პროსტატის კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი გამოვლენა მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . დიაგნოსტიკისათვის საჭირო ტრადიციული გამოკვლევები პაციენტებისთვის უამრავ დროსთან, ხარჯთან და დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა ეს პროცესი მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევის – მიკროექოსკოპიის ჩართვით, გაცილებით საიმედო, ზუსტი, კომფორტული, ბიუჯეტური და სრულყოფილი გახდა!
რა არის პროსტატის მიკროექოსკოპია?!
პროსტატის მიკროექოსკოპია ეს არის უახლესი ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი, რომელიც ახორციელებს პროსტატის კვლევას მიკროსკოპულ დონეზე და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამიზნებით ბიოფსიას.
მიკროექოსკოპიამ სრულად შეცვალა პროსტატის კიბოს სკრინინგის ტრადიციული მრავალეტაპიანი კვლევები. მისი სისტემა შექმნილია
სპეციალურად პროსტატის დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ და წინამდებარე
ჯირკვლის (პროსტატის) დამიზნებით ბიოფსიის პროცესის საკონტროლოდ.
მიკროექოსკოპია ეს არის:
- 300%-ით გაუმჯობესებული დიაგნოსტიკის ხარისხი
- 300%-ით გაზრდილი პროსტატის ბიოფსიის ეფექტურობა
- 300%-ით გაზრდილი მკურნალობის ეფექტურობა
- საბიოფსიო უბნების ზუსტი იდენტიფიცირება და კვლევის მაქსიმალური შედეგი.
- მაგნიტურ რეზონანსზე მაღალი სიზუსტე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში!
რა უპირატესობები აქვს მიკრო-ექოსკოპიას მაგნიტურ რეზონასთან და ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით?
- ეს არის ულტრათანამედროვე კვლევა, რომლის პრეცედენტი და ანალოგი მსოფლიოში არ არსებოს
- პროსტატის მიკროექოსკოპია იძლევა ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით გადიდებულ სურათს და საშუალებას იძლევა დავინახოთ ძალზედ მცირე ზომის, თმის ღერის დიამეტრის ზომის სტრუქტურები
- მიკო-ექოსკოპიის დიაგნოსტიკური ეფექტურობა პროსტატის კიბოს გამოვლენის კუთხით არის ისეთივე და შესაძლოა უკეთესიც კი ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა
- მიკრეოექოსკოპია მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
- მიკროსკოპული ექოსკოპია მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია ვიდრე მაგნიტური რეზონანსი.
- მიკროექოსკოპიას ახორციელებს თავად უროლოგი ან ხორციელდება უროლოგიურ კლინიკაში, სადაც პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის კუთხით უფრო დიდი გამოცდილება არის და შესაბამისად მიკროსკოპული ექოსკოპიის მაღალკვალიფიციური გაშიფვრა მნიშვნელოვნად მეტად არის გარანტირებული, ვიდრე ეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას ხდება.
როგორ ხდება პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა მიკრო-ექოსკოპიის გამოყენებით?
- პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში განსაზღვრა
რა თქმა უნდა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა კვლავ რჩება პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს იარაღად, მეტიც ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით პსა-ს ნორმალური მაჩვენებლის ზღურბლოვანმა სიდიდემ მკვეთრად დაიწია და დღეს, მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე).
- პროსტატის მიკროექოსკოპია – ExactVu Micro-Ultrasound System არის უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად.
მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა ექიმ-სპეციალისტს საშუალებას აძლევს მაღალი სიზუსტით შეაფასოს თუ რამდენად აუცილებელია პაციენტისთვის ბიოფსიის ჩატარება, და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია, სისტემა ბიოფსიისათვის ყველაზე აქტუალური უბნების შერჩევის საშუალებას იძლევა, რაც უმაღლესი სიზუსტის დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.
ჩვეულებრივი ექოსკოპიისაგან განსხვავებით, რომელთაც ულტრაბგერის რხევის სიხშირე 6-7 მეგაჰერცს არ აღემატება, უახლეს მიკრო-ექოსკოპს , 29 მეგაჰერცი სიხშირის ულტრაბგერის გენერირების წყალობით, გარჩევადობის უნიკალური უნარი და 300%-ით გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის ხარისხის აქვს , შესაბამისად , უზუსტესად ახორციელებს პროსტატის საეჭვო ქსოვილის დიფერენცირებას და საეჭვო რეგიონების ვიზუალიზაციას.
- ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსია (საჭიროების შემთხვევაში)
პროსტატის კიბოს 100%-იანი დიაგნოსტიკა ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით, წარმოადგენს მიკრო – ექოსკოპიისა და MRI-ის მონაცემების შერწყმას ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერით პლატფორმაზე და იძლევა გარჩევადობის სრულად ახალ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს:
- გამოვლენილო საეჭვო ქსოვილის უზუსტეს დიფერენცირებას
- საეჭვო უბანზე უზუსტეს დამიზნებას
- დამიზნებითი ბიოფსიის რეალურ დროში განხორცილებას
MMT ჰოსპიტალი – ერთადერთი უროლოგიური ჰაბია, რეგიონსა და უახლოეს სამეზობლოში, სადაც ხორციელდება პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევა . იგი არა მხოლოდ მრავალეტაპიანი კვლევებისა და არასაჭირო ბიოფსიის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა, არამედ ზოგავს პაციენტის დროსა და ფინანსებსაც კი. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, პროსტატის კიბოს მკურნალობა ადრეულ ეტაპზე 30-ჯერ უფრო იაფია და 95%-ით ეფექტური, ვიდრე შორსწასული პროსტატის კიბოს მკურნალობა.
დაგვიკავშირდით 0322 23 40 23