(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

შარდის ბუშტის სიმსივნე – მკურნალობა

26/04/2023
რუბრიკა უროლოგიური ჰაბი, შარდის ბუშტის კიბო
შარდის ბუშტის სიმსივნე

3 1519722581971

როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის სიმსივნეს გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ცენტრში.

ონკოუროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი – ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ.

შარდის ბუშტის სიმსივნე – ონ­კო­ლო­გი­ა­ში, ონ­კო­ლო­გი­ურ ურო­ლო­გი­ა­სა და ონ­კო­ლო­გი­ურ ქი­რურ­გი­ა­ში ერთ-ერთ რთულ ოპე­რა­ცი­ად შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს შემ­თხვე­ვა მი­იჩ­ნე­ვა.

სირ­თუ­ლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ დროს შარ­დის ბუშ­ტის, პროს­ტა­ტის გარ­შე­მო მდე­ბა­რე ყვე­ლა ორ­გა­ნო­სა და ქსო­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბა. იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­უ­რი ურო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ონკოუროლოგი გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი. ეს ის ექი­მია, რო­მელ­მაც უკვე დიდი ხა­ნია ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი შექ­მნა.

მან უამ­რავ პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, შარ­დის ბუშ­ტის სიმსივნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა. ინტერვიუ AMBEBI.GE-ს ჟურნალისტთან.

– ამ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ერთი მხა­რე ონ­კო­ლო­გი­აა, როცა კი­ბოს ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბა და მე­ო­რე – ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი, როცა ამო­ი­ღებ შარ­დის ბუშტს და შარდს შე­სა­ბა­მი­სი გზა მი­ე­ცე­მა, გა­რეთ გა­მო­ვი­დეს.

დღე­ის­თვის ბევ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა – ზოგ­ჯერ შარ­დი კან­ზე გა­მო­აქვთ, რაც ცე­ლოფ­ნის თუ პლას­ტი­კურ პარკში გროვ­დე­ბა, ზოგს მსხვილ ნაწ­ლავ­ში გა­დაჰ­ყავს.

მოკ­ლედ, ეს მე­თო­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში კარ­გად არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში კი, ის ხე­ლოვ­ნურ აპკ­ში გროვ­დე­ბა, ანუ ვქმნით ხე­ლოვ­ნურ შარ­დის ბუშტს. თუმ­ცა ეს ერთ-ერთი უდი­დე­სი ოპე­რა­ცი­აა, თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვო­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს და დიდ­წი­ლად გარ­თუ­ლე­ბე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. არა მარ­ტო ჩვენ­თან, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ასეა.

შარდის ბუშტის სიმსივნე – რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

– ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი,

გა­უ­ვა­ლო­ბა, პე­რი­ტო­ნი­ტი, შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, პო­ტენ­ცი­ის და­კარ­გვა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ერ­თა­დერთ რა­დი­კა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ეს ოპე­რა­ცია წარ­მო­ად­გენს, ის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გზაა.

ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, მი­ნი­მა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი გვქონ­დეს.

ამ ოპე­რა­ცი­ის დროს ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ნერ­ვე­ბის შე­ნახ­ვის ახა­ლი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­შუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ადა­მი­ანს პროს­ტა­ტი­ტის და შარ­დის ბუშ­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დგომ პო­ტენ­ცია ჰქონდეს. (სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ლა­ე­ბა). ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ხში­რად სა­კი­თხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებს ეხე­ბათ. ამი­ტომ, მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სა­სურ­ვე­ლია, მათი პო­ტენ­ცია არ და­ზა­რალ­დეს. ასე­ვე ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­თო­დით შე­ვი­მუ­შა­ვეთ სფინ­ქტე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბის რის­კე­ბი. ამ ოპ­რა­ცი­ე­ბის შემ­დგომ, ადა­მი­ანს აღარ აქვს შარ­დის შე­კა­ვე­ბა და არ სჭირ­დე­ბა პამ­პერ­სი, რაც ასე­ვე დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

– ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვენ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და მისი ცხოვ­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ თით­ქმის ისე­თი­ვე იყოს, რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე. რის­გან იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი?

– შარ­დის ბუშ­ტი არის რე­ზერ­ვუ­ა­რი, სა­დაც შარ­დი ივ­სე­ბა. ჯან­მრთე­ლი შარ­დის ბუშ­ტის არ­სე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს თირკმე­ლე­ბის ჯან­მრთლო­ბას. რო­დე­საც შარ­დის ბუშტს პრობ­ლე­მა აქვს, მა­შინ პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა თირკმე­ლებს. ნაწ­ლა­ვუ­რი შარ­დის ბუშ­ტი, რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე არ­სე­ბობ­და, თირკმე­ლე­ბის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ამის­თა­ნა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ თირკმე­ლი ხში­რად მწყობ­რი­დან გა­მო­დის და პა­ცი­ენტს დი­ა­ლიზ­ზე უწევს ყოფ­ნა და ხე­ლოვ­ნუ­რი თირკმლის გა­და­ნერგვა.

შე­სა­ბა­მი­სად, შარ­დის ბუშ­ტი რაც უფრო ახ­ლოს არის ნა­ტუ­რა­ლურ­თან, უფრო სრულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. სწო­რედ აქეთ­კენ არის ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტის წარ­მოქ­მნა მი­მარ­თუ­ლი.

წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის­გან, რო­მე­ლიც 5 მეტ­რია, ვი­ღებთ გარ­კვე­ულ სეგ­მენტს (60 სმ-ს) ისე, რომ წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ა­ზე ეს არა­ნა­ი­რად აი­სა­ხე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­შუ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი შევ­ქმნათ. ოღონდ, ისე უნდა ავი­ღოთ, რომ სის­ხლის მო­მა­რა­გე­ბა სის­ხლძარ­ღვებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს.

– ეს ოპე­რა­ცია რამ­დე­ნად ამარ­თლებს?

– დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი და ამა­ვე დროს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სა­ერ­თოდ, მსგავს მე­თო­დი­კას ათე­უ­ლი წე­ლია, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ხვე­წეთ და გა­მო­ვი­გო­ნეთ კი­დეც ეს ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი.

– რო­გორც შე­ვი­ტყვე, ეს მე­თო­დი სა­მეც­ნი­ე­რო, კლი­ნი­კუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი სი­ახ­ლე ამე­რი­კა­ში ურო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­ზე წა­რად­გი­ნეთ.

– დიახ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, მას­შტა­ბუ­რი, სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნაა.

მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, რად­გა­ნაც დე­ტა­ლურ რე­ცენ­ზი­რე­ბას გა­დის და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უნდა იყოს.

ნდო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი უნდა იყოს, ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ის სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ამ ყრი­ლო­ბა­ზე არ­სე­ბობს და ის ანო­ნი­მუ­რია.

არ იცი­ან, ვის სა­მე­დი­ცი­ნო ნაშ­რომს ამოწ­მე­ბენ, ჩვენც არ ვი­ცით, ვინ ამოწ­მებს. ყრი­ლო­ბა­ზე სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტი ანო­ნი­მუ­რია.

ეს კი იმის­თვის, რომ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ მოხ­დეს, ასო­ცი­ა­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სი­ახ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე.

ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ სი­ახ­ლე ვი­დე­ოს სა­ხით გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი. ეს ოპე­რა­ცია ჩემ მიერ ჩვენს ჰოს­პი­ტალ­ში, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩა­ტარ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­დაგ­ვი­ღია. ახ­სნი­ლია ოპე­რა­ცი­ის არსი, ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სი, ვი­დე­ო­ინ­სტრუქ­ტა­ჟია. ეს ოპე­რა­ცია 2017 წე­ლის ნო­ემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. პა­ცი­ენ­ტი 58 წლის არის, კარ­გად გრძნობს თავს და პო­ტენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. კიბო არ აქვს.

– მა­ნამ­დე ამის მსგავს მე­თო­დებ­ზე მუ­შა­ობ­დით. რო­გო­რი შე­დე­გე­ბი გქონ­დათ? პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს?

– მა­გა­ლი­თად, გუ­შინ მო­ვი­და ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 8 წლის წინ გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და დღემ­დე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს. სა­სი­ხა­რუ­ლო არის, რა თქმა უნდა.

– რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეს ოპე­რა­ცია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის?

– ხელ­მი­საწ­ვდო­მი არის ნამ­დვი­ლად. მსგავ­სი სირ­თუ­ლის ოპე­რა­ცია გინ­დაც ამე­რი­კა­ში, ან თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათა­სო­ბით დო­ლა­რი ღირს. ჩვენ­თან ძა­ლი­ან მი­სა­ღე­ბია და ფი­ნანსდე­ბა კი­დეც სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის მიერ.

– რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი იო­ლია?

– იო­ლია, თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სახ­ლში მე­ო­რე დღეს ვერ გა­ვუშ­ვებ. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქნა, 10 დღე სჭირ­დე­ბა ამ პრო­ცესს.

ამ­რი­გად, მი­ვა­წო­დეთ ამე­რი­კელ ურო­ლო­გებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ვი­დე­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ი­ნა­ხე­ბა და ვი­საც მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ურო­ლო­გის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა­ვენ

MMT ჰოსპიტალი – ონკოუროლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებით. წამყვანი სპეციალისტები, ულტრა თანამედროვე აპარატურა. 032 2 23 40 23

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

მასტიტი – სიმპტომები

შემდეგი სტატია

აქცია! შაბათს – 2 მარტს! ქირურგის უფასო კონსულტაცია!

ასევე გაეცანით

Впервые в Грузии и в регионе: безоперационное лечение рака простаты — роботизированная ультразвуковая терапия! (Focal One — Ruth)
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

Рак предстательной железы - раннее выявление и лечение на ранней стадии
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

Доверьте свое здоровье только профессионалам! - Лечение рака мочевого пузыря в ММТ госпитале
ონკოლოგია

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! – შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა MMT-ჰოსპიტალში

andropauza 2
ანდროლოგია - ანდროპაუზა

ანდროპაუზა – მამაკაცური კლიმაქსი

გამოხმაურება 51

  1. ბესიკი says:
    3 years წინ

    მოგესალმებით მე ბესიკი გვილია ვარ პირველი ჯგუფის შშმ პირი თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ კითხვაზე.4 წლს უკან გამიკეთეს შარდის ბუშტის ოპერაცია და მუცლიდან დამიყენეს კათეტერი რაც დღემდე მაქვს ახლა მეუბნებიან შარდის ბუშტი უნდა ამოიკვეთოსო აუცილებრად რადგან სიმსიმს ნიშნები ჩანსო და რას მირჩევთ და რამდენი ჯდება ოპერაცია მადლობა წინასტარ

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 years წინ

      მოგესალმებით, პირველ რიგში უნდა გადაწყდეს რა სახის ოპერაცია უნდა გაგიკეთდეთ, ანუ ხელოვნური შარდის ბუშტით თუ უბრალოდ შარდსაწვეთების კანზე გამოტანით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო ვიზიტი პროფესორთან, რათა თქვენთვის ყველაზე ოფტიმალური რჩევა მოგცეთ ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 555393267

      პასუხი
  2. Giorgi says:
    3 years წინ

    Mogesalmebit mamachems daudgines shardis bushtis simsimne ra tanxa jdeba operaciis gaketeba naclavi Rom shard is bushtis funqcias ro asrulebdes

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 years წინ

      მოგესალმებით გიორგი, ეს ოპერაცია 11 000 ლარამდე ჯდება ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო, დაგვიკავშირდით 577421101 და ჩაგწერთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან უფასო კონსულტაციაზე

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    4 years წინ

    Ra tvisebebi aqvs RO mivxvde

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მოგესალმებით გაეცანით სტატის დეალურად არის აღწერილი სიმპტომები. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0032 2234023

      პასუხი
    • ანონიმური says:
      5 months წინ

      gamarjobat.mamachems shardis buhtze konda simsivne.gauketes operacia mere qimiebi gaikete ro ar amoeyara.erti weli gavida da isev amoiyara.ras mirchevdit

      პასუხი
      • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
        5 months წინ

        გამარჯობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23

        პასუხი
  4. ანონიმური says:
    4 years წინ

    მაქვს შარდის ბუშტის პრობლემები არასდროს არ მივსულვარ ექიმთან წავიკითხე სტატია და ცოტა არიყოს შევშინდა უარესი პრობლემები არ დამემართოს საკმარისად გავიტანჯე არც ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი მოგეხსენსბათ დღევანდელი ცხოვრება უსახსრობა არადა როგორ მოვიქცე ვის როგორ მივმართო მაპატიეთ არ ვიცი ჯერ კიდევ ისეთ წლებშივარ სიცოცხლე მწყურია რადგან ჩემს შვილ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მოგესალმებით შაბათობით არის აქცია , უროლოგის უფასო კონსულტაცია და ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023 ან მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებით და დაგეხმარებით

      პასუხი
  5. ანონიმური says:
    4 years წინ

    გაიხარეთ…რამდენ ადამიანს დაუბრუნებთ სიცოცხლეს…..წარმატებებიიიი…..

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მადლობა დადებითი შეფასებისთვის

      პასუხი
  6. nino says:
    4 years წინ

    Gmertma daglocot da gagadzlierot uchkvianeso,genioso qartvelebo.tqvennairebis imedad vart qartvelebi.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მადლობა დადებითი შეფასებისთვის

      პასუხი
  7. nona 49w says:
    4 years წინ

    2018 wlis sektembershi zustd aseti operacia gavikete niuvijenis sauniversiueto klinikashi nikoloz gogaladzestan.1welia kateteri miketia da naleqi kidev moyveba.rato miketia amdeni xani da pistula warmoikmna da garet igvreba shardi.kidev mchirdeba korekciis operacia.6 kursi qimiac chavitare da minda male gamiketon operacia da meubnebian dro undao.ramdeni dro unda sanam movkvdebi.4stadia amokvetes da gadaminerges nawlavisgan

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      ქალბატონო ნონა, რით შეგვიძლიოა დაგეხმაროთ?

      პასუხი
  8. თეა გვილავა says:
    4 years წინ

    მამაჩემმა 5 წლის წინ გაიკეთა ეს ოპერაცია.შედეგით კმაყოფილი ვართ.მადლობა მას. ღმერთა მისცეს ძალა რომ ქართველებს ემსახუროს.

    პასუხი
  9. სოფო says:
    4 years წინ

    მოგესალმებით,მიხარია ქართველი ექიმის წარმატება,იქნებ მიპასუხოთ ,როდესაც სიმსივნე ინვაზირებული ,ლიმფური კვანძები გადიდებულია .მაგრამ ქიმიის ოთხი ეტაპის შემდეგ საგრძნობლად დაპატარავდა ,ამ შემთხვევაშიც შეიძლება ასეთი შარდის ბუშტის გაკეთება.?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      ქალბატონო სოფო, მოგბრძანდით შაბათს კლინიკაში და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი, თუ რამე კვლევები გაქვთ წამოიღეთ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    4 years წინ

    ra jdeba operacia da rogor unda dagikavshirdet

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მოგესალმებით, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან 555393267

      პასუხი
  11. Mzevinari says:
    4 years წინ

    Gamarjobat chems megobars fexse ukbina mwerma imis shemdeg wels qvemot qonda Cudi shegrzneba erti welia ar aqvs coltan seqsualuri kavshiri mitxarit rogor moiqces da vis mimartos

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      ქალბატონო მზევინარ, შაბათს ჩაეწერეთ და აქციის ფრგლებში უფასო კონსულტაციას გაივლით უროლოგთან, ასევე ფასდაკლებით ისარგებელებთ კვლევებზე, წინასწარ ცაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  12. ანონიმური says:
    4 years წინ

    შარდის ბუშტზე ოპერაცია გავიკეთე ამ წლის თებერვალში. დიაგნოზი : პოლიპები, ავთვისებიანი, არაინვაზიური. ძალიან მინდა ბატონ გურამ ქარაზანშვილთან გავიკეთო გამოკვლევა. მაინტერესებს როგორი მდგომარეობა მაქვს ახლა. თუ მიიღებს.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 years წინ

      მოგესალმებით ბატონ გურამთან ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით მის ასისტენტს 555393267

      პასუხი
  13. დარეჯანი says:
    4 years წინ

    ძალიან კარგია როცა ასეთი რამეს აკეთებენ და თან საქართველოში მე მაგალითათ მქონდა შარდის ბუშტზე პრობლემა ანუ გაწელვ რის გამოც ვე ვშარდავდი ბუნებრივად და მიფიქრია ხო არ გადამენერგა შარდის ბუშტი ძან ძნელია შარდის შეუკავლობა კათეტერის საშვალებით ვატჯიშით დამიბრუნდა ცველ ფორმაში კარგია და მივესალმები ასეთ ოპერაციებს წარმატებები

    პასუხი
  14. tornike says:
    5 years წინ

    ra girs eqimtan konsultacia?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით თორნიკე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტის ღირებულება 80 ლარია, სხვა უროლოგებთან 60 ლარი. წინასწარ ჩაწერით ხდება ვიზიტი, დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

      პასუხი
  15. İrma says:
    5 years წინ

    Ufalma dalocos batoni gurami orjer gauketet hven mamamtils tirkmelebze sxvadasxva operacia carmatebit damtavrda didxans da jamrtelad ikavit am gahirvebuli xalxis samsaxurshi dagelocot marjvena

    პასუხი
  16. ანონიმური says:
    5 years წინ

    Ufalma dalocos batoni gurami orjer gauketet hven mamamtils tirkmelebze sxvadasxva operacia carmatebit damtavrda didxans da jamrtelad ikavit am gahirvebuli xalxis samsaxurshi dagelocot marjvena

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით, შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. იხილეთ ბმული: http://mmt.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika . პაკეტის ღირებულება 117 ლარია და მოიცავს: უროლოგის კონსულტაციას; PSA – პროსტატის ანტიგენის განსაზღვრას; თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია; უროფლომეტრია (შარდის ნაკადის განსაზღვრა). დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან 597 81 80 04.

      პასუხი
  17. tamari says:
    5 years წინ

    rogorc mogaxsenet aseti operacia chems meugles zustad 17 wlis win gauketda, qirurgi gaxldat davit gocadze. samwuxarad mis saxels axla atavin axsenebs , mainteresebs misi damsaxureba ar aris am metodis danergva tu ukve gardaicvala da ra mnishvneloba aqvs? gtxovt mipaduxod .6

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით თამარ, ბატონმა გურამმა შეისწავლა ცხონებული ბატონი დავითის და ასევე ბევრი მსოფლიო დონის უროლოგის გამოცდილება და პაციენტისთვის საუკეთესოდ გააერთიანა ერთ ოპერაციაში, რაზეც ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ, რომელსაც ყველა ინფორმაცია აქვს, განაცხადა რომ ეს მსოფლიო დონის სიახლეა ასეთი ტიპის ოპერაციული ჩარევა

      პასუხი
  18. ზეინაბ ღვინიფაძე says:
    5 years წინ

    ძალიან კარგია. გილოცავთ წარმატებას.ბევრი ადამიანი იტანჯება და იღუპება ამ დაავადებით მიხარია რომ კიბო დავამარცხეთ და ბევრ ადამიანს აჩუქებთ სიცოცხლეს.

    პასუხი
  19. სოფიო says:
    5 years წინ

    გამარჯობა ჩემი მეუღლე 43 წლის არის რომელსაც აქვს აღნიშნული პრობლემა და მაინტერესებს დაახლოებით რა ჯდება ეს ოპერაცია

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      ქალბატონო სოფიო,გააჩნია პაციენტს რა მდგომარეობა აქვს, რა სტადიაზეა, უნდა გაკეთდეს შესაბამისი კვლევები, თუ გაქვთ რაიმე ანალისზის პასუხები გამოგვიგზავნეთ, ან მობრძანდით შაბათს 23 თებერვალს და მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაცია,შემდეგ შეგვიძლია პროფესორთან დავჯავშნოთ ვიზიტი.დაგვიკავშირდით 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი ნომერი და დაგეხმარებით

      პასუხი
  20. tamar says:
    5 years წინ

    aseti operacia chems meugles 17 wlis win gauketda tbilisshi . ert weliwadshi shvilic ki gavachinet.

    პასუხი
  21. ნინო says:
    5 years წინ

    გამარჯობათ,მამაჩემს 1 ნახევარია პროსტატის პრობლემა აქვს კათეტერითაა ეს დრო.გულის ნაოპერაციევია და ოპერაციას არ უკეტებენ გული ვერ გაუზლებსო და თქვენ რას გვეტყვით

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      ქალბატონო ნინო, ემ ემ ტე ჰოსპიტალში 23 თებერვალს არის აქცია, შეგიძლიათ მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია, კვლევის პასუხები რაც გაქვთ წამოიღეთ და ექიმი შეაფასებს ზოგად მდგომარეობას,კარდიოლოგი და უროლოგი ერთობლივად გადაწყვიტავენ შესაძლებელია თუ არა ოპერაციული მკურნალობა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით2234023, ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  22. იზოლდა says:
    5 years წინ

    დიდება უპალს ასეთი ჭკვიანი ექიმები ყავას ჩვენ ქვეყანას წარმატებები

    პასუხი
  23. იზოლდა says:
    5 years წინ

    დიდება უპალს ასეთი ჭკვიანი ექიმები ყავას ჩვენ ქვეყანას

    პასუხი
  24. neli says:
    5 years წინ

    ybralod kontroli kargi ikneboda

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      ქალბატონო ნელი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ შაბათის აქციაზე 23 თებერვალს და მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია ასევე 20%იანი ფასდაკლება კვლევებზე სასურველია წინასწარ ცაწერა 2 23 40 23

      პასუხი
  25. Shavishvili nazi says:
    5 years წინ

    Hems meuxles gauketda operacia.trubkit gamodis shardi.mucelzea damagrebuli.hrilobidan mojonavs shardi.akvs ciebcxeleba.maxali sicxe.erti tvea ukve.doktor rostom xalvashi.diagnozi sasharde bushtis kibo.rato arari uket.pacienti.?????

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      ქალბატონო ნაზი ,ასე ზე[პირად არ შეგვიძლია თქვენი მეუღლის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს, ჩაეწერეთ წინასწარ წამოიღეთ კვლევის პასუხები და ბატონი გურამი შეაფასებს არსებულ მდგომარეობას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  26. მარიამი says:
    5 years წინ

    სად არის ტერიტორიულათ ეგ კლინიკა თუ შეეილება აგვიხსენი რა უბრალოთ გავესინჯო მინდა ასაკი გახლავართ ორმოზდაათი წლი ს და შეღავათები თუ მექნება ასაკობრივი ონკოლოგიური მაქვს გაკეთწბული მკრდზე და საშვილოზე.

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით მარიამ, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 23 40 23, 597 81 80 04. მისამართი: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყფოს შენობა, მეცხრე სართული

      პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      დიღომი, ლუბლიანას 5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 2 23 40 23

      პასუხი
  27. . says:
    5 years წინ

    სად არის ტერიტრიულათ ეს კლინიკა შეგიძლიათ მოგვწეროთ უბრალოთ თავი რო დავიზღვიოთ და გავისინჯოთ მე ასაკით გახლავართ ორმოზდატი წლის ტერიტორიულათ ვიმყოფები ბათუმში ონკოლოგიურები მაქვს გაკეთებული ოღონთ კეთილ თვისებიანები მკერდზე და საშვილოზე

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 years წინ

      მოგესალმებით მარიამ, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 23 40 23, 597 81 80 04. მისამართი: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყფოს შენობა, მეცხრე სართული

      პასუხი
  28. ანონიმური says:
    5 years წინ

    ნეიროგენული შარდის ბუშტის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი ამ მეთოდით ჩარევა .დამიწერეთ კლინიკის მისამართი ექიმის სახელი მადლობა

    პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

MMT Hospital
სიახლეები

საერთშორისო აღიარება ევროპის უდიდეს უროონკოლოგიურ კონგრესზე შვედეთში UROONCO2023

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

Цистит – воспаление мочевого пузыря
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

Впервые в Грузии и в регионе: безоперационное лечение рака простаты — роботизированная ультразвуковая терапия! (Focal One — Ruth)
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

Рак предстательной железы - раннее выявление и лечение на ранней стадии
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

Цистоскопия - диагностика мочевыводящих путей
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital