ვენერული დაავადებით ინფიცირების შემდეგ არცთუ იშვიათად იჩენს თავს ურეთრიტის სიმპტომები – შარდვისას ქავილი და წვა.
ურეთრიტი ურეთრის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც. ინფექციური ურეთრიტი ყოველთვის სდევს თან სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. განასხვავებენ მის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს.
მწვავე ურეთრიტი დასნებოვნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება. ქრონიკული კი ნებაზე მიშვებული ან არასათანადოდ ნამკურნალები მწვავე ანთების შედეგია.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს განვითარებული ურეთრიტის ნიშნებია:
- გამონადენი სასქესო ასოდან (ურეთრიდან), რომელიც სქელი კონსისტენციის, მღვრიე და ხშირად სხვადასხვა ფერისაა (რუხი, მომწვანო და სხვა);
- შარდვისას ქავილი, წვა და მჭრელი ტკივილი.
არცთუ იშვიათად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები, გამონადენი და შარდის გამოყოფის დარღვევა, მწვავე სტადიის გავლის შემდეგ ქრება. ავადმყოფს ჰგონია, რომ განიკურნა. სინამდვილეში ინფექცია არსად გამქრალა, უბრალოდ, “მიიმალა”, ქრონიკულ ფორმაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საერთოდ არ აწუხებს ადამიანს, ქრონიკული ვენერული დაავადება, ის განუწყვეტლივ აყენებს ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს.
ამასთან, თუ მწვავე ურეთრიტის დროს სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, მომავალში შეიძლება განვითარდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა პროსტატიტი. ასევე ეპიდიდიმიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია ან სიმსივნე, პიელონეფრიტი და სხვა. ამიტომ ურეთრიტის პირველი ნიშნებისთანავე ჯობს კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.
სასქესო ასოდან გამონადენი შესაძლოა გაჩნდეს გონორეის, ტრიქომონიაზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის, ქლამიდიოზისა და არასპეციფიკური ურეთრიტის დროს.
იმ ფიზიოლოგიურ მდგომარეობათა შესახებ გიამბობთ, რომელთა დროსაც სპეციფიკური გამონადენის არსებობა პათოლოგიად არ მიიჩნევა.
- ერეგირებისას სასქესო ასოს თავზე არსებული ხვრელიდან ხშირად გამოიყოფა სპეციფიკური სეკრეტორული სითხე. იგი სრულიადაც არ ჰგავს იმას, რომელიც ეაკულაციის დროს გადმოინთხევა. ეს სითხე გამჭვირვალე წვეთის სახით გამოიყოფა და მას ასოს თავის საცხის ფუნქცია აკისრია. გარდა ამისა, იგი ურეთრის მჟავიანობას აქვეითებს იმისათვის, რომ მამაკაცის ეაკულატმა ქალის დაორსულება გამოიწვიოს. მამაკაცებს დროდადრო შარდის წვეთი ამ სეკრეტორულ სითხეში ერევათ. მათი გარჩევა ძალიან ადვილია: შარდი წყალივითაა, ხოლო სეკრეტორული სითხე წებოვანია, იწელება კიდეც.
- მეორე ფიზიოლოგიური მდგომარეობაა პოლუცია. პოლუცია სათესლე სითხის უნებლიე დაღვრას ჰქვია. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, ძილში ხდება ეროტიკული სიზმრების ფონზე და ძილს არ გვაწყვეტინებს. პოლუცია ხშირია მოზარდებსა და ყმაწვილებში და სქესობრივ მომწიფებაზე მეტყველებს. რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე პოლუცია წყდება. არსებობს დღის პოლუციაც. პოლუცია ნორმიდან გადახრა კი არა, სქესობრივი ჯირკვლების ნორმალური ჰორმონული აქტივობის მაჩვენებელია. თუ ეს ხშირად ხდება, სქესობრივი სფეროს დარღვევაზე მიუთითებს და ამ დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ყველა დანარჩენი სითხე, რომელიც მამაკაცის სასქესო ასოდან გადმოედინება, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ექიმმა სპეციალისტმა.
- ურეთრიტი (შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთება). მამაკაცებში ურეთრიტის დამახასიათებელ სიმპტომად შარდსასქესო არხიდან გამონადენი მიიჩნევა. მაგრამ გამონადენი შეიძლება ფიზიოლოგიურიც. იყოს, ხოლო ურეთრიტი გამონადენის გარეშე მიმდინარეობდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს გამონადენის შემჩნევისთანავე ექიმთან მისვლას. ურეთრიტს, გარდა გამონადენისა, წესისამებრ, თანსდევს დიზურია და სასქესო ასოს თავის გაღიზიანება. ურეთრიტის დიაგნოსტირება ურეთრის ნაცხის ან შარდის პირველი ულუფის გამოკვლევით ხდება. ურეთრიტებს ხშირად იწვევს გონოკოკები, ქლამიდიური ინფექცია და სხვა.
გონორეა
გონორეა ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. საერთო ის აქვს, რომ დაავადების ძირითადი გამოვლინება დაკავშირებულია სასქესო ორგანოებიდან არსებულ გამონადენსა და მჭრელ ტკივილთან შარდვის დროს.
ეს სწორედ ურეთრიტის – შარდსადენი არხის ანთების მანიშნებელია, რომელიც ინფექციის გამომწვევით არის განპირობებული. მამაკაცებში გონორეის სიმპტომად ითვლება ასოდან თეთრი ან ყვითელი გამონადენი, მაგრამ თუ გამონადენი არ გაჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავად არ არის. გამონადენი, როგორც წესი, საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ ჩნდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ საინკუბაციო პერიოდი უფრო მეტხანს მიმდინარეობს.
ბევრი მიმართავს ე. წ. პროვოკაციის ტესტს. შემთხვევითი სქესობრივი აქტის შემდეგ ძილის წინ ორიოდე კათხა ლუდს ან მწარე ან მჟავე საკვებს მიირთმევს და მეორე დილით ამოწმებს, არის თუ არა, ან რა ფერისაა გამონადენი. მსგავსი “ტესტირება” არ შეიძლება ჩაითვალოს გონორეის არსებობის ან არარსებობის ჭეშმარიტ დადასტურებად.
ბოლო დროს აღნიშნავენ ისეთი შემთხვევების გახშირებას, როდესაც გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენ შემთხვევებში კი საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ თავს იჩენს გონორეის მწვავე ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომების გამოვლინება პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, რომელ ორგანოს შეუტევს გონოკოკი.
ყველაზე ხშირად ურეთრა ზიანდება და გონორეული ურეთრიტი ვითარდება. სხვათა შორის, მისთვისაც დამახასიათებელია გამონადენი, რომელიც ქვედა საცვალზე მოყვითალო-მომწვანო ლაქებს ტოვებს.
გონორეა ეს საკმაოდ სერიოზული ინფექცია უყურადღებობის შემთხვევაში უშვილობას, იმპოტენციას და სხვა გართულებებს იწვევს.
თანამედროვე მედიცინა ძალიან ადვილად უმკლავდება მის გამომწვევს. მთავარია, მკურნალობა რაც შეიძლება ადრიანად დაიწყოს, თვითმკურნალობამ კი შესაძლოა საქმე გაართულოს.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონა ერთუჯრედიანი არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს, იცოცხლოს არა მარტო ორგანიზმში, არამედ მის გარეთაც.
იმ ზიანის გარდა, რომლის გამოწვევაც ტრიქომონას შეუძლია, მას აქვს გონოკოკების შთანთქმის უნარიც, ოღონდ ისე, რომ ზიანს არ აყენებს.
ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელებისას ტრიქომონას თან გადააქვს “გადაყლაპული” გონოკოკებიც. არასრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ტრიქომონიაზის განკურნების შემდეგ გონორეული ინფექცია ვითარდება.
მამაკაცის ორგანიზმში ტრიქომონიაზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მამაკაცი შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ინფექციის მატარებელი, ასნებოვნებდეს პარტნიორებს, მაგრამ თავად არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდეს.
შედარებით იშვიათად ანთებითი პროცესი გამოვლინდება ურეთრაში, პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში, სათესლე ჯირკვლებში.
ზოგჯერ ურეთრიდან დის მღვრიე თეთრი სითხე ან შარდში სისხლის კვალი შეინიშნება. ეს 1-2 კვირა გრძელდება.
შემდეგ სიმპტომები მცირდება, თუმცა დაავადება გრძელდება და ქრონიკულ ფორმაში გადადის.
ურეაპლაზმოზი
ურეაპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც ვირუსებიდან ერთუჯრედიანებისკენ გარდამავალ საფეხურად განიხილავენ.
ამ ორგანიზმით ინფიცირება ხშირად სქესობრივი გზით ხდება. გარდა ამისა, ის შეიძლება დედისგან შვილსაც გადაედოს მშობიარობის დროს.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4 დღიდან ერთ თვემდეა, იშვიათად – უფრო მეტხანსაც. საინკუბაციო პერიოდის შემდეგ თავს იჩენს ურეაპლაზმოზის პირველი სიმპტომები.
უნდა ითქვას, რომ ხშირად ურეაპლაზმოზი თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი არავითარი სიმპტომი არ შეინიშნება. ასეთი რამ ქალებში უფრო ხშირია.
მამაკაცებში ურეაპლაზმოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მწირი გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ასოდან, ზომიერი ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს. თუ ურეაპლაზმამ წინამდებარე ჯირკვალი დააზიანა, პროსტატიტის ნიშნები გამოვლინდება.
მიკოპლაზმოზი
უროგენიტალური მიკოპლაზმოზი კლინიკურად დიდად არ განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის დამაზიანებლებისგან. ზოგიერთს სუბიექტური გამოვლინებები არ გააჩნია, ზოგიერთი კი სიმპტომების მთელ წყებას უჩივის. შარდსასქესო გზების დაზიანების შემთხვევაში მამაკაცებს დილაობით მცირე რაოდენობის გამონადენი აქვთ.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს ნელ-ნელა ართმევს ოცდამეერთე საუკუნის ჭირის ტიტულს. ჯანმოს განცხადებით, ამ ინფექციის გავრცელების ტემპი ზვავის სიჩქარეს ჰგავს. ეს დაავადება უმთავრესად სქესობრივი გზით გადაეცემა. მამაკაცებში ყოველი მეორე ურეთრიტი ქლამიდიური წარმოშობისაა. მამაკაცებში ქლამიდიოზის სიმპტომი ურეთრიდან გამონადენია.
არცთუ დიდი რაოდენობის გამონადენი გამჭვირვალეა. მას თან სდევს მცირე ტკივილი შარდვის დროს. ბავშვებში (ბიჭებში) ურეთრიდან გამონადენთან ერთად სასქესო ორგანოების ქავილიც შეიმჩნევა.
არასპეციფიკური ურეთრიტი
არასპეციფიკური ურეთრიტი შარდის გამომყოფი არხის ანთებაა. ანთება გამოწვეულია გონოკოკებით, ქლამიდიით, ტრიქომონით, ურეაპლაზმით, მიკოპლაზმითა და ჰერპესის ვირუსისგან განსხვავებული სხვა მიკროორგანიზმებით. ვენეროლოგიაში ეს ყველაზე საინტერესო და ნაკლებშესწავლილი სფეროა. არასპეციფიკურ ურეთრიტზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ურეთრიტის ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში.
გარდნერელოზი
გარდნერელოზი საშოს დისბაქტერიოზია, ამიტომ ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ პათოლოგიას მამაკაცებს პირდაპირ ვერ მივუსადაგებთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარდნერელებს, გარდნერელოზის გამომწვევებს, უნარი შესწევთ, მამაკაცის ორგანიზმში ანთებითი პროცესები გამოიწვიონ.
გარდნერელა მამაკაცის სასქესო სისტემაში უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს ხვდება. რაკი მისი სასქესო ტრაქტის “კანონიერი მცხოვრები” არ არის, შეიძლება სქესობრივ ინფექციად ჩაითვალოს.
მამაკაცის ორგანიზმში გარდნერელა ყველაზე ხშირად ხვდება და, როგორც წესი, სასქესო სისტემას 2-3 დღეში ტოვებს. იშვიათად ვითარდება გარდნერელების ქრონიკული მატარებლობა, რომლის დროსაც ანალიზები ყოველთვის დადებითია, თუმცა დაავადების არავითარი სიმპტომი არ არსებობს. ათიდან 9 შემთხვევაში მამაკაცის ორგანიზმში მოხვედრილი გარდნერელა საერთოდ არ ამჟღავნებს თავს. ეს კი საშიშია, რადგან კაცის სქესობრივი პარტნიორები ისე ავადდებიან, ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.
კლასიკურ შემთხვევებში დაავადების გამომწვევები, იწვევენ ლორწოვანი გარსის დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესს. ამ დროს სასქესო ასოდან შეიძლება მომწვანო ფერის გამონადენი წამოვიდეს, რომელიც პაციენტისათვის ნაკლებშემაწუხებელია. თუმცა მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს კიდეც – გარდნერელოზის გამომწვევებმა ურეთრიტი გამოიწვიონ, რომელიც შარდვისას წვითა და ტკივილით ვლინდება.
გარდა ამისა ასოდან გამონადენს სპეციფიკური სუნი აქვს. ასეთ დროს აუცილებელია გარდნერელოზის მკურნალობა, დანარჩენ შემთხვევებში კი მრავალი სპეციალისტი მამაკაცებში გარდნერელოზის მკურნალობას აუცილებლობად არ მიიჩნევს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცისთვის უვნებელი გარდნერელოზი შეიძლება მისი სქესობრივი პარტნიორის ინფიცირების მიზეზად იქცეს, ამ დაავადების მკურნალობა ყოველთვის საჭიროა.
ვენერული დაავადებების სიმპტომები ქალებში
ქალებში ეს სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული. უმეტესად დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ისეთი სიმპტომები შეინიშნება, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მთელი ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი.
ვენერული დაავადებების დიაგნოსტირება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე შეუძლებელია – ბევრი ასეთი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
არსებობს საგანგაშო ნიშნები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე მიუთითებენ. ესენია:
- უჩვეულო გამონადენი საშოდან. (თეთრი, ლორწოვანი, მწვავე, ქაფიანი, სუნით ან მის გარეშე);
- საშოდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;
- სასქესო ორგანოების მიდამოში ქავილი ან წვა;
- სისხლიანი გამონადენი საშოდან მენსტრუაციათა შუა პერიოდში;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
- ჩვეულებრივთან შედარებით გახშირებული შარდვა ან შარდვის მოთხოვნილება;
- სხეულის ტემპერატურის მომატება. (შესაძლოა, არც იყოს, ან ოდნავ იყოს მომატებული, 370ც ფარგლებში);
- შარდვისას ტკივილი და ქავილი;
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
- მუცლის ქვედა არეში ტკივილი;
- საზარდულის არეში ტკივილი.
შარდვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დარღვევისას ან მუცლისქვედა არეში დისკომფორტის შეგრძნებისას ჯობს კონსულტაციისათვის ექიმ გინეკოლოგს მიმართოთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების პროფილაქტიკა ძალზე უბრალო და ეფექტურია:
ცხოვრების ჯანსაღი წესი, პარტნიორის ერთგულება, ჯანსაღი კვება, გადაღლისა და სტრესისთვის თავის არიდება, საკუთარი თავისადმი მცირეოდენი ყურადღება ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. თუ ასოდან გამონადენმა ცვლილება განიცადა, ნუ დაელოდებით, როდის გაივლის ყველაფერი თავისთავად.
მხოლოდ სპეციალისტს, ექიმ უროლოგსა და ანდროლოგს, ვენეროლოგსა და გინეკოლოგს ძალუძთ, ზუსტად შეაფასონ, ნორმალურია თუ არა ეს. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ბრძანდებით.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ურეთრიტის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ვცხოვრობ ევროპაში 14 წელია მაქვს ასეთი პრობლემა შარდვის დაწყებამდე მეწვის მაქვს ქავილები სასქესო ორგანოს სიგიჟემდე მაქქვს ქავილი სასიამოვნო,აგრეთვე ამ ადგილებში შარდვის დაწყების წინ, როდესაც ვღებულ8ბ შხაპს, რაც ცხელია წყალ მით შვებას ვგრძნობ სასიამოვნოს,ეს მაქვს შარდის წინ ცოლო შარდვის შემდეგ არაფელი, შარდვის პროცეში არ მაქვს წვა მირჩიეთ როგორ მოვიქცე, ძალიან გთხოვთ, მზად ვარ ყველაფრისთვის გამიგეთ ძალიან მაგიჟებს
გამარჯობა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს
პენისი მტკივა,წვა ჩხვლეტა და სიმხურვალე მაქვს,რა შემიძლია გავაკეთო.გარდნერელა არისო ვიმკურნალე მაგრამ მდგომარეობა იგივეა
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ,რამე რჩევა მომცეთ. წლებია უკვე მაწუხებს ურეთრა. თითქმის სულ დისკომფორდი მაქვს შარდის დროს. მაგრამ ხშირად მემართება გამწვავება ხშირი შარდვა წვა. ვცხორობ ევროპაში სამი წელია ბევრ ექიმთან ვიყავი მაგრამ ვერაფერით დამეხმარენ.სანამ ჩამოვალ საქართველოში იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ექიმს რა ანალიზი ს გაკეთება მოვთხოვო. ან რა გავაკეთო. მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით
კონსულტაცია მაინტერესებს რა ჯდება? ვარ 60 წლის ქალბატონი პენსიონერი. გმადლობთ
მოგესალმებით. უროლოგთან კონსულტაცია 60 ლარი გახლავთ. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23
60 ლარი
გამარჯობათ! მაინტერესებს რამდენი დღით ადრე უნდა ჩავეწერო ვიზიტზე. ასევე დაახლოებით რა დამიჯდება, ამ შემთხვევაში უროლოგთან ვიზიტი. მადლობა
Asos tavze qavili maq da tu sheizleba mitxarit saxlis pirobebshi rogor moviqce
მოგესალმებით ბატონო ბესო, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. შაბათს, 3 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგთან უფასო კონსულტაცია, ჩასაწერად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
Asos tavze maq qavili da fu sheizleba mirchiot saxlis pirobebshi rogor moviqce
პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი http://mmt.gearchives/doctor/guram-qarazanashvili