MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი უროლოგიური ჰაბი ანდროლოგია ერექციული დისფუნქცია

იმპოტენცია – რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან

16/03/2023
რუბრიკა ერექციული დისფუნქცია
surati 1

surati 1

Share on FacebookShare on Twitter

იმპოტენცია – იმპოტენციის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთია მაღალი არტერიული წნევა.

ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალში ჯერ კიდევ 1988 წელს დაიბეჭდა საინტერესო კვლევის შედეგები. როგორც გამოცემაშია მითითებული, არტერიული ჰიპერტონიით დაავადებული 40-დან 79 წლის ასაკის პაციენტების 49%-ს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა.

მოგვიანებით ჩატარებული კვლევების თანახმად კი, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდა 2000 წელს ჟურნალში `უროლოგია~ (აშშ), მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტთა 68%-ს იმავდროულად სხვადასხვა დონის ერექციული დისფუნქციის პრობლემაც ჰქონდა. ამასთან, იმპოტენციით დატანჯულ პაციენტთა 45%-ს ჰიპერტონიის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა.

ჰიპერტონიის დროს ირღვევა სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით ავსებაზე პასუხისმგებელი არტერიების გაფართოება. გარდა ამისა, ირღვევა ასოს გლუვკუნთოვანი აპარატის მოდუნების უნარი (ფუნქცია) ტვინიდან მოსული იმპულსაციის საპასუხოდ. ყოველივე ამის შედეგად, ასოს მღვიმოვანი სხეულის მღვიმეებში ვერ აღწევს სათანადო რაოდენობით სისხლი ნორმალური ერეგირებისათვის.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ჰიპერტონიის მქონე ზოგიერთ მამაკაცს სისხლში ტესტოსტერონის დაბალი დონეც აღენიშნება. მოგეხსენებათ, ტესტოსტერონი მთავარი მამრობითი სასქესო ჰორმონია რომელიც დიდ როლს თამაშობს სქესობრივ აგზნებაში.

არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჰიპერტონიამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია.

მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს, რომელიც თავად არის არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორი, აღინიშნება ათერომული ფოლაქების განვითარება. საზოგადოდ არტერიათა კედლებზე, მათ შორის, თეძოს არტერიების კედლებსა და აორტის ბიფურკაციის (გაყოფა-დანაწევრების) ადგილზე.

სასქესო ასოს არტერიები კი სწორედ ამ მსხვილი არტერიებისაგან გამოიყოფა (უფრო კონკრეტულად ასოს ღრმა და ზედაპირული არტერიები შიგნითა და გარეთა სასირცხო არტერიების ტოტებია). პათოლოგიური პროცესის გამო, საბოლოოდ, არტერიათა სანათური ვიწროვდება და მათში სისხლის ნაკადი ირღვევა. საყურადღებოა ისიც, რომ ჰიპერტონიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, გვერდითი მოვლენის სახით, ასევე იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ასეთი ეფექტის მქონე პრეპარატებს შორის გამოიყოფა შარდმდენები (დიურეზული საშუალებები) და ბეტაბლოკატორები.

დიურეზული საშუალებები (ე.წ. დიურეტიკები) ის პრეპარატებია, რომლებიც თირკმლის საშუალებით აძლიერებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ისინი რეალურად სისხლის მიმოქცევის ქსელში (კალაპოტში) ამცირებენ სისხლის მოცულობას, შედეგად, ერექციის პროცესში სისხლის ნაკადი სასქესო ასოსკენაც მცირდება.

გარდა ამისა, შარდმდენები ორგანიზმში თუთიის შემცველობას ამცირებს. თუთია კი ტესტოსტერონის პროდუქციისა და საზოგადოდ, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციობისათვის უმნიშვნელოვანესი მინერალია.

ბეტაბლოკატორებიც ხელს უწყობს იმპოტენციის განვითარებას, ამცირებს რა ნერვული იმპულსებით სასქესო ასოს კუნთოვანი აპარატის სტიმულაციას. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები არღვევს არტერიათა გაფართოების უნარს ერექციის დროს და სასქესო ასომდე ბევრად ნაკლები სისხლი მოედინება. ისიც ცნობილია, რომ ბეტაბლოკატორები დეპრესიის აღმოცენებაშიც აქტიურად მონაწილეობს, ფსიქოლოგიურ განწყობას კი, ერექციის ფუნქციისა და საზოგადოდ, სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს.

საყურადღებოა შემდეგიც, ჰიპერტონიასთან შეუღლებული ზოგიერთი მავნე ჩვევა აღრმავებს როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას, ასევე იმპოტენციის განვითარებას. ეს ეხება კონკრეტულად თამბაქოს მოწევას. მოწევა იწვევს წვრილი არტერიების შევიწროებას, აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, არის ათეროსკლეროზული პროცესების განვითარების მთავარი რისკფაქტორი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ მწეველებთან იმპოტენცია გაცილებით მაღალი სიხშირით გვხვდება.


MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ერექციული დისფუნქციის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

ალბუმინურია – ცილა შარდში

შემდეგი სტატია

შარდის გამოყოფის დარღვევები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა | ფოტო
ერექციული დისფუნქცია

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა

ტესტოსტერონი
ერექციული დისფუნქცია

ტესტოსტერონი – მამაკაცური ჰორმონი

იმპოტენციის მკურნალობა
ერექციული დისფუნქცია

იმპოტენციის მკურნალობა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC