პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს,
მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში. პროსტატას აქვს ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ამჟამად იკვლევენ.
პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ.
დარტყმით-ტალღოვანი თერაპიისათვის განკუთვნილი Duolith SD1 T-TOP აპარატი შექმნილია კომპანია Storz Medical-is მიერ, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ კომპანიას ადამიანის ორგანიზმზე ინფრა აკუსტიკური სპექტრის ტალღების ზემოქმედების კვლევისა და შესწავლის კუთხით.
აპარატის მიერ დარტყმითი იმპულსების გენერირება-ფოკუსირება და ქსოვილებზე ზემოქმედების ეფექტები 30-წლიანი პრაქტიკითაა შემოწმებული და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული. ის ძალზე ეფექტური საშუალება პროსტატიტის მკურნალობაში.
შტორცის დარტყმით ტალღოვანი აპარატი Storz Medical DUOLITH SD1 T-Top F-SW Ultra
პროსტატიტს იწვევს:
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;
- მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
- ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა;
- სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
- შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები, მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით,
- ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას;
- დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.
პროსტატიტი – სიმპტომები და მიმდინარეობა
პროსტატიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს.
ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივიც. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც საბოლოოდ ქრონიკულ პროსტატიტამდე მივყავართ.
დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს გამწვავების პერიოდები.
მწვავე პროსტატიტი, ასევე – ქრონიკული ფორმის გამწვავება ამგვარად ვლინდება:
- სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39-40°C-მდე, ავადმყოფს ამცივნებს.
- წარმოიშობა შარდვასთან დაკავშირებული ჩივილები. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის გადიდების დროს თავს იჩენს შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:
- შარდვის დაწყების გაძნელება;
- წყვეტილი შარდვა;
- შარდის სუსტი ნაკადი;
- წვეთ-წვეთად შარდვა;
- შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
- უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამის საათებში;
- იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და შარდის შეუკავებლობა ამ დროს;
- იმპოტენცია
- ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
- სუსტი ერექცია;
- ნაადრევი ეაკულაცია;
- ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია);
- ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულების არეში, თეძოების ან წელის არეში შიგნიდან ტკივილი;
- ნერვული სისტემის მოშლა (ნერვოზული მდგომარეობა, განპირობებული ავადმყოფის ყურადღების გადატანით თავის მდგომარეობაზე).
.შესაძლოა, წინამდებარე ჯირკვალზე გაჩნდეს აბსცესი (ჩირქგროვა) და სხვა.
უმეტესად კი დაავადება ფარულად ვითარდება და თანდათან იღებს ქრონიკულ ხასიათს.
ქრონიკული პროსტატიტის დროს ჩივილები უფრო მრავალფეროვანია, იმპოტენციიდან დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს გაუთავებელი ჩივილებით წელის ტკივილის, დაღლილობის, გულის არეში ტკივილის გამო. შედეგად დაისმის რადიკულიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზის დიაგნოზი და მხოლოდ ექიმის სწორად მიმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდვილ მიზეზს.
ვირუსული პროსტატიტები
ცალკე უნდა შევეხოთ ვირუსულ პროსტატიტებს, რომლებსაც ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი იწვევს. ამ ვირუსებით გამოწვეული ურეთრიტი (შარსადენის ანთება) ართულებს პროსტატიტის მიმდინარეობას და იწვევს უშვილობას.
ამ ტიპის პროსტატიტები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული გამოკვლევით. ხშირად ასეთი ავადმყოფები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება; ის მკურნალობის სრულიად სხვა ტაქტიკას – ანტივირუსულ მკურნალობას, იმუნოთერაპიას და ა. შ. – მოითხოვს.
გართულებები
ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. ბოლო ხანს ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ქრონიკული პროსტატიტის დროს პერმანენტულად ხდება კინინების – განსაზღვრული ტიპის ნივთიერებების – პროდუქცია.
კინინები ატიპური (კიბოსეული) უჯრედების გამრავლებას განაპირობებს. ამგვარად, ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს შორის უშუალო კავშირია.
გარდა ამისა, ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით – სათესლე ბუშტუკების ანთებით, ეპიდიდიმიტი – სათესლე ჯირკვლის და მისი დანამატების ანთებით.
შედეგია უნაყოფობა (წინამდებარე ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ხარისხიან სეკრეტს, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის), იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა). ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაშივე აუცილებელია. ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.
პროსტატიტი და იმპოტენცია
ზევით უკვე შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გვინდა განვმარტოთ, რომ პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას, თუმცა ნებაზე მიშვებულმა ქრონიკულმა პროსტატიტმა, ისევე როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, არასაკმარისი ერექცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და ე.წ. წაშლილი ორგაზმი.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური ანალიზი. ეს გამოკვლევა იძლევა შარდში არსებული ცვლილებების გენეზის დადგენის საშუალებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მიკრო ექოსკოპიური გამოკვლევა.
გარდა ამისა, აუცილებელია:
- გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე;
- რექტალური გამოკვლევა თითით;
- სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია (ჩვენებისამებრ) პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით და სხვა.
კვლევის შედეგების მიღების შემდეგ ექიმი უროლოგი შეადგენს მკურნალობის პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს.
პროსტატიტის მკურნალობა MMT ჰოსპიტალში, ულტრა თანამედროვე ინოვაციური აპარატით. შოკ ტალღოვანი თერაპიის საშუალებით ჩაიტარებთ მარტივ და ეფექტურ მკურნალობას. სხეულის გარკვეულ მიდამოზე აპარატის შეხებით, გრძნობთ მსუბუქ ტალღოვან ზეწოლას და სუსტ ჩხვლეტას, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება.
მკურნალობა კომპლექსურია, შოკტალღოვან თერაპიასთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებნ სისხლძარღვების ტონუსს, ასევე – ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. ინიშნება პროსტატის მასაჟის კურსი.
პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
- ფიზიკური აქტივობის გაზრდას, ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა.
- რეკომენდებულია კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა, განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით სიარული – ამ დროს ხდება წინამდებარე ჯირკვლების მასაჟი, ეს კი არეგულირებს მათში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლების დასნებოვნებას;
- ძილის მართებულ რეჟიმს;
- სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება.
- ერიდეთ გადაცივებას. ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა.
- რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პროსტატიტის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.
- თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნუ მიუშვებთ დაავადებას ნებაზე. უნდა გახსოვდეთ, რომ მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობაა საჭირო.
- ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას.
- ყოველი მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას. პირველ რიგში გამოკვლეული უნდა იქნეს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი და ჩატარდეს უროლოგიური კვლევა.
- გახსოვდეთ: ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობას შტორცის ულტრა თანამედროვე ტალღოვანი თერაპიით.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
პროსტატაზე გამოკვლევა რა ჯდება. მაქვს იმედი L დაზღვევა. დაზღვავა თუ მოქმედებს?
გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
მიზნობრივი დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან სოცალურად დაუცველთა დაზღვევა
მოგესალმებით.დიახ, მოქმედებს. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23
Gamarjobat asos dapataravebas tu iwvevs prostati
მოგესალმებით, ასოს ზომა არანაირ კავშირში არ არის პროსტატიტთან,თუ ყურადღებას არ მიაქცევთ შესაძლოა გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
Gamarjobat asos dapataravebas tu iwvevs prostati
გამარჯობა,მალე ვათავებ,ძნელად დგება,რა მდგომარეობა მაქვს და როგორ მოვიქცე?
მოგესალმებით, სასურველია მიართოთ უროლოგს დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
gamarjobat hem meuxles aqvs problema shardvis dros aqvs tva da brAME MALAMO AN TAMLEBIS MIXEBA TU SHESADZLOA DA TU SHEGIDZLIAT ROM DAMITEROT TINASTAR DIDI MADLOBA
მოგესალმებით, პირველ რიგში აუცილებელია ექიმმა ნახოს პაციენტი, რომ გაირკვეს ზოგადი მდგომარეობა და დაისვას დიაგნოზი,წამლების დისტანციურად დანიშვნვა დიაგნოზის გარეშე არ არის რეკომენდირებული. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
მისამართი გვინდა ქუთაისში სად არი კლინიკა
ქუთაისში არ ვართ , ემ ემ ტე ჰოსპიტალი მხოლოდ თბილისშია
გამარჯობათ. მაქვს შარდვასთან დაკავშირებით და წვის პრობლემები, ასევე აქტის დაქვეითება თქვენ ჰოსპიტალში, მკურნალობის საშუალება თუ არსებობს და საყოველთაო თუ აფინანსებს
მოგესალმებით დიახ რათქმაუნდა, დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
გამარჯობათ, მე შემექმნა შარდვასთან დაკავშირებით პრობლემა და აქტის დაქვეითება, პროსტატას ვაბრალებ თქვენს ჰოსპიტალში თუ შეიძლება მოგვარება, უკვე სამი წელია თითქმის. წინასწარ მადლობა
მოგესალმებით, დიახ პროსტატის პრობლემა იწვევს ერექციულ დისფუნქციას, შარდვის პრობლემებს, დაგვიკავშირდით032 2234023 55393267
გამარჯობათ,იმედიელის დაზგვევა თუ მოკმედებს თკვენთან,არ ვუცი მემგონი პროსტატა მაკვს ორგაზმის დროს ტკივილი საზარდულის კვემოთ და გაჭინთვის დროს კიდევ პრისტატის ნიშნებია? ხშირად არ მემართება მაგრამ ხომ უნდა ვიმკურნალო.იკნებ გამცეთ პასუხი((
მოგესალმებით იმედიL ის პროვაიდეები არ გახლავართ, ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა100და კალკულაციას.დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
Maqvs prostatis problema savaraudod qronikul mdgomareobashi. Ramdenime wlis winat vmkurnalobdi prostataze eqimtan da tvitneburad shevwyvite mkurnaloba. Amjamad vgznob zlier tkivilebs menjebis areshi maqvs sicxec fizikurad eqimtan ver mivdivar. Iqneb mirchiod rame
მაქვს ტკივილის შეგრძნება ორგაზმის დროს სწორ ნაწლავში, ოღონდ ყოველთვის არა, ესე 50/50. ასევე ასოშიც ოღონდ უფრო ნაკლებად გამოხატული და იშვიათად.
ამის გარდა ტკივილი საკვერცხეებზე შეხებისას
არანაირი პრობლემა მოშარდვასთან დაკავშირებით
არის პროსტატიტის ნიშნები? თუ შეიძლება რამე სხვა პრობლებაც იყოს
ვარ 41 წლის
მოგესალმებით, შეგიძლიათ უფასო ონლაინ გაესაუბროთ უროლოგს 597010160 კახა
Gamsrjobat mamashems aqvs prostatis kibo ra sheidzleba davalevio.shardvac ujirs da yru tkivilebi aqvs.tu sheidzleba damexmarot.tinastar gixdit maobas.nlno var.
მოგესალმებით, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ექიმთან მითუმეტეს,რომ სიმსივნე აქვს, დისტანციურად არ არის რეკომენდირებული მედიკამენტების დანიშვნა,არც ერთი პასუხისმგებელი ექიმი არ დანიშნავს მკურნალობას. მობრძანდით თქვენ თუ პაციენტი ვერ მოდის მოიტანეთ კვლევის პასუხები თუ გაქვთ რათქმაუნდა , მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელიამკურნალობა დაინიშნოს. დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
მედიკამენტებით რომლითაც მკურნალობთ რეგისტრირებულია საქართველოში, თუ თავად აწვდით პაციენტს და მერე აძლევთ ფორმა 100-ს. არარეგისტრირებულ წამლებს დაზღვევა არ ითვალისწინებს.
წამლები რომლითაც მკურნალობთ, რეგისტრირებულია საქართველოში, რომ დაზღვევით შევიძინო? თუ მედიკამენტებს თავად აწვდით პაციენტს და ისე აძლევთ ფორმა 100-ს.
ra jdeba mkurnaloba
Qronikuli prastata
გამარჯობათ, ბატონი გურამი, ანდროლოგიც არის?
გამარჯობათ, ბატონი გურამი, ერექციის დისფუნქციას თუ მკურნალობს?
ფასი, ღირებულება ჩაწერეთ!!!!!!
მოგესალმებით, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
unsonis dazxveva makvs da tu afinasebs
მოგესალმებით უნისონის პროვაიდერები არ გახლავართ, ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ და შემდეგ გაგატანთ ფორმა 100ს და კალკულაციას 032 2234023 555393267
გამარჯობა.მოშარდვის შემდეგ მაქვს წვა წვეთ-წვეთად მისველდება ტრუსიკი.ტკივილი მაქვს მარცხენა საკვერცხეში და სწორ ნაწლავში, ხომ არ არის ინფექციური? რა ანალიზები ჩავიტარო.
მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით
გამარჯობა გთხოვთ დამეხმაროთ არ მაქვს ქალთან სექსი პენისი არ რეაგირებს რა მოვიმოქმედო არ ვიცი 571414573
თქვენთან პოლუსი თუ მოქმედებს
ბატონო თემურ ,კლინიკა ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2 234023
გამარჯობათ თუშეიძლება ამიხსენით სისხლიანი სპერმა რისგანა გამოწვეული რაზომებს მიმარტონ ქალმადა კაცმა ამშემთხვევაში
მოგესალმებით, მამაკაცმა უნდა მიმართოს უროლოგს, ქალმა გინეკოლოგს დაგვიკავშირდით 032 2234023 და დაგაკვალიენბთ
Gamarjobat, maqvs shardvis shekaveba da tkivil muclis da gverdebis areshi. Shardis saerto analizma araferi ar achvena. Shegidzliat mitxrat tu rogor moviqce diagnozis misagebad?
ბატონო ავთო, აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე პრობლემები არის, დაგვიკავშირდით 032 2234023 ან 555393267 და დაგეხმარებით
გამარჯობა,თუ შეიძლება ამიხსენით, რას ნიშნავს-პროსტატის ექოგენობა დაქვეითებული.
მოგესალმებით, შესაძლოა ანთებითი პროცესი ჰქონდა, სასურველია უროლოგის კონსულტაცია დაგვიკავშირდით 032 2234023
გამარჯობა, მაქვს მუცლის ყრუ ტკივილი მარცხენა მხარეს, და შებერილი, 2- ჯერ გავდივარ ღამით შარდზე, შეიძლება ტუ არა იყოს პროსტატის მიზეზი. ვარ 48 წლის
მოგესალმებით ბატონო პაატა , შესაძლებელია პროსტატამ იცის ტკივილის შეგრძნება ,ასევე ხშირი შარდვა და ა. შ დაგვიკავშირდით 032 2234023
გამარჯობა მაქვს მოკლე ერექცია და წელის არეში ტკივილებ ხანდახან და არის რამე კავშირში პროსტატასთან?
ჰგავს პროსტატიტის სიმფტომებს, გამოსაკვლევია
ბოდიში,მაგრამ მაინტერესებს :სად მდებარეობს ეს გამოკვლევა,რამდენი დამჭირდება თანხა დაახლოებით. მადლობა.
ქალბატონო მაია ემ ემ ტე ჰოსპიტალი არის დიღომში ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023
gamarjobat mainteresebs sexsualuri aqtis dros male mtavrdeba ereqcia da shardadeni milebidan uneblie dena xolme. aris tu ara es prostata da vis mivmarato
მოგესალმებით, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით 0322234023
მაინტერესებს რამდენი წელი შეიძლება
ჩადგმული ქონეს კატეტერი თუ რა ქვია არ ვიცი მეორე წელიწადია რაც ჩადგმული აქვს და რამე გართულებას იწვევს
ნდეს
მოგესალმებით, თუ კათეტერი ჩადგმულია ქვედა მუცელში, დრო შეზღუდული არ გახლავთ, უბრალოდ საჭიროა პერიოდული გამორეცხვა და ჰიგიენის დაცვაა. ასოში კი დიდხანს კათეტერი არ გახლავთ რეკომენდირებული
ესეიგი, ექიმთან ვიზიტი 60ლ, ასევე გამოკვლევა 300ლ, მაგრამ სრული კურსი საშუალოდ რა ღირს?
პროსტატიტის მკურნალობის სრული კურსი, შოკტალღოვანი თერაპიის, ექიმის კონსულტაციების, ლაბორატორიული კვლევების და მკურნალობის დროს მისაღები მედიკამენტების ღირებულების ჩათვლით დაახლოებით 2-2.5 ათასი ლარი დაგიჯდებათ
Gamarjobat,dxes tu mushaobs klinika?vcdilob dakavshirebas.
xshiri shardva makvs gamit da shargvis dros wva sadinari milis da moshargvis shemdegac mewcis
Maq xshiri shardva wva da gamonadeni.ra sheidzleba iyos
ბატონო მამუკა, აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, დაგვიკავშირდიტ 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგეხმარებით
მუცლის ქვედა არეში მაქვს ყრუ ტკივილები,წელის არეშიც,ასევე ხშირი შარდვაც. ვიმყოფები აფხაზეთში,როდის მირჩევთ თქვენთან ვიზიტს და რამე პრივილეგია მექნება ,როგორც დევნილს.მადლობა დიდი წინასწარ
მოგესალმებით. 8იანვრიდან შეგიძლიათ მობრძაბნდეტ ან დაგვიკავშირდით წინასწარ 555393267
სად არის ტერიტორიულად ქუჩა და ნომერი
Veternebze shegavatebi tu gakvt. Akciebi tu gakvt
ბატონო ზურაბ, შეგიძლიათ შაბათ დღეს ჩაეწეროთ უფასო კონსულტაციაზე ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე ,წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ 032 2234023
რა ღირს პროსტატის გამოკვლევა და ექიმთან ვიზიტი?
ბატონო ზაზა, პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270დან 300ლარამდეა. ვიზიტის ღირებულება 60ლარია დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
მისამართი მინდა
დიღომი ,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023
MMTფილიალი ბათუმში თუ აქვს
ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჯერ ჯერობით მხოლოდ თბილისშია .დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
sad aris es tqveni klinika
მოგესალმებით ,დიღომი ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023
რამდენიმე დღეა მაქვს ყრუ ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში და გახშირებული შარდვა, რის ბრალია და რა გავაკეთო?
ბატონო თამაზ , პროსტატი პრობლემა გაქვთ სავარაუდოდ შეგიძლიათ შაბათს ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე წინასწარ ცაწერა აუცილებელია 032 2234023
მაქვს წვის შეგრძნება სასქესო ორგანოს არეში და შეგრძნება მაქ შარდვის დროს რომ ვერ ვამთავრებ შარდვას. რა მოვიმოქმედო? მაქვს ჯდომითი რეჟიმის სამსახური.
ბატონო გენო აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, შაბათობით არის აქცია, უროლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლება კვლევებზე . დაგვიკავშირდით და ცაეწერეთ აქციაზე და უროლოგი გაგარკვევთ. 032 2234023
მაქვს ურეაპლაზმის დადებითი პასუხი, დამინიშნა უროლოგმა რემიცინ 100 ორი კვირის სმით, არ მიშველა ამ წამალმა და რა შეიძლება დავლიო?
მოგესალმებით, დანიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით უმჯობესია მიამრთოთ მკურნალ ექიმს, ამ შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკაში უროლოგის კონსულტაცია
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
გამარჯობათ.დამინიშნეს დურაპროსტი 1 თვე.psa არის 16.მეორე ექიმი მეუბნევა ეს მედიკამენტი შევწყვიტო სასტიკად აკრძალულია.მართლა აკრძალულია?
ბატონო გივი 21 სექტემტბის აქციაზე ცაეწერეთ და უროლოგი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ და დაგაკვალ;იანებთ 0322234023
რა შეიძლება იყოს მიზეზი სპერმის შეთხელება და ფერის შეცვლა
ბატონო გიზო, სპერმის ფერის შეცვლას და გათხელებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, აუცილებელია სპერმის ანალიზი .დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
მაწუხებს მოშარდვის დასრულების შემდეგ, თვითნებურად გამოყოფა შარდის და რას მირჩევთ და როგორ მოვიქცე
ბატონო აკაკი, აუცილებელია უროლოგმა შეაფასოს თქვენი ზოგადი მდგომარეობა,29ივნისს ჩაეწერეთ აქციაზე და მიიღებთ უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
Ereqciis dros tesltan ertad sisxlis gamokofa tu aris prostatis simptomi da viziti da gamokvleva ra jdeba
ბატონო ზურა, აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი, 15ივნისს აქციის ფარგლებში შეგიძლიათ მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ისრგებლებთ ფასდაკლებით კვლევებზე , რომელისც დაახლოებით 270 დან 300 ლარამდეა.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
Gamarjoba
მაქ ქრონიკული პროსტატიტი, რას მირჩევთ.
მოგესალმებით ბატონო ლევან, პირველ რიგში აუცილებლად უნდა მობრძანდეთ უროლოგთან. გაიკეთოთ გამოკვლევები და ადეკვატურად შეფასდეს თქვენი მდგომარეობა. უროლოგთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23
რო მოვშარდე ბოლოს ერთი წვეთი სპერმა გამოვიდა რო გავიჭინთე ამ დროს რახდება
მოგესალმებით ბატონო გივი, შესაძლებელია იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, უმჯობესია გაიაროთ უროლოგის კონსულტაცია. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
გავიკეთე პსა ანალიზი შედეგი არის 0,3 რა მდგომარეობა მაქვს
მოგესალმებით ბატონო მალხაზ, დამოკიდებულია თუ გქონდათ რაიმე უროლოგიური პრობლემა, ან მკურნალობდით თუ არა, დეტალებისთვის მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
მაქვს ფიმოზი ამბობენ ოპერაციას არ ამბობენ რა ღირს
მოგესალმებით ბ.ნ. გელა, ფიმოზის ოპერაციის თანხა გახლავს 600ლარი
მისამართი?
თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 5, მე-9 სართული. ტელ 2 23 40 23
რა მისამართზე ხართ
თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 5, მე-9 სართული. ტელ 2 23 40 23
მქონდა ავთვისებიანი სიმსიბნე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა არდამჭირვებია არც დასხივება და არც ხომ ის ოპერაციის ან გავიდა 8 ვა თვე დღე ქვია ძალიან დაბალი მაქვს თუ შეიძლება ერექციის აღდგენა
მოგესალმებით ბატონო ზაზა, ოპერაციის დროს თუ შეინარჩუნეს სასქესო ასოს ნერვები, მაშინ შესაძლოა შანსი გქონდეთ მკურნალობით ერექციის ნაწილობრივი შენარჩუნება.
Rovor davikavhirdet
მოგესალმებით, დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23
Mogesalmebit. Mainteresebs gamokvleva ra girs. Madlobt
საჭირო გამოკვლევათა სია სედგება პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ინდივიდუალურად. უნდა მობრძანდეთ უროლოგთან. დარეკეთ 2 23 40 23.