MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები დაავადებები

ვარიკოცელე – სიმპტომები

22/06/2021
რუბრიკა დაავადებები
varicocele 3

varicocele 3

Share on FacebookShare on Twitter

ვარიკოცელე –  სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ეს მამაკაცებს შორის მეტად გავრცელებული დაავადება გახლავთ,  არაერთ უვარიკოცელე სიამოვნო შედეგს იწვევს. ვმას ორი მიეზი აქვს:

1. სისხლძარღვების კედლის თანდაყოლილი სისუსტე. ყველაზე ხშირი ფაქტორი ვარიკოცელეს გამოწვევისა გენეტიკა გახლავთ.

თითქმის ყოველთვის პაციენტის რომელიმე ახლო ნათესავს აღენიშნება ქვედა კიდურების ვენების გაგანიერება, ბრტყელტერფიანობა, გულის სარქვლების მანკი, ფიმოზი ან სხვა შემაერთებელქსოვილო-ვანი პათოლოგია.

ხშირია ამ დაავადებების თანაარსებობაც.

2. მცირე მენჯის ღრუში ან სათესლე პარკში სისხლის წნევის მომატება. ეს ხელშემწყობი ფაქტორი უფროა, ვიდრე უშუალო მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ ანატომიური ცვლილებები, რომლებიც

ვენებში წნევას ზრდის, იმდენად აშკარაა, რომ ხელშემწყობი ფაქტორი დაავადების განვითარების მიზეზად იქცევა.

სათესლე ჯირკვლის ვენები შეიძლება მოიღუნოს, მოიჭყლიტოს სხვა სისხლძარღვით ან ქსოვილის ნაკეცებს შორის და ა. შ. ყოველივე ეს ვენის სანათურის შევიწროებას და მასში წნევის მომატებას იწვევს.ვენებში წნევის მომატებას ხელს უწყობს ასევე ქრონიკული შეკრულობა ან აშლილობა, სიმძიმის აწევა, მუცლის პრესის კუნთების დაჭიმულობა და ა.შ. თითოეული ეს ფაქტორი შეიძლება ვარიკოცელეს დაედოს საფუძვლად.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ვარიკოცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

რა არის ვარიკოცელე

სათესლე პარკის ვენების გავლით სისხლი საკვერცხეებიდან და მათი გარემომცველი ქსოვილებიდან გულისკენ მიედინება.

ამ დროს ის ქვემოდან ზემოთ, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს. სისხლის უკუდინებას ხელს უშლის ვენის კედლების სარქვლოვანი აპარატი.

ვენების გაფართოებისას ეს სარქვლები აღარ მუშაობს, რის გამოც სისხლი ვენაში ქანქარასებურ მოძრაობას ახორციელებს.

შედეგად მისი დინება მკვეთრად ნელდება და საკვერცხეები ზიანდება – ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქსოვილები ჟანგბადით ღარიბდება, მეორე – სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა ნორმაში სხეულისაზე დაბალია.

ვარიკოცელეს დროს კი ისინი გაფართოებული ვენური ქსელის გარემოცვაში იმყოფება, რის გამოც მათი ტემპერატურა სხეულისას უტოლდება და მათი ფუნქციაც ითრგუნება.

განასხვავებენ ვარიკოცელეს განვითარების ოთხ საფეხურს.

პირველი საფეხური – სათესლე ჯირკვლების ვენები ხელით არ ისინჯება, ვარიკოზული გაგანიერება დგინდება მხოლოდ ინსტრუმენტული კვლევის (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, დოპლეროგრაფიის) მეშვეობით.
მეორე საფეხური – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას.
მესამე საფეხური – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას და წოლისას.
მეოთხე საფეხური – გაფართოებული ვენები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

ყველაზე ხშირად ვარიკოცელე ვითარდება ბავშვობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მალევე აღწევს განსაზღვრულ საფეხურს და პროგრესირებას წყვეტს.

იშვიათად შეიძლება ერთი საფეხურიდან მეორეში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია.

მეტად იშვიათია ორმხრივი ან მარჯვენამხრივი ფორმები.

როგორ ვლინდება ვარიკოცელე

საყურადღებოა, რომ ვარიკოცელეს დროს ზიანდება სათესლე ჯირკვლები, რაც ვლინდება ტკივილით, უსიამოვნო შეგრძნებით, უნაყოფობით.

ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება ხშირად დაქაჩვას, ზეწოლას წააგავს.

ავადმყოფი უჩივის სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას.

ეს შეგრძნება მუდმივი არ არის, მეტწილად ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების შემდეგ ან უმოძრაობისას აღინიშნება.

მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს ტკივილი ყოველთვის მარცხენა მხარეს არ არის ლოკალიზებული.

პაციენტს უჭირს მტკივნეული მხარის განსაზღვრა. არცთუ იშვიათად ტკივილს მარჯვნივ აფიქსირებენ.

უნაყოფობა ვარიკოცელეს დროს

უნაყოფო მამაკაცების 40%-ს ვარიკოცელეს დიაგნოზს უსვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ზოგჯერ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმაშიარარის, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევა.

ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის და შედეგად თერმორეგულაციის დარღვევა მათი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს.

სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, მათი მოძრაობა და მორფოლოგია უარესდება.

გარდა ამისა, მოსალოდნელია აუტოიმუნური ანთება – იმუნური ფაქტორი სათესლე ჯირკვლებამდე აღწევს (ვინაიდან ვარიკოზულად გაფართოებული ვენის კედელი კარგავს ბარიერულ ფუნქციას) და მას უცხო ქსოვილად აღიქვამს.

ყველაზე უარესი ის არის, რომ გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ სათესლეზეც მოქმედებენ და მის ანთებასაც იწვევენ.

ვერიკოცელეს უსიმპტომო ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ზოგიერთი ამ დაავადებას მთელი ცხოვრება ატარებს, ჰყავს შვილები და არც კი იცის, რომ ავად არის.

დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, სამედიცინო შემოწმებისას. ვარიკოცელე იშვიათად განიცდის პროგრესირებას, თუმცა ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკში თავს იჩენს საკვერცხეების ტკივილი, რომელიც სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ვარიკოცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23    http://mmt.gearchives/category/staff

დიაგნოსტიკა

დიაგნოზს უროლოგი სვამს. თუ ვენები შესამჩნევად გაფართოებულია, დიაგნოსტირებისთვის ინსტრუმენტული გამოკვლევა საჭირო არ არის.

სხვა შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ სათესლე პარკის ულტრაბგერით კვლევას და დოპლეროგრაფიას მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში. სხვა შემთხვევაში გამოკვლევა აზრს მოკლებულია. ამასთანავე, აუცილებელია სპერმოგრამის ჩატარება.

 მკურნალობა

ვარიკოცელეს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. თუ სადმე გაიგონებთ, რომ ვარიკოცელეს ოპერაციის გარეშე მკურნალობენ.

ნუ დაიჯერებთ, – უოპერაციოდ ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია.

ოპერაცია აუცილებელია, როდესაც დაავადება ტკივილს ან უნაყოფობას იწვევს.

თუ საქმე უსიმპტომო ფორმას ეხება და მამაკაცს არ სურს შვილების ყოლა, ქირურგიულ ჩარევაზე შეიძლება უარი ითქვას.

არსებობს ოპერაციის ორი ტიპი

პირველი ტიპის ოპერაციის არსი ვარიკოზულად გაგანიერებული ვენის გადაკეტვაში, ამოჭრაში ან ამოღებაში მდგომარეობს.

ამ ტიპის ოპერაციის ღირსება ის არის, რომ ადვილად, მინიმალური ტრავმის ხარჯზე ტარდება, მინიმალურია სტაციონარში ყოფნის დრო და ფინანსური დანახარჯიც.

ნაკლია რეციდივის დიდი ალბათობა და არაფიზიოლოგიურობა. რეციდივი ვენების მდებარეობის ინდივი-დუალურობას უკავშირდება.

თუ გაფართოებული ვენიდან გამომავალი ტოტი ოპერაციის დროს ვერ შეამჩნიეს და არ გადაკვანძეს, ჩარევა უშედეგო აღმოჩნდება. სწორედ ამას უწოდებენ რეციდივს, თუმცა ეს, ფაქტობრივად, უეფექტო მკურნალობაა.

ამ სახის ოპერაციის დროს რეციდივის ალბათობა 10-40%-ს შეადგენს. არაფიზიოლოგიურობა იმას გულისხმობს, რომ ოპერაციისას გაფართოებულ ვენაში სისხლის მიმოქცევის გზა იხშობა და მის ნაცვლად ახალი ვითარდება.

ამას ერთი კვირა სჭირდება. ამ პერიოდში ტკივილი, თუ ის მანამდეც აწუხებდა ავადმყოფს, ძლიერდება. შესაძლოა, დაირღვეს იმუნური ბარიერიც და განვითარდეს უნაყოფობა. მეორე ტიპის ოპერაციის დროს სათესლე ჯირკვლის გაფართოებულ ვენას მთლიანად ამოკვეთენ და შემდეგ მის პლასტიკას ახორციელებენ.

ამ სახის ოპერაციას სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიული რევასკულარიზაცია ეწოდება. მისი უპირატესობა ის არის, რომ ოპერაციის შემდეგ სათესლე ჯირკვლებში მყისვე აღდგება ნორმალური სისხლის მიმოქცევა. დაავადების რეციდივი გამორი-ცხულია.

ოპერაციას ტკივილი არ მოჰყვება. ოპერაციის ნაკლია ტექნიკური სირთულე, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, სიძვირე.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ვარიკოცელეს დროს ოპერაციის ტიპის შერჩევაში დაგეხმარებათ.

თუ ვარიკოცელეს თან სდევს ტკივილი სათესლე პარკის არეში, უმჯობესია მიკროქირურგიული ოპერაცია ჩატარდეს.

სხვა ტიპის ქირურგიული ოპერაციის დროს ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ტკივილმა საგრძნობლად იმატოს. ვარიკოცელეს ახლავს მცირედი ტკივილი ან დისკომფორტი სათესლე პარკში, ამ შემთხვევაშიც მიკროქირურგიული ოპერაცია უფრო მისაღებია. შესაძლებელია სხვა მეთოდის გამოყენებაც, ოღონდ ოპერაციის შემდეგ პირველი კვირის მანძილზე მზად უნდა იყოთ უსიამოვნო შეგრძნებებისთვის.

  • თუ ვარიკოცელეს თან სდევს სპერმოგრამის ცვლილება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიული რევასკულარიზაცია. სხვა მეთოდებმა შესაძლოა უშვილობა გააღრმაოს.
  • უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირება შემთხვევით მოხდა, მამაკაცი ახალგაზრდაა და სურს შვილების ყოლა, აუცილებელია ოპერაცია. მეთოდი პაციენტის შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. რაღა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭება სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიულ რევასკულარიზაციას ან ენდოსკოპიურ ოპერაციას.
  •  ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მამაკაცი შუა ხნისაა და არ აპირებს შვილების ყოლას, ოპერაცია აუცილებელი არ არის, ვინაიდან დაავადება სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
  •  ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რეციდივი განვითარდა, საჭიროა განმეორებითი ჩარევა. ოპტიმალური ვარიანტია ენდოსკოპიური ოპერაცია. დასაშვებია მიკროქირურგიული რევასკულარიზაციაც.
  • ვარიკოცელე ორმხრივია, ერთეტაპობრივი ენდოსკოპიური ოპერაცია ამ პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. სხვა შემთხვევაში საჭიროა ცალ-ცალკე ჩარევა მარცხენა და მარჯვენა სათესლე ჯირკვალზე, მაგრამ უნაყოფობის ან სათესლე პარკის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი საკვერცხის მიკროქირურგიულ რევასკულარიზაციაზე შეჩერდეს.

ვარიკოცელე – პროფილაქტიკა

რადგან ვარიკოცელე უმთავრესად ანატომიური და გენეტიკური განწყობის საფუძველზე ვითარდება, რაიმე განსაკუთრებულ პროფილაქტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია.

სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასრულების შემდეგ (19-20 წლის ასაკში) სასურველია უროლოგთან გამოკვლევა, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზევე იქნეს გამოვლენილი.

თუ ვარიკოცელეს დიაგნოზი დაისვა, თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება, რომ დაავადებამ პროგრესი არ განიცადოს.

ვარიკოცელეთი გამოწვეული ტკივილის დროს შეიძლება დაგეხმაროთ ცივის დაფენა სათესლე პარკზე და სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები.

ვარიკოცელეს დროს ოპერაციის მთავარი საფუძველი უნაყოფობაა, ამიტომ საინტერესოა, რა ხდება ოპერაციის შემდეგ, როგორ მიმდინარეობს სპერმატოგენეზი, რომელიც ოპერაციამდე დათრგუნული იყო.

მრავალწლიანი შრომის ანალიზით მედიკოსებმა ასეთი შედეგი მიიღეს: პაციენტთა 70%-ს გაუუმჯობესდა სპერმის ხარისხი, 53%-ს აღუდგა განაყოფიერების უნარი, ხოლო იმ მამაკაცებიდან, რომელთაც უარი თქვეს ოპერაციაზე, მხოლოდ 15% გახდა მამა. დასკვნა: ვარიკოცელე კარგად ემორჩილება მკურნალობას.

დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ამ დაავადების დროს კეთდება, ეფექტური და უსაფრთხოა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ვარიკოცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.http://mmt.gearchives/category/staff 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული

შემდეგი სტატია

ფიმოზი – მკურნალობა (ცირკუმციზია)

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
em-em-te

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

Выход камней | фото
დაავადებები

კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

Urinary tract infection | Photo
დაავადებები

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

გამოხმაურება 27

  1. ანონიმური says:
    3 თვის წინ

    მოგესალმებით ეხლახანს აღმომიჩნდა ვარიკოცელე და მაინტერესებს აღგზნებადობის დაქვეითება შეუძლია ამ დაავადებას თუ არა?

    პასუხი
    • MMT Hospital says:
      3 თვის წინ

      მოგესალმებით, დიახ შესაძლებელია და დროული მკურნალობა არის საჭირო
      დეტალების დასაზუსტებლად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023

      პასუხი
  2. გიორგი says:
    11 თვის წინ

    გამარჯობა, ვარიკოცელეს ოპერაციიდან, რამდენ ხანში შეიძლება სქესობრივი კავშირი?

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      11 თვის წინ

      მოგესალმებით, რეკომენდირებულია დაახლოებით 1 თვე თავი შეიკავით სქესობრივი კავშირისგან

      პასუხი
  3. ლევან says:
    11 თვის წინ

    ვარიკოცელე მაქვს 15 წელია მოშვებული საცვალი როცა მაცვია სიარული მიჭირს და კიდე ვარიკოცელემ ფეხების ტკივილი იცის? მუხლზე მუხლს ქვემოთ კუნთზე მაქვს დაჭიმულობის შეგრძნება ტკივილი ფეხზე დგომის დროს

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      11 თვის წინ

      მოგესალმებით, დიახ შესაძლოა აღნიშნული დიაგნოზით იყოს გამოწვეული. ინოფმრაციის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
      • ზაზა says:
        11 თვის წინ

        რა ჯდება ოპერაცია ვარიკოცელეზე

        პასუხი
        • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
          11 თვის წინ

          მოგესალმებით,დეტაკების დასაზუსტებლად დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023

          პასუხი
  4. ანონიმური says:
    1 წელი წინ

    მარცენა საკვერცცხეეზწ მაქვს ტკვილი და შეისიებული რა შეიძლება მივიღო

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  5. ბექა says:
    1 წელი წინ

    მოგესალმებით მარცხენა საკვერცხეზე მაქვს ტკივილი და დასიებული . როდესაც ვარ დატვირთული მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ტკივილს ისე არა.რა შეიძლება მივიღო

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
      • ანონიმური says:
        5 თვის წინ

        Ერთი შეკითხვა მაქ 17 წლის ბავშვს აქ დასიერული და ეხომ აჩვენა რომ ვენების გადახლართვა სათესლე ჯირვალზე და ოპერაციის გარეშე შველის რამე ექიმმა არშველის და უნდა ამოვიღოთ სათესლე ჯირკვალი რას მირჩევთ

        პასუხი
        • MMT Hospital says:
          5 თვის წინ

          მოგესალმებით, აუცილებლად დროული რეაგირება. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებათ ჩვენი კლინიკის წარმომადგენელი

          პასუხი
  6. გოგა says:
    2 წელი წინ

    სისხლძარღვების შემავიწროვებელი
    კონკრეტულად რომელი პრეპარატების მიღებაა რეკომენდირებული ვარიკოცელეს დროს?

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  7. ანონიმური says:
    3 წელი წინ

    gamarjoba var 15 wlis damidginda ვარიკოცელე da operacia maq gasaketebeli da operaciamde spermis analizi unda cshavabaro?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      გამარჯობა, ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  8. beqa says:
    4 წელი წინ

    და კიდევ ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რა დროის შემდეგ შეიძლება სქესობრივი კავშირი

    პასუხი
  9. beqa says:
    4 წელი წინ

    გამარჯობათ ვარიკოცელეს ოპერაცია მაქ გაკეთებული მარცხენა მხარეს 20 დგეა და ეხლა დამეწყო ტკივილი სათესლე ჯირყვალზე ხელს რომ ვიკიდებ და ეს ნორმალურია პირველი ხარისხის

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      4 წელი წინ

      მოგესალმებით. აუცილებელი მიმართოთ მკურნალ ექიმს ან დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    გამარჯობა .უროლოგთან ვიყავი ცალ საკვერცხეზე ვენა მაქვს გაფართოებული ოპერაცია მითხრეს და როგორ მოვიქცე ეგ უშვილობას იწვ3ვს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით, ვენის გაგანიერება უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 და დაგეხმარებით

      პასუხი
  11. ჯონი says:
    5 წელი წინ

    გამარჯობა ორივე სათესლეზე მაწუხებს დისკომფორტი მონაცვლეობით ექოსკოპიაზე ერთ მხარეს დამიფიქსირდა კისტა და მეორეზე არაფერი მეორეზე ვარიკოცელეაქვს გაკეთებული და კარგად არიო ექიმმა ყველაფერი მაგ მხარეს და მაშინ რა შეიოება იყოს ტკივილის მიზეზი

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით,აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, თუ რამე კვლევა გაქვთ შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ,ან დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი
    • გოჩა says:
      2 თვის წინ

      ბათუმში არის თქვენ კლინიკა

      პასუხი
      • MMT Hospital says:
        2 თვის წინ

        მოგესალმებით, ბათუმში გვაქვს ფილიალი რუსთაველის 35 ნომერი
        დეტალური ინფორმაციის მისაღება მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ან დგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0322234023.

        პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC