(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

თირკმლის დაწევა

22/06/2021
რუბრიკა დაავადებები
nefroptozi 2

nefroptozi 2

Share on Facebook Whatsapp

თირკმლის დაწევა, ნეფროპტოზი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დაწევა-ჩამოშვებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება სხეულის რომელიმე ორგანოს ან ნაწილის დაწევა.

თირკმლის დაწევა (ანუ ნეფროპტოზი) არის პათოლოგიური მდგომარეობა. ხასიათდება თირკმლის გადამეტებული მოძრაობითა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ნორმალური ანატომიური ურთიერთმდებარეობის დარღვევით.

მოძრავი თირკმელი, ანუ ნეფროპტოზი თავის მხრივ ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია და სხვა.

ნორმაში თირკმლის მოძრაობის (ფიზიოლოგიური გადაადგილების) დიაპაზონი 1-2 სმ-ს არ აღემატება. ნეფროპტოზის დროს თირკმლის შემაკავებელი (საფიქსაციო) სტრუქტურები სუსტდება, ორგანო დაწევა-დაშვებას განიცდის და შესაბამისად, სხვადასხვა გართულებათა განვითარების ალბათობაც მატულობს.

გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და ქალებს შორის შესაბამისად 0,1% და 1,5%-ს შეადგენს.

მაჩვენებლებს შორის ასეთი დიდი განსხვავება ქალის ორგანიზმის გარკვეული, ძირითადად, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული თავისებურებებით აიხსნება (შედარებით ფართო მენჯი, მუცლის კედლის დაბალი ტონუსი, მყესების დიდი ელასტიკურობა, ვისცერალური (შინაგანი) გაცხიმოვნებისკენ ნაკლები მიდრეკილება).

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

თირკმლის დაწევა – განვითარების ძირითადი მიზეზებია:

  • მკვეთრად გახდომა და თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის საგრძნობლად შემცირება;
  • წელის ან მუცლის არის ტრავმა, თირკმლის საფიქსაციო აპარატის სერიოზული დაზიანებით;
  • ორსულობა და მშობიარობა (ზოგიერთ შემთხვევაში).

ნეფროპტოზის დროს ირღვევა შარდის ნორმალური გამოყოფა, ამის შედეგად თირკმლის შიდა წნევა მატულობს და იცვლება ორგანოს სისხლის მიმოქცევა.

თირკმლის ორგანოს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობების წყალობით ნეფროპტოზი ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ვლინდება. იმავდროულად ამ პერიოდში შესაძლოა თირკმლის პარენქიმაში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს და ორგანოს ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია მოხდეს.

ნეფროპტოზის გართულების ერთ-ერთ საშიშ სახეს წარმოადგენს პიელონეფრიტი, რომელიც ადგილმდებარეობის ცვლილების გამო ორგანოდან შარდის გამოყოფის დარღვევის შედეგია.

ამასთან დაკავშირებით ადამიანს შესაძლოა აღმოაჩნდეს თავის ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა, მუცლის არის ტკივილი, პერიოდულად ცხელება და სხვა სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში პიელონეფრიტი შესაძლოა მწვავედ მიმდინარეობდეს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომით – თირკმლის კოლიკით; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნეფროპტოზის დროს თირკმლის არტერიათა გადახლართვის გამო, ხშირად თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ცუდად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.

ნეფროპტოზის მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული.

პირველ შემთხვევაში პაციენტს სთავაზობენ გარკვეული წესების დაცვას, სპეციალური ბანდაჟის ტარებასა და ორგანოს საფიქსაციო აპარატის გამაგრებისათვის განკუთვნილი სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსის რეგულარულად ჩატარებას.

კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას – თირკმლის ქირურგიული მეთოდით ფიქსაციას- ნეფროპექსიას.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ნეფროპტოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 9

  1. mzia says:
    2 წელი ago

    ml

    პასუხი
  2. მირანდა says:
    2 წელი ago

    გამარჯობათ ,მაქვს წელის არეში ტკივილები რომელიც მეხსნება როდესაც სითბოს ღებულ8ბს,რამდენად შეიძლება რომ მქონდეს თირკმლის დაწევა ასეთ შემთხვევაში.დიდი მადლობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით, ქალბატონო მირანდა, თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგვწერეთ და უროლოგს გაგასაუბრებთ.

      პასუხი
  3. ნათელა says:
    2 წელი ago

    ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყრუ ტკივილი წელის არეში გაიკეთა ექოსკოპია და ორივე თირკმელის დაწევა აღმოაჩნდა,ჩავაბარეთ სისხლის და შარდის ანალიზი და ყველაფერი ნორმაშია ცალ მხარეს აღმოაჩნდა ცოტა ანთებითი პროცესი და მოემატა ეს ორი კვირა წნევა 150 80 …რას გვირჩევთ არის სრულიად ჯანმრთელი…72 წლის

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      დაგვიკავშირდით, ექიმს გაგასაუბრებთ 0322 23 40 23

      პასუხი
  4. ვალერი says:
    10 თვის ago

    რამდენი სანტიმეტრით შეიძლება დაიწიოს თირკმელმა

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      10 თვის ago

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  5. ელენე says:
    1 კვირის ago

    გამარჯობა, მაწუხებს წელის ტკივილი , რამოდენიმე თვეა უკვე, ამ ბოლო დროს შედარებით უფრო მეტად , მაინტერესებს რა პროცედურები ან ანალიზები უნდა ჩავაბარო რომ გავიგო ეს თირკმელებსი ბრალია თუ სხვა პრობლემასთან მაქვს საქმე .

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      7 წთ ago

      გამარჯობა ელენე. წელის ტკივილს შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს, როგორც უროლოგიური ასევე ნევროლოგიური. ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ კონსულტაციაზე – 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator