რა არის პროსტატის კიბო?
პროსტატის კიბოს მკურნალობა — პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებში პირველ ადგილზე დგას და ადრეულ სტადიაზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. პროსტატა ან წინამდებარე ჯირკვალი აწარმოებს სითხეს, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც აუცილებელი პირობებია განაყოფიერებისთვის. პროსტატის კიბო არის ონკოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება წინამდებარე ჯირკვალში. ადრე ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადებაა, თუმცა ბოლო სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს 40-50 წლის მამაკაცებში ამ დაავადების შემთხვევების მკვეთრ ზრდას.
პროსტატის კიბო სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს და მამაკაცთა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის პირველ ან მეორე მიზეზად ითვლება. მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროგრესისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, პროსტატის კიბოს მაღალი გავრცელება და სიკვდილიანობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის.
პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია ზოგიერთი რისკის ფაქტორის ცოდნა:
- ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა — პროსტატის კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავებიც პროსტატის კიბოთი იყვნენ დაავადებულნი.
პროსტატის კიბოს სკრინინგი — ადრეული დიაგნოსტიკა
პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები არ გააჩნია, რაც ამ დაავადების მაღალი სიკვდილიანობის განმაპირობებელი ფაქტორია. მისი გავრცელების, სიკვდილიანობის და “გაახალგაზრდავების” სტატისტიკური ფაქტების გათვალისწინებით, პროსტატის კიბოს სკრინინგმა/ადრეულმა დიაგნოსტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მით უმეტეს, რომ პროსტატის კიბო სრულიად განკურნებადია დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში.
როგორც უკვე ვახსენეთ, პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ მისი აღმოჩენა მხოლოდ კომპლექსური კვლევის საშუალებითაა შესაძლებელი. ტრადიციული კვლევები, რომლებიც სკრინინგისთვის არის საჭირო, დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. თუმცა, ეს პროცესი გახდა გაცილებით უფრო საიმედო, ზუსტი, კომფორტული, ეკონომიური და დახვეწილი მედიცინის თანამედროვე მიღწევის — მიკრო-ულტრაბგერის შემოღების შემდეგ! პროსტატის მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა დღესდღეობით წარმოადგენს სუპერთანამედროვე მეთოდს, რომელიც საჭირო სტანდარტად იქცა პროსტატის სკრინინგისა და დიაგნოსტიკის პროცესში.
მიკრო-ულტრაბგერით კვლევისას ასევე სრულდება მიზნობრივი/ტარგეტირებული და სურვილის შემთხვევაში, “ფიუჟენ” ბიოფსია. მიკრო-ულტრაბგერი სრულად ცვლის პროსტატის კიბოს ტრადიციულ მრავალეტაპიან სკრინინგულ კვლევებს. მისი მიკრო-ულტრაბგერითი სისტემა ExactVu სპეციალურადაა შექმნილი პროსტატის დაავადებების დიაგნოსტიკისა და “ფიუჟენ” ბიოფსიის პროცესის მართვისთვის.
მიკრო-ულტრაბგერა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება აპარატით ExactVu.
მიკრო ულტრაბგერა 29 MHZ:
- 300%-ით გადიდებული გამოსახულება ტრადიციულ ულტრაბგერასთან შედარებით;
- პროსტატის ბიოფსიის ეფექტიანობის 300%-იანი ზრდა;
- ბიოფსიის ადგილების ზუსტი იდენტიფიკაცია და მაქსიმალური კვლევის შედეგები;
- პროსტატის კიბოს თარგეტირებული მკურნალობის ეფექტიანობის 300%-იანი ზრდა;
- ზუსტი შედეგები, რომლებიც ტოლფასია ან აჭარბებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემებს.
ქარაზანაშვილის რობოტიზებული ცენტრი — ეს არის ერთადერთი უროლოგიური ცენტრი შავი და კასპიის ზღვის რეგიონში, სადაც მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა, თარგეტირებული “ფიუჟენ” ბიოფსია პროსტატის ტრანსპერინალურ წვდომით, მიკრო-ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ ტარდება. ეს სუპერთანამედროვე სკრინინგისა და პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდი არა მხოლოდ ხელს უწყობს მრავალეტაპიანი კვლევების და არასაჭირო ბიოფსიების თავიდან აცილებას, არამედ ზოგავს პაციენტის დროს და ფულს. დიახ, როგორც უკვე მიხვდით, პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობა 30-ჯერ იაფი და 95%-ით უფრო ეფექტიანია, ვიდრე კიბოს გვიან სტადიაზე მკურნალობა.
ტრადიციულ და მიკრო-ულტრაბგერით სკრინინგსა და პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას შორის განსხვავების უკეთ გასაგებად, გავეცნოთ მათი სკრინინგის წინასწარი პროცედურებს.
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა მიკრო-ულტრაბგერის გარეშე:
- პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონის განსაზღვრა სისხლში
- ტრადიციული ულტრაბგერითი კვლევა (ულტრასონოგრაფია) პროსტატის თითით-რექტალური გამოკვლევა (პალპაცია)
- პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- “ფიუჟენ” ბიოფსია პროსტატის კიბოს დასადასტურებლად
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა მიკრო-ულტრაბგერითი მეთოდით:
- პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა სისხლში
- პროსტატის მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა
- მიზნობრივი ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერის კონტროლით
რა თქმა უნდა, პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა კვლავ რჩება პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. თუმცა, ბიოფსიის გაკეთება აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც PSA-ის ზრდა კიბოს ეჭვს გააჩენს მიკრო-ულტრაბგერითი კვლევით.
მიკრო-ულტრაბგერა საშუალებას იძლევა, თავიდან აირიდოთ არასაჭირო ბიოფსია, მკვეთრად შეამციროთ სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხარჯები და დაზოგოთ დრო. საჭიროების შემთხვევაში, მიკრო-ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია პროსტატის ბიოფსიის ყველაზე სრულყოფილი ფორმის ჩატარება – ტრანსპერინალური ტარგეტირებული/„ფიუჟენ“ ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერით.
ქარაზანაშვილის რობოტიზებულ ცენტრში – პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა ტარდება ამ სუპერთანამედროვე მეთოდით, ნაცვლად მრავალეტაპიანი, ძვირადღირებული ტრადიციული გამოკვლევებისა. მიკრო-ულტრაბგერის დახმარებით პროსტატის კიბოს სკრინინგისას ჩვენს კლინიკაში გამოვლინდებიან უსიმპტომო პაციენტები პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეულ მკურნალობაში და დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის შემცირებაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია „ფიუჟენ“ ბიოფსიის ჩატარებაც. Target Fusion ბიოფსია — ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) და მიკრო-ულტრაბგერის მონაცემების კომბინაცია. მიკრო-ულტრაბგერი სპეციალურად არის შექმნილი პროსტატის გამოკვლევისთვის, ხოლო მისი ტექნოლოგია ეფუძნება ვიზუალიზაციის ExactVu-ის ზუსტ შესაძლებლობას.
პროსტატის კიბოს არასაოპერაციო, რობოტიზებული მკურნალობა
ცნობილია, რომ ზუსტი დიაგნოსტიკა ონკოლოგიური დაავადებების ეფექტური მკურნალობის საფუძველია. დროული დიაგნოსტირებული პროსტატის კიბო პრაქტიკულად 100%-ით განკურნებადია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოსთვის, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია კიბოს ზუსტად განადგურება და პროსტატის ჯანსაღი ქსოვილების შენარჩუნება.
არსებობს რევოლუციური ინოვაცია პროსტატის კიბოს მკურნალობაში — რობოტიზებული ულტრაბგერითი თერაპია „HIFU“ (High Frequency Focused Ultrasound), რომელიც ლოკალიზებულ პროსტატის კიბოს ანადგურებს ერთ დღეში, ქირურგიული ჩარევის გარეშე.
Focal One HIFU — ეს არის სუპერთანამედროვე, არაქირურგიული, არაინვაზიური, არარადიოაქტიური და ერთადერთი მსოფლიოში რობოტიზებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს ფოკალური თერაპიისთვის. ის ასევე ცნობილია, როგორც ფოკალური თერაპია.
Focal One HIFU იყენებს მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებულ ულტრაბგერით სხივს, რომელიც უსაფრთხოდ და ეფექტიანად ანადგურებს დაზიანებულ პროსტატის ქსოვილს, ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად.
პროსტატის კიბოს მკურნალობა — Focal One „HIFU“-ს უპირატესობები:
- არ არის საჭირო ჩაჭრა
- არ უკავშირდება ქირურგიულ რისკს
- პაციენტის პროსტატის ჯირკვალი შენარჩუნებულია
- მამაკაცის პოტენცია შენარჩუნებულია
- არ არის გართულება, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა
- მინიმალური ჰოსპიტალიზაციის დრო (1 დღე)
- არ იყენებს რადიაციულ გამოსხივებას
- ზუსტი მიზნობრივი ზემოქმედება დაზიანებულ ქსოვილზე
- ჯანმრთელი ქსოვილი დაუზიანებელი რჩება
როგორც უკვე აღინიშნა, პროსტატის კიბოს მკურნალობა Focal One HIFU ტექნოლოგიით შესაძლებელია ლოკალიზებულ/ადრეულ სტადიაზე ან კიბოს რეციდივის (მეორედ დაბრუნების) შემთხვევაში, რადიაციული თერაპიის შემდეგ. თუმცა, გაფართოებული (მეტასტაზური) კიბოს შემთხვევაში Focal One HIFU არ გამოიყენება, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს პროსტატის ჯირკვლის სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.
რადგან რობოტიზებული ულტრაბგერითი თერაპია ანადგურებს მხოლოდ პროსტატის იმ უბნებს, რომლებიც კიბოთია დაზიანებული, ხოლო ჯანმრთელი ქსოვილები დაუზიანებლად რჩება, ის ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს, იწვევს ნაკლებ გვერდით მოვლენებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს შედარებით რადიკალურ მკურნალობასთან (რადიკალური პროსტატექტომია ან რადიაციული თერაპია) შედარებით.
გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურმა ცენტრმა, ტრადიციისამებრ, 2020 წელს პირველად საქართველოში და რეგიონში დანერგა ყველა ზემოთ ხსენებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგია.
გურამ ქარაზანაშვილი, მედიცინის დოქტორი, ონკოუროლოგი და ბავშვთა უროლოგი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, საქართველოს ონკოუროლოგების ასოციაციის პრეზიდენტი და უროლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო ფედერაციის საბჭოს წევრი. პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი არის ერთადერთი ქართველი უროლოგი, რომელმაც ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე წარადგინა ინოვაციური რეტროპერიტონეული რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის ვიდეო-აღწერა, რომელშიც შექმნა რეტროპერიტონეული ხელოვნური შარდის ბუშტი პოტენციისა და შარდის შეკავების ფუნქციების შენარჩუნებით. ეს ოპერაცია ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციად ითვლება.
მიკრო-ულტრაბგერითი კვლევის და Focal One HIFU ტექნოლოგიის დახმარებით პროსტატის კიბოთი დაავადებული პაციენტის გზამ დიაგნოზის დასმასა და უროლოგიური კიბოს მკურნალობის გარეშე დამთავრებას შორის ბევრად უფრო ეფექტური და ეკონომიური ხდება.
პირველ რიგში, PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) დონე იწერება პაციენტში და შემდეგ ტარდება მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ტრანსპერინეური მიზნობრივი ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერითი კონტროლით. მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა ჩაერთოს ზუსტი დიაგნოზი, მიიღოს დეტალური სურათები პროსტატის ჯირკვლის და გამოავლინოს კიბოს ლოკალიზაცია და სტრუქტურა. მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ პროსტატის კიბო ერთ დღეში ანადგურებს რობოტიზებული მეთოდით, ოპერაციის გარეშე, ქირურგიული ჩარევის გარეშე. პაციენტის სიცოცხლის გარდა, შენარჩუნებულია მისი ცხოვრების ხარისხი — რადგან პროსტატა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სექსუალური და შარდის ფუნქციის უზრუნველყოფაში.
ქარაზანაშვილის რობოტიზებული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია გურამ ქარაზანაშვილის დასავლური განათლებისა და გამოცდილებაზე, წარმოადგენს უროლოგიურ ჰაბს, აღჭურვილ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე აპარატურით.
და მაინც, თუ გსურთ პროსტატის კიბოსგან განკურნება ოპერაციის საშუალებით ჩვენ ამაშიც ინოვატორები ვართ. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი კავკასიის მასშტაბით არის პირველი და ერთადერთი ცენტრი, სადაც ოპერაციები რობოტული სახით ტარდება. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ოპერაციებს ატარებს უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და მუცლის ღრუს ქირურგიაში. რობოტული ქირურგია- ეს არის უმაღლესი სტანდარტი მედიცინაში.
რითი განსხვავდება რობოტული ოპერაცია ტრადიციული სახის ოპერაციებისგან? დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს.
დაახლოებით რა ფასი აქვს, პროსტატის მკურნალობას და იმედი ლ-ის დაზღვევა თუ მუშაობს.
მოგესალმებით, მკურნალობის მეთოდი და ღირებულება განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური ფაქტორებით და დასმული დიაგნოზით
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
კლინიკის მისამართი და ტელეფონი თუ შეიძლება
მოგესალმებით, ჩვენი მისამართებია
თბილისი- ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1 (ძველი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული)
ვაკე საბურთალო- უნივერსიტეტის ქუჩა 24.
ბათუმი-რუსთაველის 35.
ქუთაისი-რუსთაველის 124.
ზუგდიდი- გამარჯვების 9.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023, ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.
რომელ სტატიამდე შველის ეს?ძვალში წასულ სიმსვნიანზე თუ არის ეფექტური?
მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
სასწაულია , რამდენ პაციენტს გაუკეთდა და შედეგი როგორია
მოგესალმებით. ეს ტექნოლოგია ჩვენს ჰოსპიტალში უკვე 2020 წლიდან არის დანერგილი და მას შემდეგ უამრავი კმაყოფილი პაციენტი გვყავს. Focal One რუთი დღესდღეობით ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
ვარ 74-წ. მაქვს წვა შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და შარდის შეუკავლობა, უნებლიე შარდვა.
გამარჯობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23