(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

მიკროექოსკოპიის და დამიზნებითი ბიოფსიის შედეგები

22/02/2021
რუბრიკა სიახლეები
biofsia
Share on Facebook Whatsapp
 
MMT HOSPITAL -ის ახალგაზრდა ექიმის, ნინო ქარაზანაშვილის, მოხსენება საერთაშორისო კონგრესზე,
პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი – ლიდერი უროლოგიური ცენტრი რეგიონში! მიკროექოსკოპიის და დამიზნებითი ბიოფსიის ფანტასტიური შედეგების პრეზენტაცია, საკუთარ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით!

მიკროექოსკოპიის კვლევის დანერგვას უროლოგიაში ექსპერტები
ახალ ეპოქად აფასებენ, რადგან მიკრო-ექოსკოპიამ, როგორც უსაფრთხო
დიაგნოსტიკის უახლესმა და უზუსტესმა მეთოდმა, რევოლუციური
გადატრიალება მოახდინა პროსტატის დაავადებათა, მათ შორის კიბოს
დიაგნოსტიკაში.

მიკროექოსკოპიის უახლესი სისტემის პრეზენტაცია 2015 წელს ახალ
ორლეანში ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე
შედგა. ისრაელის კლინიკებში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის
გამოყენება 2018 წელს დაიწყეს, 2019 წელს კი მიკრო-ულტრაბგერა MMT- ჰოსპიტალის წყალობით საქართველოშიც დაინერგა! გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი ამ მხრივაც ლიდერი აღმოჩნდა!

რეგიონის წამყვან კლინიკაში -MMT- ჰოსპიტალში პაციენტებს უკვე
შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო და უახლესი სტანდარტით ჩაიტარონ პროსტატის კიბოს სკრინინგი!

შეგახსენებთ, რომ დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში MMT-
ჰოსპიტალი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, რომელიც
ახორციელებს პროსტატის დაავადებათა სკრინინგს ულტრათანამედროვე მიკრო -ულტრაბგერის საშუალებით.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მასშტაბით მხოლოდ MMT-
ჰოსპიტალშია შესაძლებელი პროსტატის დაავადებათა 300 %-ით
გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა დროის რეალურ მომენტში, სწრაფად,
უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, უმაღლესი სიზუსტით!

საყურადღებოა, რომ მიკრო-ექოსკოპიის ულტრათანამედროვე აპარატით
პროსტატის კვლევა სიზუსტით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით
დიაგნოსტიკას უტოლდება!

მაინც რა უპირატესობა აქვს მიკრო-ულტრაბგერას ჩვეულებრივ (ტრადიციულ) ექოსკოპიასთან შედარებით?

მიკროექოსკოპიის სისტემა ExactVu Micro-Ultrasound System შექმნილია
სპეციალურად პროსტატის დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ და წინამდებარე
ჯირკვლის (პროსტატის) დამიზნებით ბიოფსიის პროცესის საკონტროლოდ.

მიკროექოსკოპიის შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივ
ულტრაბგერით სისტემებს, კერძოდ, ქსოვილთა აღქმა და შესაბამისად, მათში
სტრუქტურულ ცვლილებათა გარჩევადობა 3-4-ჯერ უფრო გაძლიერებულია,
სიზუსტით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უტოლდება. ეს იმას
ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევით მიღებულ
გამოსახულებასთან შედარებით მიკრო-ულტრაბგერით ჩატარებული
დიაგნოსტიკის ხარისხი 300 %-ითაა გაუმჯობესებული.

ცნობილია, რომ ზუსტი დიაგნოსტიკა ონკოლოგიურ დაავადებათა
ეფექტურად მკურნალობის საფუძველია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოსთან მიმართებაში, რადგან ეს უკანასკნელი დიფუზური პათოლოგიაა და აქედან გამომდინარე, ვიზუალური დიაგნოსტიკის დროს მაღალი ხარისხის დეტალიზაციას საჭიროებს.

უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით ექიმ-უროლოგებს შესაძლებლობა ეძლევათ საფუძვლიანად შეისწავლონ წინამდებარე ჯირკვალი, დეტალურად და სრულყოფილად დააკვირდნენ პროსტატის საეჭვო უბნებს და მაქსიმალური სიზუსტით ჩაატარონ დამიზნებით ბიოფსია.

ExactVu სისტემა მსოფლიოში პირველი და უნიკალური პლატფორმაა
მრავალმხრივი უროლოგიური დიაგნოსტიკისათვის. აპარატის შესაძლებლობები გაფართოებულია სპეციალიზირებული დანართებით, მაგალითად, Mikro Doppler-ი ფლობს განსაკუთრებულ ზემგრძნობელობას და პროსტატის უწვრილეს სისხლძარღვებში, უმცირესი კაპილარების დონეზე განსაზღვრავს ჯირკვლის სისხლის მიმოქცევის თავისებურებებს, პროგრამული უზრუნველყოფის FusionVu კომპონენტი ექიმ-უროლოგს მონაცემთა
დეტალურად დამუშავების საშუალებას აძლევს, PRI-MUS პროტოკოლის
დახმარებით კი ადვილად განირჩევა და იდენტიფიცირდება პროსტატის
ქსოვილთა ჯანმრთელი და პათოლოგიური უბნები.

ამგვარად, მიკრო-ულტრაბგერა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკას
პრაქტიკულად 100 %-იანი სიზუსტით აწარმოებს!

 

1 of 1
- +

1.

რატომ არის მიკრო-ექოსკოპია ასე მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის?

 ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს პაციენტს ერთ ვიზიტზე
ჩაიტაროს როგორც პროსტატის სრულყოფილი კვლევა, ასევე
საჭიროების შემთხვევაში დამიზნებით ბიოფსია;
 მიკრო-ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის სეანსი სწრაფი და
უმტკივნეულოა;
 ეს უნიკალური კვლევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
კლაუსტროფობიით შეპყრობილი პაციენტებისათვის, რომლებიც ვერ
ჩაიტარებენ მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირებას, ალერგიული და
თირკმლის პრობლემების მქონე პირებისათვის, რომლებისთვისაც
სარისკოა კონტრასტული აგენტის ინიექცია.

რაც მთავარია, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბრმა, უმართავი და
დაუმიზნებელი ბიოფსიების ეპოქა დასრულდა უროლოგიაში! მიკრო-
ულტრაბგერის სისტემა პაციენტებს 300 %-ით გაუმჯობესებული
დიაგნოსტიკისა და 300 %-ით ეფექტური ბიოფსიის საშუალებას აძლევს!

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის – მიკროექოსკოპიის დანერგვით
საქართველოც შევიდა მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით ახორციელებენ. ეს კი რეგიონის წამყვანი კლინიკის – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბის – დამსახურებაა!

MMT- ჰოსპიტალი, როგორც ყოველთვის, ევროპის მოწინავე კლინიკების
მსგავსად, უახლეს მიღწევათა ფერხულშია! რეგიონის ამ წამყვან კლინიკაში
პროსტატის კიბოს სკრინინგი უკვე ახალი მსოფლიო სტანდარტით ტარდება!

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

გინეკოლოგი თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგი თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator