032 2 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • ადმინისტრაცია
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
    • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
  • პაციენტებისთვის
    • Case Manager
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • დაზღვევა
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • შეკითხვა ექიმს
  • მედიკოსებისთვის
    • გაიდლაინები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • ადმინისტრაცია
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
    • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
  • პაციენტებისთვის
    • Case Manager
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • დაზღვევა
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • შეკითხვა ექიმს
  • მედიკოსებისთვის
    • გაიდლაინები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

STORZ-ის კენჭის დაშლის ცენტრი MMT HOSPITAL -ში

by mmthospital
08/12/2020
in Uncategorised
A A
კენჭის დაშლა
Share on FacebookShare on Twitter

უახლესი   მოდელის  ლითოტრიპტერი   MMT-ჰოსპიტალში!

შარდ-კენჭოვანი  დაავადების  მკურნალობის  ყველაზე  ეფექტური,  უმტკივნეულო და სრულყოფილი მეთოდი

გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში!

კენჭის  დაშლა  ავტომატური  დამიზნებით  შარდ-კენჭოვანი დაავადების  მკურნალობის  თანამედროვე ეფექტური მეთოდია.

MMT-ჰოსპიტალში  კენჭების დაშლა წარმოებს უახლესი მოდელის ყველაზე  სრულყოფილი  ლითოტრიპტერით   MODULITH  SLX-F2 (კენჭის დამშლელი აპარატი).

MODULITH  SLX-F2 არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული მოწყობილობა, დაპატენტებული გერმანული კომპანია შტორცის მიერ (STORZ  MEDICAL), რომელიც ლიდერია ენდოსკოპიურ ქირურგიაში.

  სწორედ  ამ  ცნობილი  ბრენდის (STORZ  MEDICAL)  უახლესი მოდელის  ლითოტრიპტერით   საქართველოშიცაა   შესაძლებელი  კენჭების  დაშლა!

ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  ეს მოწინავე ტექნოლოგიაცაა  დანერგილი!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

მაინც  რითია  ეს  მოწყობილობა  განსაკუთრებული და  რატომ არის მაღალეფექტური ამ აპარატით კენჭების დაშლა?

https://youtu.be/h4AWTUL-X9c
  • MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერს გააჩნია  დარტყმითი ტალღების გენერირების ცილინდრული წყარო, ე.წ გენერატორი, რომელიც  წარმოადგენს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიას ლითოტრიპსიაში. STORZ  MEDICAL-ი არის მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელსაც შემუშავებული და დაპატენტებული აქვს დარტყმითი ტალღების გენერირების საკუთარი  ცილინდრული წყარო. მისი მოწინავე  გენერატორის  ფასეულობა  დიდ დიამეტრშია (30 სმ-ის ტოლია). ეს ნიშნავს , რომ აღნიშნული  გენერატორი უფრო დიდ ფართზე ებჯინება სხეულს, დიდი დიამეტრის ტალღებს გენერირებს და ფართო ზედაპირიდან უშვებს მათ სხეულში. რაც უფრო  დიდი  დიამეტრის ტალღები შედის სხეულში და დიდ ფართზე ნაწილდება დარტყმითი ენერგია ქსოვილებში, მით უფრო უმტკივნეულო და ნაკლებტრავმულია პროცედურა. ამგვარად, MODULITH SLX-F2 ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა კენჭების  დამშლელ  აპარატებს  შორის!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად  შეღწევის  უნარითაც  გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს  13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ  MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად  მნიშვნელოვანია  დიდი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე  პაციენტებისათვის. ამგვარად,  ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება  ღრმად მდებარე კენჭებზე, ამ უკანასკნელთა ეფექტურად დაშლა-დანაწევრებისათვის. 18 სმ-ი სიღრმის ფოკუსს ექსპერტები ახალ მსოფლიო  რეკორდად  განიხილავენ  ლითოტრიპსიაში!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, სხვა აპარატებისაგან  განსხვავებით,  გააჩნია ნანოტექნოლოგიებით  შექმნილი უნიკალური მემბრანა. მემბრანის ერთ მხარეს წვება პაციენტი, მეორე მხარეს კი  გენერატორი ებჯინება. გენერატორის ეფექტურობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, საზოგადოდ, ტალღების უდანაკარგოდ გავრცელებაა. ყველაზე დიდი დანაკარგი გენერატორიდან სხეულზე გადასვლის ადგილზე მოდის.  ამ დანაკარგის ასარიდებლად, ტრადიციული აპარატებით კენჭის დაშლის პროცედურამდე, ჩვეულებრივ, პაციენტის სხეულსა და გენერატორის ზედაპირზე  სპეციალურ გელს უსვამენ.  საყურადღებოა, რომ გელი ყოველთვის სრულად  ვერ ავსებს ადამიანის სხეულსა და გენერატორს  შორის არსებულ სივრცეს. მეტიც, დატანილ გელში განვითარებული ჰაერის ბუშტუკები სიჩქარეს უკარგავს დარტყმით ტალღებს. ამ უკანასკნელთა შეღწევა სხეულში და საბოლოოდ  ფოკუსირება  დასაშლელ კენჭებზე რამდენადმე სუსტდება. მაშინ როცა,  STORZ  MEDICAL-ის  ლითოტროპტერი  ამ  ფაქტორითაც მეტად დახვეწილი  და  მაღალეფექტურია.  სხვა აპარატებისაგან განსხვავებით მას აქვს ნანოტექნოლოგიებით შექმნილი  უნივერსალური   მემბრანა, რომელიც  ცილინდრული წყაროს მიერ გენერირებული ტალღების  სხეულში უდანაკარგოდ  შეღწევას  უზრუნველყოფს.  MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტორის მემბრანას მცირეოდენი წყლის დამატება სჭირდება  მხოლოდ. შეგახსენებთ, რომ  მსოფლიოში პირველი ლითოტრიპტერი, რომელიც 80-იან  წლებში შეიქმნა, წყლის აბაზანას მოიცავდა  ანუ  პაციენტებს კენჭების დასაშლელად წყალში აწვენდნენ. ეს სისტემა საკმაოდ  მოუხერხებელი იყო და მოგვიანებით  შეიცვალა კიდეც. ექსპერტთა შეფასებით, MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერი  ნანოტექნოლოგიის გზითა და უნივერსალური  მემბრანით  ერთგვარად  ძველ  მეთოდს აბრუნებს, ბევრად  კომფორტულ  და სრულყოფილ რეჟიმში.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, როგორც  ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას,  ვიზუალიზაციისა და დამიზნების უნივერსალური  სისტემები გააჩნია. ვიზუალიზაციის ფაქტორში STORZ  MEDICAL-ის აპარატს უდიდესი  გარღვევა და  პროგრესი აქვს, გააჩნია როგორც რენტგენული, ასევე  ექოსკოპიური  ნაწილი. სხვა აპარატებისგან განსხვავებით,  MODULITH  SLX-F2    ლითოტრიპტერში წარმოდგენილია რენტგენის ახალი ტიპი,  Flat Panel ტექნოლოგია, რომელიც რენტგენის შუალედურ სხივს პირდაპირ გამოსახულებად გარდაქმნის. შესაბამისად, ამ   ტექნოლოგიით რენტგენოუხილავი კენჭებიც  კი  ხილული  ხდება. უმაღლესი  ხარისხის  ვიზუალიზაციას  ემატება ავტომატურად დამიზნების უნივერსალური რეჟიმი, რომელიც არ არის დამოკიდებული სპეციალისტზე. ეს  ნიშნავს იმას, რომ  დარტყმითი ტალღები ავტომატურად  ფოკუსირდება   ნებისმიერი  ლოკალიზაციის  კენჭებზე  და  შლის  იმ  კონგრემენტებსაც, რომელთა დანაწევრება  სხვა აპარატებით  შეუძლებელია.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს გააჩნია ვიზუალიზაციის  უაღრესად დახვეწილი ექოსკოპიური  ნაწილი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოუხილავი კენჭების გამოვლენა-დაშლაში. STORZ  MEDICAL-ის ამ უახლესი ტექნოლოგიით წარმატებით მკურნალობენ ბავშვებს, ორსულებსა და იმ პირებს, რომელთა  რენტგენოლოგიური  დასხივებაც  არასასურველია. აპარატის  ექოსკოპიური  სისტემა  შეუცვლელი და  მნიშვნელოვანია   ინტრაპროცედურული  მონიტორინგისთვის, კენჭების დაშლის    პროცესისა და სხვა მანიპულაციების   სრულად  გაკონტროლების  საშუალებას  იძლევა. MODULITH  SLX-F2  აპარატისაგან  განსხვავებით  ეს შესაძლებლობა სხვა ლითოტრიპტორებს არ გააჩნიათ!

დასასრულ კი, MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერი მხოლოდ კენჭების დასაშლელად მოწოდებული  განსაკუთრებული  აპარატი  როდია!

ეს არის შარდკენჭოვანი დაავადების მულტიმოდალური თერაპიისათვის განკუთვნილი უნივერსალური სამუშაო სადგური. ერთგვარი  ენდოსკოპიური  საოპერაციო,  აღჭურვილი  ფართო  სპექტრის ენდოუროლოგიური და დიაგნოსტიკური  შესაძლებლობებით,  ერთ სივრცეში სრულყოფილად  ინტეგრირებული   სამანიპულაციო  სისტემებით. ორი დიდი მონიტორით, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოსახულებებისთვის, კომპაქტური და კომფორტული სამანიპულაციო, სადაც შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით  განხორციელდეს:

  • ტრანსურეთრული რეზექცია;
  • რენტგენოდიაგნოსტიკა (პიელოურეთეროგრაფია, ცისტოგრაფია);
  • ურეთერორენოსკოპია, კენჭების ლაზერული დაშლით;
  • პერკუტანული ნეფროლითოტომია;
  • ცისტოსკოპია;
  • სტენტირება.

MMT HOSPITAL -ში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  შარდკენჭოვან  დაავადებას  მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით მკურნალობენ!

ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში  ეს მოწინავე ტექნოლოგიაც დანერგილია!

ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიები, პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად MMT-ჰოსპიტალში – ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

Tags: STORZ MEDICALდისტანციური ლითოტრიფსიაკენჭის გავლაკენჭის დაშლა
ShareTweetSendShareSend

Related Posts

თირკმლის ლაპარასკოპიული ოპერაცია
Uncategorised

თირკმლის კიბოს ლაპარასკოპიული მკურნალობა

პროსტატის ბიოფსია
Uncategorised

პროსტატის ბიოფსია

ვორქშოფი MMT HOSPITAL – ში
Uncategorised

პროსტატის ექოსკოპია

პროსტატის კიბოს სკრინინგი.
Uncategorised

პროსტატის კიბოს სკრინინგი.

Comments 50

  1. ანონიმური says:
    11 თვის ago

    ფასი მკურნალობის რა იქნება

    პასუხი
  2. ანონიმური says:
    11 თვის ago

    Pasi ra jdeba

    პასუხი
    • mmthospital says:
      11 თვის ago

      მოგესალმებით, უახლესი ლითოტრიპტორით, კენჭის დაშლა დისტანციურად 1500ლარია. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    11 თვის ago

    ნაღველშიც შლით კენჭებს

    პასუხი
  4. isa says:
    10 თვის ago

    nagvlis byshtshi makv kenti ty mkyrnalobt

    პასუხი
  5. ანონიმური says:
    10 თვის ago

    დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან?ჯპიაი

    პასუხი
  6. ნინო says:
    10 თვის ago

    ნათვლის ბუშტში თუ შლით კენჭებს და რა ჯდება

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      მოგესალმებით არა ნაღვლის ბუშტში არ შლიან კენჭებს, ხდება მთლიანი ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ამოკვეთა. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი
  7. irine says:
    10 თვის ago

    ra jdeba kechis dashla da sad mdebareobs teritoriulad

    პასუხი
  8. რეზო says:
    10 თვის ago

    თირკმელაში მაქვს რვა მილიმეტრიანი კენჭი თუ დამიშლით და რა დამიჯდება.

    პასუხი
  9. ნაირა says:
    10 თვის ago

    კენჭების დაშლაზე თუ მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, რა ჯდება თქვენთან ვიზიტი

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნაირა, დიახ კლინიკა ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, უროლოგის კონსულტაცია 60ლარი გახლავთ დდაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  10. ნათია says:
    10 თვის ago

    მარჯნისებურ კენჭებს თუ შლით.

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნათია, გააჩნია კენჭის ზომას, შესაძლებელი არის , მაგრამ შესაძლოა რამოდენიმე პროცედურა დასჭირდეს,მობრძანდით კლინიკაში უროლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და რათქმაუნდა გირჩევთ თუ რომელი მეთოდით იქნება უკეთესი კენჭის დაშლა თქვენს შემთხვევაში

      პასუხი
  11. თათია says:
    10 თვის ago

    საინტერესოა,ე.წ.”დაუშლელ ქვებს” თუ შლის.აი,ისეთს,მხოლოდ ოპერაციით რომ ამოაქვთ.
    გმადლობთ!

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      მოგესალმებით ქალბატონო თათია, რათქმაუნდა შლის, მაგრამ შესაძლოა რამოდნიმე პროცედურა დასჭირდეს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  12. იგორი says:
    10 თვის ago

    რა ღირს თქვენთან კენEის დაშლა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      10 თვის ago

      ახალი ლითოტრიპტორით კენჭის დაშლა დისტანციურად ყოველგვარი გაჭრის გარეშე უმტკივნეულოდ 1500ლარია. დაგვიკავშირდით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას 555393267 032 2234023

      პასუხი
  13. mmthospital says:
    10 თვის ago

    ქალბატონო ლუიზა, დიახ შესაძლებელია ყველა ტანამედროვე კენჭის დაშლის მეთოდია დანერგილი ემ ემ ტე ჰოსპიტალში. დაგვიკავშირდით 555 393267 ან დატოვეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით

    პასუხი
  14. ნატო says:
    10 თვის ago

    თირკმლის ცისტას თუ შველის ოპერაციის გარეშე?10 თუ 12 სმ??

    პასუხი
  15. ჯამბული says:
    10 თვის ago

    თირკმელში უბრალო კისტას თუ შველით

    პასუხი
  16. ჯამბული says:
    10 თვის ago

    თირკმელში უბრალო კისტას თუ შველით როგორმე

    პასუხი
  17. თამარი says:
    9 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში არსებულ საკმაოდ დიდ კენჭს თუ დაშლის?

    პასუხი
  18. ანონიმური says:
    9 თვის ago

    chemi kenchi ra usashvelo sheiqmna rom saertod ar daishala tu ver dashales? agar mjera mag litotrifsiis

    პასუხი
    • mmthospital says:
      9 თვის ago

      მოგესალმებით, ჩვენთან არის უახლესი ინოვაციური ლითოტრიპტორი, დაგვიკავშირდით და ექიმს გაგასაუბრებთ უფასოდ 0322234023 555393267

      პასუხი
  19. სოსო says:
    8 თვის ago

    თირკმელში 41 მმ კენჭს შლით?

    პასუხი
  20. ნინო says:
    8 თვის ago

    ბიმაქვს ორივე თირკმელზე 13 და 30მმ კისტა,მკურნალობა თუ შეიძლება?

    პასუხი
  21. ქეთი says:
    8 თვის ago

    ბატონო გურამ, თირკმელაში 3 მმ კენჭებს თუ შლით? მადლობა!

    პასუხი
  22. ქეთი says:
    8 თვის ago

    ბატონო გურამ, თირკმელაში 3 მმ კეჭებს თუ შლით? მადლობა!

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 თვის ago

      დიახ რათქმაუნდა

      პასუხი
  23. ეთერი says:
    8 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში კენჭების დაშლაზე თუ არის რამე მოფიქრებული?

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 თვის ago

      დიახ ლითოტრიფსიით ვშლით

      პასუხი
  24. ანონიმური says:
    8 თვის ago

    სახელმწიფო დაზღვევა თუ მოქმედებს პენსიონერის შემთხვევაში?

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 თვის ago

      დიახ მოქმედებს

      პასუხი
  25. ანონიმური says:
    7 თვის ago

    პსპ დაზღვევა მოქმედებს და რა ღირს კენჭის დაშლა 7 მმ

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 თვის ago

      პსპ ს პროვაიდერები არ გახლავართ ჯე უნდა გადაიხადოთ ჩვენთან , შემდეგ გაგატანთ ფორმა100 და კალკულაციას. გააჩნია რა მეთოდით დაიშლება კენჭი. დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დამოგაწვდით ინფორმაციას

      პასუხი
  26. ანონიმური says:
    6 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში თუ დაიშლება.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 თვის ago

      მოგესალმებით, ზოგადად შესაძლებელია, აუცილებელად ექიმმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა,რომ გაირკვეს შესაძლებელია თუ არა კენჭი დაიშალოს . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267

      პასუხი
  27. ანონიმური says:
    6 თვის ago

    მაინტერესებს პოლიპებს თუ შველის.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 თვის ago

      მოგესალმებით, გააჩნია რა ტიპის პოლიპია დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  28. ანონიმური says:
    6 თვის ago

    უროგრაფია კეთდება თქვენთან?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 თვის ago

      დიახ რათქმაუნდა, დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  29. ანონიმური says:
    6 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში მაქვს კენჭები,ექიმმა მითხრა რომ საოპერაციო ვარ ,ეგ აპარატი თუ შლის კენჭებს.და რა ღირს საერთოდ ნაღველაში კენჭების დაშლა.მადლობა.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 თვის ago

      დიახ შლის, მობრძანდით ექიმთან კონსულტაციაზე და აგიხსნით ყველაფერს 0322234023

      პასუხი
  30. ანონიმური says:
    5 თვის ago

    შესაძლებელია თუ არა თქვენი აპარატით კენჭების დაშლა ნაღვლის ბუშტში. ვარ საოპერაციო. თუ შეიძლება ფასიც მითხრათ. გმადლობთ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 თვის ago

      დიახ, შესაძლებელია ,ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი ზოგადი მდგომარეობა, ყველა კენჭი არ იშლება.დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდიტ 0322234023 555393267

      პასუხი
  31. ანონიმური says:
    5 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში მაქვს 5მმ-8მმ იგი მენე

    ნაღვლის ბუშტში მაქვს 5მმ-8მმ კენჭი შეგიძლიათ თუ არა ამ კენჭების დაშლა ოპერაციის გარეშე. მინდა სწორი პასუხი. გმადლობთ წინასწარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 თვის ago

      მოგესალმებით, დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  32. ანონიმური says:
    4 თვის ago

    ნაღვლის ბუშტში 33 მმ ქვას თუ დაშლით არ მინდა ოპერაცია და რომელი მეთოდით ადგენთ ქვის სახეობას და რომელი ქვა არ იშლება

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 თვის ago

      მოგესალმებით, უნდა მობრძანდეთ თუ გაქვთ ექოსკოპიის პასუხი მოიტანეთ ან შეგიძლიათ ავე ჩაიტაროთ კვლევა, ყველა კენჭი არ იშლება საკმაოდ რთულიოპერაციაა , ექიმი განსაზრვრავს შესაძლებელია თუ არა თქვენს შემთხვევაში კენჭის დაშლა დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • მიმართულებები
    • პაციენტებისთვის
    • მედიკოსებისთვის
    • ექიმთან ჩაწერა
    • კონტაქტი

    © 2020 MMT Hospital

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
      • ჰოსპიტალი
      • ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • ადმინისტრაცია
      • გამოხმაურებები
      • ხარისხის კონტროლი
    • მიმართულებები
      • უროლოგიური ჰაბი
      • გინეკოლოგიური ჰაბი
      • ონკოლოგია
      • მამოლოგია
      • ქირურგია
      • მაღალტექნოლოგიური პოლიკლინიკა
    • პაციენტებისთვის
      • Case Manager
      • სიახლეები
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
      • დაზღვევა
      • ჯანდაცვის პროგრამები
      • შეკითხვა ექიმს
    • მედიკოსებისთვის
      • გაიდლაინები
      • სამეცნიერო ნაშრომები
    • ექიმთან ჩაწერა
    • კონტაქტი

    © 2020 MMT Hospital

    • →
    • კონტაქტი

      გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

    • Phone
    • Facebook