(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

პროსტატის კიბო - ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

08/01/2023
რუბრიკა მკურნალობის მეთოდები, პროსტატის დაავადებები, პროსტატის კიბო - დაავადებები, პროსტატის კიბოს სკრინინგი, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
Share on Facebook Whatsapp

პროსტატის კიბო კანის კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადებაა. პროსტატის კიბო მამაკაცებში ონკოლოგიური სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია. 7 მამაკაციდან 1-ს სიცოცხლის მანძილზე რაღაც მომენტში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაესმება ამჟამად პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ერთადერთი გზაა – პროსტატის მეტასტაზური კიბოს და პროსტატის კიბოსგან სიკვდილის პრევენციისთვის.

მხოლოდ პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენი (პსა/PSA) -ზე დაფუძნებული პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენა და სკრინინგი აღარ არის რეკომედნდირებული. მომატებული პსა(PSA)-ს მქონე მამაკაცებში რეკომენდირებულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ/MRI) გზა. მრტ (MRI) გზა მოიცავს პროსტატის რუტინულ მრტ-ს, თუკი პსა არის მომატებული. ხოლო, თუ მრტ საეჭვოა პროსტატის კიბოზე – მაშინ საჭირო ხდება მრტ-ს „ფიუჟენი“/შერწყმა ტრადიციულ ექოსკოპიასთან. თუმცა, ბოლოდროინდელი Cochrane Systematic Reviews მონაცემთა ბაზის მიხედვით https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31022301/ MRI-ის გზამ და სისტემურმა ბიოფსიამ ვერ აღმოაჩინა პროსტატის აგრესიული კიბოს საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით შემთხვევები; მრტ-ს გზის ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა რადიოლოგის დიდი გამოცდილება და უნარები; კეთდება დასკვნა, რომ: “აუცილებელია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკური გზების შემდგომი გაუმჯობესება”. გარდა ამისა, მრტ-ს გზის სისუსტეებია: პროსტატის ბიოფსიის დროს „ცოცხალი“ (LIVE) დამიზნების შეუძლებლობა; მრტ-ს კვლევის მაღალი ღირებულება; ალერგიული რეაქციები ან თირკმელების პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებას; კლაუსტროფობია ან ზურგის ტკივილი მრტ-ს ხანგრძლივი კვლევის დროს; სახსრების ან სხვა იმპლანტები სხეულში; პროსტატის კიბოს გამოვლენის პროცესის გახანგრძლივება და დაგვიანება. დასკვნაა, რომ მრტ ართულებს პროსტატის კიბოს გამოვლენის გზას და ზღუდავს მის ხელმისაწვდომობას მამაკაცებისთვის https://www.auajournals.org/doi/10.1097/JU.0000000000001639

მსოფლიოში პირველი 29MHz მიკრო-ექოსკოპიური აპარატი (Exact Imaging’s) ცოტა ხნის წინ გამოუშვა კანადამ. ეს ახალი მეთოდი იძლევა შემდეგ უპირატესობებს: 300%-ით გაუმჯობესებული გამოსახულება ტრადიციულ ტრანსრექტალური ექოსკოპიასთან შედარებით;  მრტ-ს მსგავსი ან კიდევ უფრო უკეთესი დიაგნოსტიკური ეფექტურობა; ცოცხალი/LIVE დამიზნების შესაძლებლობა პროსტატის ბიოფსიისას, რაც შეუძლებელია მრტ-სთან შერწყმული („ფიუჟენ“) ბიოფსიის შემთხვევაში; პროსტატის ბიოფსიის ტრანს-პერინეალური მიდგომით განხორციელების შესაძლებლობა, რაც სეფსისის ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული; მრტ-სთან შერწყმის („ფიუჟენი“-ის) შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში; პროსტატის კიბოს ზუსტი გამოვლენა შედარებით იაფად, სწრაფად და უროლოგის უშუალო მეთვალყურეობით.

სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა იწვევს პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას. ადრეული კიბოს შემთხვევაში, მკურნალობის სტანდარტული მეთოდები არის ძალიან მძიმე, ტრავმული, საშიში და ამასთან აუარესებს სიცოცხლის ხარისხს. რადიაციული თერაპიის მეთოდები, თუნდაც ყველაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენებით, არ არის თავისუფალი ისეთი გართულებებისგან, როგორიცაა რადიაციული ცისტიტი, პროქტიტი, ერექციული დისფუნქცია და შარდის შეუკავებლობა. რადიკალური პროსტატექტომია თუნდაც რობოტული, ან ლაპაროსკოპიული, ან ღია წესით არ არის თავისუფალი შარდის შეუკავებლობისა და ერექციული დისფუნქციის რისკებისგან.

ფოკალური თერაპია ანადგურებს პროსტატის კიბოს და ინარჩუნებს პროსტატის ჯანსაღ ქსოვილებს. ამჟამად ფოკალური თერაპიის რამდენიმე სახეობაა ხელმისაწვდომი. „ფოკალ ერთი“ (Focal One) რობოტული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ/HIFU) არის მსოფლიოში ერთადერთი აბსოლუტურად არაინვაზიური და ამასთან რობოტიზებული პროსტატის კიბოს განადგურების საშუალება. ის უზრუნველყოფს კიბოს განკურნების ძალიან კარგ მაჩვენებლებს, რომლებიც ძალიან კარგად ედრება სტანდარტულ მკურნალობას (რადიკალური პროსტატექტომია და სხივური თერაპია). ამავდროულად, ეს მეთოდი თითქმის თავისუფალია იმ გართულებებისგან, რომლებიც აუარესებენ ცხოვრების ხარისხს. ფოკალური თერაპია უკვე შევიდა გერმანიის S3 ონკოლოგიურ გაიდლაინებში 2021 წელს https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/35144260/

დასკვნა: პროსტატის კიბოს ზუსტი ადრეული გამოვლენა მიკრო-ექოსკოპიის გზით და ადრეული სტადიის კიბოს რობოტული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი) – წარმოადგენს პროსტატის კიბოს მართვის ულტრათანამედროვე სტრატეგიას. ეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ფართოდ არის დანერგილი პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ MMT ჰოსპიტალსა და მის ფილიალებში  www.mmt.ge, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. ამჟამად, 2023 წლის დასაწყისში, MMT ჰოსპიტალი არის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც გთავაზობთ პროსტატის კიბოს ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს სტრატეგიას, ოპერაციისა და სხივური თერაპიის გამოყენების გარეშე, ტრანსპერინეული მიკრო-ექოსკოპიით დამიზნებული „ცოცხალი“ (LIVE) პროსტატის ბიოფსიისა და რობოტიზებული ულტრაბგერითი თერაპიის (რუთ-ი) გამოყენებით.

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator