fbpx

თირკმლის კისტა

კისტა

Kista tirkmeli

თირკმლის კისტა

თირკმლის კისტა-ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება ექოსკოპიური გამოკვლევისას.

ცისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სტატისტიკის მიხედვით თირკმლის პარენქიმის დამაზიანებელი წარმონაქმნებიდან კისტის წილად 65-70 % მოდის. პათოლოგია ქალებთან უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც ესტროგენების დამცველობით ეფექტსა და ანდროგენების სიმცირეს უკავშირდება. ამ მიზეზით, მენოპაუზის პერიოდში დაავადების გავრცელების სტატისტიკა ქალებთან, რამდენადმე უთანაბრდება მამაკაცებთან თირკმლის კისტის არსებულ მაჩვენებელს.

თირკმლის კისტა შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. მისი ფორმირება ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება.

კისტის განვითარება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კისტებს.

არსებობს ორივე თირკმლის კისტა და წარმონაქმნი ერთ ორგანოში – მარცხენა ან მაჯვენა თირკმლის კისტა. მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ კისტებს (ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს).

ცალკე გამოყოფენ მულტიკისტოზურ და ღრუბლისებრ თირკმელს. პირველ შემთხვევაში თირკმლის მთელი პარენქიმა წვრილი კისტებითაა დაზიანებული, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. შედეგად ძალიან მალე ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.ge/doctor/guram-qarazanashvili/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

ღრუბლისებრი თირკმლის შემთხვევაშიც მრავლობითი კისტებია წარმოდგენილი ორგანოში, ოღონდ ისინი შემკრებ მილაკებთანაა ძირითადად ლოკალიზებული. ეს პათოლოგია თანდაყოლილი მდგომარეობაა. ასეთი პაციენტები (ბავშვები) საჭიროებენ დროულ ჰემოდიალიზს თირკმლის უკმარისობის სწრაფად პროგრესირების გამო.

განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• მემკვიდრული ფაქტორი;
• ქრონიკული დაავადებები;
• გადატანილი ინფექციები;
• თირკმლის ტრავმა და გადაციება.

რა ახასიათებს თირკმლის კისტას

ხშირად კისტა დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას.

როდესაც მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, მაშინ ვლინდება:

• ტკივილი წელის არეში;
• დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მომატება –თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
• თირკმელებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

დაავადების ერთ-ერთი სადიაგნოზო სიმპტომია შარდში სისხლის პერიოდულად ან მუდმივად გამოჩენა. შეიძლება გამოხატული იყოს მაკროჰემატურია (ამ დროს შარდი ვიზუალურად წითელი ფერისაა) ან მიკროჰემატურია (შარდის ფერი შეუცვლელია, თუმცა მიკროსკოპული გამოკვლევისას ვლინდება ერითროციტების შემცველობა).

ერითროციტების დაკარგვა შარდთან ერთად ხშირად ანემიას აძლევს დასაბამს. ამის მიზეზი იმავდროულად თირკმელებში ერითროპოეტინის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონის) წარმოქნის დათრგუნვაცაა.

რითია საშიში თირკმლის კისტა

 გართულებებიდან აღსანიშნავია:
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• თიკრმელში შარდის შეკავება და ორგანოს გაფართოება (ჰიდრონეფროზი);
• პიელონეფრიტი, მათ შორის ჩირქოვანი;
• ცისტის დაჩირქება;
• სისხლჩაქცევა კისტაში;
• გახეთქვა და პერიტონიტი;
• ანემია;
• არტერიული ჰიპერტენზია.

თირკმლის კისტა – მკურნალობა

თუ თირკმლის კისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.

ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც თირკმლის კისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, არსებობს მისი გასკდომის საშიშროება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. http://gaou.ge/ka/prophesori-guram-qarazanashvili-gadatsema-eqimebshi-mis-mier-chatarebuli-operatsiis-saerthashoriso-aghiarebasa-da-mnishvnelobaze-saubrobs/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:
თეგები:
  • თირკმლის კისტა
  • კისტა
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • Nato :

    Gamarjoba, gtxovt mipasuxot patara myavs 27dgis da marcxena tirkmelze aqvs cisteb, dges gavuketet exo ukve meored, eseigi marcxena tirkmeli 55*27mm, normaluri mdebareobis. Menj-pialovani sistema aris dilatirebuli menji-18mm, pialebi 15*22mm. Tirkmelebis eqskursia shezguduli tirkmelzeda jirkvlis midamoebi normaluria. Gtxovt mitxrat tqveni azri dzalian vnerviulob ramdenad sashishia sasicocxlod?

    • mmthospital :

      ქალბატონო ნატო მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებით და დაგეხმარებით

  • ნანა :

    დგეს ეხისკოპიის შედეგად ჩემს შვუილს აღმოაჩნდა მარჯვენა თირკმელზე პარენქიმის და ცენტრალური ექოკომპლექსის არეშიშუა მესამედში 27.0-24.0-19.0მმ ზომის კისტა ბავშვი არის 9 წლის ხოლო მარცხენა თირკმელსში შუა პილებიკისტოზურად გაფართოებულია 8.0 მმ მდე აუცილებელია ტუ არა სასწრაპოდ მკურნალობის დაწყება რა მისამართზე მოგმართოდ

    • mmthospital :

      ქალბატონო ნანა, დროული ვიზიტი ნამდვილად აუცილებელია ბავშვთა უროლოგთან,თუ თქვენ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან გნებავთ ჩაწერა კონსულტაციაზე წინასწარ უნდა დაიჭიროთ თადარიგი, დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

  • თემური :

    გამარჯობათ, ორივე თირკმელში მაქვს ცისტები მაგრამ ერთი განსაკუთრებით დიდია – 90მმ*81 მმ-ზე. ექიმმა მირჩია ლაპაროსკოპიული მეთოდით მისი დაცლა. მაინტერესებს, ეს ოპერაცია თუ კეთდება თქვენს კლინიკაში, ვინ? რამდენად გამოცდილი ექიმი აკეთებს, რა ღირს და რა დროში შეიძლება მოესწროს???

    • mmthospital :

      მოგესალმებით ბატონო თემურ,დიახ კეთდება ეს ოპერაცია, რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, კონსერვატიული თუ ოპერაციული მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდია დანერგილი ემ ემ ტე ჰოსპიტალში, წამყვანი სპეციალისტი და დამფუძნებელი გახლავთ პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი,mmt.ge ზე იხილეთ ინფორმაცია კლინიკის შესახებ .დეტალური ინფორმაციის თვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი დაჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებთ

  • ნინო :

    გამარჯობათ ორივე თირკმელში მაქვს კისტები – დიაგნოზი თირკმლის უკმარისობა მე _4 ხარისხის მაინტერესებს თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში თუ შეიძლება ჩემი დაფინანსება და რომ ვიცოდე რა თანხაა საჭირო ამისათვის

    • mmthospital :

      ქალბატონო ნინო ,ჩვენთან თირკმლის გადანერგვა არ ხდება

  • lks :

    orsulobis dros kistis gazrdis didi sashishroebaa?

    • mmthospital :

      მოგესალმებით,ალბათობა იმისა, რომ ორსულობის პერიოდში კისტა თუ მზრდადია შესაძლებელია გაიზარდოს და გასკდეს კიდევაც, აუცილებელია გინეკოლოგმა შეაფასოს მდგომარეობა,თუ მედიკამენტურ მკურნალობას არ დაექვემდებარება, მაშინ აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ჩაეწერეთ 18მაისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლგინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • nino :

    chems shvils aqvs cistebi da kistebi, aris 27 wlis, gvaqvs gaketebuli yvelanairi analizi da vis mivmartot, urologi gvagzavnis nefrologtan an piriqit da veraferi vegar gaviget, ra gavaketot, gtxovt gvipasuxot, winaswar didi madloba

    • mmthospital :

      ქალბატონო ნინო, 4მაისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევბზე.წინასწარ ჩაწერა აუციებელია 032 2234023

  • თამუნა :

    გამარჯობა.მაქვს კისტა მარცხენა თირკმელში,ზომა 5,8.მაქვს ხოლმე ტკივილი დროდადრო.ამ ზომის კისტას ოპერაცია სჭირდება თუ დრენირება.ეხლა ორსულად ვარ.შეიძლება ორსულობისას დრენირება?

    • mmthospital :

      ქალბატონო თამუნა, კისტა არ იწვევს ტკივილს, 4მაისს ცაეწერეტ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის დაგინეკოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე ფასდაკლებას კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • salo :

    dilit roca vigvizeb an weli mtkiva ,an xerxemali ,romel daavadebas mianishnebs es simptomebi

    • mmthospital :

      ქალბატონო სალო, უნდა გამოიკვლიოთ გინეკოლოგიურად და გაკეთდეს თირკმლებიშ ექოსკოპია,შეგიძლიათ შაბათს ჩაეწეროთ აქციაზე , მიიღებთ უფასო გინეკოლოგის და უროლოგის კონსულტაციას, ასევე 20%იან ფასდაკლებას კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 2234023

  • ანონიმური :

    Gmadlobt sruli informaciistvis

  • luara :

    gtxovt mipasuxot am kotxvaze, tirkmelshi rodesac kistaa, am shemtxvevashi mkurnalobas tu eqvemdebareba, tu avcilebelia operacia,

  • მარინა :

    გამარჯობათ ერთი წლის მქონდა ძლიერი ტკივილები მარცხენა მხარეს.გადამიყვანეს სავადმყოფოში სასწაფოთი და დიაგნოზი დამისვეს მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი N10 და საშიში თუ არის ეს მკურნალობა შევწყვიტე

  • მარინა :

    გამარჯობათ შეკითხვა მაქვს ერთი წლის წინ მქონდა ძლიერი ტკივილები მარცხენა მხარეს ასევე სიცხეც მომცა და შარდში სისხლის გამონადენი მცირედ.და დიაგნოზი დამისვეს მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი N10.da sashishi aris tuara es?მკურნალობა შევწყვიტე

  • ხათო 39 :

    გამარჯობათ ორი კვირაა წელის ტკივილი მაქვს და დაბლა მუცელში გადმომცემს, თირკმელების ბრალია? არასოდეს მტკიებია.

    • mmthospital :

      ქალბატონო ხათუნა წელის ტკივილს შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს,პირველ რიგში უნდა ინახოს ექოსკოპიურად. ემ ემ ტე ჰოსპიტალში შაბათს 16 თებერვალს არის აქცია გინეკოლოგის და უროლოგის უფასო კონსულტაცია,ასევე 20% იანი ფასდაკლება კვლევებზე . ჩასაწერად დაგვიკავშირდიტ 2 23 40 23

  • გოგა :

    გამარჯობათ იუნისონია დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან მაინტერესებს

    • mmthospital :

      მოგესალმებით ბატონო გოგა, ამჟამად არ ვართ უნისონის პროვაიდერები, შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან,შემდეგ სადაზღვეო აგინაზღაურებთ. პირველ ეტაპზე შეგვიძლია მოგიწყოთ შესაბამისი პროფილის ექიმთან უფასო კონსულტაცია და კონსულტაციის შემდეგ უფრო დანამდვილებით გვეცოდინება თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგიკავშირდით 2 23 40 23.

  • ანონიმური :

    მაქვს მარტივი კისტა მარცხენა თირკმელზე 8 სმ-იანი. ოპერაცია მჭირდება თუ დრენირება?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზისთვის მობრძანდით კლინიკაში, თან იქონიეთ გამოკვლევები. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • levani benidze :

    makvs kreatinini 230 aseve makvs kistebi orive tirkmelshi marjvenashi 15 da 27 mm – ani marcxenashi 64-42-23-18 mm-ani ras mirchevt stenozi 30 procenti

    • mmthospital :

      შაბათობით გვაქვს უფასო კონსულტაცია უროლოგთან, მობრძანდით, წამოიღეთ ყველა გამოკვლევის პასუხები, გავეცნობით თქვენს ისტორიას და დავგეგმავთ მკურნალობას.

  • ნონა :

    მე მაქვს რამოდენიმე წელია ორივე თირკმელში კისტა მაგრამ მემკვიდრეობით.ასევე ვატარებდი წნევას. 4 წელია ვსვამ წნევის წამალს ენაპრილს, ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა კისტა თირკმელში, მაგრამ წნევა აქვს ზალიან მაღალი.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნონა, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, უნდა განისაზღვროს მრავლობითია კისტა თუ ერთეული, რა ზომისაა, საჭიროა ზუსტი დიაგნოსტირება და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • მერი :

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო მერი, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მენეჯერი დაგიკავშირდებათ ჩაწერასთან დაკავშირებით ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

  • ანონიმური :

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    • mmthospital :

      მოგესალმებით, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტზე ჩასაწერად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

  • მედეა :

    მჭირდება ექიმთან ვიზიტი.ვიცი რომ მაქვს კისტა,მაგრამ არ ვიცი მისი წარმოშობა,სიდიდე.მოქმედებს თუ არა დაზღვევა.საყოველთაო.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო მედეა, სტაციონარულ მომსახურებაზე მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვა ნაწილობრივი დაფინანსებით. გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • qetino :

    bebas aqvs msrcxena tirkmelxe kista iyo eqimtan radgan awuxebda imkurnala magram asuxebs welis tkivili da grznobs simzimes ramdemad sashiia

  • nazi :

    orivr mxares maw didi zomis xshirad ar mawuxrbs magram wnevebi maqvs da tabrus xveva uqaeroba tavis tkivili mainterisebs es tua shuashi ?

    • mmthospital :

      მოგესალმებით ნაზი, თუ დიდი ზომის არის ორივე კისტა, მაშინ ეს შეიძლება იყოს წნევის გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და უროლოგთან კონსულტაცია. უროლოგთან ვიზიტის დასჯავშნად, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

  • Elene patashuri..... :

    Makvs marjvena tirkmelshi samwuxarod 8mm shards sheperiloba akvs,rkina deficituri anemiac makvs es agmomachnda ama wlis 12ivnis mas shemdeg kontroli ar gamiketebia

    • mmthospital :

      ელენე მოგესალმებით, თირკმელში 8მმ კისტა არ არის რკინადეფიციტურ ანემიასთან კავშირში. თქვენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ უროლოგს. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge, ჩვენი მენჯერი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ ვიზიტის დაგეგმვაში.

  • zako mdivani :

    var 60 wlis axla agmomachnd ashemtxvevit patara kist 3 tviani dakvirvebit zoma ar imatebs aranairi problema ar makvs magram sawiroa tu viko kuradgebit sashishroeb aromar hsemekmnas ..

    • mmthospital :

      თუ ერთი კისტაა მცირე ზომის და ზომაში არ მატულობს, საშიში არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდულობით საჭიროა დინამიკაში დაკვირვება.