხოლოდ ჰიპოპროტეინემია, არამედ სისხლის ცილოვანი კოეფიციენტის დაქვეითებაც.
შარდით, უპირველეს ყოვლისა, გამოიყოფა დაბალმოლეკულური ცილები. მაღალმოლეკულური ცილების ექსკრეცია (გამოყოფა) თირკმელებით მხოლოდ მათი წინასწარი დანაწვერება-დაშლის (დახლეჩის) შემდეგ ხდება. ეს უკანასკნელი თირკმლის ფილტრაციისა და რეაბსორბციის (შეწოვის) დროს ფერმენტული და სხვა პროცესების ზემოქმედებით წარმოებს. ამიტომაც, შარდში ყოველთვის ხდება ალბუმინების აღმოჩენა. მათი შემცველობა შარდის ცილის 70 და მეტ პროცენტს აღწევს. მაშინ როცა, გლობულინური ფრაქციის პროცენტული შემცველობა ბევრად დაბალია და მეტად ვარიაბელურიც. ამიტომაც, შარდში ცილის არსებობას, პროტეინურიის გარდა ალბუმინურიის ტერმინითაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება გლობულინურიას – ის ალბუმინურიის დროს შარდში გლობულინების ფრაქციის მაღალი შემცველობაა.
საყურადღებოა ისიც, რომ ჯანმრთელი ადამიანების შარდში 20-მდე ცილოვანი ფრაქციის აღმოჩენა ხდება.
მათ შორისაა პრეალბუმინები, ალბუმინი, პოსტალბუმინები, სიდეროფილინი, ცერულოპლაზმინი, ჰაპტაგლობინები, იმუნოგლობულინები A, G და სხვა.
განასხვავებენ ცრუ და ჭეშმარიტ (თირკმლისმიერ) ალბუმინურიას. ეს უკანასკნელი თავის მხრივ შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური, ფუნქციური და პათოლოგიური.
ჩვეულებრივი ცილის გარდა, შარდში გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოჩნდეს ძმარმჟავა-ცილოვანი სხეული და ე. წ. ბენს-ჯონსის ცილოვანი სხეული.
ცრუ ალბუმინურია
ცრუ ალბუმინურიის დროს შარდში ცილის გამოჩენა ყოველთვის არ არის თირკმელებით მისი ელიმინაციის (გამოყოფის) შედეგი. ცილა შარდს შესაძლოა შეერიოს:
- შარდგამომყოფი გზებიდან ანთებითი (კატარული) პროცესების დროს.
- თირკმლის ფიალებიდან ჩირქოვანი პროცესების გამო.
- შარდსაწვეთებიდან.
- შარდის ბუშტიდან.
ცილის არსებობა შარდში შესაძლოა შარდში მენსტრუალური სისხლის ან კიდევ საშოდან გამონადენის მოხვედრის შედეგი იყოს. ასეთ შემთხვევებში ცილის შემცველობა 1%-ს არ აღემატება.
ჭეშმარიტი ალბუმინურია
ფიზიოლოგიური
ფიზიოლოგიურ ალბუმინურიას მიეკუთვნება შარდში ცილის დროებითი გამოჩენის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ორგანიზმის დაავადებებს არ უკავშირდება. ასეთი ალბუმინურია შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანებთანაც აღინიშნოს არადენატურირებული ცილებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. მას სხვაგვარად ალიმენტურ ალბუმინურიასაც უწოდებენ.
ყველაზე ხშირად ფიზიოლოგიური ალბუმინურია ვითარდება ძლიერი კუნთოვანი დაძაბვის, ხანგრძლივი მოგზაურობებისა და განსაკუთრებით სპორტული შეჯიბრებების შემდეგ. აგრეთვე ცივი შხაპისა და აბაზანის მიღების შემდგომ პერიოდში. ზოგადად გაციების გამო შარდში ცილის გამოჩენას თირკმელების სისხლის მიმოქცევის რეფლექსურად აღმოცენებული დარღვევით ხსნიან.
მიიჩნევენ, რომ პროტეინურიის იგივე მექანიზმი ირთვება მზის ინტესიური ინსოლაციის პირობებში, როდესაც ინსოლაციაზე კანის ძლიერი რეაქცია ვითარდება.
ფიზიოლოგიურმა ალბუმინურიამ შესაძლოა თავი იჩინოს ტვინის შერყევის დროს, აგრეთვე ეპილეფსიური გულყრის შემდგომ პერიოდში. ფიზიოლოგიური ალბუმინურიის მიზეზი ხშირად ძლიერი ემოციაა. ე. წ. ემოციური ალბუმინურია აღენიშნებათ, მაგალითად, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ძლიერი ნერვული დაძაბულობის გამო გამოცდების პერიოდში.
ფუნქციური ალბუმინურია
ფუნქციური ალბუმინურია აერთიანებს შარდში ცილის გამოჩენის ისეთ შემთხვევებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული თირკმელების ორგანულ დაავადებებთან, არამედ განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ფუნქციური დარღვევებით. ფუნქციურ ალბუმინურიას, უპირველეს ყოვლისა, მიაკუთვნებენ ციკლურ ან კიდევ, როგორც მას უწოდებენ, ორთოსტატიკურ ალბუმინურიას. მისი მაგალითია ასევე შეგუბებითი და ალერგიული ალბუმინურია. ფუნქციური ალბუმინურია ვლინდება სხვადასხვა სახის ფსიქიკური და ნერვული დაავადებების დროსაც.
ორთოსტატიკური ანუ ყმაწვილთა (მოზარდთა) ალბუმინურია ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებთან და მოზარდებთან (7-დან 15 წლამდე). ასეთ დროს, ჩვეულებრივ, დიდი სიძნელეები იქმნება ხოლმე ალბუმინურიის ბუნების დადგენის თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის ალბუმინურია, როგორც წესი, დასუსტებულ, ფერმკრთალ, სწრაფად დაღლად, თავის ტკივილებით შეწუხებულ ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ. გულის დეკომპენსაციის დროს თირკმელებში განვითარებული შეგუბებითი პროცესები შესაძლოა ასევე გახდეს ფუნქციური ალბუმინურიის მიზეზი.
ალბუმინურია ზოგჯერ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესიის დროს ქვემო ღრუ ვენაზე ზეწოლის შედეგია.
ფუნქციურ ალბუმინურიას მიეკუთვნება აგრეთვე შარდში ცილის გამოჩენა:
- ალერგიული რეაქციების დროს,
- სისხლის დაავადებებისას (მაგალითად, ანემიის დროს),
- ლეიკემიების,
- ქლოროზების დროს,
- სისხლის გადასხმის შემდგომ პერიოდში,
- ზოგიერთი სახის ნერვული და ფსიქიკური დაავადების, კერძოდ ეპილეფსიის დროს, განაკუთრებით გულყრების შემდგომ პერიოდში,
- ლაქტაციის შეკავებისას,
- მომატებული ოფლიანობისას,
- უმარილო დიეტის დაცვის შემთხვევაში,
- აციდოზის დროს (აციდოზი ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისაკენ).
პათოლოგიური ალბუმინურია
პათოლოგიური ალბუმინურია განსაკუთრებულად საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ამ დროს შარდში ცილის გამოჩენა თირკმელების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული.
მწვავე გლომერულონეფრიტის დროს ალბუმინურია თითქმის ყოველთვის სახეზეა, უბრალოდ განსხვავებული ხარისხით ვლინდება.
ის ხშირად განპირობებულია მნიშვნელოვანი ჰემატურიით (შარდში სისხლის არსებობით), რომელიც თირკმლის ამ დაავადებისათვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია.
თუმცა ამ დროს შარდით გამოყოფილი ცილის რაოდენობაც ასევე მაღალია. პროცესის გაუმჯობესების, ისევე როგორც ზოგადად, გამოჯანმრთელების კვალად ცილის რაოდენობა შარდში თანდათანობით ქვეითდება და საბოლოოდ ქრება.
ქრონიკული ნეფრიტები ასევე ხასიათდება ალბუმინურიით. თუმცა შარდში ცილის შემცველობა ამ დროს დაბალი მაჩვენებლებით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, როდესაც პათოლოგიური პროცესი მეორადად შეჭმუხნილ თირკმელში გადადის, ალბუმინურია მეტად უმნიშვნელო ხდება, ზოგჯერ კი სრულიად ქრება. მიუხედავად ამისა, ავადმყოფის მდგომარეობა პათოლოგიური პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე მეტად საგანგაშო შეიძლება იყოს.
პირველადად შეჭმუხნილი თირკმელის შემთხვევაში შარდში ცილის შემცველობა შესაძლოა ასევე უმნიშვნელო იყოს, ზოგჯერ კი ალბუმინურია შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.
ნეფროზები ზოგადად ხასიათდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილის გამოყოფით. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება სიფილისური და ლიპოიდური ნეფროზის დროს, აგრეთვე ორსულთა ნეფროპათიების შემთხვევაში.
ნეფროზების დროს ალბუმინურია შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბუმინურიის ხარისხი ამ დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეფრიტების დროს, პროგნოზი ნეფროზების დროს გაცილებით კეთილსაიმედოა. ქრონიკული ნეფროზების დროს ალბუმინურია შესაძლოა რამდენადმე ნაკლებად იყოს გამოხატული, ან კიდევ დიდი დროით გაგრძელდეს. ინტესივობის თვალსაზრისით კი როგორც დაქვეითდეს (შემცირდეს), ასევე გაძლიერდეს (გაიზარდოს).
გამარჯობათ მაქვს შეშუპება მთლიანად და და მითხრეს გენეტიკური დავადება აამილოიდოზი მაქვს ორივე თირკმლის უკმარისობა და როგორ მოვიქცე ან სად მირჩევთ რო მივიდე
მოგესალმებით. მობრძანდით კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე. ჩვენი მისამართებია, თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) ტელ. 0322 23 40 23
Gamarjoba.15 welia memarteba tirkmlis anteba. Wnevebi. Shekaveba mewyeba shardis. Dilit sheshupebuli var. Sul vmkurnalob.da mainc sabolood ver gamovedi.albumini iyo cota magali boloa da shardmjava momatwbuli. Riti vimkurnalo ro meshvelos.antibiotikic vcade homeopatic.cimbiruli wellbesi.kordicefsi.davatesine baqteriofagshi da antibiotiki ise mivige stafilokokiao. Mokled ra vqna. Haeris ukmarisoba maqvs. Da sitxe migrovdeba tu shardmdeni ar mivige
მოგესალმებით, პირველ რიგში უნდა მობრძანდეთ ექიმთან, უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი, დიასტანციურად ვერ მოხერხდება თქვენი დახმარება, დამატებიოთ კვლევა დაგჭირდებათ,დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
გამარჯობათ მიკროალბუმინის დონე შარდის ანალიზის მიხედვით მაქვს 30 ეს ცუდია?
ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ
გამარჯობათ.
3წელია შარდში მაქვს ცილა0,3
და ერი5როციტები.
არაფერი არ მაწუხებს.
რა უნდა გავაკეთო?
მოგესალმებით, არასწორად გვწერთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
7 წლოს ბავშვ აღმოაჩნდა ცილა 500.ლეიკოციდები 300.რამდენად საგანგაშოა ეს მონაცემები და ძირითადად რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
ქალბატონო ნონა , შაბატის აქციაზე მობრზანდიტ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელი ა032 2234023