საქართველოსა და რეგიონში პირველად დაინერგა პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)
MMT ჰოსპიტალი – გლობალური ლიდერი პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, კვლავაც დგას მსოფლიოს იმ მოწინავე სამედიცინო დაწესებულებების რიგში, რომლებიც ცდილობენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგონ და განავითარონ ადამიანების სასიკეთოდ.
2021 წელი არის ის გამორჩეული წელი, რომელშიც MMT ჰოსპიტალი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე რობოტული ტექნოლოგიის დანერგვით გაახარებს ონკოლოგიურ, კერძოდ კი პროსტატის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მედიკოსებს მისცემს საშუალებას, რომ დაამარცხონ პროსტატის კიბო უოპერაციოდ, სხივური და ჰორმონოთერაპიის გარეშე, ამბულატორიულად, სულ რაღაც 1-2 სააში!
Focal One – რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) განკუთვნილია პროსტატის ლოკალიზებული კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. რუთის უნიკალურმა, დამზოგველმა რობოტულმა ტექნოლოგიამ ის ახალი კარი გახსნა, სადაც მამაკაცებს შეუძლიათ დაამარცხონ პროსტატის კიბო, შეინარჩუნონ პროსტატა, ნორმალური სქესობრივი ფუნქცია, შარდის შეკავების უნარი და საავადმყოფო სულ რამდენიმე საათში ჯანმრთელებმა დატოვონ.
,,რუთი’’ როგორც პროსტატის კიბოს ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური, ტრადიაცული რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული თერაპია, აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ეს უაღრესად ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია ფაქტობრივად არის მსოფლიო ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს და ამტკიცებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მედიკამენტების, სამედიცინო პრეპარატების, აპარატურის, საკვები პროდუქტებისა თუ აცრების უსაფრთხოებას და მათ ეფექტურობას.
ამიტომაც არის აღსანიშნავი რუთი-ს, როგორც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის, აღიარება აშშ-ს საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, რუთ-ის უახლესი აპარატი FOCAL ONE (EDAP TMS) სიახლეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი, რადგანაც იგი მხოლოდ 2018 წელს, იქნა ნებადართული ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
Focal one ანუ რუთ-მდე (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)
ისტორიულად, პროსტატის კიბოს დროს, პროსტატის მხოლოდ ნაწილის მკურნალობა ან სუბტოტალური მკურნალობა შეუძლებელი იყო ორგანოს ღრმა ანატომიური მდებარეობის გამო. ამიტომ, პროსტატის სრული განადგურება ან მოცილება მრავალი წლის განმავლობაში იყო „მსოფლიო სამედიცინო კანონი“.
დღეისათვის, უროლოგიური კიბოს მკურნალობის შედეგების შეფასება ორი პარამეტრისგან შედგება: სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიცოხლის ხარისხი. უფრო მეტიც, ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება (ASCO) და კიბოს ეროვნული ინსტიტუტი (NCI) მიიჩნევენ, რომ სწორედ პაციენტის ცხოვრების ხარისხს აქვს ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა.
უროლოგიური ონკოლოგიური ქირურგების წარმატება ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო: კარგად არის ათვისებული ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდები, სკრინინგ პროგრამების შემუშავებისა და ყოველდღიურ პრაქტიკაში სიმსივნის მარკერების დანერგვის გამო, დაიწყო სიმსივნეების დადგენა განვითარების ადრეულ ეტაპებზე. ასეთ სიმსივნეებს ახასიათებთ კომპაქტური ლოკალიზაცია, მიმდებარე ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებში გავრცელების ნაკლებობა და არ აქვთ შორეული მეტასტაზები. ეს იყო ორგანოს შენარჩუნების ტექნიკის გაჩენის პირველი წინაპირობა, სადაც ზემოქმედება ხორციელდება მხოლოდ პათოლოგიურ ფოკუსზე.
ონკოლოგიაში ახალი ტექნოლოგიების გაჩენის მეორე წინაპირობა იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, პროსტატის კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ხოლო ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, იქნება ტრადიცული-ღია წესით, ლაპარასკოპიული მიდგომით თუ რობოტ-ასისტირებადი ლაპარასკოპიული მიდგომით, არის აგრესია, რაც თითქმის ყოველთვის იწვევს ნაოპერაციევი ორგანოს – პროსტატის ლიკვიდაციას, რასაც ძალზედ ხშირად თან ახლავს ცხოვრების ხარისხის გაუარესება, კერძოდ კი მამაკაცის სქესობრივი უძლურება, ან კიდევ შარდის შეკავების უნარის დაკარგვა (ანუ უნებლიე შარდვა).
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ თუკი თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, პროსტატის მხოლოდ დაავადებულ ნაწილს ვუმკურნალოთ, მაშინ შენარჩუნდება ადამიანის ცხოვრების ხარისხი და უამრავი მამაკაცი გადარჩება აგრესიულ ქირურგიულ მკურნალობას ან კიდევ მაღალ დოზიან სხივურ თერაპიას. ამის გამო, პროსტატის სუბტოტალური მკურნალობა არათუ განხილვის საგანი გახდა, არამედ უროლოგიური საზოგადოების უდიდესი აღიარებაც მოიპოვა.
სუბტოტალური მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიაა რუთ-ი, კერძოდ კი რუთის უახლესი ნაირსახეობა, ფრანგული კომპანიის EDAP TMS -ის მიერ შემუშავებული, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის აპარატი – Focal ONE, რომელიც კურნავს პროსტატის კიბოს დაავადებული ქსოვილს გათბობით განადგურებით. რუთის უახლესი თაობა, Focal One საშუალებას იძლევა დაიგეგმოს პაციენტისთვის ინდივიდუალური და მოქნილი მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული პროსტატის სრული ანუ მთლიანი კოაგულაცია.
როგორ მუშაობს Focal One? რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)
რუთი მკურნალობის უზუსტესი მეთოდია, რომლის ტექნოლოგია მიმდებარე ქსოვილზე ან სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს . ანადგურებს პროსტატის კიბოს ზუსტი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებით პროსტატის დაავადებული ქსოვილზე, პროსტატის კონკრეტულ უბანში. იგი იყენებს ულტრაბგერით ენერგიას და არა რადაქტიულ გამოსხივებას. ულტრაბგერითი ენერგია, ანუ ბგერითი ტალღები უვნებლად გაივლის სწორი ნაწლავის კედლეს და ფოკუსირდება პროსტატის სასურველ ადგილებში, რომელიც განსაზღვრულია მიკრო-ექოსკოპიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ან ულტრაბგერით.
Focal One (რუთი) მუშაობს მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების, ულტრაბგერის და ბიოფსიის მონაცემების შერწყმით. იძლევა პროსტატის დეტალურ 3D ხედებს, რითაც შესაძლებელია პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტი კონტურების დადგენა. ვინაიდან ექიმს შეუძლია პროსტატის დანახვა სამ განზომილებაში, მკურნალობა იგეგმება ამ 3D გამოსახულების საფუძველზე და შემდეგ ტარდება რობოტუული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი).
რობოტული სისტემა იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ პროსტატის მხოლოდ იმ ნაწილს ეძებს და ანადგურებს მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, რომელიც დაზიანებულია.
რუთ-ი შედგება სამკურნალო მაგიდისა და მართვის პანელისგან, (ვიზუალიზაციის ზონდი და თერაპიის ზონდი) რომელსაც აკონტროლებს ექიმი, სანამ მკურნალობა ტარდება. პაციენტი წევს კომფორტულად, გვერდით პოზიციაში სამკურნალო მაგიდაზე.
პროცედურის მაქსიმალური სიზუსტისა და უსაფრთხოების მიზნით, უროლოგი მხოლოდ გეგმავს ნავიგაციას დაავადებული ადგილისკენ, შემდგომ ქმედებებს კი რობოტი ახორციელებს. რობოტული სისტემა ავტომატურად მიმართავს ზონდს სიმსივნის მდებარეობისკენ. რობოტი ზუსტად ასრულებს ინსტრუქციას, მილიმეტრამდე ზუსტი მოძრაობებით, რაც შეუძლებელია ხელით მუშაობისას, ანადგურებს მხოლოდ დაზიანებულ ადგილს და საჭიროებისამებრ რეგულირდება რეალურ დროში.
ის, რაც რუთ-ს წარმოაჩენს, როგორც რობოტული ტექნოლოგიის მიღწევას, არის მისი ინტელექტი და მორგებული მკურნალობა. უროლოგს შეუძლია უზრუნველყოს პერსონალური პროცედურა, პროსტატის ანატომიის, პაციენტის სურვილებისა და თუნდაც პროსტატაზე ადრე ჩატარებული სხვა პროცედურის, მაგალითად უშედეგო სხივური თერაპიის გათვალისწინებით. კერძოდ, რუთი:
- იძლევა პროსტატის მთლიანად, ნაწილობრივ ან ფოკუსურად მკურნალობის საშუალებას
- ასევე არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ანადგურებს პროსტატის კიბოს სპეციალურ რეჟიმში, მაშინაც კი თუ სვა მეთოდით მკურნალობა (მაგალითად სხივური თერაპია) იყო უშედეგო
რით განსხვავდება რუთი სხვა მეთოდებისგან?
ფოკალური თერაპია წარმოადგენს ბალანსს პროსტატის კიბოზე აქტიურ მეთვალყურეობასა და რადიკალურ მკურნალობას შორის.
ქირურგია და სხივური თერაპია ორი კლასიკური თერაპიული საშაულებაა პროსტატის ლოკალიზებული კიბოს მკურნალობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური შედეგები დამაკმაყოფილებელია, მკურნალობის ეს ფორმები ასოცირდება ფუნქციურ გართულებებთან (შარდის შეუკავებლობა, იმპოტენცია და სხვ) და ამრიგად, ცხოვრების ხარისხის პოტენციურ გაუარესებასთან .რუთ-ი ეს არის არაინვაზიური, უსისხლო, უოპერაციო, ეფექტური მეთოდი, რომელიც იყენებს ზუსტ რობოტულ სისტემას , რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას და ერთ სეანსში ანადგურებს პროსტატის კიბოს უჯრედებს ისე, რომ დარჩენილი პროსტატის ჯანმრთელობა უცვლელი რჩება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რობოტული მეთოდის დაბალი სტრესული ხასიათი – სიმსივნის ქსოვილი დაუყოვნებლივ ნადგურდება კონტაქტის გარეშე. არ გვხდება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჭრა, სისხლის დაკარგვა, სიკვდილიანობა, თრომბოზის ან ემბოლიის საფრთხე.
დისტანციური სხივური თერაპიისგან განსხვავებით, რუთ-ი ტარდება ერთ სეანსში (ტრადიციულ დისტანციურ სხივურ თერაპიას კი 35-ზე მეტი სეანსი სჭირდება, რაც თვეობით გრძელდება); რუთ-ის დროს არ ზიანდება მიმდებარე ქსოვილები, განსხვავებით მაღალდოზიანი რადიაციისა, რომლითაც სხივდება ორგანიზმი დისტანციური სხივური თერაპიისას.
ბრაქითერაპიისგან განსხვავებით, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობისას უცხო ნივთიერებები არ რჩება სხეულში და პროცედურა რობოტულად ხორციელდება. რუთის ავტომატიზირებულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს მკურნალობის უსაფრთხოებას. თერაპია ეყრდნობა ზუსტ ვიზუალიზაციას, რომლის მიზანია უკვე კონტურირებული დაზიანებული ადგილის მკურნალობა. რობოტული ულტრაბგერითი თერაპიისას შესაძლებელია
-მკურნალობის მონიტორინგი
– პროცესის ნებისმიერ დროს პაუზა
– სამკურნალო ჭრილის შეცვლა
-რეალურ დროში პაციენტის კვლევების მონაცემების მოხმობა (საწყისი მდგომარეობა, ბიოფსიის ანგარიშები,და ა.შ.) და გადახედვა მკურნალობის შეწყვეტის გარეშე
– ვირტუალური 3D მეთვალყურეობა მკურნალობის პროცესზე
რადიაციული მკურნალობისგან განსხვავებით, რომელშიც მაიონიზირებელი (დამაზიანებელი) რადიაქტიული ტალღები გაივლის ჯანსაღ ქსოვილებს, მანამ სანამ მიაღწევს სამიზნეს, რუთ-ი იყენებს მექანიკურ, ულტრაბგერით ტალღებს, ანუ არამაიონიზირებელ, უვნებელ ტალღებს.
შედეგად, მკურნალობის გამეორება შესაძლებელია (საჭიროების შემთხვევაში). გარდა ამისა, რუთ-ი ხორციელდება აბსოლუტურად არაინვაზიური გზით, მაშინ როდესაც ბრაქითერაპია, მოითხოვს სწორი ნაწლავის გავლით პროსტატის ჩხვლეტას რადიაქტიული ნივთიერებების შეყვანის მიზნით. მაშასადამე, სხვა ფიზიკური საშუალებებით მკურნალობებისგან განსხვავებით, როგორიც არის მაგალითად კრიოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლაზერული აბლაცია და სხვ. პროსტატის ლოკალიზებული კიბოს რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით , რუთ-ით მკურნალობის უპირატესობი ასე გამოიყურება:
- არ საჭიროებს გაჭრას სხეულზე (არაინვაზიურია
- არ საჭიროებს პუნქციას
- არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან
- არ საჭიროებს მაიონიზებელ, რადიაქტიულ გამოსხივებას
- გინარჩუნებთ პროსტატას
- გინარჩუნებთ პოტენციას
- გინარჩუნებთ შარდის შეკავების უნარს
- ჰოსპიტალიზაციის მინიმალური დრო
- არ საჭიროებს მრავლობით მკურნალობის სეანსებს
- ზუსტი დამიზნება დაავადებული ქსოვილზე
- ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი
დაახლოებით რა ფასი აქვს, პროსტატის მკურნალობას და იმედი ლ-ის დაზღვევა თუ მუშაობს.
მოგესალმებით, მკურნალობის მეთოდი და ღირებულება განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური ფაქტორებით და დასმული დიაგნოზით
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
კლინიკის მისამართი და ტელეფონი თუ შეიძლება
მოგესალმებით, ჩვენი მისამართებია
თბილისი- ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1 (ძველი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული)
ვაკე საბურთალო- უნივერსიტეტის ქუჩა 24.
ბათუმი-რუსთაველის 35.
ქუთაისი-რუსთაველის 124.
ზუგდიდი- გამარჯვების 9.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023, ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.
რომელ სტატიამდე შველის ეს?ძვალში წასულ სიმსვნიანზე თუ არის ეფექტური?
მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
სასწაულია , რამდენ პაციენტს გაუკეთდა და შედეგი როგორია
მოგესალმებით. ეს ტექნოლოგია ჩვენს ჰოსპიტალში უკვე 2020 წლიდან არის დანერგილი და მას შემდეგ უამრავი კმაყოფილი პაციენტი გვყავს. Focal One რუთი დღესდღეობით ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
ვარ 74-წ. მაქვს წვა შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და შარდის შეუკავლობა, უნებლიე შარდვა.
გამარჯობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23