სათესლე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. სამწუხაროდ სათესლე ჯირკვლის კიბოს 99% ავთვისებიანია და უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა აგრესიული მკურნალობის მეთოდები როგორიცაა სხივური ან ქიმიოთერაპია, ასევე ქირურგიული ჩარევა.
სიმპტომები, რომელიც ახასიათებს სათესლე ჯირკვლის კიბოს:
- სათესლე ჯირკვების ტკივილი
- სათესლე ჯირკვლების შეშუპება
- კისტა, რომელსაც ეწოდება სპერმატოცელე და ვითარდება ეპიდიდიმიში.
- სათესლე ჯირკვლების გადიდება, რომელსაც ვარიკოცელე ეწოდება
- სითხის დაგროვება გარსის არეში, სათესლე ჯირკვლის გარშემო
მკურნალობა
სათესლე ჯირკვლების კიბოს მკურნალობის 3 ძირითად მეთოდს ვხვდებით – ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ქირურგია.
სათესლე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის გეგმა და მეთოდი დამოკიდებულია
- სათესლე ჯირკვლის კიბოს ტიპზე – იქნება ეს სემინომა თუ არასემინომური
- სათესლე ჯირკვლის კიბოს სტადიაზე
სათესლე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის პირველ ვარიანტად, რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის განიხილება დაზარალებული სათესლე ჯირკვლის ქირურგიული გზით მოძიება (ორქიდექტომია). ორქიდექტომიის შემდეგ შესაძლოა ჩატარდეს ქიმიოთერაპიის ერთი დოზა, რომელიც ხელს შეუშლის კიბოს დაბრუნებას.
სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს ზოგჯერ ასევე რეკომედირებულია რადიოთერაპიის მოკლე კურსი.
ზოგიერთ შემთხვევაში, მამაკაცი თვითონ აღმოაჩენს სათესლე ჯირკვლის კიბოს, უნებლიედ ან სათესლე ჯირკვლის თვითგამოკვლევისას. თვითშემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- ხელით საგულდაგულად გასინჯეთ თითოეული სათესლე ჯირკვალი, შეისწავლეთ მისი სიმკვრივე – უნდა იყოს ოდნავ მაგარი და დრეკადი.
- სათესლე ჯირკვლები უნდა იყოს გლუვი, უკანა და ზედა ნაწილში უნდა ისინჯებოდეს მაგარი წარმონაქმნები.
თუ სათესლე ჯირკვლებში რაიმე სახის სიპტომები შენიშნეთ, რაც მანამდე არ გაწუხებდათ, აუცილებელია უროლოგთან კონსულტაცია და სათესლე ჯირკვლების გამოკვლევა.
სათესლე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მამაკაცებში, რომელთა სათესლე ჯირკვლები 3 წლის ასაკამდე არ არის ჩამოსული სათესლე პარკში (კრიპტორქიზმი), სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების მეტი რისკი არსებობს, ვიდრე იმ მამაკაცებში, რომლებსაც აღნიშნული ასაკისათვის სათესლე ჯირკვლები ჩამოსული აქვთ სათესლე პარკში. კრიპტორქიზმის ქირურგიული კორექციისათვის საუკეთესო პერიოდია ბავშვობის ასაკი. კრიპტორქიზმის კორექცია ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა იმ მამაკაცებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კრიპტორქიზმის კორექცია, კიბოს განვითარების რისკი მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე მამაკაცებში, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ კრიპტორქიზმი. ზოგჯერ ექიმები, კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, მოზრდილებს იმ სათესლე ჯირკვლის ამოღებას ურჩევენ, რომელიც არ არის ჩამოსული.
MMT ჰოსპიტალიში სათესლე ჯირკვლის კიბოს ყველაზე თანამედროვე მეთოდებით ვმკურნალობთ.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge