MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები დაავადებები

თირკმლის დაწევა – ნეფროპტოზი

26/04/2023
რუბრიკა დაავადებები
თირკმლის დაწევა, ნეფროპტოზი | ფოტო
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

თირკმლის დაწევა, ნეფროპტოზი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დაწევა-ჩამოშვებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება სხეულის რომელიმე ორგანოს ან ნაწილის დაწევა.

თირკმლის დაწევა (ანუ ნეფროპტოზი) არის პათოლოგიური მდგომარეობა. ხასიათდება თირკმლის გადამეტებული მოძრაობითა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ნორმალური ანატომიური ურთიერთმდებარეობის დარღვევით.

მოძრავი თირკმელი, ანუ ნეფროპტოზი თავის მხრივ ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია და სხვა. ნორმაში თირკმლის მოძრაობის (ფიზიოლოგიური გადაადგილების) დიაპაზონი 1-2 სმ-ს არ აღემატება. ნეფროპტოზის დროს თირკმლის შემაკავებელი (საფიქსაციო) სტრუქტურები სუსტდება, ორგანო დაწევა-დაშვებას განიცდის და შესაბამისად, სხვადასხვა გართულებათა განვითარების ალბათობაც მატულობს.

გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და ქალებს შორის შესაბამისად 0,1% და 1,5%-ს შეადგენს.

მაჩვენებლებს შორის ასეთი დიდი განსხვავება ქალის ორგანიზმის გარკვეული, ძირითადად, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული თავისებურებებით აიხსნება (შედარებით ფართო მენჯი, მუცლის კედლის დაბალი ტონუსი, მყესების დიდი ელასტიკურობა, ვისცერალური (შინაგანი) გაცხიმოვნებისკენ ნაკლები მიდრეკილება).

თირკმლის დაწევა – განვითარების ძირითადი მიზეზებია:

  • მკვეთრად გახდომა და თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის საგრძნობლად შემცირება;
  • წელის ან მუცლის არის ტრავმა, თირკმლის საფიქსაციო აპარატის სერიოზული დაზიანებით;
  • ორსულობა და მშობიარობა (ზოგიერთ შემთხვევაში).

ნეფროპტოზის დროს ირღვევა შარდის ნორმალური გამოყოფა, ამის შედეგად თირკმლის შიდა წნევა მატულობს და იცვლება ორგანოს სისხლის მიმოქცევა.

თირკმლის ორგანოს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობების წყალობით ნეფროპტოზი ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ვლინდება. იმავდროულად ამ პერიოდში შესაძლოა თირკმლის პარენქიმაში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს და ორგანოს ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია მოხდეს.

ნეფროპტოზის გართულების ერთ-ერთ საშიშ სახეს წარმოადგენს პიელონეფრიტი, რომელიც ადგილმდებარეობის ცვლილების გამო ორგანოდან შარდის გამოყოფის დარღვევის შედეგია.

ამასთან დაკავშირებით ადამიანს შესაძლოა აღმოაჩნდეს თავის ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა, მუცლის არის ტკივილი, პერიოდულად ცხელება და სხვა სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში პიელონეფრიტი შესაძლოა მწვავედ მიმდინარეობდეს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომით – თირკმლის კოლიკით; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნეფროპტოზის დროს თირკმლის არტერიათა გადახლართვის გამო, ხშირად თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ცუდად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.

ნეფროპტოზის მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული.

პირველ შემთხვევაში პაციენტს სთავაზობენ გარკვეული წესების დაცვას, სპეციალური ბანდაჟის ტარებასა და ორგანოს საფიქსაციო აპარატის გამაგრებისათვის განკუთვნილი სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსის რეგულარულად ჩატარებას.

კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას – თირკმლის ქირურგიული მეთოდით ფიქსაციას- ნეფროპექსიას.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

ანურია რენული – მკურნალობა

შემდეგი სტატია

საშვილოსნოს დაწევა

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
em-em-te

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

Выход камней | фото
დაავადებები

კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

Urinary tract infection | Photo
დაავადებები

საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა

გამოხმაურება 17

  1. ლალი ლავრელაშვილი says:
    8 თვის წინ

    საქართველოში ივნისის თვეში გავიკეთე ანალიზები.აღმოჩნდა რომ თირკმელები მაქვს დაწეული 2-3 სმ-ით.ახლა ვარ საზღვარგარეთ.ვმუშაობ.მინდა ვიცოდე რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა.რა შემიძლია რომ გავაკეთო? მადლობა წინასწარ.

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      8 თვის წინ

      მოგესალმებით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ონლაინ კონსულტაცია ექიმ უროლოგთან
      დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023/595233023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  2. მარინა says:
    1 წელი წინ

    სისტემატური მაღალი წნევების გამო გავიკეთე თირკმელების ექოსკოპია და დადგინდა რომ მარჯვენა თირკმელი დაწეული მაქვს 55 მმ- ით . მაინტერესებს რომელი ხარისხის დაწევაა და თუ შეიძლება ოპერაციული ჩარევა

    პასუხი
    • MMT Team says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    1 წელი წინ

    გამარჯობათ მაქვს მარცხენა თირკმლის ჰიდრონერფროზი ზომით 142 .93 მმ.პარენქიმა სისქის გალეული. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ გავიკეთო თუარა ოპერაცია .პატივისცემით ქეთინო

    პასუხი
    • MMT Team says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  4. ქეთინო says:
    1 წელი წინ

    გამარჯობათ მაქვს მარცხენა თირკმლის ჰიდრონერფროზი ზომით 142 .93 მმ.პარენქიმა სისქის გალეული. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ გავიკეთო თუარა ოპერაცია

    პასუხი
    • MMT Team says:
      1 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  5. ელენე says:
    2 წელი წინ

    გამარჯობა, მაწუხებს წელის ტკივილი , რამოდენიმე თვეა უკვე, ამ ბოლო დროს შედარებით უფრო მეტად , მაინტერესებს რა პროცედურები ან ანალიზები უნდა ჩავაბარო რომ გავიგო ეს თირკმელებსი ბრალია თუ სხვა პრობლემასთან მაქვს საქმე .

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი წინ

      გამარჯობა ელენე. წელის ტკივილს შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს, როგორც უროლოგიური ასევე ნევროლოგიური. ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ კონსულტაციაზე – 0322 23 40 23

      პასუხი
  6. ვალერი says:
    3 წელი წინ

    რამდენი სანტიმეტრით შეიძლება დაიწიოს თირკმელმა

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
  7. ნათელა says:
    4 წელი წინ

    ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყრუ ტკივილი წელის არეში გაიკეთა ექოსკოპია და ორივე თირკმელის დაწევა აღმოაჩნდა,ჩავაბარეთ სისხლის და შარდის ანალიზი და ყველაფერი ნორმაშია ცალ მხარეს აღმოაჩნდა ცოტა ანთებითი პროცესი და მოემატა ეს ორი კვირა წნევა 150 80 …რას გვირჩევთ არის სრულიად ჯანმრთელი…72 წლის

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი წინ

      დაგვიკავშირდით, ექიმს გაგასაუბრებთ 0322 23 40 23

      პასუხი
  8. მირანდა says:
    4 წელი წინ

    გამარჯობათ ,მაქვს წელის არეში ტკივილები რომელიც მეხსნება როდესაც სითბოს ღებულ8ბს,რამდენად შეიძლება რომ მქონდეს თირკმლის დაწევა ასეთ შემთხვევაში.დიდი მადლობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი წინ

      მოგესალმებით, ქალბატონო მირანდა, თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგვწერეთ და უროლოგს გაგასაუბრებთ.

      პასუხი
  9. mzia says:
    5 წელი წინ

    ml

    პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC