(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ბართოლინიტი – მკურნალობა

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
22/03/2021
რუბრიკა დაავადებები
A A
ბართოლინიტი
Share on FacebookShare on Twitter

ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უხშირესად გონოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს.

მაგალითად, ნაწლავის ჩხირი ან შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.

ბართოლინიტი, ძირითადად, ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მისი მიზეზი შეიძლება ვენერული დაავადებები გახდეს.

ის ზოგჯერ ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზების, სტრესების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულების სახით გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ.

ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. აღნიშნული სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და იცავს მას სიმშრალისაგან.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ასე მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მატულობს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს. კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირ შემთხვევაში ნახეთქების განვითარებასა და ქავილის აძლევს დასაბამს.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შესაძლოა იყოს პირველადი – ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინრის ანთების დროს, და მეორეული – ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ბართოლინიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

ბართოლინიტის სიმპტომები

თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინრის ანთება (კანალიკულიტი), რომელიც ხასიათდება გამომტანი სადინრის სანათურის შეწითლებით.

ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან მცირე სასქესო ბაგეზეა განთავსებული. ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინრის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. როგორც წესი, ბართოლინის ჯირკვლის ანთება ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეზე ვლინდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესიებით (ინფილტრაციით) იწყება.

საყურადებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს ანუ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს, ინფილტრატი გაიწოვოს და მოხდეს თვითგანკურნება.

თუ თვითგანკურნება ვერ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაცობას განიცდის, რაც დასაბამს აძლევს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს. უსიამოვნებებს შეიგრძნობს სიარულისას, სქესობრივი აქტისას.

ანთებითი პროცესის ჯირკვალზე და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელების შემთხვევაში ჭეშმარიტი აბსცესი ყალიბდება (პირველადი აბსცესი). ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორადად ხდება. მისი მიზეზი წინათ არსებული კისტის დაჩირქებაა.

ჯირკვალი ზომაში საგრძნობლად იმატებს. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონალური ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი ანუ ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის _ჩირქის გადაადგილება.

ყველაზე ხშირად აბსცესის თვითგახსნა ხდება. ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა ქვეითდება და სასქესო ბაგის მტიკვნეულობა ქრება.

ბართოლინიტი

მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადადის. როგორც სხვა ქრონიკული პათოლოგიები, ქრონიკული ბართოლინიტიც ხასიათდება გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები. გამწვავების პერიოდში ქალს უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს დაზიანებული ჯირკვლის არეში. ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნებებს განიცდის სქესობრივი კონტაქტისა და სიარულისას.

მკურნალობა

ბართოლინიტის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე მოიცავს ანთებითი პროცესის კუპირებას. ეს თავის მხრივ გულსხმობს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და აგრეთვე სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას.

პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ.
დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული სეანსები. (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია).
კისტის განვითარების შემთხვევაში ხშირად დაზიანებული ჯირკვლის ამოკვეთა ხდება.

ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას სხვადასხვა მალამოებითა თუ პრეპარატებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს. ექიმი დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ბართოლინიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:032 2 23 40 23 

Tags: ბართოლინიტი
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭი
დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია
დაავადებები

ერექციის დაქვეითება – მკურნალობა

Comments 10

  1. ლია says:
    1 წლის ago

    ვფიქრობ მეც ეს მაქვს თუმცა ონკოლოგთან გამაგზავნეს გთხოვთ ჩამწეროთ და მიმიღოთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      ქალბატონო ლია დაგვიკავშირდით 032 2234023 ან დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დაჩვენ დაგიკავშიურდებით

      პასუხი
      • მარიამი says:
        6 თვის ago

        გამარჯობა, ეს მხოლოდ საშოს შესასვლელთან შეიძლება გაჩნდეს? მე მაქვს კლიტორის მაგლა გამონაზარდი რომელიც დისკომფორტს არ მიქმნის უბრალოდ პალპაციით ვხვდები რო პატარა გამონაზარდია და შეწითლებულია

        პასუხი
        • mmthospital says:
          6 თვის ago

          მოგესალმებით, შესაძლოა დისკომფორტს არ გიქმნით, მაგრამ ყოველგვრი წანაზარდი საყურადღებოა,ეს გახლავთ გინეკოლოგის ნომერი დაუკავშირდით და დაგაკვალიანებთ 598920911 ირმა

          პასუხი
  2. იამზე says:
    4 თვის ago

    გამარჯობათ, მე დღეს შევნიშნე კლიტორის ცოტა ზევით პატარა შარიკივით, ამ პანდეემის დროს ექიმთან მისვლა მეშინია, ხომ ვერ გვეტყვით როგორ ვიმკურნალო. მადლობთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 თვის ago

      მოგესალმებით ქალბატონო იამზე, დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით.

      პასუხი
  3. sopio says:
    4 თვის ago

    ati telia matukebs bartoliniti da shirki tavisit gamodis var 43 tlis sashishi kom ar aris

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 თვის ago

      მოგესალმებით. აუცილებლად უნდა მიმართოთ კვალიფიციურ გინეკოლოგს. ექიმი დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  4. ლია says:
    3 თვის ago

    გამარჯობათ. აგვისტოს თვეში გავიკეთე ბართოლოგიური ჯირკვლის ამოკვეთა. აქამდე არ შეუწუხებივარ მაგრამ ეხლა ამტკივდა და ისევ იქ სადაც ნაოპერაციებია მტკივა სიარულის დროს და ცოტათი ჩამოსიებულია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 თვის ago

      მოგესალმებით ქალბატოო ლია. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook