ჰიდროცელე იგივე სათესლეს წყალმანკი, რეალურად სათესლე ჯირკვლის გარსების წყალმანკია.
ამ პათოლოგიის დროს სეროზული სითხე გროვდება საკუთრივ სათესლის შიგნითა გარსის პარიეტალურ და ვისცერულ ფურცლებს შორის, რის გამოც სათესლე პარკი შესაბამის მხარეზე დიდდება.
დაგროვილი სითხის მოცულობა 20-დან 200 მლ-ის ფარგლებში მერყეობს, იშვიათად 1-3 ლიტრამდეც შეიძლება მიაღწიოს.
დაავადება გვხვდება როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან. ბავშვებთან, ჩვეულებრივ, დიაგნოსტირდება თანდაყოლილი ჰიდროცელე, ზრდასრულებთან კი _ შეძენილი.
დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალური დათვალიერების, დიაფანოსკოპიისა და ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია.
რატომ ვითარდება თანდაყოლილი ჰიდროცელე – სათესლეს წყალმანკი?
მუცლადყოფნის პერიოდში განვითარება-ჩამოყალიბების კვალად სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხით ეშვება სათესლე პარკში. მასთან ერთად სათესლე პარკში ეშვება პერიტონეუმის ნაწილიც (მას სხვაგვარად მუცლის ფარის საშოსებრ ანუ ვაგინალურ წანაზარდსაც უწოდებენ).
სათესლის პარკში ჩაშვების შემდეგ სანათური პერიტონეუმსა და საშოსებრ წანაზარდს შორის იხურება. თუ ეს პროცესი დაირღვა, სითხე, რომელიც მუცლის ღრუში წარმოიქმნება (პროდუცირდება) სათესლე პარკში მოხვდება და იქ დაგროვდება.
ვაგინალური წანაზარდის ვისცერული ფურცლის უჯრედები თავად გამოყოფენ სითხეს. როდესაც სანათური პერიტონეუმსა და ვაგინალურ წანაზარდს შორის დახურულია (შეზრდილია), სითხე ასევე გროვდება სათესლის გარსის ფურცლებს შორის და ვითარდება წყალმანკი.
აღნიშნული სანათური ახალშობილი ბიჭების 80 %-თან ღიაა. წლინახევრის ასაკისათვის ბავშვების უმრავლესობასთან ეს სანათური ხორცდება (იხურება). შესაბამისად, თანამედროვე უროლოგიური მიდგომებით სათესლის წყალმანკის აღმოჩენის შემთხვევაში 18 თვის ასაკამდე ბავშვებს არ მკურნალობენ.
სათესლის გარსების წყალმანკი შესაძლოა თავისით გაქრეს, სანათურის შეხორცება-დახურვის კვალად სითხე თავად გაიწოვოს.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ჰიდროცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
☎ ტელ.: 0322 23 40 23
საყოველთაო ჯანდაცვა MMT ჰოსპიტალში ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციის ხარჯებს!
შეძენილი ჰიდროცელე – სათესლეს წყალმანკი
შეძენილი წყალმანკის მიზეზი ძირითადად საკუთრივ სათესლის გარსის მიერ გამოყოფილი სითხის პროდუქციასა და აბსორბციას (შეწოვას) შორის დისბალანსია. ამ დისბალანსს ხელს უწყობს სათესლე პარკისა და მისი ორგანოების ტრავმა, სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ასევე სათესლე პარკიდან ლიმფის გადინების დარღვევა.
რა სიმპტომებით ხასიათდება ჰიდროცელე – სათესლეს წყალმანკი
მწვავე წყალმანკი სათესლე პარკის მკვეთრი გადიდებითა და მტკივნეულობით ხასიათდება, ხშირია ჰიპერთერმიაც.
ქრონიკული წყალმანკი შეიძლება მწვავე პროცესის გამოსავალი იყოს ან გამოწვეული სათესლისა და მისი დანამატის ქრონიკული პათოლოგიით.
ქრონიკული ჰიდროცელეს დროს პაციენტს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება სათესლე პარკის არეში. დაზიანებული მხარე მოცულობაში გადიდებულია.
თანდაყოლილი წყალმანკის დროს სათესლე პარკი ზომაში დღის განმავლობაში მატულობს, ღამით, ძილის დროს კი მცირდება. შეძენილი წყალმანკის დროს სათესლე პარკის მოცულობა არ იცვლება.
ქრონიკული წყალმანკი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტკივილისა და შარდვის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
სითხე, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა გროვდება (სათესლე პარკი ამ დროს უმნიშვნელოდ დიდდება), თუმცა, შესაძლებელია ერთბაშადაც დაგროვდეს.
გამოხატული წყალმანკის დროს ირღვევა შარდის გამოყოფისა და სქესობრივი აქტები, ვითარდება სათესლე პარკის ორგანოთა ჰიპოტროფია და ირღვევა სპერმატოგენეზი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ეფუძნება ვიზუალურ დათვალიერებას, დიაფანოსკოპიასა (სათესლე პარკის განათებას) და ულტრაბგერით (ექოსკოპიურ) კვლევას. ამ უკანასკნელით განისაზღვრება სითხის მოცულობა, ფასდება სათესლისა და მისი დანამატის მდგომარეობა.
მკურნალობა
სათესლის შეძენილი წყალმანკის მკურნალობა ძირითადი დაავადების თერაპიას გულისხმობს. პაციენტს ურჩევენ სიმშვიდეს. არ არის რეკომენდებული სპორტული და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა.
სითხის ევაკუაციისა და ჰიდროცელეს ღრუში მასკლეროზებელი პრეპარატების შეყვანის მიზნით მიმართავენ პუნქციას.
იმის გამო, რომ დაავადება რეციდივს განიცდის, მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. არსებობს ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი (მაგალითად, ვინკელმანის, ლორდის, ბერგმანის, როსის).
თანდაყოლილი ჰოდროცელეს ოპერაციული მკურნალობა 1,5 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ ტარდება.
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი გთავაზობთ ჰიდროცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge
ასევე დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/MMTHospital/
გამარჯობათ 14 წლის არის Ჩემი ბიᲭი სათესლე ჯირკვალში აქვს შარიკივით რაᲦაც რისი ბრალი იქნება და არის თუ არა საშიში
საჭიროა უროლოგთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 0322234023
გამარჯობა, მაინტერესებს თანდაყოლილი წყალმანკი იწვევს თუ არა უშვილობას?
მოგესალმებით. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ოპერატორი მოგახსენებთ დეტალებს 0322 23 40 23
გამარჯობა, სათესლე ჯირკვალის შემოგრეხის დროს შეიძლება სათესლე ჯირკვალი ოდნავ გამკვრივდეს?
დიახ შესაძლებელია, დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
10 წლის წინ გავიკეთე გიდროცელეს ოპერაცია ორივე მხარეს ახლა დამეწყო მწვავე ქავილი სთესლეს მიდამოებში.
რის ბრალია რით ვიმკურნალო?!
მოგესალმებით, აუცილებელია უროლოგის კონსულტაციის გავლა
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
გამარჯობათ 2თვისა ჩემი პატარა და ოდნავ ლურჯად ამოებერა შემდეგ გაუქრა ცოტახნის შემდეგ რომ ვნახე საკმაოდ მომატებულად იყო ამობერილი მაგრამ ხოლმე იქრება მივიყვანე ქირულგთან და საშიში არაფერია მითხრა არაფერზე არ შეაწუხებს და არც ეტკინება რამეო 8თვემდე ქირულგიური ჩარევა არ უნდაო მე კიდე მეშინია რომ სათესლე ჯირკვალი არ გაუფუჯდეს და არის თუ არაა საშიში რაიმე ?და კიდე წყალმანკის დროს თიაქარი შეიძლება რომ ჩამოუვიდეს?
ქალბატონო ხატია, ბავშვთა უროლოგმა უნდა ნახოს გასინჯოს, დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
გამარჯობა, რა ღირს ოპერაცია და აფინანსებს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა?
მოგესსალმებით, ჩვენი კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ,დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
ბავშვი არის 12 წლის.უჭირდა სიარული .გამოვიძახე სასწრაფო.ექოსკოპიამ დაადგინა რომ ბავშვს აქვს წყალმანკი.სითხე არის მცირე რაოდენობის.ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.დაუნიშნა ექიმმა გამწოვი პრეპარატი.ეს პრეპარატი ბიმაქსია.ანტიბიოტიკი.რამდენად ეფექფურია მაინტერესებს ეს ანტიბიოტიკი.
გამარჯობათ.ნოემბერში გაუკეთე ბავშვს ოპერაცია და სათესლე ჯირყვალი ისევ იცვლის ფორმას.ეს ნორმალურია თუ საყურადგებო.მადლობა.
მოგესალმებით, სასურველია ნახოს უროლოგმა. დეტალური ინფორმაციისვის დაგვიკავშირდით 032 2234023
გამარჯობათ,
თქვენთან ერთი კითხვა მაქვს,შესაძლებელია,რომ სათესლე ჯირკვალი გაფუჭდეს?
დიახ რათქმაუნდა, სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება არსებობს
მოგესალმებით!
ჩემი პატარა გახდა 2თვის.შევამჩნიე მარცხენა სათესლე ჯირკვლის გადიდება.მისმა პედიატრმა ამიხსნა დაბადებიდან აქვს შიგნით წყალი..რათქმაუნდა შევშინდი მითხრა სანერვიულო არაფერია დრო უნდა და გაიწოვს.რამდენად შესაძლებელია თუ ოპერაციაა საჭირო?გმადლობთ
ქალბატონო მაია სასურველია ბავშვთა უროლოგს გააასინჯოთ, ჩაეწერეთ და ექიმი დაგაკვალიანებთ თუ არ გაიწოვს შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ საოპერაციო გახდეს დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023