შარდის ბუშტის კიბო – ავთვისებიანი წარმონაქმნი შარდის ბუშტის კედლიდან ვითარდება.
შარდის ბუშტის კიბო უხშირესად ზედაპირულია ანუ არ სცილდება ლორწოვან გარსს. თუმცა, ავთვისებიანმა წარმონაქმნა შესაძლოა შარდის ბუშტის მთელი კედელი მოიცვას და მეტასტაზირებაც განიცადოს.
მაგალითად, ღვიძლში, ფილტვებში, ძვლოვან ქსოვილში. კუნთოვან შრეში ჩაზრდილი კიბოს შემთხვევები შარდის ბუშტის ავთვისებიანი წარმონაქმნების 20-25 % შეადგენს.
შარდის ბუშტის კიბოს რეციდივი საკმაოდ ხშირია. აქედან გამომდინარე, პაციენტებს სიცოცხლის მანძილზე რეგულარული შემოწმება და კონტროლი უხდებათ.
რისკფაქტორები
ასაკთან ერთად შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენებისა.
რისკჯგუფს ქმნიან ძირითადად ის პირები, რომლებიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქიმიკატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ასევე მწეველები.
თურმე, თამბაქოს მოყვარულებს შარდის ბუშტის კიბო 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე არამწეველებს.
შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით ქალებთან შედარებით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ძირითადად 45-65 წლის ასაკში. კიბოს განვითარების რისკჯგუფში სპეციალისტები იმათაც აერთიანებენ, ვინც ხშირად ავადობს ცისტიტით. ვისაც ხშირად აღენიშნება შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. მემკვიდრულ წინასწარგანწყობას ამ პათოლოგიის განვითარებაში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
როგორ ვლინდება შარდის ბუშტის კიბო
შარდის ბუშტის კიბოს ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს შარდში სისხლის გაჩენა და ტკივილი შარდვისას.
თუ სიმსივნური წარმონაქმნი აფერხებს თირკმელებიდან ბუშტში შარდის ჩამოსვლას, შესაძლოა თირკმელების დისფუნქცია განვითარდეს.
ეს უკანასკნელი თავის მხრივ თირკმელების არეში ტკივილით გამოიხატება. არის შემთხვევები, როდესაც შარდის ბუშტში განვითარებული სიმსივნე ბლოკავს ურეთრას.
შესაბამისად დაბრკოლებას უქმნის შარდის გამოყოფის პროცესს, ეს კი შარდვის გაძნელებას და ტკივილს იწვევს.შარდში სისხლის არსებობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ ნიშნავს ავთვისებიანი პროცესის არსებობას. სადიაგნოზოდ გამოიყენება შესაბამისი კვლევები.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. დაგვიკავშირდით: 2 23 40 23
რას ეფუძნება დიაგნოსტიკა
შარდის ბუშტის კიბოზე ეჭვისას ტარდება შარდის ანალიზი. მასში სისხლის არსებობის დასადასტურებლად, ასევე შარდის ციტოლოგიური გამოკვლევა. მიმართავენ ცისტოსკოპიას. წესისამებრ, პაციენტს უტარებენ უროგრაფიულ (საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტულ კვლევას) და ექოსკოპიურ კვლევებს. არსებობს კტ-უროგრაფიაც, სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაციისა და სხვა დეტალების განსასაზღვრად.
მკურნალობა
შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს ზუსტი დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა თავის მხრივ მოიცავს სიმსივნური წარმონაქმნის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის ზუსტად დადგენას. ავთვისებიანი სიმსივნური ქსოვილის სწორ კლასიფიკაციას .
თუ სიმსივნური წარმონაქმნი ზედაპირულია და არ არის ჩაზრდილი კუნთოვან შრეში, მიმართავენ შარდის ბუშტის ტრანსურეთრულ რეზექციას. ამ ოპერაციის დროს ურეთრაში შეჰყვათ სპეციალური ხელსაწყო – რეზეკტოსკოპი, რომლითაც შარდის ბუშტიდან სიმსივნის ამოკვეთას და სისხლმდენი სისხლძარღვების მოწვას ახორციელებენ.
თუ შარდის ბუშტის კიბო კუნთოვან შრესაც მოიცავს და არსებობს მისი უფრო ფართოდ გავრცელების საშიშროება. ატარებენ რადიკალურ ოპერაციას _ ტოტალურ ცისტექტომიას. ხდება შარდის ბუშტის სრულ ამოკვეთა, უხშირესად წინამდებარე ჯირკვალთან (პროსტატასთან) ერთად. ამის შემდეგ მიმართავენ ნაწლავური რეზერვუარის შექმნასა და შარდის ორთოტოპულ დერივაციას (გადაყვანას).
შარდის ბუშტის კიბოს ამ ურთულეს ოპერაციას, განსაკუთრებულად დახვეწილი ტექნიკით, მისეული მეთოდიკით, უმაღლეს დონეზე ასრულებს ცნობილი ქირურგი გურამ ქარაზანაშვილი.
სწორედ ამ ოპერაციის ვიდეოპრეზენტაციამ გააოცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ონკოქირურგები. აღაფრთოვანა ათასობით სპეციალისტი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე. ქართული მედიცინის საამაყოდ, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ვიდეობიბლიოთეკაში.
გამარჯობა, შარდის ბუშტში გამოვლინდა ქსოვილოვანი წარმონაქმნი, შეიძლება ეს იყოს სიმსივნური?
მოგესალმებით, აუცილებელია სპეციალისტმა შეაფასოს აღნიშნული კვლევა, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
გამარჯობათ
შარდის ბუშტის კუნთზე აღმომაჩნდა სიმსივნე, ერთ ერთ კლინიკაში მითხრეს შარდის ბუშტის ამოკვეთა და ხელოვნურით ჩანაცვლება, ვიცი ძალიან მძიმე ოპერაციაა რომელიც 7-8 საათს გრძელდება, რამდენად წარმატებულად კეთდება თქვენთან ეს ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ თუ განკურნება პაციენტი სიმსიმვნისაგან
გამარჯობა, ჩვენთან ეს ოპერაცია კეთდება პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული მეთოდიკით, რომელიც მსოფლიო უროლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებულ იქნა ყველაზე ეფექტურ მეთოდად. ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე
საგამო მშვიდობისა ვარ ემიგრანტი.ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ორივე თირკმელზე მაქვს თირკმელ ზედა ადენომები.მაქვს წელის ტკივილები ფეხები მებლოკება.შარდის ბუშტი სულ სავსე მაქვს ვშარდავ ცოტას ანუ ვერ ვცლი ბუშტს რისგან შეიძლება ეს ყოველივე იყოს გამოცვეული.წინასწარ მადლობა
გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
გამარჯობათ შეიძლება თუ არა ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია საშარდე ბუშტის და პროსტატის
მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას 0322 23 40 23
Გამარჯობათ ჩემს დედამთილს აქვს შარდის ბუშტის სიმსივნე არის75 წლის. Მე. 3 სტადია ქიმიოთერაპიას არ უკეთებენ ასაკიანი არისო, იქნებ მირჩიოთ როგორ მმოვიქცეთ დათქვენი მისამართიც მომწერეთ სად ხართ ტერიტორიულად, მადლობთ წინასწარ.
დიღმის მასივი ლუბლიანას 5 მე-9 სართული MMT HOSPITAL 0322234023
მოგესალმებით ,შეკითხვა მაქვს ,სამწუხაროა რომ ეხლა შევიტყვე თქვენს შესახებ .იქნამ მიპასუხოთ ,მეტასტაზის არსებობის შემთხვევაში შუასაყარზე ,კეთდება ხელოვნური ბუშტი??ქიმიები აქვს გაკეთებული და ზომები განახევრდა
შეკითხვა მაქვს, შეიძლება დავსვა კითხვა?
აქვს თუ არა გართულებები ხელოვნურ შარდის ბუშტს?
რამდენად შეგუებადია?
ქალბატონო თამუნა,ვინაიდან ხელოვნური შარდის ბუშტის, შექმნის ოპერაცია,ხშირად კეთდება ჩვენს კლინიკაში ,გართულებების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი ,უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით
Xshirad maqvs shardvis dros tkivili da shardshi sisxli eseigi kibo maaqvs?
მოგესალმებით ქალბატონო ელზა, შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და საფუძვლიანი გამოკვლევა. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23.