(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული

05/05/2023
რუბრიკა em-em-te
საშვილოსნოს წყლული | ფოტო
Share on Facebook Whatsapp

რა არის საშვილოსნოს ყელის წყლული

საშვილოსნოს ყელის ეროზია ანუ წყლული ფაქტობრივად მისი ლორწოვანი გარსის დეფექტია ქსოვილოვანი ნეკროზის (ადგილობრივი სიკვდილის) გამო. მშობიარობის შემდგომი წყლული შეიძლება იყოს როგორც ტრავმული, ასევე ინფექციური წარმოშობის. მისი განვითარების მიზეზი უხშირესად ორივე ფაქტორის კომბინაციაა. მშობიარობის დროს განვითარებული ჭრილობის დაინფიცირება ზოგჯერ დასაბამს აძლევს წყლულის განვითარებას.

ჭეშმარიტი წყლული (ანუ ეპითელური ქსოვილის დეფექტი) ფაქტიურად წითელი ფერის ჭრილობაა ლორწოვან გარსზე. მას მოლურჯო ელფერი და ხავერდოვანი ზედაპირი აქვს. ხშირად სისხლმდენია. პერიფერიული ქსოვილი ჰიპერემიული (სისხლსავსე და შეწითლებული) და შეშუპებულია, (მშობიარობის შემდგომი წყლული შესაძლოა შორისის ან საშოს არეშიც გაჩნდეს).

ანთებითი პროცესი ამ დროს ნეკროზული ნადების განვითარებით გამოირჩევა. თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს არეში, ზოგჯერ ირადიაციით კუდუსუნის მიდამოში, ასევე ტემპერატურული რეაქცია.

არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მშობიარობის შემდგომი წყლული, როგორც წესი, სარკეებით დათვალიერებისას ადვილად ვლინდება.

საშვილოსნოს წყლული | ფოტო

მკურნალობა

განსაკუთრებული მნიშვნელოვა ენიჭება ადგილობრივ მკურნალობას, რომელიც მიმართულია ნეკროზული (ხშირად ჩირქიანი) ნადების მოცილებისა და ქსოვილის რეგენერაციისაკენ (აღდგენისაკენ).

ჭრილობის ნადებისაგან განთავისუფლების მიზნით იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის 10%-ან ხსნარში დასველებულ დოლბანდის ტამპონებს. დაწყლულებული ზედაპირის ნადებისაგან მაქსიმალურად გაწმენდის შემდეგ გრანულაციური ქსოვილის სტიმულაციის მიზნით ჭრილობის ტამპონადას პროტეოლიზური ფერმენტებით (ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი) გაჯერებული ტამპონებით ახდენენ (პრეპარატის 10-20 გრამს ნოვოკაინის 0,25 % -ან ხსნარში ხსნიან).

სასურველია წყლულოვანი ზედაპირის ჩამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით და ამის შემდეგ სხვადასხვა მალამოს (ლევომეკოლის, სინტომიცინის, ვიშნევსკის) აპლიკაცია.
წყლულის მკურნალობის მეთოდებიდან ტრადიციული და ყველაზე მეტად გავრცელებულია დიათერმოკოაგულაცია (იგივე მოწვა).

იყენებენ აგრეთვე კრიოდესტრუქციას (პათოლოგიურად შეცვლილ უბანზე თხევადი აირის ზემოქმედებას) და ლაზერით მკურნალობას.

საყურადღებოა

წყლულს, ისევე როგორც საშვილოსნოს სხვა პათოლოგიებს, დროული და რაციონალური მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომაც აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

პასიურობა და ჯანმრთელობისადმი გულგრილი დამოკიდებულება იმ მოტივით, რომ წყლული საშიში არ არის ან კიდევ მის მკურნალობას აზრი არ აქვს, რადგან ის შეიძლება ისევ განვითარდეს _ ყოვლად დაუშვებელია!

საშვილოსნოს წყლულის რეციდივი (ანუ გამეორება) სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, (მას ხელს უწყობს ჰორმონული დისბალანსი, გარკვეული სახის კონტრაცეპტივების გამოყენება, ქრონიკული ანთებითი ფონი და სხვა…).

ყველა შემთხვევაში აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, თანმხლები პათოლოგიის განსაზღვრა, ქრონიკული ინფექციების (ჰერპესი, გონოკოკი და ა. შ.) გამორიცხვა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესწავლა და ისე მკურნალობა!

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

მიკროექოსკოპიისა და თარგეტული ბიოფსიის ეფექტურობა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში
em-em-te

მიკროექოსკოპიისა და თარგეტული ბიოფსიის ეფექტურობა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

მიკრო ექოსკოპია | ფოტო
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital